გუშინ მთელი საღამო იმერეთის შესახებ ვაგროვებდი მასალებს, ვსაუბრობდი ტელეფონით, ვჩიჩქნიდი ენციკლოპედიებს.... რომ დავიღალე, ისევ "ფეისბუქი" ჩავრთე და სად იყო სად არა, ერთი მშვენიერი ქალბატონი "ამოხტა" მარჯვენა კუთხეში ასეთი მინიშნებით – "შეიძლება იცნობ და დაუმეგობრდი"–ო. არ ვინობდი, მაგრამ მისი ფოტოები დავათვალიერე და ერთი ფრაზა ამეკვიატა, რომელიც საბოლოოდ ქვემოთ მოტანილი ლექსის დასკვნით სტრიქონად იქცა.
გაზაფხული იმერეთში როცა მოჰყავს აპრილს
და რომ ტყემალ–ტყემალ მისდევს წყალწითელას ნაპირს,
ფერად–ფერად პეიზაჟებს რომ ხატავს და ფანტავს,
საპატარძლო სამოსელით როცა ამკობს ატამს,
მაშინ კოცნა ყველას უნდა.... ბაგის განა ნეკნის....
ყველა ეძებს მეწყვილეს და საალერსოდ შემნილს,
ვით განგების განჩინება, მამრთან მიდის მდედრი,
რომ ერთმანეთს აზიარონ წუთისოფლის ხვედრი....
მე კი ვაჰ, რომ ასეთ ფიქრებს ვამსხვრევ ლიწინ–ლიწინ:
ოჰ, რა ქალი იქნებოდი ოციოდე წლის წინ!
მარტი, 2011 წელი
Комментариев нет:
Отправить комментарий