2003 წელს გამოვუშვი ორი ბროშურა ამ სერიით;
ტექსტი დავწერე ინტერნეტში მოძიებული მასალების საფუძველზე
"დიდი ფეხბურთი" #1
დაიბადა 1960 წლის 30 ოქტომბერს, ბუენოს-აირესში
თავდამსხმელი
საფეხბურთო კლუბები:
1) "არხენტინოს ხუნიორსი" (არგენტინა) – 1976-1980 წლები – 167 მატჩი, 115 გოლი
2) "ბოკა ხუნიორსი" (არგენტინა) – 1981-82, 1995-97 წლები – 71 მატჩი, 35 გოლი
3) "ბარსელონა" (ესპანეთი) _ 1982-1983 წლები – 58 მატჩი, 38 გოლი
4) "ნაპოლი" (იტალია) – 1984-1991 წლები – 259 მატჩი, 115 გოლი
5) "სევილია| (ესპანეთი) – 1992/93 წლები – 29 მატჩი, 8 გოლი
6) |ნიუელზ ოლდ ბოიზი| (არგენტინა) – 1993-94 წლები 5 მატჩი
ეროვნული ნაკრები:
– არგენტინის ახალგაზრდული ნაკრები – 1977-1979 წლები – 23 მატჩი, 11 გოლი
– არგენტინის ეროვნული ნაკრები – 1977-1994 წლები – 91 მატჩი, 34 გოლი
სულ ჩაატარა 703 ოფიციალური მატჩი და გაიტანა 356 გოლი
(სტატისტიკაში გათვალისწინებულია არგენტინი, ესპანეთის და იტალიის ეროვნულ ჩემპიონატების, სათასო მატჩების, საკლუბო ტურნირების და ეროვნული ნაკრების ყველა მატჩი და გოლი).
1991/92 და 1994/95 წლების სეზონი გამოტოვა დისკვალიფიკაციის გამო.
1995 წელს იყო არგენტინის საფეხბურთო კლუბების "მანდიუ კორიენტესის" (12 მატჩი, 1 მოგება, 6 ფრე, 5 წაგება) და "რასინგის" (11 მატჩი, 2 მოგება, 6 ფრე, 3 წაგება) მწვრთნელი.
ტიტულები:
– მსოფლიოს ჩემპიონი, 1986
– მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, 1990
– "ოქროს" (1986) და |ბრინჯაოს| (1990) ბურთების მფლობელი მსოფლიოს ჩემპიონატებზე.
– სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელი 1979, 1980
– მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდული ნაკრებების დონეზე, 1979
– არგენტინის ჩემპიონი, 1981
– იტალიის ჩემპიონი (1987, 1990), თასის (1987) და სუპერთასის მფლობელი (1990).
– ესპანეთის თასის მფლობელი, 1983
– უეფას თასის მფლობელი, 1989
– მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, 1986
– არგენტინის (1978, 1979, 1980) და იტალიის (1987/88) საუკეთესო ბომბარდირი.
– 1990 წელს მიენიჭა "სპორტის ელჩის" ტიტული.
– 1993 წელს დაასახელეს არგენტინის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად, 1999 წელს კი XX საუკუნის არგენტინის საუკეთესო სპორტსმენად.
– 2000 წელს ინტერნეტის ქსელში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ფიფა-მ XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.
* * *
70-იანი წლების დასასრულამდე ჩვენს ცნობიერებაში არგენტინა, როგორც ქვეყანა, რამოდენიმე ისეთი ფენომენით იყო წარმოდგენილი, რასაც ფეხბურთთან ნაკლებად ჰქონდა კავშირი. "ტანგო" (...რომლის არგენტინულობა ყველამ იცოდა), ლოლიტა ტორესი (...რომლის არგენტინელობაში მოგვიანებით გავერკვიეთ) და ევიტა პერონი - ქალი, რომელიც 50-60-იანი წლების არგენტინაში ღმერთად იყო შერაცხული და მისი თავგადასავლების `აუგი შეფერილობა~ შესაბამისი პოლიტიკოსების წყალობით ჩვენს ყურამდეც აღწევდა ...
კიდევ იყო ალფრედო დი სტეფანო, დიდი ფეხბურთელი, რომელმაც მთელი თავისი სახელოვანი კარიერა ესპანეთში გაატარა და არგენტინას ბევრი ვერაფერი სამსახური გაუწია თავისი არგენტინელობით...
დღეს არგენტინის ხსენებაზე პირველ რიგში დიეგო არმანდო მარადონა ისახება ჩვენს ცნობიერებაში!
* * *
80-იან წლებამდე საფეხბურთო სამყაროს ჰყავდა ერთი აღიარებული "მეფე" - ბრაზილიელი პელე, რომლის მარადიულ მეფობაში ეჭვი არავის ეპარებოდა, მაგრამ მოულოდნელად გამოჩნდა კაცი, რომელიც პელეს ტახტზე ზეობაში შეეცილა, თუმცა ორივე მათგანის მხილველთა უმეტესობა უპირატესობას მაინც ბრაზილიელს ანიჭებს, რადგან ისინი ერთმანეთისაგან ისე განსხვავდებიან, როგორც ცა და დედამიწა, და არა მხოლოდ საფეხბურთო პარამეტრების გათვალისწინებით. ამიტომაც პელეს უკვე "ფეხბურთის ღმერთად" მოიხსენიებენ, მარადონას კი მისი ყოფილი ტიტულიც და მეფობაც ერთად გადაეცა!
პირველი ვაჟი ოჯახში
დიეგო არმანდო მარადონა დაიბადა 1960 წლის 30 ოქტომბერს (დილის ხუთ საათზე) ბუენოს-აირესის გარეუბან ლანუსის კლინიკაში, რომელიც არგენტინის პირველი ლედის ევიტა პერონის მიერ იყო დაარსებული დაბალი სოციალური ფენებისათვის და ამავე ქალბატონის სახელს ატარებდა.
ვაჟი, ოთხი ქალიშვილის შემდეგ, მეხუთე შვილად მოევლინა დიეგო მარადონას და დალმა სალვადორ ფრანკოს ოჯახს. შემდეგ დაიბადნენ კიდევ ვაჟები – უგო და რაული – და კიდევ ერთი გოგონა... პირველ ვაჟს კი, წესისა და ტრადიციისამებრ, მამამ თავისი სახელი – დიეგო – დაარქვა.
"მისი ამქვეყნად მოვლინება, სხვებთან შედარებით, ადვილად შევძელი – განაცხადა დონია დალმამ – შაბათს მშვენივრად ვგრძნობდი თავს, გამთენიისას კი ტკივილები ვიგრძენი, კლინიკაში წამიყვანეს და მიყვანისთანავე ვიმშობიარე... მაშინ ერთადერთს ვნატრობდი, რომ ჩემი ბიჭი ჯანმრთელი და კარგი კაცი გამოსულიყო. ეს ყველაფერი, მე მგონი, საბედნიეროდ, ასრულდა და, შეიძლება ითქვას, დიდი გადაჭარბებითაც კი".
ახლადშობილის მამა, დონ დიეგო, მთელი თავისი ჯიშითა და მოდგმით, უბრალო მუშა გახლდათ. იმხანად იგი "ტრიტუმოლის" წისქვილში შავ მუშად მუშაობდა, ყოველ დილით 4 საათზე დგებოდა და მთელი დღის განმავლობაში შრომობდა, რათა ოჯახი შიმშილისა და გაჭირვებისაგან ეხსნა. ვაჟის შეძენამ მამა, რა თქმა უნდა, ძალიან გაახარა, მაგრამ სიხარულისა და სიამაყის გამომჟღავნებას ნაკლებად ცდილობდა... ალბათ, იმიტომ რომ თავის პირმშოს სასიკეთოს ვერაფერს ახვედრებდა ამქვეყნად და ვერც რაიმე განსაკუთრებულს ჰპირდებოდა მომავალში....
"ყოველთვის პატარა ტანის ვიყავი - გაიხსენებს შემდეგ დონ დიეგოს სახელოვანი ვაჟი – მაგრამ სულ ვჭამდი, ბევრს ვჭამდი, თუკი რამ საჭმელი გაგვაჩნდა და გამუდმებით ვთამაშობდი, ამიტომაც მაქვს ძლიერი ფეხები. ახლა მამაჩემს ისე შევცქერი, როგორც ღმერთს, რადგან ყველაფერი, რაც გამაჩნია მისი დამსახურებაა"
* * *
ბავშვობაში (...და მთელი ცხოვრების მანძილზეც) მარადონა ბზრიალას ჰგავდა, მაგრამ სათამაშო ბზრიალასაგან განსხვავებით, იგი საკუთარ თავს თავადვე ქოქავდა, განუწყვეტლივ ტრიალ-წრიალებდა, ბურთივით დაგორავდა, კოტრიალობდა და, სანამ ენას ამოიდგამდა, მანამდეც ვერავინ აჩერებდა მისი პირიდან მომავალ ბგერებს. ის მხოლოდ მაშინ იყო ჩუმად, როცა ჭამდა, ჭამის შემდეგ კი ოთხი უფროსი დის თანხლებით კვლავ უბრუნდებოდა მხოლოდ მისთვის ცნობილი "საგანგებო საქმეებს".
* * *
კვლავ მარადონას მოვუსმინოთ:
"როცა ტოტო (ასე მიმართავდნენ შვილები დონია დალმას) სადმე მაგზავნიდა - თან ყოველთვის მქონდა რაიმე მრგვალი ჭინჭი ან მრგვლად დაჭმუჭნული ქაღალდი და გზადაგზა ასეთი "ბურთის" აკენწვლით ვერთობოდი, ხოლო თუ ვინმე ფორთოხალს მაჩუქებდა, არავითარ შემთხვევაში არ შევჭამდი მას და იმდენს ვთამაშობდი ამ თითქმის ბურთით, სანამ მთლად არ დარბილდებოდა".
...პირველი საჩუქარი კი, რაც დიეგოს მთელი ცხოვრების მანძილზე დაამახსოვრდა, რა თქმა უნდა, ფეხბურთის ნამდვილი ბურთი იყო, რომელიც პატარა მარადონას უფროსმა ბიძაშვილმა ბეტომ მიუტანა, როცა დიეგოს შვიდი წელი შეუსრულდა. ეს იყო მისი საოცნებო ტყავის, ნიპელის გასაბერის მქონე ბურთი!
ასე დაიწყო დიეგო არმანდო მარადონას დიალოგი ნამდვილ ბურთთან, რომელიც სულ მალე მთელი მსოფლიოსათვის გახდა ცნობილი და ამ დიალოგში, რა თქმა უნდა, პატარა არგენტინელმა ბიჭმა ბურთს თავისი ყველა თანამემამულის ოცნება გაანდო:
- ნეტავ არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდეს!
* * *
პატარა დიეგო დილას გათენებას არ აცლიდა და სანამ მისი უფროსი ამხანაგები იქვე, სახლთან მოსწორებულ მოედანზე გამოეფინებოდნენ, ის ეზოში ძაღლებს და ქათმებს ბურთით რაღაც თამაშს ეთამაშებოდა, რასაც, ჯერ ვერც თვითონ და ვერც ვინმე სხვა, ფეხბურთს ვერ დაარქმევდა. კაპრიზული ხასიათი კი მაშინვე თვალში საცემი ჰქონდა და რაწამს მამამისი დაინახავდა, რომ ბიჭუნა ბურთის წასართმევად ძაღლს ეჭიდავებოდა, აშველებდა მეტოქეებს და შვილს ბურთზე ფეხის მორტყმას ასწავლიდა. მერე ბიჭბუჭებიც გამოიშლებოდნენ და, აბა, მაშინ გენახათ დიეგოს ჭიჭყინი, ბურთს რომ ვერ ეწეოდა და უფროსებს ფეხებში რომ ედებოდა... ბურთს კი მაინც თავგამოდებით მისდევდა და თუ ფეხის მორტყმას ვერ ახერხებდა, მეკარესავით ჩააფრინდებოდა ხოლმე და ცოცხალი თავით აღარვის აძლევდა მას.
ასე გადიოდა წლები და ფეხბურთი თანდათან დიეგო მარადონას ცხოვრების აზრი ხდებოდა. ზოგჯერ, დედა თუ გაუბრაზდებოდა და სათამაშოდ არ გაუშვებდა, დიეგო ისეთ უსაშველო ამბებს აწევდა ოჯახს, რომ დონია დალმა იძულებული იყო აცრემლებული ბიჭი ნებაზე მიეშვა, ის კი უმალ გადაევლებოდა ხოლმე მესერს და მოედნამდე მისულს თვალზე ცრემლის ნასახიც აღარ რჩებოდა.
"ჩვენს თამაშებს დრო არ გააჩნდა, ვთამაშობდით დათქმულ ანგარიშამდე – იგონებს მარადონა – და ყოფილა შემთხვევა, დღეში სამი თამაშიც კი გვითამაშია და სამივე ერთ ტემპში და ერთნაირი დაძაბულობით ჩაგვიტარებია. მერე კი ვიხსენებდით გატანილ გოლებს და ყოველ მათგანს შეფასებას ვაძლევდით სილამაზის მხრივ".
რვა-ცხრა წლის დიეგოს უკვე მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ილეთები და ფინტები გააჩნდა. მას, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად რამდენიმე მეტოქის მოტყუება ანიჭებდა სიამოვნებას და ადვილადაც ახერხებდა ამას, კარამდე მისული კი აუცილებლად მარცხენა ფეხით ურტყამდა. მალე დიეგო "ესკალადა სან-მარტინის" სკოლაშიც მიაბარეს, იქ კი მაშინვე შეიყვანეს სასწავლებლის უმცროსკლასელთა ნაკრებ გუნდში და მისი ლიდერობაც მაშინვე ანდეს.
ფეხბურთელის კარიერის დასაწყისი
ვილა ფიორიტოში, ბუენოს-აირესის იმ გარეუბანში, სადაც მარადონას ოჯახი ცხოვრობდა, თითქმის ყველა ბიჭუნა ფეხბურთით იყო დაავადებული და დიდ სპორტსმენობაზე ოცნებობდა. მათ შორის იყვნენ დიეგო მარადონაც და გოიო კარისოც, დიეგოზე ორი წლით უფროსი ყმაწვილი. ისინი ყველაზე უკეთ უგებდნენ ერთმანეთს, მით უმეტეს, რომ გოიო უკვე "არხენტინოს ხუნიორსის" დუბლშემადგენლობის ვარჯიშებზე ახერხებდა მოხვედრას და თავისი უმცროსი მეგობრის წაყვანასაც არ თაკილობდა. ერთხელ გოიომ დიეგოსთან შეიარა და მის საწოლთან პელესა და ბეკენბაუერის სურათები დაინახა.
"– შენი კერპები არიან?" – ჰკითხა გოიომ მეგობარს. დიეგომ უხმოდ დაუკრა თავი – მერედა დი სტეფანომ, კოპამ, ფონტენმა რა დააშავეს?!"
დიეგომ მაშინ პირველად გაიგო ამ ფეხბურთელების სახელები და მას შემდეგ ყველგან დიდი ფეხბურთელების ფოტოებს დაეძებდა და მათ შესახებ წიგნს არ ტოვებდა წაუკითხავს და მალე ბეკენბაუერის გვერდით ალფრედო დი სტეფანოს ფერადი გამოსახულებაც გამოჩნდა. ასე გახდა გოიო კარისო მარადონას პირველი გზამკვლევი საფეხბურთო სამყაროში. სწორედ მან გააცნო დიეგოს "არხენტინოს ხუნიორსის" სელექციონერი ფრანსისკო კორნეხო, რომელსაც საოცარი ალღო ჰქონდა ყმაწვილებში ნამდვილი საფეხბურთო ნიჭის აღმოჩენისა. ეს კაცი ხშირად დამოუკიდებლად ატარებდა საწვრთნელ ვარჯიშებს უფროს ფეხბურთელებთან და პატარა მარადონას იმის ნებას რთავდა, რომ კარსუკან დამდგარიყო და მოედნიდან გასული ბურთი მოთამაშეებისათვის მიეწოდებინა. ფრანსისკო კორნეხოს, მარადონას მსგავსად, სხვა ბიჭუნებზეც ჰქონდა თვალი დადგმული. მალე მან ჩამოაყალიბა გუნდი "ლოს სებოლიტასი", ნორჩ ფეხბურთელებს ნამდვილი ფორმა დაურიგა და დიდ მოედანზე გაიყვანა სათამაშოდ. დონ ფრანსისკოს ამგვარმა საქციელმა სათანადო შედეგი გამოიღო, რადგან მისი ბიჭები მართლაც საუკეთესონი აღმოჩნდნენ და მალე მათ მოიგეს ყველა ტურნირი, რაც კი მათ ასაკს შეეფერებოდა.
დიეგო თავიდანვე წამყვან ფიგურად იქცა ამ გუნდში. `მოედანზე ჩვენ კარგად მომართულ მანქანას ვგავდით _ იგონებს მარადონა – ყველას ვუგებდით, ზოგჯერ 20:0-საც კი და ვოცნებობდით, რომ სახელოვანი "რივერ-პლეიტის" იუნიორებს შევხვედროდით. ისინი კი მაშინ არგენტინის ჩემპიონები იყვნენ. ბოლოსდაბოლოს ჩვენი ოცნება ასრულდა, "ლოს სებოლიტასი" შეხვდა "რივერ-პლეიტს" და 7:1 მოუგო. მე მაშინ ლამაზი გოლი გავიტანე, რომელსაც კიდევ ორი მივაყოლე... მოწინააღმდეგის გამწარებული მცველები მთელ მოედანზე კუდში დამდევდნენ".
ის მატჩი ბევრ გულშემატკივარს დღესაც ახსოვს. "ფანტასტიკა, ფანტასტიკა!" - ახლაც იმეორებენ ისინი. სწორედ იმ მატჩის შემდეგ ალაპარაკდნენ ფეხბურთის სპეციალისტებიც მარადონაზე, როგორც არგენტინის ფეხბურთის მთავარ იმედზე. მისმა აღმომჩენმა ფრანსისკო კორნეხამ კი ასე დაახასიათა მომავალი ვარსკვლავი: "დიეგო მარადონას ბურთთან ერთად შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რაც მოესურვება. იგი იმ ხის თოჯინას ჰგავს, რომელიც საითაც არ უნდა გადააყირავო, მაინც ფეხზე დგება!"
მოგვიანებით მთელმა ინსტიტუტებმა დაიწყეს ამ ფენომენის კვლევა და მრავალი ტრაქტატიც მიუძღვნეს იმ ფაქტს, რომ მარადონას სხეულის სიმძიმის ცენტრი ძალზედ დაბლა აქვს განლაგებული, რაც საშუალებას აძლევს მას მისთვის დამახასიათებელი საოცრებები ჩაიდინოს და ძალზედ იშვიათად დაეცეს დაბლა...
ეს ყველაფერი მოგვიანებით მოხდება, იმხანად კი დიეგო არმანდი მარადონა მხოლოდ 10 წლის იყო და უკვე სასწაულებს ლაპარაკობდნენ მასზე.
1971 წლის 28 სექტემბერს არგენტინის ყველაზე პოპულარულ გაზეთ "კლარინში" გამოჩნდა პირველი პუბლიკაცია დიეგო მარადონას შესახებ და იგი "ვარსკვლავბიჭუნად" მოიხსენიეს, თუმცა, როგორც თავად დიეგო იგონებს, მისი გვარი შეცდომით "კარადონად" დაწერეს, რითაც დიდად ატკინეს გული მამამისს, დონ დიეგოს.
მარადონას საკლუბო თავგადასავლები
"არხენტინოს ხუნიორსი" - 1976 წლის 20 ოქტომბერს არასრული თექვსმეტი წლის დიეგო მწვრთნელებმა `არხენტინოს ხუნიორსის~ გუნდის უფროს შემადგენლობაში მეორე ტაიმში მინდორზე გამოიყვანეს. მაშინ ეს გუნდი არგენტინის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში გამოდიოდა.
მატჩის წინ, სათადარიგო შემადგენლობის ვარჯიშის შემდეგ, მწვრთნელმა ხუან კარლოს მონტესმა მარადონა თავისთან იხმო და თითქოს სასხვათაშორისოდ უთხრა:
`ოთხშაბათს ჩვენ `ტალიერესს~ ვეთამაშებით. მოდი, სათადარიგოთა სკამზე შენც დაჯექი~. დიეგომ მადლობის გადახდაც ვერ მოახერხა და გასახდელიდან ტყვიასავით გავარდა, სიხარული რომ არ დასტყობოდა სახეზე.
"ტალიერეს დე კორდობა" იოლად ხელწამოსაკრავი გუნდი სულაც არ იყო. პირველი ტაიმის 27-ე წუთზე მარადონას გუნდმა ლუის ლიდუენის დარტყმის შემდეგ გოლი გაუშვა და ნახევარი საათის განმავლობაში ამაოდ ცდილობდა ანგარიშის გაქვითვას. "არხენტინოსის" ნახევარმცველების და თავდამსხმელების ფუჭმა გაწამაწიამ მოთმინებიდან გამოიყვანა მწვრთნელი, იგი ხმისჩახლეჩამდე ყვიროდა და მოთამაშეებს მითითებებს აძლევდა, მაგრამ მიხვდა, რომ ამით ვერაფერს გახდებოდა და მეორე ტაიმის დასაწყისში ხანგრძლივად ჩაფიქრდა. მარადონა კი იჯდა სათადარიგო სკამზე და თითქოს გრძნობდა, რომ ხუან კარლოს მონტესს რაღაც ჰქონდა განზრახული მასთან დაკავშირებით და უცებ მისი მზერაც დაიჭირა. მწვრთნელმა დიეგოს თავისთან უხმო.
"- ხაკობეტი ძლივსღა ადგამს ფეხს, შეცვალე ის, ჩემო ბიჭო, და აჩვენე ამ დოყლაპიებს, როგორ უნდა ითამაშო არგენტინული ფეხბურთი!" - უთხრა მონტესმა მარადონას და მხარზე მამაშვილურად დაჰკრა ხელი.
...ასე უშვებენ ხოლმე სამტრედიდან ხანგრძლივად დაბმულ საუკეთესო მტრედს, რომ ცაში კამარა შეკრას და მეწყვილესთან ერთად დაბრუნდეს ბუდეში.
როგორც კი მარადონა მოედანზე გავიდა, თამაში გამწვავდა, იგი მინდვრის ყველა წერტილში თავგამოდებით იბრძოდა. მართალია, ანგარიში მატჩის ბოლომდე აღარ შეცვლილა, მაგრამ დიეგო მარადონას ნიჭი ყველას თვალსა და გონებაზე აღებეჭდა.
იმავე წლის 14 დეკემბერს დიეგო `სან ლორენცოს~ წინააღმდეგ ასევე მეორე ტაიმში ათამაშეს და სწორედ ამ მატჩში, პირველად თავის კარიერაში, გაიტანა მან ზედიზედ ორი გოლი (`დუბლი~), როცა მისი გუნდი 3:2-ს იგებდა და მან ხუთამდე გაზარდა ანგარიში. მატჩის შემდეგ იგი რეპორტიორების ალყაში მოექცა და სწორედ მაშინ იგრძნო ჭაბუკმა თავი დიდი მასშტაბის პიროვნებად.
მეორე დღეს ყველა გაზეთი ახალ ვარსკვლავს, 16 წლის დიეგო არმანდო მარადონას ქებით იხსენიებდა. სწორედ `არხენტნოს ხუნიორსში~ აიდგა ფეხი ფეხბურთის მომავალმა დიდებამ, მაგრამ მაინც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 10 წლის შემდეგ მარადონა არგენტინის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონობამდე მიიყვნდა.
...თუმცა მანამდე კიდევ ბევრი რამ უნდა მოემოქმედებინა ამომავალ არგენტინელ ვარსკვლავს.
"ბოკა ხუნიორსი" - პირველი მატჩი - 1981 წლის 22 თებერვალს კორდოვის "ტალიერესთან".
1982 წლის მაისში მარადონა დაემშვიდობა "ბოკას", 1995 წლის 7 ოქტომბერს კვლავ დაბრუნდა ამ გუნდში და 1997 წლის 25 ოქტომბერს გამოეთხოვა მას.
1981 წელს მარადონა ქვეყნის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდში, "ბოკა ხუნიორსში"~ გადაიყვანეს, გადაუხადეს რა ყოფილ კლუბს არგენტინის ფეხბურთისათვის მანამდე არნახული თანხა (3,6 მილიონი დოლარი). ეს უკვე უმაღლესი ლიგის გუნდი გახლდათ, სადაც მარადონამ მთელი სისრულით გამოამჟღავნა თავისი მონაცემები და გუნდთან ერთად ქვეყნის ჩემპიონობაც მოიპოვა.
"ბარსელონა" - პირველი თამაში მარადონამ "ბარსელონას" შემადგენლობაში ჩაატარა 1982 წლის 4 სექტემბერს, "ვალენსიასთან". 1984 წლის 5 მაისს ბილბაოს "ატლეტიკთან" მატჩში იგი უკანასკნელად გამოჩნდა "ბარსელონას" რიგებში.
1982 წლიდან დაიწყო მარადონას ევროპული თავგადასავლები, რომელთაგან პირველი ესპანეთის `ბარსელონას~ დაუკავშირდა. კატალონიაში მას ბევრი წარმატება და ბევრი მარცხი ელოდა. `ბარსელონა~ (...და ზოგადად ევროპული ფეხბურთი) ძალიან განსხვავდებოდა არგენტინული ტრადიციებისაგან. მარადონას `ბარსელონაში~ სერიოზული ტრავმები და ტკივილები, ჟურნალსტების მომწამლავი სტატიები და კლუბის ხელმძღვანელობასთან გაუთავებელი კინკლაობა დახვდა. დიეგოს ის აზრიც კი გაუჩნდა, რომ აქტიური კარიერისათვის თავი დაენებებინა მაგრამ მას მოწვევა მოუვიდა იტალიიდან, აპენინებზეა მარადონას `ნაპოლი~ ელოდებოდა. `ბარსელონას~ კი თავად დიეგო ერთ-ერთ ინტერვიუში ასე იხსენებს:
-"ბოკა ხუნიორსიდან" რომ გადაგიყვანეს `ბარსელონაში~, თქვენ რაღაც წყევლის შესახებ ალაპარაკდით?
- წყევლის შესახებ არაფერი მახსოვს, მაგრამ წარუმატებლობათა სერია გამუდმებით მდევდა თან. ჯერ "ბარსელონას" პრეზიდენტ ლუის ნუნიესთან ვიჩხუბე, მერე ჰეპატიტი დამემართა, მაგრამ ყველაზე დიდი საშინელება მაინც წინ მელოდა... მახსოვს, 3:0-ს ვიგებდით და შეგვეძლო მშვიდად დაგვესრულებინა მატჩი, მაგრამ... ერთმანეთს შეჯახებული ფეხბურთელების გაშველებაში რომ ჩავერიე, უცებ გოიკოეჩეაში ბასკურმა სისხლმა იყივლა და მიწაზე დამაგდო... ვიგრძენი, როგორ დაიძახა ჭახანი ჩემმა ძვალმა და იმ დღიდან ათი თვის განმავლობაში მოედანს აღარ გავკარებივარ. დიახ, ჰეპატიტზე საშიში ჩემთვის ანდონი გოიკოეჩეა აღმოჩნდა".
ყოველივე ამას ისიც დაერთო, რომ `ბარსელონას~ სათავეში მარადონას მტრად მიჩნეული ლუის მენოტი ჩაუდგა და დიეგოს კატალონიაში აღარ დაედგომებოდა.
"ნაპოლი" - "ნაპოლიში" მარადონას დებიუტი ოფიციალურ მატჩში შედგა 1984 წლის 16 სექტემბერს, "ვერონასთან". 1991 წლის 24 მარტს მან უკანასკნელად ითამაშა "ნაპოლის" შემადგენლობაში "სამპდორიას" წინააღმდეგ.
"ნაპოლის" ხელმძღვანელობა მარადონას ხელში ჩაგდებას ჯერ კიდევ 1979 წელს ცდილობდა, მაგრამ მაშინ ეს გარიგება არ შედგა, რადგან იტალიურ კლუბებში უცხოელების ყოფნის ლიმიტი იყო დაწესებული. 1984 წლის 5 ივლისს მარადონა ნეაპოლში ბოლოსდაბოლოს ჩაფრინდა. ტრაპთან მას ჟურნალისტების და გულშემატკივრების მთელი არმია დახვდა და მარადონამ ასეთი სიტყვა წარმოთქვა:
"გამარჯობათ ნეაპოლელებო! ბედნიერი ვარ, რომ თქვენთვის უნდა ვითამაშო!"
სხვათა შორის, "ნაპოლიმ" მარადონას შესაძენად იმხანად ფანტასტიური თანხა, 7,6 მილიონი დოლარი გადაიხადა, თავად დიეგოს კი ჩასვლისთანავე 800 ათასი დოლარი მისცეს.
დიეგო უკვე კარგად იცნობდა ევროპულ ფეხბურთს, მათ შორის იტალიურსაც, და მშვენივრად ესმოდა, რომ ეს ქვეყანა ფეხბურთით ცხოვრობს და მას დიდი მოვალეობა დაეკისრება. 10 დღის შემდეგ, 15 ივლისს, მარადონა ამხანაგურ მატჩში "ნაპოლის" შემადგენლობაში გამოვიდა მინდორზე, მას 60 000 მაყურებელი აღტაცებით შეეგება და საგანგებო ჰიმნიც კი მიუძღვნა.
სწორედ `ნაპოლი~ აღმოჩნდა ის გუნდი, სადაც დიეგო არმანდო მარადონას საფეხბურთო ნიჭი მთელი სისრულით უნდა გამომჟღავნებულიყო. მან ამ ქალაქის კლუბთან ერთად თავისი კარიერის მწვერვალები დალაშქრა. მას ყველა სიგრძესიგანის და განზომილების გოლები გაჰქონდა და იტალიის ბევრი გრანდის პრესტიჟს მიწასთან ასწორებდა.
"ნაპოლიში" პირველმა სეზონმა ნორმალურად ჩაიარა. მაშინ გუნდი იტალიის ჩემპიონატის საშუალო გუნდად ითვლებოდა, ორიოდე წელში კი საჩემპიონო მწვერვალებსაც დაუმიზნა და 1986-87 წლების სეზონში გრანდიოზულ წარმატებას მიაღწია, მარადონას კი კვლავ ფანტასტიური გოლები გაჰქონდა. ასე მაგალითად, "ლაციოსთან" მატჩში ჰეტ-თრიკი შეასრულა და ამ სამი გოლიდან ერთი კუთხურიდანაც გაიტანა, მეორე კი 45 მეტრის მანძილიდან, ე.წ. `ხმელი ფოთოლის~ დარტყმით, პირდაპირ კარში ჩაუშვა. "სამპდორიასთან"~ ასეთი გოლი გაიტანა: შეტევისას ფეხი წამოჰკრეს და სანამ მოედანზე დაეცემოდა, თითქმის მიწაზე გართხმულმა დაარტყა და ზუსტად გაგზავნა მიზანში.
მომავალი ორი სეზონი "ნაპოლიმ" ჩემპიონატში მეორე ადგილზე დაასრულა, 1989 წელს კი უეფას თასი მოიპოვა, აჯობა რა "შტუტგარტს" ორ მატჩში - შინ 2:1 და სტუმრად 3:3.
1989-90 წლების სეზონში მარადონამ `ნაპოლი~ მეორედ მიიყვანა ჩემპიონობამდე, რაც არნახული წარმატება იყო მანამდე ხელმოცარული ნეაპოლიტანური კლუბისათვის და მარადონა ამ ქალაქის და მთელი იტალიის გულშემატკივრებისათვის ლამის ღმერთად იქცა (...არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ მარადონას წინაპრები სწორედ იტალიიდან ჩავიდნენ არგენტინაში და იტალიური ფესვები, თუნდაც გვარის სახით, ხელს უწყობდნენ დიეგოს პოპულარობას აპენინებზე).
...მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული და 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სწორედ ნეაპოლში მოხდა ის ამბავი, რამაც მარადონა იტალიელთა დაუძინებელ მტრად აქცია. საქმე ეხება იტალიისა და არგენტინის ნაკრებთა მატჩს, სადაც მარადონამ და მისმა თანაგუნდელებმა ნახევარფინალში, ჩემპიონობისაკენ სავალ გზაზე, იმედები დაუმსხვრიეს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ გუნდს.
ასე რომ, მარადონას იტალიელი ტიფოზების შიში გაუჩნდა და იგი იძულებული გახდა ყველგან გაძლიერებული დაცვით ევლო და მეტი სიფრთხილით მოჰკიდებოდა ცხოვრებას. მისი ნეაპოლიტანური ოდისეა ფაქტიურად შინაპატიმრობად იქცა, ამიტომაც მიმართა მან თხოვნით კლუბის პრეზიდენტ ფერლაინოს, რომ გაეხსენებინა ის სიტყვიერი შეთანხმება, რის თანახმადაც მარადონას უფლება ეძლეოდა `ნაპოლიდან~ წასულიყო ამ გუნდის ჩემპიონობამდე მიყვანის შემდეგ. ამას დაერთო ისიც, რომ საფრანგეთის კლუბ მარსელის~ პრეზიდენტმა ბერნარ ტაპიემ დიეგოს საბანკო ქვითარი გამოუგზავნა და `მარსელში~ გადასვლის შემთხევაში თანხის ოდენობის ჩაწერის უფლება თავად მას მიანდო.
`ნაპოლის~ პრეზიდენტმა უარი უთხრა მარადონას კლუბიდან დათხოვნაზე, მაგრამ განუსაზღვრელი დროით შვებულებაში გაშვებაზე დასთანხმდა და (თითქოს განგებ მოხდაო) ხსენებულ პერიპეტიებს ზედ დაერთო ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია, რაც დიეგოს სისხლში კოკაინის აღმოჩენამ გამოიწვია, როცა 1991 წლის 29 მარტს "ნაპოლი" - "ბარის" მატჩის შემდეგ მან თავადვე აღიარა აკრძალული სტიმულატორების მიღების ფაქტი.
მართალია, იმ საბედისწერო 1991 წელს მარადონას იტალიურ მაფიასთანაც გაურთულდა ურთიერთობა, სააშკარაოდაც განაცხადა - "იტალიაში, სადაც ერთდროს მაღმერთებდნენ, ახლა აღარავის ვუყვარვარო" – მაგრამ საბოლოო ჯამში მასაც და მის ყოფილ კლუბ "ნაპოლისაც" ერთმანეთის მიმართ მადლიერების გრძნობა გაჰყვათ მთელი ცხოვრების მანძილზე.
რამოდენიმე დღის შემდეგ დიეგო არგენტინის პოლიციამ დააკავა. მარადონას ავადმყოფური მიდრეკილების შესახებ ნარკოტიკებისადმი დიდი ხნის წინ ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ ამჯერად პოლიციამ "საქმეზე წაასწრო" მას. მიუხედავად ამისა, არგენტინელთა კერპს მაინც აპატიეს და დაიჯერეს მისი სიტყვები, რომ საბოლოოდ გამოსწორდებოდა.
1992 წელს, როცა თხუთმეტთვიანი დისკვალიფიკაცია, როგორც იქნა, დასასრულს მიუახლოვდა, დიეგო მარადონამ განაცხადა, რომ აღარასოდეს დაბრუნდებოდა არც იტალიაში და არც ნეაპოლიტანურ კლუბში, რითაც დაარღვია კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები და საკუთარი ჯიბიდან საკმაოდ სოლიდური თანხის გადახდა მოუხდა.
პირველი ინტერმედიული რეპორტაჟი "მოლიპული გზიდან"
(მოარული თუ ნამდვილი ამბები)
თავად ფეხბურთის მაესტროსავე აღიარების თანახმად, მან "გამაბრუებელ ფხვნილს" გემო პირველად 23 წლის ასაკში გაუსინჯა, როცა ესპანეთის "ბარსელონაში" თამაშობდა. ეს ერთგვარი გარდამავალი პერიოდი იყო მის ცხოვრებაში, როცა დიდება უკვე საკმაო დოზით ჰქონდა დაჭაშნიკებული, მაგრამ იმხანად დეპრესიის პერიოდი დასდგომოდა და ხელიდან (უფრო სწორად ფეხიდან) არაფერი გამოსდიოდა. "ბანგი" თითქოს შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი იყო და მანაც გასინჯა ერთხელ, მეორედ და ასე შემდეგ... ბევრჯერ!
მალე მარადონა დაემშვიდობა ესპანეთს და იტალიაში გადაბარგდა, სადაც ადგილობრივი მაფია, გაერკვა რა დიეგოს გატაცებაში, მავანთა თქმით, მას კოკაინში აბანავებდა. "კოზა ნოსტრას" ერთი მხრივ სიამაყეს ჰგვრიდა მსოფლიო მნიშვნელობის ვარსკვლავთან მეგობრობა, თუმცა ამ ურთიერთობას მეორე მხარეც გააჩნდა _ იტალიის მაფიას იმედი ჰქონდა, რომ დიეგოს დიპლომატიური პასპორტი, რომელიც მან არგენტინის პრეზიდენტისაგან მიიღო, "შესაბამისი ტვირთების" ტრანსპორტირებაში ერთობ გამოსადეგი რამ იქნებოდა. ასეა თუ ისე, ნეაპოლში მარადონას, გარდა ფეხბურთის მინდვრისა, სხვა ასპარეზზეც მოუხდა თავის გამოჩენა.
ცხოვრების "მოლიპულ გზაზე" მარადონას ორი ბოროტი გამყოლი ჰყავდა, რომელთაგან ერთი გილერმო კოპოლო გახლდათ - ბანკის ყოფილი მოხელე, ვინც არგენტინელ ფეხბურთელთა შორის პოპულარობით სარგებლობდა იმის წყალობით, რომ სპორტსმენებს ფულის სწორად დაბანდების საკითხში რჩევა-დარიგებებს აძლევდა. ბატონი გილერმო დიეგოს ჯერ კიდევ მისი კარიერის გარიჟრაჟიდან აედევნა და ყველგან და ყოველთვის თან სდევდა მას, თუ, რა თქმა უნდა, იძულებითი გამოკეტილობა არ ჰქონდა ციხის საკანში. სინიორ კოპოლო ფეხბურთის ვარსკვლავის ყველა კაპრიზს "ფრიადზე" ასრულებდა – გნებავთ, "დოზის" შოვნაზე მიმდგარიყო საქმე და, გნებავთ, "დოზიანი" მულატი ლამაზმანის მოყვანაზე. სწორედ ამ კაცმა მიჰგვარა დიეგო მისი ცხოვრების კიდევ უფრო ბნელითმოცულ პერსონაჟს, არგენტინელ ფერო ვიერას. თუ გილერმო კოპოლა მაინც ზრუნავდა დიეგოზე და მისი ზნეობის უკიდურესად დაცემას უფრთხილდებოდა, ვიერას სულ არ აღელვებდა მარადონას დიდება და მას ისე ეპყრობოდა, როგორც ნარკომანს, რომელსაც რაც შეიძლება მეტი ფული უნდა დასცინცლო.
ამასწინათ გამოსულ 300-გვერდიან ავტობიოგრაფიულ წიგნში საერთოდ არ არის ცალკე თავი ნარკოტიკების შესახებ. ბუნებრივია, მარადონას არ სურდა საუბარი ამ საჩოთირო საკითხზე, მაგრამ ცალკეული აღსარებანი მაინც დაიძებნება სხვა გამოცემებში:
"მთელი მსოფლიოსათვის მე ვიყავი და დავრჩები ნარკომანად. უნდა იცოდეთ, რომ ჩემს ცხოვრებაში იყო არა მხოლოდ დიდების ეიფორია, არამედ მრავალი ნეგატიური მოვლენაც, რის დამალვასაც ვერაფრით შევძლებ... ნარკოტიკი პირველად გავსინჯე, როგორც განებივრებულმა ბავშვმა. მსურდა, უფრო "ამაყად" მეგრძნო თავი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ნარკოტიკები ადამიანს სიამაყეს კი არ მატებს, არამედ კლავს მას" (ჟურნალი "ხენტე", არგენტინა)
და კიდევ: |მას, ვინც ფიქრობს, რომ მე დიდი ფეხბურთელი კოკაინის წყალობით გავხდი, ნამდვილად არაფერი გაეგება. კოკაინის მომხმარებელი საერთოდ ვერ ითამაშებს. ჩემი ტალანტი სუფთაა!"
ერთი სიტყვით...
თუმცა სჯობს, ისევ ფეხბურთს დავუბრუნდეთ.
"სევილია" – პირველი მატჩი – 04.10.1992 – ბილბაოს "ატლეტიკთან", უკანასკნელი – 12.07.1993 – "ბურგოსთან".
დისკვალიფიკაციის შემდეგ, 1992 წლის სექტემბერში დიეგომ ესპანეთის "სევილიაში" დაიწყო თამაში. ამ გუნდს იმხანად კარლოს ბილარდო წვრთნიდა და მან მთელი იმედები მარადონაზე დაამყარა და, მგონი, არც შეცდა, რადგან პირველივე ამხანაგურ მატჩში სევილიელებმა "ბავარიასთან" 3:1 გაიმარჯვეს, თავად მარადონამ, მოჭარბებული სიმსუქნის მიუხედავად, ბევრი იმუშავა მინდორზე და ორი მშვენიერი საგოლე პასიც განახორციელა, მაგრამ საბოლოო ჯამში "სევილიაში" კვლავ იჩინა თავი მისმა კაპრიზულმა ხასიათმა და მას მალევე მოუხდა გადაბარგება არგენტინაში, სადაც "ნიუელზ ოლდ ბოიზის" შემადგენლობაში რამოდენიმე მატჩი ჩაატარა და სპორტული რეჟიმის ხშირი დარღვევის გამო ამ კლუბის მიტოვებაც მოუხდა.
"ნიუელზ ოლდ ბოიზი" – 27 ოქტომბერი, 1993 წელი - 02 დეკემბერი, 1993 წელი.
ეს არის არგენტინის ქალაქ როსარიოს კლუბი, სადაც მართლაც "ძველი ბიჭები" (old boys) თამაშობენ. აღარც მარადონა იყო იმხანად "ახალი", თუმცა-კი როსარიოში 10 კილოგრამის დაკლება და ექიმების მეთვალყურეობით ცხოვრება მოუხდა, მაგრამ ახალ კლუბში მარადონამ სულ ხუთიოდე მატჩის ჩატარება მოახერხა. ტრავმებმა და ბევრმა სხვა პრობლემამ 1993 წლის 2 დეკემბერს ფაქტიურად შეწყვიტა დიდი ფეხბურთელის საკლუბო კარიერა.
* * *
მეორე დისკვალიფიკაციის პერიოდში (სხვათა შორის, 1994 წლის თებერვალში მარადონამ პნევმატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა მის ვილასთან შეკრებილ ჟურნალისტებს, რისთვისაც ორი წლით პირობითი შინაპატიმრობა დაიმსახურა), 1994-95 წლებში მარადონა ორ ნაკლებად ცნობილ საფეხბურთო კლუბს წვრთნიდა, თუმცა ამ ასპარეზზე მოღვაწეობა მისთვის უფრო დროის შევსებას ჰგავდა, ვიდრე სერიოზულ სამწვრთნელო საქმიანობას.
1995 წელს კვლავ იყო მცდელობა "ბოკა ხუნიორსში" თამაშისა. იგი ფორმალურად ირიცხებოდა ამ გუნდის შემადგენლობაში და დროდადრო გამოდიოდა კიდეც მინდორზე (ყოველი თამაშისათვის "ბოკა ხუნიორსი" მარადონას 50 000 დოლარს უხდიდა), მაგრამ ყველასათვის ცხადი იყო, რომ მისი კარიერა დასასრულს უახლოვდებოდა.
1996 წელი მარადონამ კანადაში გაატარა, სადაც ინტენსიურად ვარჯიშობდა და არგენტინის მაშინდელი პრეზიდენტის უშუალო ჩარევით კვლავ დაუბრუნდა "ბოკას", მაგრამ ნარკოტიკებისადმი ტრფიალმა უკვე მერამდენედ ისევ იჩინა თავი და დიდ დიეგო მარადონას იმის ნებაღა დართეს, რომ 1997 წლის 25 ოქტომბერს უკანასკნელად გამოსულიყო მინდორზე და დამშვიდობებოდა მისთვის ესოდენ საყვარელ თამაშს.
1997 წლის 30 ოქტომბერს, როცა მარადონას 37 წელი შეუსრულდა, მან ოფიციალურად განაცხადა, რომ მიდის დიდი ფეხბურთიდან.
ეროვნული ნაკრები – 1977 წლის 27 თებერვალი - 1994 წლის 24 ივნისი
არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში მარადონას დებიუტი შედგა მაშინ, როცა მას ჯერაც არ შესრულებოდა 17 წელი. ეს მოხდა 1977 წლის 27 თებერვალს უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში, როცა იგი მეორე ტაიმში მხოლოდ 20 წუთითი გამოუშვეს მინდორზე. იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ნაკრების შემადგენლობაში მისცეს თამაშის უფლება... მაშინ დიეგო მარადონა 16 წლის, 3 თვის და 28 დღის იყო და ეს რეკორდი დღემდე არსებობს.
1978 წელს არგენტინელები მსოფლიო ჩემპიონატისათვის ემზადებოდნენ, რომელიც მათ ქვეყანაში უნდა ჩატარებულიყო და გამარჯვების იმედიც ჰქონდათ. ამ ჩემპიონატისათვის ემზადებოდა მარადონაც და ისიც იმედოვნებდა, რომ შეძლებდა პელეს რეკორდის მოხსნას, რომელიც 1958 წელს შვედეთში, 18 წლის ასაკში, მსოფლიო ჩემპიონი გახდა. თავად მარადონას კი ჩემპიონატის დასაწყისისათვის 18 წლამდე კიდევ ხუთიოდე თვე აკლდა, მაგრამ მოხდა ის, რაც დიეგოს დღემდე ვერ უპატიებია არგენტინელთა მაშინდელი მწვრთნელის ლუის სესარ მენოტის და ნაკრების კაპიტნის დანიელ პასარელასათვის, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს იმაში, რომ მარადონა 22 ფეხბურთელის განაცხადიდან ამოეშალათ და მიზეზი სწორედ დიეგოს მეტისმეტი ახალგაზრდობა იყო. მენოტიმ მაშინ თავდასხმის ხაზში უპირატესობა კემპესსა და ლუკეს მიანიჭა და მიაღწია კიდეც სასურველ მიზანს – არგენტინა პირველად გახადა მსოფლიოს ჩემპიონი, მარადონა კი სამუდამო მტრად გადაიკიდა. ლუის მენოტი მარადონას დღესაც "არგენტინული ფეხბურთის ისტორიის გენეტიკურ სინთეზს" უწოდებს და მარადონაზე უარის თქმას ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯანმრთელობაზე ზრუნვით ხსნის.
"ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი მარცხი ცხოვრებაში" - მოგვიანებით განაცხადა დიეგომ და მთლიანობაში ერთ-ერთ ინტერვიუში ასე ჩამოაყალიბა თავისი აზრი:
– ნამდვილი მტრები გყავთ?
– ამ უკანასკნელ დრომდე ორი ასეთი მტერი მყავდა, ერთი მათგანი ლუის მენოტია, არგენიტინის ნაკრების მწვრთნელი 70-იანი წლების ბოლოს. დიახ, მე კონფლიქტური კაცი ვარ, მაგრამ ჩვენს შორის წყენის სათავე ჩემგან არ მოდის. 1977 წელს უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩემი დებიუტი შედგა ნაკრების შემადგენლობაში. ეს იყო საშუალო მატჩი, შედევრების გარეშე. მცირე ხნის შემდეგ მენოტიმ იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, ვისაც 1978 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა ეთამაშა და მე ჩემი თავი ამ სიაში ვერ აღმოვაჩინე. მერე მითხრეს, რომ უნგრელებთან მატჩში ჩემი თამაში არ მოსწონებია.
– მაგრამ მაინც ხომ გახდით ჩემპიონი?
– დიახ, 1979-ში, იაპონიაში, ახალგაზრდული ნაკრებების ჩემპიონატზე, მაგრამ მე ახლაც შემიძლია გავიმეორო, რომ არასოდეს ვაპატიებ მენოტის, რომელმაც ხელი შემიშალა იმაში, რომ 17 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონი გავმხდარიყავი ნამდვილ, დიდ ჩემპიონატზე.
* * *
თუმცა არსებობს ის აზრიც, რომ მარადონასა და მენოტის შორის არანაირი გლობალური კონფლიქტი არ ყოფილა. მენოტის არაერთხელ განუცხადებია სახალხოდ, რომ დიეგოს შვილივით უყურებს, მარადონა კი ხშირად იმეორებდა - "ეს კაცი მამასავით მეპყრობაო". მარადონასა და პასარელას ურთიერთობაში კი საერთოდ არ ყოფილა არანაირი დაპირისპირება და სულ ტყუილად მიაწერენ დიეგოს იმას, რომ მისი მოთხოვნით პასარელა არ ათამაშეს 86-ის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, სინამდვილეში კი პასარელა საერთოდ არ ჩასულა მექსიკაში და იმხანად საავადმყოფოში მკურნალობდა.
ზემოთხსენებულ ფაქტებთან დაკავშირებით შეგვიძლია ნეიტრალური მხარის აზრის მოხმობაც.
იგონებს ხორხე ვალდანო: "მარადონას ყოველთვის კარგი დამოკიდებულება ჰქონდა პარტნიორებთან. მე მასთან ერთად ორ ჩემპიონატზე ვიყავი - 1982 წელს ესპანეთში და 1986 წელს მექსიკაში – და ჩვენს შორის ანუ მთელ გუნდსა და მარადონას შორის – არასოდეს არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა."
ფაქტების ენით რომ ვილაპარაკოთ, ცხადი გახდება, რომ მენოტის გადაწყვეტილება ერთადერთი და სწორი იყო და არანაირი "სიმძიმე" მას არ გააჩნდა. ყველა ის ხოტბა-დიდება, რასაც დიეგოს მიმართ გამოხატავდნენ, 1978 წელს მის მომავალს შეეხებოდა, ვიდრე აწმყოს. თავად განსაჯეთ: ჩემპიონატის დასაწყისისათვის მარადონა იყო იმედის მომცემი ჭაბუკი, რომელსაც ეროვნული ჩემპიონატის მეორე დივიზიონის გუნდში სამოციოდე მატჩი ჰქონდა ჩატარებული, რომელთაგან ნახევარში შეცვლაზე გამოვიდა. რომელ ნაკრებზე შეიძლება ასეთ დროს ლაპარაკი?! არადა, არგენტინის ნაკრებს თავდასხმაში ჰყავდა იმდროს მთელ ლათინურ ამერიკაში აღიარებული ბომბარდირები - კემპესი, ლუკე და ბერტონი.
სკანდალი მოგვიანებით ჟურნალისტებმა შექმნეს, რომლებიც მარადონას ქება-დიდებაში ერთმანეთს არ აცლიდნენ ლუკმა-პურის მოპოვების შანსს და შესაბამისად მენოტის მიმართაც "პოსტ-ფაქტუმ" გამოთქვამდნენ საყვედურებს, მენოტი კი საკმაოდ საფუძვლიანი არგუმენტით მშვიდად იმართლებდა თავს – "ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ჭაბუკს შეუბრალებელი მამაკაცური ბრძოლისათვის ვერ გავწირავდიო".
ერთი სიტყვით, მთელი ეს აჟიოტაჟი გამოწვეული იყო ჭაბუკი-მაქსიმალისტის პირადი ხანმოკლე დრამის გამოისობით, რომელიც ასაკის შესაბამისად იქცეოდა, ტიროდა და ევედრებოდა მენოტის, რომ იგი ნაკრებში აეყვანა. მენოტიმ მარადონა 22 რჩეულს შორის არ დაასახელა და ვერც ვერავინ დაემდურება მას ამის გამო, თუნდაც იმ მიზეზით, რომ გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, ლუის სესარ მენოტიმ კი არგენტინას 1978 წელს ესოდენ სანატრელი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოუტანა.
1982 წელი
მსოფლიო ჩემპიონატისათვის მზადების პერიოდში, 1982 წლის აპრილში არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ ბუენოს-აირესში საბჭოთა კავშირის ფეხბურთელები ჩავიდნენ, რომელთა შემადგენლობაში თბილისის "დინამოელები" - ალექსანდრე ჩივაძე, თენგიზ სულაქველიძე, ვიტალი დარასელია, რამაზ შენგელია და ნოდარ ხიზანიშვილიც იყვნენ (მსოფლიოს ჩემპიონებმა ასეთი შემადგენლობა გამოიყვანეს მინდორზე: ფილოლი, ოლგუინი, გალვანი, პასარელა, ტარანტინი, არდილესი, გალიეგო, მარადონა, კემპესი, დიასი, ვალდანო).
ამ მატჩის პერიპეტიებს ასე აღწერს კონსტანტინე ბესკოვი:
"14 აპრილს ჩვენ და არგენტინელები ბუენოს-აირესის "რივერ-პლეიტის" სტადიონზე გამოვედით. ჩვენი ფეხბურთელების მოქმედებებში არ იგრძნობოდა სიმსუბუქე, რადგან მათზე ერთი ნახევარსფეროდან მეორეში ხანგრძლივმა და დამღლელმა ფრენამ იმოქმედა, თუმცა, შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონების წინააღმდეგ წარდგომამ, რომელთა შორის უკვე ბრწყინავდა დიეგო მარადონა, ჩვენ მოთამაშეებს ნერვიულობის საფუძველიც მისცა. მარადონას გარდა, არგენტინელთა შორის სხვა ბევრი ვარსკვლავიც იყო, რომლებიც პირველივე შესაძლებლობის დროს მთელი ძალით ურტყამდნენ დასაევის კარისკენ და ეს უკანასკნელი ერთი კუთხიდან მეორისაკენ თავდაუზოგავად დახტოდა, რათა ეს დარტყმები მოეგერიებინა. ერთ ეპიზოდში კი მარადონას გადაცემის შემდეგ დიასი ბალტაჩას გაექცა, მის შესახვედრად კარიდან დასაევი გამოვარდა, მაგრამ ვერც მან უშველა საქმეს და არგენტინელმა ანგარიში გახსნა.
თენგიზ სულაქველიძეს მიცემული ჰქონდა პერსონალური დავალება - მარადონას გარდა, მისთვის მოედანზე სხვა არავინ უნდა არსებულიყო. პირველი ტაიმის შემდეგ თენგიზის მაისურზე ერთ მშრალ წერტილსაც ვერ ნახავდით, თუმცა მეორე ტაიმში ვეღარც არგენტინელთა ლიდერი თამაშობდა სრული დატვირთვით..."
Л.В.Калинин, "Эра Марадоны")
ახლა თავად თენგიზ სულაქველიძეს მოვუსმინოთ:
"...მერე იყო და არგენტინაში მარადონასთან გამამწესეს. ვეთამაშებოდი პერსონალურად. დედაა, მაგის დაჭერა არ არსებობდა, მხოლოდ ხელს თუ შეუშლიდი. მეც ცოტა უხეშად ვეთამაშე. მარადონას არაყვანა ნაკრებიდან გამოშვებას ნიშნავდა. ჰოდა, ვურტყი და ვურტყი, ვიომე და ვიჭიდავე მარადონასთან. ტრიბუნიდან კიდევ ყვიროდნენ: რუსო, რუსოო. ერთი თქვენი ყველაფერიც, მაინც არა ვარ რუსი, იყვირეთ ფილტვების გახეთქვამდე-თქვა. მაგენი ფიქრობდნენ: რას აძლევენ ნეტა ამისთანას, მარადონას რო კლავსო. არადა, მარადონას რომ გაეგო, 100 დოლარს მაძლევდნენ, ხო მომცემდა ერთ ხუთი ათასს მაინც, დამანებე თავიო?! იმ დროს მაგას 100 ათას დოლარს უხდიდნენ"
ჟურნალი "ათიანი", #3, 2003 წ
* * *
ერთი სიტყვით, 1982 წლის ჩემპიონატზე, ესპანეთში, მარადონა უკვე არგენტინის ნაკრების მთავარი იმედი იყო, მაგრამ, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, ჩემპიონებმა ვერ შეძლეს ტიტულის დაცვა, თუმცა არც რაიმე განსაკუთრებული თამაშით გამოირჩეოდნენ. პირველ მატჩში ისინი დამარცხდნენ ბელგიასთან - 0:1, შემდეგ მშვენიერ სტილში აჯობეს უნგრელებს - 4:1 (ორი გოლი მარადონამ გაიტანა) და შემდგომ ეტაპზე იტალიას და ბრაზილიას დაუპირისპირდნენ, სადაც სრული ფიასკო განიცადეს.
ამ ჩემპიონატზე სამხრეთამერიკელთა შორის მხოლოდ მარადონას თამაში ტოვებდა კარგ შთაბეჭდილებას, მაგრამ მას იტალიელთა მეტისმეტად უხეშმა დაცვამ თამაშის საშუალება არ მისცა... შესაძლოა, სწორედ ამის გამო "იძია შური" მარადონამ იტალიელებზე 1990 წელს, თუმცა მანამდე დიეგო არმანდო მარადონას "სავარსკვლავო წელი", 1986 იყო, რაც მისი კარიერის მწვერვალად ითვლება და რის შესახებაც საგანგებო საუბარი გვმართებს.
"სამშობლომ ერთი თვის სიცოცხლე მთხოვა"
(კიდევ ერთი ფრაგმენტი მარადონას ინტერვიუდან)
- თქვენი კარიერის მწვერვალად 1986 წლის ჩემპიონატი ითვლება. მეთანხმებით?
- დიახ. არგენტინას ფავორიტად არავინ მიიჩნევდა, სპეციალისტებიც კი. ჩემთან ნეაპოლში ნაკრების მწვრთნელი კარლოს ბილარდო ჩამოვიდა. მე ახლაც მახსოვს მისი სიტყვები: "დიეგო, აჩუქე სამშობლოს შენი სიცოცხლის 30 დღე!"
* * *
ნაკრები ისევე, როგორც კლუბი, მარადონას გარშემო აშენდა. რეჟიმისაგან შორს მყოფმა ფეხბურთელმა პირობა მისცა ბილარდოს და შეასრულა კიდეც: ადრე წვებოდა დასაძინებლად, ალკოჰოლს არ ეკარებოდა, ვარჯიშზე სრულად იხარჯებოდა.
ჩემპიონატი მძიმედ დაიწყო, მაგრამ მალე გუნდი ათამაშდა და აი, მეოთხედფინალიც: არგენტინა - ინგლისი
"ღმერთის ხელი" დაერქვა მარადონას პირველ გოლს, რომელიც მსაჯმა, მარადონას მხრივ აშკარად ხელით თამაშის მიუხედავად, მაინც ჩათვალა. მეორე გოლი კი იყო ნამდვილი ფანტასტიკა, როცა დიეგომ ექვსი ინგლისელი მოატყუა, მათ შორის მეკარეც. ეს გოლი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოდაა მიჩნეული.
შემდეგ იყო ნახევარფინალი ბელგიელებთან, სადაც მარადონამ გაიტანა ორი სხვა, შედარებით ნაკლები სილამაზის, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი გოლი.
და ბოლოს ფინალი: არგენტინა - გერმანია
ამ მატჩის წინ არგენტინას იოლ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ გერმანელთა "ხეიბარი" გუნდის წინააღმდეგ, რომელიც სრულიად გაუგებარი ვითარებების წყალობით "გაძვრა" ფინალში. ფინალის მსვლელობა დასაწყისში თითქოს ამართლებდა იოლად ნაწინასწარმეტყველებ გამარჯვებას. გერმანელებმა მთელი ყურადღება მარადონაზე გადაიტანეს, მაგრამ მაინც გაუშვეს ორი გოლი და თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ასეთ შემთხვევაში შეიძლება დანებებულიყო ნებისმიერი სხვა გუნდი, გარდა გერმანელებისა, რომელსაც თავად ფრანც ბეკენბაუერი წვრთნიდა. მათ შეძლეს ანგარიშის გათანაბრება და მთელ საფეხბურთო სამყაროს სული შეეხუთა, რადგან მაშინ მსოფლიო არგენტინელების გამარჯვებას ელოდა.
მარადონამ მაინც შეძლო თავი დაეღწია პერსონალური დაცვისათვის და ფილიგრანული პასით ბურუჩაგა საგოლე პოზიციაზე გაიყვანა. ამ უკანასკნელმა კი გამარჯვების გოლი და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონობა მოუტანა თავის ქვეყანას!
"- ფინალში გერმანიას რომ შევხვდებოდით, მამაჩემმაც იწინასწარმეტყველა - იხსენებს დიეგო - გამარჯვების მეორე დღეს მსოფლიო თასით ხელში ჩვენ, უცხო თვალის გარეშე, კიდევ ერთხელ შემოვავლეთ სტადიონს საპატიო წრე. ჩვენ შევასრულეთ სიტყვა - პირველნი ჩავედით ჩემპიონატზე და უკანასკნელნი წამოვედით".
- ამბობენ, რომ თქვენ პასარელაზე რაღაც განსაკუთრებული შური იძიეთ?
- ეს შურისძიება არ იყო. უბრალოდ დანიელ პასარელა, რომელმაც ერთხელ ნაკრებში გზა გადამიკეტა, მთელი ჩემპიონატის მანძილზე სათადარიგოთა სკამზე იჯდა და მე მას "რიგითი მგზავრი" ვუწოდე... ეს არის და ეს! (ამ ფაქტის ჭეშმარიტება, როგორც უკვე ვთქვით, საეჭვოდაა მიჩნეული)
მეორე ინტერმედიული ჩანართი პირადი ცხოვრებიდან
თავისი მომავალი მეუღლე კლაუდია ვილაფანე დიეგომ ჯერ კიდევ 1976 წლის ზაფხულში ბუენოს-აირესის ერთ-ერთ დისკოტეკაზე გაიცნო და მეორე დღესვე მიუყვანა ეს ქალიშვილი თავის მშობლებს... მაგრამ ქორწილი მხოლოდ 1989 წლის დასასრულს გადაიხადეს, როცა კლაუდიას დიეგოსგან უკვე ჰყავდა ორი გოგონა - დალმა ნერეა და იანინა დინარა.
ამბობენ, ქორწილი მდიდრული და მხიარული გამოუვიდათო, სადაც ათას ხუთასი სტუმარი იყო დაპატიჟებული და რასაც ორი მილიონი დოლარი დაახარჯეს. იმასაც ამბობენ, რომ ჯვრისწერაზე ნეფე-პატარძალი "როლს-როისით" გამოცხადდა, რომელიც ერთდროს ფაშისტური გერმანიის პროპაგანდის მინისტრს იოზეფ გებელსს ეკუთვნოდა.
"კლაუდია იმდენხანს ელოდა ამ ქორწილს, რომ არ შემეძლო არ გამეხარებინა იგი" - ბავშვური გულუბრყვილობით ახსნა ეს დაგვიანებული ქორწინება თავად დიეგომ და მართლაც ასეა - სინიორიტა ვილაფანე, ალბათ, ერთადერთი ადამიანია დიეგოს ცხოვრებაში, რომელიც უსაზღვროდ ერთგული და უღალატოა მისთვის...
დიეგოს კი, რა თქმა უნდა, მრავალრიცხოვანი "საგარეო თავგადასავლები" ჰქონდა ნაირგვარ ლამაზმანთან. მასთან ურთიერთობისაკენ იტალიის (...და არა მარტო იტალიის) უმშვენიერესი ქალები ისწრაფვოდნენ, რომელთაგან ერთმა, მავანმა ნეაპოლელმა ქალბატონმა კრისტინა სინაგრამ 1986 წელს განაცხადა, რომ მარადონას ბიჭი გაუჩინა და მას სახელოვანი მამის საპატივცემლოდ დიეგო არმანდო დაარქვა. უფროსმა დიეგო არმანდომ ყველანაირად სცადა თავი აერიდებინა ამ ბავშვისათვის (იმ ხატოვანი გამოთქმისა არ იყოს, ეს ის შემთხვევაა, როცა "სხეულში ჩაშვებული სითხე შვიდი წლის შემდეგ სკოლაში მიდის"), მაგრამ 1992 წელს იტალიის მართლმსაჯულებამ დაამტკიცა მარადონას მამობა და დაადგინა, რომ მამა ვალდებულია, თავის კანონიერ (თუ უკანონო) შვილს ყოველთვიურად ხუთი მილიონი ლირა უხადოს (ეს იმხანად დაახლოებით სამი ათას დოლარს უდრიდა).
იყვნენ ნაირგვარი მსახიობი თუ საქვეყნოდ ცნობილი ტოპ-მოდელი ლამაზმანებიც, კლაუდიამ კი მაინც შეინარჩუნა სიყვარული თავისი ცხოვრების მთავარი მამაკაცისადმი და არასოდეს უფიქრია მასთან განშორებაზე.
1990 წელი. მარადონას მესამე ჩემპიონატი
იტალიაში გამართულ ჩემპიონატში არგენტინამ სრულიად განსხვავებული ნაკრები ჩაიყვანა. მან თითქოს როლი გაცვალა გერმანიასთან და ამჯერად მას მოიხსენიებდნენ "ხეიბრად" და "ოჩოფეხებზე მოსიარულედ". ამიტომ აღარავის გაჰკვირვებია, მსოფლიოს ჩემპიონებმა სასტარტო მატჩში კამერუნთან რომ წააგეს 0:1, შემდეგ ძლივს რომ მოუგეს სსრკ-ს ნაკრებს (ამ მატჩში მარადონამ კვლავ ხელი დაახვედრა მისი კარისაკენ დარტყმულ ბურთს და კვლავ ალაპარაკდნენ "ღმერთის ხელის" შესახებ). მესამე მატჩში არგენტინამ რუმინეთთან მშვიდობიანი ანგარიშით დაასრულა მატჩი. სხვათა შორის, აქ ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდნენ "ნამდვილი მარადონა" და ე.წ. "კარპატების მარადონა" - გეორგე ჰაჯი - და ეს დუელი 1994 წელსაც გაგრძელდა გარკვეული კორექტივებით.
შემდგომ ეტაპზე არგენტინა თავის ძველ მეტოქეს, ბრაზილიას დაუპირისპირდა. საფეხბურთო სამყარო დარწმუნებული იყო იმაში, რომ კარეკას და ალემაოს გუნდი, რომელსაც სათავეში ლაზარონი ედგა, იოლად სძლევდა მარადონას გუნდს, მაგრამ... თამაშის მიწურულს დიეგომ ზუსტი პასით გაიყვანა წინ თავისი საუკეთესო მეგობარი კანიჯა და ბრაზილია დაემშვიდობა ჩემპიონატს...
კანიჯა კი ნამდვილად მარადონას საუკეთესო მეგობარი იყო, თუმცა იმ ამბის დაჯერება ძნელია, რაც ყვითელ პრესაში შეითხზა მარადონასა და კანიჯას ჰომოსექსუალური სიყვარულის შესახებ. ამის საფუძველი კი თუნდაც ის იყო, რომ ეს ორი დიდი ფეხბურთელი ყოველი გატანილი გოლის შემდეგ ერთობ საეჭვო ხანგრძლივობით ულოკავდნენ ერთმანეთს სახეს, რასაც ზედ კანიჯას მეუღლის სენსაციური განცხადება დაერთო - ქმარი მარადონასთან მღალატობდაო...
ასეა თუ ისე, მარადონამ (კანიჯასთან და მეკარე გოიკოეჩეასთან ერთად) კვლავ მიიყვანა თავისი გუნდი ფინალამდე, სადაც აწ უკვე ძლევამოსილ და კარგად მომართულ "გერმანულ მანქანას" დაუპირისპირდა (მანამდე არგენტინამ პენალტების სერიით დაამარცხა იუგოსლაველები და იტალიელები). გერმანელთა მწვრთნელი კვლავ ფრანც ბეკენბაუერი იყო, რომელმაც კარგად გაითვალისწინა ოთხი წლის წინანდელი შეცდომები და არგენტინას გამარჯვების იმედიც კი არ დაუტოვა...
ამ მატჩის შემდეგ მარადონას ცრემლები მთელმა მსოფლიომ იხილა. თავის წიგნში კი დიეგომ 1990-ის ჩემპიონატის შესახებ ასეთი რამ ჩაწერა:
"მე ჩემს გოგონას შევპირდა, რომ მეორე ოქროს ჩავუტანდი, მაგრამ ამის ნაცვლად იმის ახსნა-განმარტება მომიხდა, რომ ფეხბურთში მაფია ბატონობს, ოღონდ არა ის მაფია, ადამიანებს რომ კლავს, არამედ ის, რომელსაც შეუძლია პენალტის დანახვა იქ, სადაც პენალტი არ იყო და არდანახვა იქ, სადაც იყო".
ვითომ დასრულდა კარიერა?!
არა, მარადონას მეოთხე, უფრო სკანდალური ჩემპიონატიც ელოდა აშშ-ში.
რა მოხდა მაინც 1994-ში?
აი, მარადონას კომენტარი:
"არასოდეს დამავიწყდება ის საღამო, 1994 წლის 25 ივნისი. მე ბედნიერი ვიყავი: ბერძნებთან გამარჯვების შემდეგ, სადაც, მიუხედავად მჭიდრო მეურვეობისა, ყველასათვის მოსაწონი გოლი გავიტანე, ჩვენ ნიგერიასაც ვაჯობეთ, მე მოედანზე ყველაფერი გამომდიოდა. იმასაც კი არ ვაქცევდი ყურადღებას, რომ მოედნის პირას რაღაც მედიკამენტებით შეიარაღებული მედდა დარბოდა. ან რატომ უნდა მიმექცია ყურადღება, როცა სუფთა ვიყავი... სუფთა და ბედნიერი. სამი დღის შემდეგ მშვიდად ვეფიცხებოდი მზეს, ვხუმრობდი და ვიცინოდი. ჩემს გვერდით მამაჩემი და ჩემი მეუღლე კლაუდია ისხდნენ. უცებ გამოჩნდა მარკოსი, რომელსაც სახეზე ფერი არ ედო და ენას ძლივს ატრიალებდა.
"ალბათ, ვინმე მოკვდა?!" - ვიფიქრე მე.
"დიეგო, რაღაც უნდა გითხრა - ჩამჩურჩულა მარკოსმა და გვერდზე გამიყვანა - შენმა დოპინგის სინჯმა ნიგერიასთან მატჩის შემდეგ პოზიტიური შედეგი აჩვენა. მაგრამ არ ინაღვლო, გუნდის ხელმძღვანელობამ უკვე პროტესტი განაცხადა...".
მარკოსის ბოლო სიტყვები არც კი გამიგია, დავბრუნდი კლაუდიასთან და თვალცრემლიანმა ძლივს ვუთხარი "ჩვენ... ჩვენ მივდივართ ჩემპიონატიდან".
ახლა უფრო თამამად და მშვიდად შემიძლია ვთქვა: მაშინ, 94-ში მე ფეხები მომჭრეს".
ეფედრინი არის პრეპარატი, რითაც სპორტსმენები წონის დასაკლებად სარგებლობენ. ყველამ იცის, თუ როგორ აიცილოს შემოწმებისას თავიდან უსიამოვნება, ამი-ტომაც თვლიან მარადონას გულშემატკივრები, რომ ეს იყო შეთქმულება დიეგოს წინააღმდეგ.
ზოგი ამბობს, რომ ეს ჟოაო აველანჟის შურისძიება იყო იმის გამო, რომ მარადონამ 90-ში, გერმანელებთან წაგების შემდეგ, ფიფა-ს პრეზიდენტს ხელი არ ჩამოართვა, მაგრამ, ასეა თუ ისე, დიეგო მარადონა თამაშგარე მდგომარეობაში, ტრიბუნაზე აღმოჩნდა:
"- როცა რუმინეთის ნაკრები გვიგებდა, რომელსაც ჰაჯი (სწორედ ის "კარპატების მარადონა") უძღვოდა წინ, მე ტრიბუნაზე ვიჯექი და შავი სათვალე მეკეთა, რათა არავის დაენახა წყენისა და სასოწარკვეთილების ცრემლები..." - განუცხადა მარადონამ ჟურნალისტებს.
ფეხბურთელის ცხოვრება კარიერის დასრულების შემდეგ
"ფეხბურთელის კარიერა ტრაგიზმითაა სავსე, რადგან დასრულებისთვისაა განწირული მაშინ, როცა კაცი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა - თქვა ერთხელ რობერტო პერფიუმომ, არგენტინის ნაკრების კაპიტანმა მეოცე საუკუნის 60-70-იან წლებში - ჩვენ ენითაუწერელ სტრესს განვიცდით, როცა უკანასკნელად ვიხდით ბუცებს. ეს ერთგვარი სიკვდილია"
მარადონა კი ფეხბურთთან გამოთხოვების ცერემონიალზე ასეთი სიტყვებით წარდგა დამსწრეთა წინაშე:
"როცა ვთამაშობთ, გვგონია, რომ ეს არასოდეს დასრულდება, მაგრამ დგება დრო, როცა ჩვენ აღარ შეგვიძლია გატანილი გოლები ჩვენს შვილებს მივუძღვნათ და ჩვენ არ ვიცით, რა ვქნათ?!"
* * *
ახალი 2000 წლის დადგომის აღსანიშნავ საზეიმო გადაცემაზე მარადონა სტუდიაში სასწრაფო დახმარების მანქანით პირდაპირ ჰოსპიტალიდან მიიყვანეს. იგი საოცრად შეცვლილი ჩანდა. წინა დღეს ის დღის ოთხ საათზე ადგა საწოლიდან და გამოსაფხიზლებლად საბანაო აუზში გადაეშვა, მერე მეგობრებთან ბურთის გაგორებაც მოისურვა, მაგრამ ზედმეტმა ფიზიკურმა დატვირთვამ მეტისმეტად დაღალა და, ექიმების თქმით, კლინიკაში "პრაქტიკულად მკვდარი" დაბრუნდა. ასე დაიწყო ხანგრძლივი მცდელობანი იმისა, რომ მარადონა სამკურნალოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაეგზავნათ, მაგრამ თავად დიეგომ ფიდელ კასტროს მიწვევა მიიღო და კუბაში გადაბარგდა.
კუბაში მარადონა ფიდელ კასტროს დაუმეგობრდა, მანამდე კი მხარზე არგენტინული წარმოშობის ცნობილი რევოლუციონერის ერნესტო ჩე გევარას ტატუ გაიკეთა (ჩე გევარა კუბაში უფრო დიდი პატივით სარგებლობს, ვიდრე თავის სამშობლოში). ამ ფაქტმა ჟურნალისტებს მორიგი ჭორის აგორების საბაბი მისცა - ფეხბურთის უძღებ შვილს იდეოლოგიური ძვრები დაეწყოო, მაგრამ ამას მხოლოდ ისინი დაიჯერებენ, ვინც მარადონას არ იცნობს...
რომელ პოლიტიკურ ძვრებზეა ლაპარაკი? რა იდეოლოგიური მუხტი შეიძლება შეეყაროს კაცს, რომელიც ნახევარი ცხოვრება ბურთს დასდევდა, მეორე ნახევარი კი გაბრუებულმა გაატარა?!
სოციალისტები... რევოლუციონერები... ეს ყველაფერი ბლეფია, უფრო სწორად დიდი ფეხბურთელის მორიგი ფინტი.
ერთი სიტყვით, თამაშია! თამაში, რომლის წიაღშიც გრძნობდა და გრძნობს დიეგო მარადონა თავს სრულყოფილ ადამიანად, მხოლოდ მასში პოვებს საკუთარ ღირსებებს, "ოფსაიდში" ყოფნა კი მისთვის სიკვდილის ტოლფასია.
* * *
მარადონას გული ამჟამად მხოლოდ 38 პროცენტით ასრულებს თავის დანიშნულებას, რადგან გაწამებულია ემოციებით, ნარკოტიკებით და მთელი ცხოვრებით. სტატისტიკოსები ირწმუნებიან, რომ ნარკომანები, რომლებსაც "ბანგთან" ურთიერთობის ათი წლის სტაჟი აქვთ, ასიდან მხლოდ ხუთ შემთხვევაში ახერხებენ მავნე ჩვევაზე უარის თქმას.
შეძლებს თუ არა ამას მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი განუმეორებელი მოვლენა დიეგო არმანდო მარადონა, რომლის მსგავსი ფეხბურთელები საუკუნეში თურმე ორი თუ შეიძლება დაიბადოს?
* * *
და ბოლოს:
რეაბილიტაციის მძიმე პერიოდის მიუხედავად, მარადონამ მაინც შეძლო ჩასულიყო გერმანიაში ლოთარ მათეუსის გამოსათხოვარ მატჩზე.
"იგი ჩამოვიდა არა მხოლოდ იმიტომ - განაცხადა მათეუსმა - რომ ჩვენ მეგობრები ვართ, არამედ იმიტომაც, რომ მისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, ისევ გამოვიდეს ფეხბურთის მოედანზე და იგრძნოს, რომ ბურთი კვლავაც მრგვალია".
რუდი გულიტმა, რომელმაც თავის დროზე იტალიაში სამეფო ტახტზე შეცვალა მარადონა, თქვა:
"ცხოვრება მას ძალზედ მკაცრად მოეპყრო. არ ასწავლა საკუთარი ნიჭის პატივისცემა. მაგრამ მე მაინც არასოდეს ვუწოდებ მის მიერ განვლილ ცხოვრებას დანაშაულებრივს, რადგან მეტისმეტად მიყვარს მისი თამაში და მისი გოლები".
ერიკ კანტონამ, რომელიც საფეხბურთო სამყაროში, მარადონას შემდეგ, ყველაზე ექსცენტრიულ ფეხბურთელადაა მიჩნეული, მოკლედ განაცხადა:
"მარადონა გენიოსია. ვერავინ და ვერასდროს შეძლებს მასთან გათანაბრებას".
თავად დიეგოს კი საკუთარ მომავალზე საკმაოდ იმედიანი შეხედულება აქვს:
"მე ჯერ არ ვარ მზად ღმერთთან გასამგზავრებლად, მან მე ფეხბურთის თამაში მასწავლა, დღემდე თვალს მადევნებს და ხშირად დახმარების ხელსაც მიწვდის".
ფეხბურთელის ცხოვრების მაჟორული ინტერ-რეზიუმე
მარადონა ფეხბურთს მოევლინა მაშინ, როცა ინდივიდუალისტ ვარსკვლავთა ეპოქა დასასრულს უახლოვდებოდა. XX საუკუნის 90-იანი წლებიდან ასეთი "ინდივიდუალისტები" საერთოდ გაქრნენ, ანუ ისინი, რომელნიც მარტონი წყვეტენ ხოლმე მთელი მატჩის ბედს. მართალია, დიდი ფეხბურთელები ახლაც არიან, ოღონდ ბევრად უფრო ვიწრო სპეციალიზაციის მქონენი: ვთქვათ, წმინდაწყლის ფორვარდები ან ფლანგის მოთამაშენი, ან "სტანდარტის" დიდოსტატები, ან გამთამაშებლები... მაგრამ არავითარ შემთხვევაში მარადონასავით - ყველაფერნი ერთად. და რაც მთავარია - ახლანდელი ფეხბურთელები მეტისმეტად არიან დამოკიდებულნი მწვრთნელებზე.
80-90-იანი წლების ზღვარზე დიეგო მარადონა ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელსაც შეეძლო მოედანზე თამაშის შექმნაც და გოლის გატანაც... რომელსაც შეეძლო საშუალო დონის გუნდები (თუნდაც "ნაპოლი" ან არგენტინა-86-ის ნაკრები) დიდ გამარჯვებამდე მიეყვანა.
ყოველ დიდ ფეხბურთელს კლუბსა თუ ნაკრებში გვერდით ყოველთვის ჰყავდათ ისეთი ვარსკვლავები, ვინც ძალასა და შთაგონებას მატებდა მათ:
პელეს - გარინჩა, ჟაირზინიო, გერსონი, რიველინო და ბევრი სხვა.
კრუიფს - ნეესკენსი, რეპი...
ბეკენბაუერს - მიულერი, ზეელერი, მაიერი, ოვერატი...
პლატინის - როსი, ტიგანა, ბონეკი.
გულიტს - ვან ბასტენი, კუმანი, რაიკაარდი, მალდინი...
მარადონას კი გვერდით მსგავსი პრაქტიკულად არავინ ჰყოლია.
იგი მუდამ მარტო იყო!
კოლეგები და ფეხბურთის სპეციალისტები მარადონას შესახებ
ომარ სივორი: "იგი უბადლო ოსტატია, რომელსაც შეუძლია ზებგერით სიჩქარეზე ბურთთან ერთად მოიმოქმედოს ის, რასაც მე შენელებული გადაღების რეჟიმში ვაკეთებდი"
იოჰან კრუიფი: "როცა საკითხი ეხება თანამედროვე ფეხბურთის #1 ფეხბურთელს, თამაშის დროს სრული თავგანწირვის გარდა, ასეთი მოთამაშე მისაბაძი უნდა იყოს თავისი კოლეგებისათვის... მარადონა კი ამ მხრივ აბსოლუტურ ნულს შეესაბამება"
ხორხე ვალდანო: "მარადონა თამაშის ცოცხალი გამოხატულებაა".
მიშელ პლატინი: "ის, რასაც ზიდანი ევრო-2000-ზე ბურთთან ერთად აკეთებდა, მარადონას ამის შესრულება ფორთოხლით შეეძლო".
სესარ ლუის მენოტი: "მარადონა ორი სისუსტის ტყვეა: პირველი - ნარკოტიკები, მეორე კი - უფრო გამანდგურებელი რამ - დიდება".
ფრანსისკო კორნეხო: "მარადონა რაიმე წვეულებაზე ელეგანტურ, თვალისმომჭრელად თეთრ, ქათქათა კოსტუმში რომ მივიდეს და მას უცებ ტალახში ამოსვრილი ბურთი გადაუგდონ, დარწმუნებულნი იყავით, რომ დიეგო ბურთს მკერდით გააჩერებს".
იოზეფ ბლატერი: "პელე ფეხბურთის ხატია, მარადონა კი მისი უძღები შვილი"
ერთ-ერთი ბოლო ინფორმაცია დიეგო მარადონას შესახებ
("მარადონა არგენტინის მთავრობის წევრი გახდება?")
"არგენტინის ფეხბურთის ყოფილმა ვარსკვლავმა დიეგო მარადონამ უნდა დაიკავოს პოსტი ქვეყნის ახალ მთავრობაში" - განაცხადა არგენტინის სპორტისა და ტურიზმის მდივანმა დანიელ სციოლიმ.
კონკრეტულად რა პოსტს დაიკავებს მინისტრთა კაბინეტში ყოფილი ფეხბურთელი, ჯერ უცნობია, მაგრამ ის დაკავშირებული იქნება ღარიბი ოჯახების ბავშვებს შორის ფეხბურთის პროპაგანდასთან. სციოლას თქმით, მარადონა, სადაც არ უნდა ჩავიდეს, მთელ მსოფლიოში იცნობენ და მის მხრივ მეტად კეთილშობილური საქციელი იქნება, თუ ქვეყანას დაეხმარება დღეს შექმნილ მძიმე ვითარებაში.
მარადონას თანხმობის შემთხვევაში, მას მოუწევს მუშაობა პრეზიდენტ ედუარდო დუალდესთან, რომელსაც ერთხელ დიეგომ საზოგადოების მტერი უწოდა. დუალდე ამჟამად აყალიბებს მთავრობას, რომელიც ქვეყანას ეკონომიური კრიზისიდან გამოიყვანს. ასე რომ, ახლა მარადონა ღმერთს ეხვეწება: "მისცეს შემწეობა დუალდეს, რათა მან არგენტინას კრიზისი დააძლევინოს"
რილი ბურთი გადაუგდონ, დარწმუნებულნი იყავით, რომ დიეგო ბურთს მკერდით გააჩერებს".
ბოლოსიტყვა
ფეხბურთი მხოლოდ მოედანზე მიმდინარე თამაშისაგან არ შედგება. მასში მთავარი მაინც ის ლეგენდები და მითებია, რასაც ქმნის და ტოვებს ყოველი დიდი მოთამაშე თავისი სპორტული კარიერის შედეგად.
დიეგო მარადონამ მრავალი წინააღმდეგობითა და აურაცხელი წარმატებით სავსე საფეხბურთო ცხოვრება განვლო. კიდევ ბევრი რამ დაიწერება მის ნიჭსა და თავზეხელაღებულ ცხოვრებაზე, მაგრამ ერთი რამ ყველასათვის ცხადია:
დიდმა დიეგო არმანდო მარადონამ თავისი ფანტასტიური ტალანტის წყალობით ოციოდე წლით მაინც შეძლო ფეხბურთი გადაერჩინა იმ "ტოტალური ათლეტიზმით" ნაკარნახები სიკვდილისაგან, რაც ფეხბურთს XX საუკუნის 70-80-იან წლებში დაემუქრა და რომლის შემზარავი აჩრდილიც კვლავ მოევლინა XXI საუკუნის ფეხბურთს.
გამოყენებულია რუსული (მათ შორის წიგნი - Калини Л.В. "Эра марадоны), ინგლისური და ესპანურენოვანი პრესის მასალები და ინტერნეტში ფართოდ მიმოფანტული ოფიციალური და არაოფიციალური საიტები დიეგო არმანდო მარადონას შესახებ, რომელთა შორის უმთავრესად მაინც შეგვიძლია შემდეგი დავასახელოთ:
http://www.diegomaradona.com
http://www.vivadiego.com
დიდი ფეხბურთი #2
დაიბადა 1947 წლის 25 აპრილს, ამსტერდამში,
თავდამსხმელი
საფეხბურთო კლუბები
1) "აიაქსი" (ჰოლანდია) - 1964-1973, 1982-83 წლები - 363 მატჩი, 267 გოლი
2) "ბარსელონა" (ესპანეთი) - 1974-78 წლები - 227 მატჩი, 85 გოლი
3) "ლოს-ანჯელეს აცტეკსი" (აშშ) - 1979 წელი - 27 მატჩი, 16 გოლი
4) "ვაშინგტონ-დიპლომატსი" (აშშ) - 1980-81 წლები - 32 მატჩი, 12 გოლი
5) "ლევანტე" (ესპანეთი) - 1981 წელი - 10 მატჩი, 2 გოლი
6) "ფეინოორდი" (ჰოლანდია) - 1984 წელი - 44 მატჩი, 13 გოლი
ეროვნული ნაკრები
ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები - 1966-1978 წლები - 48 მატჩი, 33 გოლი
სულ ჩაატარა 751 ოფიციალური მატჩი და გაიტანა 428 გოლი
(სტატისტიკაში გათვალისწინებულია ჰოლანდიის, ესპანეთის და აშშ-ს ეროვნულ ჩემპიონატების, სათასო მატჩების, საკლუბო ტურნირების და ეროვნული ნაკრების ყველა მატჩი და გოლი).
1984-88 წლებში იყო ამსტერდამის "აიაქსის", 1988-96 წლებში კი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი.
ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ ჰოლანდიის ერთ-ერთ ტელეარხზე საფეხბურთო მიმომხილველად მუშაობს.
ტიტულები:
- მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, 1974
- ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, 1976
- ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი, 1971, 1972, 1973
- ევროპის სუპერთასის მფლობელი, 1973
- საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი, 1972
- ჰოლანდიის ჩემპიონი, 1966, 1967, 1968, 1970, 1972, 1973, 1982, 1983, 1984
- ჰოლანდიის თასი, 1967, 1970, 1971, 1972, 1983, 1984
- ესპანეთის ჩემპიონი, 1974
- ესპანეთის თასი, 1978
- `ოქროს ბურთის~ მფლობელი, 1971, 1973, 1974
- ჰოლანდიის საუკეთესო ფეხბურთელი, 1967, 1968, 1968, 1972, 1984
- 1987 _ წლის საუკეთესო მწვრთნელი მსოფლიოში.
- 1998 წელს დაასახელეს ჰოლანდიის ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენად, 1999 წელს კი ევროპის XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად
XX საუკუნის 70-იან წლებამდე "ტიტების ქვეყანა" - ჰოლანდია - მსოფლიოს საფეხბურთო იმპერიათა ელიტაში საერთოდ არ მოიხსენიებოდა. სიტუაცია ძირფესვიანად შეიცვალა, როცა ჰოლანდიურ ფეხბურთს, მის მთავარ კლუბ "აიაქსსა" და ეროვნულ ნაკრებს, მწვრთნელად რინუს მიხელსი მოევლინა. ეს იყო კაცი, რომელმაც სახე უცვალა ზოგადად ფეხბურთს და სპორტის ამ სახეობაზე არსებულ წარმოდგენას. იმხანად ჰოლანდიაში ნიჭიერ ფეხბრთელთა მთელი პლეადა აღიზარდა, რომელთა გაძღოლა, როგორც კარგმა დირიჟორმა, რინუს მიხელსმა ითავა, "პირველი ვიოლინო" კი იოჰან კრუიფს მიაკუთვნა.
* * *
მიუხედავად იმისა, რომ იოჰან კრუიფი არცთუ დიდი სიმაღლით და ძლიერი აგებულებით გამოირჩეოდა, მას გააჩნდა უზარმაზარი ენერგია და გამარჯვებისადმი სწრაფვის დაუოკებელი სურვილი. იგი საოცარი გამძლეობით გამოირჩეოდა და, მოწინააღმდეგისათვის სრულიად მოულოდნელად, მოედნის ნებისმიერ წერტილში შეეძლო გამოჩენა. ამიტომაც უწოდეს იოჰან კრუიფს "მფრინავი ჰოლანდიელი". იგი იყო ვირტუოზული დისპეტჩერი, გუნდის ნამდვილი ლიდერი და ბრწყინვალე ბომბარდირი, რომელსაც, ერთი შეხედვით ზედმეტი თავგამოდების გარეშე, შეეძლო ნებისმიერ სიტუაციაში გაეგზავნა კარისაკენ ბურთი.
* * *
თუკი ლათინურმა ამერიკამ ფეხბურთს აღუზარდა ორი კერპი - პელე და მარადონა - არც ევროპა ჩამორჩა მას და ასევე ორი ფანტასტიური მოთამაშით დარჩა ფეხბურთის ისტორიაში - ერთი მათგანი სწორედ კრუიფი გახლავთ, მეორეს კი ფრანც ბეკენბაუერი ჰქვია.
ამსტერდამის გარეუბანი - ვიდესტრაატი
იოჰან ჰენდრიკ კრუიფი დაიბადა 1947 წლის 25 აპრილს ამსტერდამის გარეუბანში მდებარე ებრაელთა პატარა დასახლება ვიდესტრაატში, რაც "აიაქსის" კუთვნილი სტადიონიდან, "დე მეერიდან" (ახლა ეს სტადიონი აღარ არსებობს) ორიოდე კილომეტრშია განლაგებული. კრუიფს წარმომავლობაც საკმაოდ მოკრძალებული აქვს: მამა პატარა საკონდიტრო მაღაზიის მფლობელი იყო, აქვე მუშაობდა დედაც.
პატარა იოჰანი, ანუ "ჯოპი", როგორც მას დედა ეძახდა, მთელ დროს ქუჩაში ფეხბურთის თამაშს ანდომებდა და ეს არცაა გასაკვირი... წინააღმდეგ შემთხვევაში მისგან ასეთი ფეხბურთელი არ დადგებოდა; გასაკვირი მხოლოდ ისაა, რომ 50-იანი წლების ჰოლანდიაში ფეხბურთი არ სარგებლობდა ისეთი პოპულარობით, რომ ბიჭუნების ოცნების საგნად ქცეულიყო. თვით "აიაქსიც" კი იმხანად ნახევრადპროფესიული კლუბი იყო, ანუ მისი მოთამაშეები პარალელურად სხვაგან მუშაობდნენ და ფეხბურთით, ასე ვთქვათ, ერთობოდნენ. თუმცა პოპულარობაზე ვინ ფიქრობდა, როცა ოჯახი, ამ რაღაც ფეხბურთის გამოისობით, დიდი ფინანსური პრობლემების წინაშე იდგა, რადგან პატარა იოჰანი იმდენს თამაშობდა, რომ ორ კვირაში ერთხელ ახალი ფეხსაცმელი სჭირდებოდა. ამას ისიც ემატებოდა, რომ იმავე ფეხბურთის "წყალობით" ჯოპი სკოლაში სწავლას, რა თქმა უნდა, ყურადღებას არ უთმობდა და, ამის გამოისობით, ხშირად ხვდებოდა სამდურავი მშობლებისა თუ მასწავლებლებისაგან.
1959 წელს იოჰანს მამა უეცარი გულის შეტევით გარდაეცვალა და დედა იძულებული შეიქნა მათი მარჩენალი მაღაზია გაეყიდა და "აიაქსის" სამეურნეო ნაწილში მრეცხავად დაეწყო მუშაობა. იოჰანს და მის ძმას, ჰენისაც, ადრეულ ასაკშივე მოუხდათ შრომის დაწყება, რათა თავი ერჩინათ. სწორედ იმხანად "აიაქსის" სტადიონზე ბალახის მომვლელს დამხმარე სჭირდებოდა და იოჰანიც უყოყმანოდ დათანხმდა იქ მუშაობაზე, რადგან სტადიონთან დაკავშირებული ყოველგვარი საქმე მასში აღფრთოვანებას იწვევდა.
ფეხბურთის თამაშსაც, რა თქმა უნდა, განაგრძობდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ძალზედ გამხდარი და სუსტი აღნაგობისა იყო, მაინც გამუდმებით უფრო დიდი ასაკის ბიჭებს ეთამაშებოდა, რათა ნამდვილი ფეხბურთის ანბანს დაუფლებოდა და ამგვარმა ექსპერიმენტმა, როგორც შემდგომში გაირკვა, გაამართლა კიდეც.
სკოლა და პედაგოგები კი კვლავ მათთვის ჩვეული საყვედურებით ავსებდნენ იოჰანის დედას და ქალს სხვა აღარაფერი დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ 10 წლის ვაჟი "აიაქსის" ერთ-ერთი რიგითი მწვრთნელის, ეროვნებით ინგლისელის, ვიკ ბაკინგემისთვის მიეყვანა იმის თხოვნით, რომ ბავშვის მონაცემები შეემოწმებინა. ბაკინგემი "აიაქსის" იუნიორებთან მუშაობდა, მას უფრო ძლიერი, ათლეტური აღნაგობის ბიჭები მოსწონდა, ამიტომაც ცხვირი აიბზუა იოჰანის დანახვაზე, რომელიც ერთი თვის ნაშიმშილარ არსებას უფრო ჰგავდა, ვიდრე ფეხბურთით გატაცებულ ყრმას, მაგრამ მათივე კლუბის სამრეცხაოდან მოსულ ქალს გული არ გაუტეხა და ბიჭი მინდორზე შეუშვა...
... და შედეგად:
ნახევრად, მაგრამ მაინც პროფესიულ კლუბ "აიაქსის" ხელმძღვანელობამ იოჰან კრუიფი 300 ფეხბურთელ ბავშვში საუკეთესოდ სცნო და თავის სკოლაში დაუფიქრებლად ჩარიცხა. ასე რომ, ყველანაირი საგანმანათლებლო უკმაყოფილებანი და პედაგოგიური სამდურავები დავიწყებას მიეცა და 13 წლის ასაკში იოჰან კრუიფმა მიატოვა სკოლა და აღარც არასოდეს გაუხედავს მისკენ.
* * *
16 წლის ასაკში იოჰანი უკვე ჰოლანდიის ამ უძლიერესი კლუბის, "აიაქსის" ძირითად შემადგენლობაშიც მოხვდა და 1964 წლის 15 ნოემბერს "გრონინგენის" წინააღმდეგ მე-14 ნომრით პირველად გამოჩნდა ეროვნული ჩემპიონატის მატჩში, ამიტომაც არანაირი ორიგინალობა არ იდო ამ ფაქტში, რომ კრუიფი მთელი ცხოვრების მანძილზე, ყველა გუნდში მე-14 ნომრით თამაშობდა, ეს უბრალოდ ტრადიციის დამკვიდრება და შემდგომი გაგრძელება გახლდათ.
ასე დაიწყო ის ლეგენდა, რამაც საბოლოოდ იოჰან კრუიფს XX საუკუნის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მოუპოვა.
* * *
სწორედ იმხანად იწყებოდა ჰოლანდიური ფეხბურთის აღზევებაც, თუმცა ისიც შეიძლება იფიქროს კაცმა, რომ სწორედ იოჰან კრუიფმა განაპირობა ამ ქვეყანაში 70-იანი წლების მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებისა და ე.წ. "ტოტალური ფეხბურთის" წარმოშობა და განვითარება... ეს მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ სადავო და საკამთო მაინც არაფერი ჩანს მასში.
ვიდრე იოჰან კრუიფის შემდგომ ცხოვრებისეულ პერიპეტიებს შევეხებით, არ შეიძლება ორიოდ სიტყვა არ ითქვას თავად "ტოტალური" ფეხბურთის წარმოშობასა და რაობის შესახებ, რადგან ამ ცნებას დაუკავშირდა XX საუკუნის 70-იანი წლების ფეხბურთის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა და განსაკუთრებით ჰოლანდიის ნაკრების და თავად იოჰან კრუიფის მთელი საფეხბურთო კარიერა.
ტოტალური ფეხბურთი - რევოლუციური გადატრიალება
1958 და 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზე ბრაზილიის ნაკრების ორი ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ მთელმა საფეხბურთო სამყარომ ერთხმად დაივიწყა მანამდე არსებული სისტემა, ე.წ. "დუბლ-ვე" (3+2+5) და ყველა წამყვანი გუნდი "ბრაზილიური სისტემით" ათამაშდა, სადაც ოთხ მცველსა და ოთხ თავდამსხმელს შორის ორი ნახევარმცველი აწესრიგებდა კავშირს, თუმცა აქ მთავარი, ციფრები კი არა, მოთამაშეთა ფუნქციონალური დანაწევრება იყო, ანუ - ამ სისტემაში ყველას თავისი სამოქმედო არე გააჩნდა და საკუთარ დავალებას ასრულებდა. ამგვარი სისტემა მისაღები და გამართლებული უფრო მეტად ე.წ. "სამხრეთული" ფეხბურთისათვის იყო, სადაც განმსაზღვრელი ფაქტორი ფეხბურთელის ინდივიდუალური მომზადება იყო ყოველთვის. ასე ვთქვათ, "ჩრდილოლებს" კი უფრო გუნდური თამაში ეხერხებოდათ და ამიტომაც მათ აქტიურად დაიწყეს ძიება "ბრაზილიური სისტემის" ალტერნატიული ვარიანტის შესაქმნელად და შეძლეს კიდეც მიზნის მიღწევა.
"ტოტალური ფეხბურთის" ჩანასახი ჯერ კიდევ 1966 წლის ინგლისის ჩემპიონატზე შეინიშნებოდა, თუმცა მაშინ ამას ხმამაღლა ჯერ ვერავინ აფიქსირებდა. ნიშანდობლივია ინგლისელთა ნაკრების მაშინდელი მწვრთნელის, ალფ რამსეის, განცხადება - "მე მჭირდება კარგი მეკარე და ათი ერთნაირი მოთამაშე, რომლებიც ყველგან ითამაშებენო". მართალია, ინგლისელების თამაში ჯერ კიდევ არ იყო "ტოტალური", მაგრამ მათ გუნდში ტიპიური გარემარბების იგნორირება და მთელი ყურადღების გადატანა მოედნის ცენტრზე უკვე მეტყველებდა იმაზე, რომ გარინჩების და მეტიუზების ეპოქას რაღაც სხვა ფენომენი ენაცვლებოდა. ასე რომ, დაიწყო მკვეთრად გამოხატული იდეური დაპირისპირება "ჩრდილოურსა" და "სამხრეთულ" სკოლებს შორის. ეს დავა თითქოს საბოლოოდ "სამხრეთელთა" სასარგებლოდ გადაწყდა 1970 წელს, მექსიკაში, როცა ბრაზილელებმა თავისი ოდნავ სახეშეცვლილი სისტემით (4-3-3) კვლავაც დაარწმუნეს მსოფლიო, რომ პელეს, ჟაირზინიოს, ტოსტაოს და რიველინოს მსგავსი ინდივიდუალისტების გარეშე დიდ წარმატებებზე ფიქრი ზედმეტია და, ალბათ, არც არავინ უყურებდა ამ საკითხს ეჭვის თვალით, მაგრამ იყო კაცი, რომელიც არ იზიარებდა ამ საერთო ეიფორიულ აღტყინებას და ეს ჰოლანდიელი მწვრთნელი რინუს მიხელსი გახლდათ.
თუმცა.... არსებობს სხვა მოსაზრებანიც "ტოტალური ფეხბურთის" წარმომავლობის შესახებ:
1) ერთნი თვლიან, რომ "ტოტალურობა" ჯერ კიდევ ავსტრიელთა "ვუნდერტიმის" (საოცარი გუნდის) თამაშში შეინიშნებოდა XX საუკუნის 30-იან წლებში და მისი იდეის ავტორი ფეხბურთის გერმანელი სპეციალისტი ჰუგო მაიზლი გახლდათ.
2) მეორენი ხსენებული ფენომენის შექმნას ინგლისურ "ვესტ ჰემს" და მის მწვრთნელ რონ გრინვუდს მიაწერენ (50-60-იანების ზღვარზე).
3) მესამენი კი "ტოტალური ფეხბურთის" მამამთავრად სულაც რუმინელ შტეფან კოვაჩს მიიჩნევენ, რომელიც "აიაქსს" 1971 წელს ჩაუდგა სათავეში.
თავად ლიდერი "მფრინავი ჰოლანდიელებისა" კი ამ საკითხს მეორეხარისხოვნად თვლის:
"მე არც ვიცი, როგორ მივიდა მიხელსი ამ საკითხამდე - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში კრუიფმა - მაგრამ ასეა თუ ისე, ეს მხოლოდ სისტემაა, მთავარი კი გახლავთ მოთამაშეთა ოსტატობა, რამაც ამ სისტემის დამკვიდრება შესაძლებელი გახადა. მწვრთნელმა ფეხბურთელების ნიჭი და უნარი გამოიყენა და სწორედ მათ აღაფრთოვანეს მთელი მსოფლიო".
* * *
მოსაზრებანი ბევრია, მაგრამ მაინც "პირველ ჩვენებას" დავუჯეროთ და ეს ე.წ. "საყოველთაო, ერთიანი, გამაერთიანებელი ანუ ტოტალური" ფეხბურთი მიხელსის პირმშოდ ჩავთვალოთ.
რინუს მიხელსმა, ანუ როგორც მას სხვაგვარად უწოდებდნენ - "გენერალმა", ხანგრძლივი ძიებების შედეგად მთლიანად შეცვალა მანამდე არსებული წარმოდგენა ფეხბურთის ტაქტიკისა და სტრატეგიის შესახებ. მან სამოქმედო პრინციპად კალათბურთის გუნდის თამაშის თავისებურება აიღო, სადაც ბურთის ფლობისას შეტევაში ყველა მოთამაშე მონაწილეობს, ბურთის დაკარგვის შემთხვევაში კი ყველა ერთად იცავს საკუთარ კარს. თამაშის ამგვარი მოდელისათვის საჭირო იყო კარგად შეთამაშებული და სწრაფი რეაგირების უნარის მქონე მოთამაშეების მოძებნა და აღზრდა.
რინუს მიხელსმა თავისი ექსპერიმენტი 60-იანი წლების დასასრულის "აიაქსში" დაიწყო, სადაც იმხანად ფეხს იდგამდა იოჰან კრუიფი. ამ უკანასკნელს კი სწორედ ის თვისებები აღმოაჩნდა, რაც "გენერალს" სჭირდებოდა. სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კრუიფს ადგილიდან სტარტის აღებით 30 მეტრი ჭეშმარიტად სპრინტერული სისწრაფით - 3,8 წამში - შეეძლო დაეფარა, რასაც ემატებოდა საფეხბურთო აზროვნების და გადაწყვეტილების მიღების ასეთივე ფანტასტიური სისწრაფე.
ასეა თუ ისე, მიხელსის იდეები ნაყოფს იძლეოდნენ და ამის დადასტურებაა თუნდაც ის, რომ 60-იანი წლების ბოლოს "აიაქსი" სამჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, იოჰან კრუიფმა კი მთავარი გამთამაშებლის და ბომბარდირის სახელი ერთად დაიმკვიდრა, მაგრამ უფრო დიდი წარმატებები ჯერ კიდევ ელოდნენ მიხელსსა და მის გუნდს, თუმცა სასურველ დიდ წარმატებას ევროპულ არენაზე პირველად "აიაქსმა" კი არა, მეორე ჰოლანდიურმა კლუბმა "ფეინოორდმა" მოიპოვა, დაეუფლა რა 1970 წელს ევროპულ თასს.
ერთი სიტყვით, იოჰან კრუიფი და ტოტალური ფეხბურთი ერთად იკრებდნენ ძალას და ერთად გამოდიოდნენ მსოფლიო არენაზე. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კრუიფს ერთი საოცარი თვისება დაჰყვებოდა თან - ვინც კი ნახავდა პირველად მის თამაშს ვერასოდეს ივიწყებდა იმ დროისათვის ჯერ კიდევ შეუცნობ ფენომენს და ყველას რაღაც მაგიური კარიერის წინასწარმეტყველების სურვილი უჩნდებოდა და არც ცდებოდნენ ამაში. ამ მხრივ საინტერესოა ძველი ინგლისელი ფეხბურთელის სტივ კოპელის მოგონება:
"კარგად მახსოვს 1966 წლის 7 დეკემბრის საღამო. ჩვენ, "ლივერპულის" გულშემატკივრები, ერთი ხრინწიანი რადიომიმღების გარშემო ვიყავით შეკრებილნი და მოშიშინე ეთერიდან პირდაღებულნი ვისმენდით ინფორმაციას ამსტერდამიდან "აიაქსისა" და "ლივერპულის" მატჩის შედეგის შესახებ. 5:1 - გაიმარჯვა "აიაქსმა"! არა, ეს შეუძლებელია! აქ რაღაც შეცდომაა - ვეუბნებოდით ერთმანეთს - "ლივერპული" ასეთი ანგარიშით ვერ წააგებდა ჰოლანდიურ კლუბთან.
მეორე დღეს გაზეთები გვაიმედებდნენ, რომ "ლივერპულმა" წააგო არა "აიაქსთან", არამედ ნისლთან, რომელიც ამსტერდამის "დე მეერის" სტადიონზე ფარდასავით იყო ჩამოწოლილი და განმეორებით მატჩში ყველაფერი სხვაგვარად იქნებაო.
ერთი კვირის შემდეგ მე პირველად ვნახე იოჰან კრუიფი - ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი ყველა საუკეთესოთა შორის.
"ვინ არის ეს კრუიფი?" - ვეკითხებოდით ერთმანეთს და თვალს ვერ ვაცილებდით 19 წლის ფეხბურთელს, რომელიც თითქოს დაფრინავდა მინდორზე და, მგონი, პირველად მაშინ ეწოდა მას მეტსახელად "მფრინავი ჰოლანდიელი". მეორე მატჩი დამთავრდა ფრედ - 2:2, ორივე გოლი კრუიფმა გაიტანა და მე გავხდი მოწმე არა მხოლოდ დიდი ფეხბურთელის, არამედ საოცარი საფეხბურთო ანსამბლის დაბადებისა". ხსენებულ ანსამბლში კი კრუიფის გვერდით თამაშობდა სხვა სამომავლო ბევრი ვარსკვლავიც.
1966-68 წლებში "აიაქსი" სამჯერ ზედიზედ გახდა ჰოლანდიის ჩემპიონი. შემდეგ სეზონში კი ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალამდეც მიაღწია, მაგრამ "მილანთან" 4:1 დათმო მატჩი, იოჰან კრუიფი კი უკვე მთელი საფეხბურთო ევროპის თვალთახედვის არეში მოექცა და მასზე ბევრმა მდიდარმა კლუბმა დაიწყო ნადირობა.
რაც შეეხება ჰოლანდიის ნაკრებს:
კრუიფმა ჯერ კიდევ 1966 წელს ჩაატარა პირველი მატჩი ეროვნული ნაკრების შემადენლობაში (უნგრეთთან - 2:2), მაგრამ ჰოლანდიური ფეხბურთი იმხანად მაინც საკლუბო გუნდებით იწონებდა თავს და ამ მხრივ სწორედ იოჰან კრუიფის ყოველდღიურად მზარდი ტალანტი ანიჭებდა ამ ქვეყანას ევროპის საფეხბურთო გრანდებისაკენ გზის გაკვალვის იმედსაც და უფლებასაც.
ერთადერთი, რაც იოჰანის ნიჭს ჩრდილს აყენებდა, მისი უსაზღვრო ტემპერამენტი და თავშეუკავებლობა იყო, რის გამოც ბევრ უსიამოვნებას გადეყარა თავისი საფეხბურთო კარიერის მანძილზე. შეიძლება დავასახელოთ თუნდაც მოედნიდან გაძევება ჩეხოსლოვაკიასთან მატჩში, რაც მისთვის მეორე თამაში იყო ნაკრებში და ამის გამო ერთი წლით აეკრძალა ნაკრებში გამოსვლა.
ასე მიიწურა 60-იანი წლები და დადგა ხანა, დაახლოებით ხუთი ტრიუმფალური წელი, რასაც ევროპული ფეხბურთის ისტორიაში ნამდვილად კრუიფის სახელი შეიძლება ეწოდოს და რამაც საბოლოოდ, როგორც ვთქვით, მას XX საუკუნის საუკეთესო ევროპელი ფეხბურთელის არაოფიციალური ტიტული მოუტანა.
კრუიფის ეპოქა - 1971-73 წლები
1971 წელს "აიაქსმა" მეორედ მიაღწია ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალს და ამჯერად მას საბერძნეთის ჩემპიონი "პანათინაიკოსი" დაუპირისპირდა. კრუიფის გუნდმა გაიმარჯვა 2:0, თავად "მფრინავმა ჰოლანდიელმა" კი პირველი დიდი აღიარება მოიპოვა - ფრანგულმა ჟურნალმა "ფრანს-ფუტბოლმა" თავის ყოველწლიურ გამოკითხვაში იოჰან კრუიფს პირველი ადგილი და "ოქროს ბურთი" მიანიჭა.
ასეთივე სცენარით წარიმართა მომდევნო ორი წელიც - "აიაქსმა" კიდევ ორჯერ გაიმარჯვა ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში და კრუიფს 1973 წელს მეორედ გადასცეს "ოქროს ბურთი".
1972 წლის ამბებიდან კი კიდევ ერთი ფაქტი უნდა აღინიშნოს, რაც, მართალია, მაშინ პირდაპირ არ უკავშირდებოდა ჰოლანდიელთა დიდ გუნდს, მაგრამ ორიოდე წლის შემდეგ მაინც დაუკავშირდა და თითქმის 14 წლის განმავლობაში გაგრძელდა. საქმე ეხება მეორე დიდი გუნდის შექმნა-ჩამოყალიბებას, რომელსაც სათავეში ჰელმუტ შიონი ედგა, ხოლო მინდორზე ფრანც ბეკენბაუერი უძღვოდა წინ. ეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრები გახლდათ, რომელმაც არანაკლები წარმატებით აითვისა "ტოტალური ფეხბურთის" ყველა სიამტკბილობა და 1972 წელს ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა, რაც შესანიშნავი სტიმული იყო ორი წლის შემდეგ მათ ქვეყანაში ჩასატარებელი მსოფლიო ჩემპიონატის წინ. ასე დაიწყო (ჯერ დაუსწრებლად) ორი დიდი გუნდის დაპირისპირება - გერმანიისა და ჰოლანდიისა, რასაც საბოლოოდ 1988 წელს დაესვა წერტილი, როცა ჰოლანდიელებმა გერმანია მათსავე ბუნაგში, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში დაჯაბნეს და ფინალში საბჭოთა კავშირის ნაკრების დამარცხებით ევროპის ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვეს. მანამდე კი იყო 1974 წლისათვის სამზადისი, რამაც იოჰან კრუიფს მესამედ მოუპოვა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება და ამით პირველმა სწორედ მან შეძლო სამგზის ლაურეატი გამხდარიყო ევროპელი ჟურნალისტების გამოკითხვაში, რის გამეორებაც შემდეგ მხოლოდ პლატინიმ და ვან ბასტენმა შეძლეს.
სანამ კრუიფის ცხოვრების ყველაზე ტრიუმფალური 1974 წლის შესახებ დეტალურად განვაგრძობდეთ საუბარს, უნდა აღინიშნოს მისი ცხოვრების სხვა მნიშვნელოვანი ფაქტები:
1968 წელს იოჰანმა ცოლად შეირთო დანი კოსტერი, ქალიშვილი ჰოლანდიელი ბიზნესმენისა; ამ ქორწინების შედეგად ქვეყანას მოევლინენ მათი შვილები: ჩენტელი (1970) და სუსილა (1972).
1973 წლის 22 აგვისტოს კი კრუიფმა მიწვევა მიიღო "ბარსელონასგან", სადაც მას კატალონიელმა გულშემატკივრებმა ნამდვილი გმირის შესაფერისი შეხვედრა მოუწყეს (იმ სეზონში კრუიფმა ორი მატჩის ჩატარება მოასწრო ჰოლანდიის ჩემპიონატში და თავისი მასწავლებლის რინუს მიხელსის კვალს გაჰყვა, რომელიც ასევე გადაბარგდა ესპანეთში).
იმხანად "ბარსელონა" მძიმე დღეებს განიცდიდა, ბოლოდან მეორე ადგილზე იმყოფებოდა და კრუიფში ყველანი ხსნასა და იმედს ხედავდნენ. ალბათ, ამიტომაც არ დაიშურეს "ბარსას" მესვეურებმა იმ ასტრონომიული თანხის გადახდა, რაც იმხანად ყველას გაოცებას იწვევდა - ეს იყო 922 ათასი ფუნტი სტერლინგი და ჰოლანდიელმა ლეგიონერმაც არ გააწბილა მათი იმედები.
პირველივე მატჩში, "გრანადასთან", კრუიფმა 2 გოლი გაიტანა და "ბარსელონას" 4-0-ით გამარჯვებაში დაეხმარა. იმ დღიდან კატალონიის კლუბის საქმე აღმასვლით წავიდა და ყველაფერი დაგვირგვინდა იმით, რომ კატალონიელთა ამბიციურმა გუნდმა იმავე სეზონში ესპანეთის ჩემპიონობაც მოიპოვა, რაც 1960 წლის შემდეგ არ ღირსებოდა ამ გუნდს. 1974-ის ესპანური სეზონი კი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტით დასრულდა: "ბარსელონამ" საშინელი დამცირება აგემა თავის მარადიულ მეტოქეს, მადრიდის "რეალს", დაამარცხა რა ეს გუნდი მისსავე მოედანზე გამანადგურებელი ანგარიშით - 5:1.
ასე გახდა იოჰან კრუიფი "ბარსელონას" სავიზიტო ბარათი და, გნებავთ, სიმბოლოც კი. მას აღმერთებდნენ, მაგრამ ამასთანავე იგი კურიოზებსაც საკმაოდ აწყდებოდა მაშინდელ ესპანეთში არსებული ფრანკოს რეჟიმის გამო, რომელთაგან აღსანიშნავია ასეთი რამ:
(თუმცა ამასობაში კრუიფის ცხოვრების ტრიუმფალური 365 დღეც დადგა)
1974 წელი
კრუიფის ვაჟი, ჯორდი, რომელიც 1974 წლის 9 თებერვალს დაიბადა, ესპანეთის ჩვეულებრივ სამოქალაქო რეგისტრაციაში უნდა გაეტარებინათ, მაგრამ ეს გაძნელდა ერთი უბრალო მიზეზის გამო - შესაბამისი ჩინოვნიკები დაჟინებით ითხოვდნენ, რომ ბავშვისთვის ხორხე დაერქმიათ (ესპანურ ყაიდაზე), მშობლები კი ამის წინააღმდეგნი იყვნენ და, რომ არა კრუიფისადმი გულშემატკივრების დიდი სიყვარული, ამ ფეხბურთელს შეიძლება მიეტოვებინა "ბარსა", მაგრამ ბოლოს ყველაფერი კარგად დამთავრდა, კეთილგონიერებამ გაიმარჯვა ბიუროკრატიზმზე, იოჰანმა ვაჟს მაინც დაარქვა ჯორდი, რომელმაც 90-იან წლებში არცთუ დიდი წარმატებით განაგრძო მამის სახელოვანი ტრადიციები საფეხბურთო მინდვრებზე.
* * *
1974 წელს გერმანიაში ჩატარებულმა ჩემპიონატმა ყველას თვალნათლივ დაანახა, რომ ჰოლანდიის მსგავსი ჰარმონიული გუნდი მანამდე (...და მის შემდეგაც) მსოფლიოს არსოდეს ჰყოლია. არცთუ უმნიშვნელოა ის ფაქტიც, რომ 1938 წლის შემდეგ ჰოლანდიამ პირველად შეძლო მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი ტურნირისკენ გზის გაკვლევა და ეს დამატებითი სტიმული იყო იოჰან კრუიფისა და მისი მეგობრებისათვის.
ქვეჯგუფში ჰოლანდიის მოწინააღმდეგენი იყვნენ ურუგვაის, შვედეთის და ბულგარეთის გუნდები. ერთადერთი, რაც მოულოდნელად ეჩვენა მთელ მსოფლიოს, შვედეთთან ფრედ დამთავრებული მატჩი გახლდათ (0:0), დანარჩენ ორ თამაშში კი ყველაფერი კანონზომიერად მოხდა: ჰოლანდიელებმა ურუგვაი დაამარცხეს 2:0, ბულგარელები კი - 4:0.
იმხანად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ახალი წესი შემოიღეს - ქვეჯგუფების ორ-ორი საუკეთესო გუნდით ნახევარფინალური ჯგუფები შექმნეს და ასე შედგა ახალი ოთხეულები.
ჰოლანდიის მორიგი მოწინააღმდეგინი აღმოჩნდნენ: გდრ, არგენტინა და ბრაზილია.
ყველა კარგად ხედავდა, რომ ის ჩემპიონატი ნამდვილად არ იყო სამხრეთამერიკელთა გალაღებისთვის განკუთვნილი და, რაც არ უნდა საოცარი იყოს, ჰოლანდიელთა მთავარ მეტოქედ გდრ-ს გუნდს მიიჩნევდნენ, რომელმაც ქვეჯგუფში თავად გფრ-ს გუნდი დაამარცხა, თუმცა იმასაც ამბობდნენ, რომ დასავლელგერმანელებმა თავის აღმოსავლელ თანამემამულეებთან შეგნებულად დათმეს მატჩი, რათა ჰოლანდიას ფინალამდე არ შეხვედროდნენ.
ჰოლანდიელებმა თანამიმდევრულად დაამარცხეს ჯერ არგენტინა - 4:0, შემდეგ გდრ -2-0 და ბრაზილიასთან მატჩში ფანტასტიური შედეგით წარუდგნენ მეტოქეს: 5 მატჩში 4 გამარჯვება და ბურთების შეფარდება თორმეტი ერთთან. პრაქტიკულად არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ჰოლანდიის შემჩერებელი არ იყო ბრაზილია, რომელთა შემადგენლობაში მხოლოდ რიველინო თუ გამოირჩეოდა და ისიც ოთხი წლის წინანდელი რიველინოს აჩრდილსღა წარმოადგენდა. "ოქროს ქალღმერთის" სამგზის მფლობელმა ბრაზილიის ნაკრებმა მხოლოდ ის შეძლო, რომ პირველ ტაიმში ნეესკენსს თამაშის საშუალება არ მისცა, კრუიფს კი ვერაფერი მოუხერხეს და საბოლოოდ მატჩი დასრულდა 2:0 ჰოლანდიელთა გამარჯვებით, რამაც ისინი ფინალში გაიყვანა და დასავლეთ გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირა.
ფინალური მატჩი მიუნჰენის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა. გერმანელთათვის, რა თქმა უნდა, უზარმაზარი სტიმული იყო საკუთარ კედლებში თამაში, თუმცა მსოფლიო საფეხბურთო საზოგადოების უმრავლესობა გამარჯვებას მაინც ჰოლანდიელებს უწინასწარმეტყველებდა.
მიუხედავად იმისა, რომ გერმანელთა გუნდიც "ტოტალური ფეხბურთის" პრინციპებით მოქმედებდა, ჰელმუტ შიონის ნაკრები მაინც ზედმიწევნით გათვლილ-გაანგარიშებულ ფეხბურთს თამაშობდა და მასში ნაკლებად იგრძნობოდა, თუ შეიძლება ითქვას, თამაშით ის აღფრთოვანება, რის გარეშე ვერც ტოტალური და ვერც ვერანაირი ფეხბურთი ამ თამაშის მოყვარულთა სიმპათიას ვერ დაიმსახურებს. ეს "აღფრთოვანება" კი მოჭარბებული დოზით სწორედ ჰოლანდიის ნაკრებს ხელეწიფებოდა.
და იყო კიდევ ერთი ინტრიგა ამ ფინალისა: უმაღლეს საფეხბურთო მწვერვალზე ერთმანეთს დაუპირისპირდა ორი ტიტანი - იოჰან კრუიფი და ფრანც ბეკენბაუერი.
იოჰან კრუიფს პერსონალურ მცველად ბერტი ფოგთსი მიუჩინეს, რომელიც მჭიდრო მეურვეობის ოსტატად ითვლებოდა და საკმაოდ უხეში თამაშითაც გამოირჩეოდა. თუმცა იყო სხვა, შედარებით ნაკლებმნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც მიზეზი: ფოგთსს მანამდე, დიდი ხნით ადრე, რომელიღაც იუნიორულ ტურნირზე უკვე ჩატარებული ჰქონდა მატჩი კრუიფის წინააღმდეგ და, როგორც ამბობენ, წარმატებითაც. მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო და თანაც სხვა დონეზე.
ერთი სიტყვით, ჰელმუტ შიონი გონივრულად მოიქცა და კრუიფის წინააღმდეგ პერსონალურ მცველად ბეკენბაუერი არ დააყენა, რაც არ წარმოადგენდა "კაიზერ ფრანცის" საფეხბურთო ამპლუას, თუმცა მთავარი ის გახლდათ, რომ ამ ორ გენიას ერთმანეთისთვის თამაშში ხელი არ შეუშლიათ.
მატჩის პირველივე წუთზე, რამოდენიმე მოკლე პასის შემდეგ ბურთი მოედნის ცენტრში კრუიფმა მიიღო და ჰოლანდიის მთელი გუნდი, როგორც ერთად შეკრული მუშტი მოწინააღმდეგის კარისაკენ დაიძრა, მაგრამ კრუიფმა მარტომ ისურვა გერმანელთა ცენტრის გარღვევა, გვერდი ისე აუარა ფოგთსს, თითქოს უჩინარი იყო, მიუახლოვდა საჯარიმო მოედანს, მაგრამ იქ მის წინააღმდეგ ჰიონესი აღიმართა, რომელსაც ისღა დარჩენოდა, რომ მოეცელა "მფრინავი ჰოლანდიელი"
პენალტი! - 1:0 ჰოლანდიელთა სასარგებლოდ. ეს იყო ყველა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალებს შორის ყველაზე ლამაზი დასაწყისი!
შემდეგ რაც მოხდა, ყველამ იცის - გერმანიამ ორი გოლი გაიტანა (ერთი პენალტით) და მეორედ მოუტანა თავის ქვეყანას მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.
მიუხედავად დამარცხებისა, საუკეთესო გუნდად ყველამ ერთხმად ჰოლანდია აღიარა:
"ტრიუმფალური თაღის" გავლის შემდეგ
ისევე, როგორც ქარიშხალს მოჰყვება ხოლმე სიმშვიდე, იოჰან კრუიფის საფეხბურთო კარიერაც მდორე დინებაზე გადავიდა, თუმცა იყო კიდევ ერთი შანსი თავის გამოჩენისა, მაგრამ აქაც გაუცრუვდა იმედი იოჰანს - 1976 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჰოლანდიის ნაკრები მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა, გამარჯვება კი ყველასათვის მოულოდნელად ჩეხოსლოვაკიის ნაკრებს ხვდა.
1978 წელს კრუიფმა, როგორც მოთამაშემ, "ბარსელონას" უკანასკნელი სიხარული აჩუქა, მოიპოვა რა ამ გუნდთან ერთად ესპანეთის თასი, და სამართლიანად დაიმსახურა "კატალონიის ფეხბურთის მეფის" ტიტული, რადგან არც მანამდე და არც მას შემდეგ "ბარსას" შემადგენლობაში კრუიფის დონის ფეხბურთელს თავისი ტალანტი მთელი სისრულით არ გამოუვლენია (... რაც შეეხება მარადონას, მან მხოლოდ ორიოდე წელი გაატარა "ბარსელონაში და ისიც წარუმატებლად).
თუმცა 1978 წელს სხვა რამ იყო მთელი მსოფლიოს საფეხბურთო სამყარის ყურადღების ცენტრში - ეს არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატი გახლდათ და, ბუნებრივია, ყველა ელოდა, რომ კრუიფიც ჩავიდოდა არგენტინაში და კვლავ შეეცდებოდა უმაღლეს საფეხბურთო ოლიმპზე ასვლას, მაგრამ ეს ასე არ მოხდა - იოჰანმა კატეგორიული უარი განაცხადა ნაკრებში თამაშზე. მრავალი მოსაზრება არსებობს ამ ფაქტთან დაკავშირებით (იხილეთ საიმონ კუპერის წერილი 28-29-ე გვერდებზე), მაგრამ უსიამოვნებათა მთელი სერიაც აედევნა "მფრინავ ჰოლანდიელს", რომელთა შორის ფინანსური კატასტროფაც იყო, რაც მან ერთი არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენის "წყალობით" განიცადა. ამ კაცმა ისე წაიყვანა კრუიფის საქმეები, რომ იოჰანს მთელი ფული ჩაადებინა ბიზნეს-პროქტში, რაც წინასწარვე იყო განწირული გაკოტრებისათვის... ალბათ, ესეც იყო მიზეზი იმისა, რომ იოჰანმა გადაწყვიტა ბედი ეცადა აშშ-ს საფეხბურთო ლიგაში, სადაც მის მსგავსად "მწვანე მილიონების" საშოვნელად პელე და ბეკენბაუერიც (...და ბევრი სხვა ევროპელიც) "მოღვაწეობდნენ" (აშშ-ს ლიგაში ფეხბურთის - უფრო სწორად სოკერის - ლიგაში თამაში სხვა არანაირ მიზანს არ ემსახურებოდა ევროპელი ლეგიონერებისათვის).
ამერიკაში გატარებულმა სამმა წელმა კრუიფის საფეხბურთო დიდებას, რა თქმა უნდა, ვერაფერი შემატა, სამაგიეროდ ეკონომიური მდგომარეობა გამოუსწორა და იგი 1981 წელს კვლავ დაბრუნდა ევროპაში და კვლავ ესპანეთს ეწვია, მაგრამ იქაურ "ლევანტეში" საკმაოდ ბევრი პრობლემა იყო, როგორც საფეხბურთო კადრების, ასევე ფინანსური თვალსაზრისით და საბოლოდ კრუიფი სამშობლოში დაბრუნდა, სადაც "აიაქსში" ორი წარმატებული სეზონი ჩაატარა და ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციამ კვლავ შესთავაზა მას 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატისათვის მზადების პერიოდში ნაკრებს დახმარებოდა, მაგრამ კრუიფმა ამის საზღაურად ისეთი ასტრონომიული თანხა დაასახელა, რომ ფედერაციამ შორს დაიჭირა თავი მასთან ურთიერთობისაგან.
აქვე მოხდა კიდევ ერთი სკანდალური ფაქტი, რაც იმას ჰგავდა კათოლიკე მღვდელს მართლმადიდებლურ ეკლესიაში რომ დაეწყო ქადაგება, ანუ - იოჰან კრუიფი "აიაქსის" მარადიული მეტოქის, "ფეინოორდის", რიგებში ჩაირიცხა. მართალია, "ფეინოორდი" იყო პირველი ჰოლანდიური გუნდი, რომელმაც ევროპული თასის მოპოვება შეძლო, მაგრამ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ის "აიაქსის" ჩრდილად ითვლებოდა და ვერაფრით ახერხებდა ჰოლანდიის უმაღლესი ტიტულების დაუფლებას.
ყველას კარგად ახსოვს 1981 წელს თბილისის "დინამომ" თასების მფლობელთა თასის ტურნირის ნახევარფინალში (თბილისში - 3:0 და სტუმრად - 0:2) როგორ გამოთიშა ასპარეზობიდან ეს კლუბი. ასე რომ, მისი მაშინდელი არცთუ დიდი პოტენცია ყველა ჩვენთაგანისათვის კარგადაა ცნობილი. სწორედ ამ პოტენციის შევსებას შეეცადა "ფეინოორდი", როცა 37 წლის იოჰან კრუიფი მიიწვია და იმედი არ გაუმტყუნდა: "ფეინოორდმა" 1984 წელს მოიგო ჰოლანდიის ჩემპიონატიც და თასიც...
* * *
მოთამაშის კარიერა დასრულდა, მაგრამ იოჰან კრუიფი მწვრთნელის ამპლუაში მოევლინა დიდ ფეხბურთს და აქაც არანაკლები წარმატებანი მოიპოვა:
"აიაქსში" ტექნიკური მდივნის მოვალების მცირე ხნის შესრულების შემდეგ კრუიფი მალე "აიაქსის" მთავარი მწვრთნელი გახდა და თავისი მშობლიური გუნდი ორჯერ ზედიზედ გახადა ქვეყნის ჩემპიონი, შემდეგ კი ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასიც მოაპოვებინა მას და შედეგად, 1987 წელს კრუიფი მსოფლიოში წლის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.
და თითქოს განმეორდაო ბედისწერა - კრუიფს საშველად კვლავ უხმო მისთვის ესოდენ საყვრელმა "ბარსელონამ".
იმხანად ეს გუნდი კვლავ მძიმე კრიზისს განიცდიდა და კატალონიის კლუბის მესვეურებს გაახსენდათ კაცი, რომელმაც სახელი და დიდება მოუტანა მათ ქალაქსა და კლუბს 70-იან წლებში. იოჰან კრუიფი 1988 წელს კვლავ ჩავიდა ბარსელონაში და ექვსი წლის განმავლობაში ისეთი მწვერვალები დააპყრობინა გუნდს, რასაც მაშინ კატალონიაში ოცნებითაც კი ვერავინ წარმოიდგენდა.
თუმცა დასასრული ყველაფერს გააჩნია და სამწუხარო ისაა, რომ კრუიფისა და "ბარსელონას" შეხმატკბილებული თანაცხოვრება 1996 წელს "მილანთან" განცდილმა მწარე მარცხმა შეწყვიტა...
ფინალური აკორდები აჩქარებული გულისცემის ფონზე
- 1991 წელს მავნე ჩვევამ, რასაც თამბაქოს განუზომელი წევა ჰქვია, კრუიფი კატასტროფის წინაშე დააყენა და ძლივს გადაურჩა სიკვდილს, ექიმებმა მას სამუდამოდ აუკრძალეს ფეხბურთთან კავშირი და ზედმეტად ემოციური ცხოვრების წესის შეცვლა მოსთხოვეს, მაგრამ კრუიფი არ დანებდა ავადმყოფობას და კვლავ მწყობრში მყოფ მწვრთნელად დარჩა.
- 1997 წლის 27 ნოემბერს საფეხბურთო სამყარო კვლავ მოიცვა საგანგაშო ცნობამ იმის შესახებ, რომ კრუიფი, გულის უკმარობის გამო, მეორედ მოხვდა საავადმყოფოში, მაგრამ საქმე ქირურგიულ ჩარევამდე არ მივიდა და ამჯერადაც აჯობა დიდმა ფეხბურთელმა სასიკვდილო სენს.
1999 წლის 10 მარტს ბარსელონას "ნოუ კამპის" სტადიონზე ჩატარდა საზეიმო მატჩი ე.წ. "ოცნების გუნდის" მონაწილეობით, რომლის შემადგენლობაში ერთხელაც გაიბრწყინა 52 წლის კრუიფის უზადო ოსტატობამ. ეს იყო ერთგვარი მადლობა მადლიერი გულშემატკივრებისა, ვისაც ბევრი სიხარული და აღტაცება მოჰგვარა იოჰან კრუიფმა - "მფრინავმა ჰოლანდიელმა".
იოჰან კრუიფი - მწვრთნელი
კრუიფის მიღწევები სამწვრთნელო ასპარეზზე
1986 - "აიაქსი" ჰოლანდიის ჩემპიონი ხდება.
1987 - "აიაქსი" კვლავ ჩემპიონია და ეუფლება ევროპის თასების მფლობელთა თასს.
1989 - "ბარსელონა" იმარჯვებს ევროპის თასების მფლობელთა თასის ტურნირში.
1990 - "ბარსელონა" ესპანეთის თასს ეუფლება.
1991 - "ბარსელონა" - ესპანეთის ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი.
1992 - "ბარსელონა" კვლავ ესპანეთის ჩემპიონია და ევროპის ჩემპიონთა თასს ეუფლება.
1993 - "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონია ზედიზედ მესამედ და ევროპის სუპერთასის გამარჯვებული.
1994 - "ბარსელონას" მეოთხე გამარჯვება ესპანეთის ჩემპიონატში.
(ფრაგმენტები 1992 წლის ინტერვიუდან, რომელიც იოჰან კრუიფმა გაზეთ "ფუტბოლის" კორესპონდენტს მისცა)
- რამ გადაგაწყვეტინათ მწვრთნელის საქმიანობის დაწყება?
- ეს მე არ გადამიწყვეტია. უბრალოდ დადგა დღე, როცა მე თამაში დავამთავრე, შემდეგ კი ჩემთან "აიაქსის" წარმომადგენლები მოვიდნენ (ეს კარგი გუნდია, მაგრამ მაშინ რაღაც არ გამოსდიოდათ თამაშში) და მითხრეს - მოდი, დაგვეხმარე, გააკეთეო საქმე. მე ვუთხარი - ო’კეი, გავაკეთებ... და გავაკეთე... სულ ეს არის.
- მწვრთნელობა ხომ სულ სხვა რამ არის, ვიდრე მოედანზე თამაში. თქვენ შეგეცვალათ შეხედულებანი ფეხბურთის არსზე?
- არა, შეცვლით არაფერი შეცვლილა, უბრალოდ სხვა პროფესიის დაუფლება დავიწყე. როცა თამაშობ, ეს ერთი საქმეა, აქ კი სხვა რამ არის მთავარი - ან ასე უნდა იყოს ან ისე... ანუ: აკეთებ კარგად და რჩები, აკეთებ ცუდად - მიდიხარ.
- მწვრთნელი რომ გახდით, თვლიდით, რომ თქვენი კარიერა...?
-ეს კარიერა არ არის, მე ვაკეთებ იმას, რაც მომწონს, ყოველგვარი მიზნებისა და ამოცანების გარეშე. არავითარ კარიერას მე არ ვიქმნი. უბრალოდ ჩემს იდეებს ცხოვრებაში ვახორციელებ. თქვენ მოგწონთ ჩემი გუნდის თამაში? თუმცა ეს ჩემთვის სულ ერთია. თქვენ შეგიძლიათ ილაპარაკოთ, რამდენიც გსურთ იმის შესახებ, რომ კუმანი დაცვაში ცუდად თამაშობს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ის მოთამაშეა, ვინც ამ გუნდს სჭირდება. მე თქვენზე უკეთ ვხედავ მის სუსტ და ძლიერ მხარეებს და უკეთ მესმის, როგორ გამოვიყენო ეს თვისებები.
- როგორ აგვარებთ კლუბსა და ნაკრებს შორის არსებულ მუდმივ უთანხმოებას?
-მე არჩევანის უფლებას თავად ფეხბურთელს ვაძლევ. ყველამ იცის, რომ კარგად უნდა ითამაშოს, თორემ სათადარიგოთა სკამზე მოუწევს ჯდომა. მაგრამ თუ ფეხბურთელი ძალიან ბევრს თამაშობს, მას უკვე აღარ შეუძლია კარგი თამაშის ჩვენება. ასე რომ, თავად გადაწყვიტოს - სად და რამდენი ითამაშოს; ეს მისი პრობლემაა და არა ჩემი.
- კლუბის ხელმძღვანელობასთანაც ხომ ექნება ფეხბურთელს პრობლემები და ამის მიზეზი...?
-დიახ, მართალი ბრძანდებით - ამის მიზეზი ფულია. მოთამაშეები თვლიან, რომ მეტი უნდა მიიღონ. მეც მათ აზრს ვიზიარებ.
- მაგრამ თქვენ კიევის "დინამოსთან" გამართული მატჩის შემდეგ სხვა რამ განაცხადეთ...
- დიახ!... ახლაც გავიმეორებ, რომ მე სამჯერ გავიმარჯვე ევროპის ჩემპიონთა თასის ტურნირში და ბევრი ფული ვიშოვე. და მერე რა? ის ფული დიდი ხანია, დავხარჯე, სახელი და დიდება კი დარჩა. ასე რომ, რა მნიშვნელობა აქვს - რამდენიმე ათასი დოლარით მეტია თუ ნაკლები? ეს პირადად ჩემი აზრია, სხვა ფეხბურთელებს კი სხვა შეხედულებები გააჩნიათ და აქვთ უფლება განსხვავებულად იაზროვნონ. ისევე როგორც არ შემიძლია მოვთხოვო მათ, რომ ითამაშონ ისე, როგორც მე ვთამაშობდი, ასევე არ შემიძლია მოვითხოვო მათგან, რომ ჩემ მსგავსად იფიქრონ.
- თქვენ, ალბათ, წინასწარ ამზადებთ მომავლის გეგმას, ქმნით პროგრამას...
- არა, სულაც არა... რატომ უნდა ვიმტვრიო თავი იმაზე, რაც ერთი წლის ან უფრო გვიან უნდა მოხდეს?! არ უნდა შექმნა დღეს პრობლემა იმისა, რაც ხვალ მოხდება.
- ეს თქვენი ცხოვრებისეული პრინციპია?
- დიახ! - და არასოდეს უარვყოფ მას. აი, მაგალითად, თამაში თუ ხვალ უნდა შედგეს, მე დღეს არ ვიფიქრებ მის შესახებ და არც შემადგენლობას დავასახელებ დღეს.
- თქვენ სიამოვნებას განიჭებთ ცხოვრება?
- დიახ! - სწორედ ასეა!
ფილოსოფიური ეპილოგი
ძნელია იმის დაჯერება, რომ ეს ოლიმპიური სიმშვიდე კრუიფს მთელი ცხოვრება სდევდა თან. შესაძლოა, ასეთი შეხედულებები მას გაუჩნდა მას შემდეგ, რაც სიკვდილს ძლივს გადაურჩა, როცა მწვავე ინფარქტის გამო ბარსელონას კლინიკაში მოუხდა ხანგრძლივი მკურნალობა.
ამგვარი ცვლილებანი მით უფროა თვალში საცემი, როცა იმ ძველ ვიდეოჩანაწერებს გაიხსენებ (...და განსაკუთრებით 1974 წლის ჩემპიონატის ამსახველ კადრებს), სადაც კრუიფი ჩანს, როგორც ნერვიული, აფორიაქებული და უსაზღვრო ენერგიით სავსე კაცი, რომელიც თავდავიწყებით ერთვება ყოველგვარ კამათში და საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ყველა ენობრივ-ჟესტიკულაციური საშუალებებით ცდილობს.
ამჟამად კრუიფი სრუილად საწინააღმდეგო იმიჯს ავლენს. კაცი იფიქრებს - თავადვე დაადგინაო მღელვარების მიჯნა, რის ზღვარსაც არავითარ შემთხვევაში აღარ გადადის.
შეიძლება ითქვას, კრუიფი ახლა ფილოსოფოსია. ყველაფერი - აუჩქარებელი მოძრაობა, საუბრის მშვიდი მანერა და სიზუსტე - მასში წარმოაჩენს მოაზროვნეს, ადამიანს, რომელსაც ყველაფრის გაცნობიერება და გაანალიზება გაუხდია ცხოვრების წესად.
ბრაზილია ანტიფეხბურთს თამაშობს
იოჰან კრუიფის მოსაზრებანი 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ.
"2002 წლის ჩემპიონატი საფეხბურთო სამყარომ, რაც შეიძლება მალე უნდა დაივიწყოს. დარწმუნებული ვარ, რომ მოკლე დროში აღარავინ ილაპარაკებს კორეა-იაპონიაში გამართულ სამარცხვინო ბატალიებზე" - ასე თვლის ჰოლანდიური ფეხბურთის ლეგენდა იოჰან კრუიფი.
"მფრინავი ჰოლანდიელის" აზრით, ჩემპიონატის ტრიუმფატორები, ბრაზილიელები, ანტიფეხბურთს თამაშობდნენ.
"მათ არ ჰყავდათ გუნდი, ვერ შექმნეს ვერაფერი და მხოლოდ მოწინააღმდეგეთა შეცდომები გამოიყენეს. - ამბობს კრუიფი. - თუმცა, სხვა გუნდების ფონზე, ბრაზილიამ დაიმსახურა ეს გამარჯვება, მაგრამ 1998 წლის საფრანგეთის ნაკრები მასზე ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა. ფინალურ მატჩში ინიციატივას უდავოდ გერმანელები ფლობდნენ და ეს ზოგადად ამ ჩემპიონატის ფენომენი იყო - ინიციატივა გამარჯვებისაკენ არასოდეს იხრებოდა და არანაირი სიახლის წარმოჩენის საფუძველი არ ხდებოდა."
"მიუხედავად მსოფლიო თასის მოპოვებისა, არ მგონია, რომ ლუიშ ფელიპე სკოლარი შევა ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი გამოჩენილი მწვრთნელი. - განაგრძობს კრუიფი - მე ვფიქრობ, რომ ბრაზილიამ ცუდი მაგალითი მისცა ყველა დანარჩენს, გააკეთა რა აქცენტი ანტიფეხბურთზე. იმედს გამოვთქვამ, რომ ჰოლანდიის ნაკრები არ მიბაძავს ახლანდელ მსოფლიო ჩემპიონებს.
გერმანელები ბევრად უფრო შეთამაშებული და ჰარმონიული კოლექტივის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, მაგრამ მათ აკლდათ ისეთი ლიდერი, როგორიც ბეკენბაუერი, მიულერი, ოვერატი ან რუმენიგე იყო.
ჩემპიონატის მცირერიცხოვანი ნათელი მომენტებიდან შეიძლება აღინიშნოს ერთი - ჰუს ჰიდინკის მიერ გაწეული შესანიშნავი საქმიანობა სამხრეთ კორეის ნაკრებში. ამ კაცმა მართლაც ღირსეულად წარმოაჩინა ჩემი მშობლიური ქვეყნის ფეხბურთის დიდი პოტენციალი მსოფლიო საფეხბურთო ფორუმზე.
ჰოლანდია - დემარშების ოსტატი
დღემდე უცნობი ფაქტები იოჰან კრუიფის ცხოვრებიდან
1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინა დღეს დასავლურგერმანულმა ტაბლოიდმა "ბილდმა" გამოაქვეყნა სტატია სათაურით "კრუიფი, შამპანიური და გოგონები", რომელშიც რედაქციის თანამშრომლები ირწმუნებოდნენ, რომ ჰოლანდიის ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელმა მოაწყო წვეულება "გოგონების" თანხლებით სასტუმრო "ჰილტრუპის" აუზთან, სადაც ისინი ბინადრობდნენ ჩემპიონატის დღეებში. დღემდე ჯერაც დაუდგენელია - იყო თუ არა ასე ნამდვილად. სტატიის ავტორს ეს ამბავი ვიღაც ჟურნალისტისაგან შეუტყვია, ამ უკანასკნელს სხვა ჟურნალისტისგან და ა.შ. ასეა თუ ისე, ამ ფაქტმა დასაბამი დაუდო ავბედით ტრადიციას, რაც მსოფლიო ჩემპიონატების ტურნირებიდან ჰოლანდიის გუნდის ნაადრევ გამოთიშვას გულისხმობს.
1974 წლის ფინალის წინ კი კრუიფმა ღამის დიდი ნაწილი ტელეფონთან გაატარა, იგი მეუღლეს, დანის, უხსნიდა იმას, რომ სტატიაში მოყვანილი ფაქტები მტკნარი სიცრუეა. შეიძლება იოჰანის ძმის, ჰენის სიტყვებიც მოვიშველიოთ - "ფინალში სწორედ იმიტომ ვერ ითამაშა იოჰანმა კარგად, რომ იგი მთელი ღამის ნანერვიულები იყო და ამიტომაც წავაგეთ 2:1".
ამ ფინალიდან მცირე ხნის შემდეგ კრუიფმა განაცხადა, რომ შემდეგ ჩემპიონატში მონაწილეობას აღარ მიიღებს, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ ოჯახი ჰყავს და ვეღარ აიტანს ამდენი ხნით განშორებას დანისთან და სამ შვილთან.
არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად ჰოლანდიაში კრუიფთან დაკავშირებით სულ უფრო მეტად იძაბებოდა სიტუაცია, ყველას ერთი რამ ეკერა პირზე - "დაგვიბრუნეთ კრუიფი!". საზოგადოებრიობა თვლიდა, რომ კრუიფს შეეძლო საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლა, მაგრამ ვერავინ და ვერაფერმა აიძულა იოჰანი მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე დათანხმებულიყო. ზოგი მისი კოლეგა, მათ შორის რობ რენსენბრინკიც, ფიქრობდა, რომ კრუიფს ეშინია არგენტინაში ჩასვლისა, რადგან მას დაემუქრნენ - მოგიტაცებთო. კრუიფთან დაახლოებული ადამიანები კი ამტკიცებდნენ - იოჰანს მორიგი წარუმატებლობა აფრთხობსო.
1978 წელს იგი უკვე 31 წლის იყო და, როგორც ჩანს, თვლიდა, რომ მისი ცხოვრების საუკეთესო წლები უკვე წარსულს ჩაბარდა. იმ წელს კრუიფმა განაცხადა, რომ საერთოდ ანებებს ფეხბურთს თავს, მაგრამ მალე შეცვალა ეს გადაწყვეტილება. იმავე წელს წარუმატებელი ბიზნეს-ოპერაცია ჩაატარა - მთელი თავისი ფული მეღორობის ფირმის გახსნას მოახმარა და გაკოტრდა. ამბობდნენ იმასაც, რომ კრუიფმა არგენტინის ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი ამ ქვეყანაში არსებული სამხედრო რეჟიმის პროტესტის ნიშნად თქვა, მაგრამ ეს არ არის მართალი.
კრუიფმა თავისი საქციელით კიდევ ერთ ავბედით ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი. მსოფლიო ჩემპიონატის წინ გუნდის მიტოვება ჰოლანდიელთათვის მოდად იქცა. ასე მაგალითად, 1974 წლის ფინალური მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ვან ჰანეგემი 1978 წელს გამოვიდა ტელევიზიით და თვალცრემლიანმა განაცხადა - აღარც მე ვითამაშებო ნაკრებში და მიზეზად ის მოიდო, რომ ავსტრიელმა მწვრთნელმა ერნსტ ჰაპელმა, რომელიც მაშინ ჰოლანდიელთა ნაკრებს ედგა სათავეში, ვან ჰანეგემს ძირითად შემადგენლობაში ჩასმის მყარი გარანტია არ მისცა. ამას ზედ დაერთო დიდი კონფლიქტი არი ჰაანთან და ამ უკანასკნელის უკმაყოფილებანი.
ასევე კრუიფის გამოისობით მოხდა (...თუკი ეს სიმართლეს შეესაბამება) ჰოლანდიის ნაკრების საუკეთესო მეკარის, იან ვან ბევერენის და პლატინის დონის გამთამაშებლის ვილი ვან დერ კულენის ნაკრებიდან წასვლა 1975 წელს. როგორც სარწმუნო წყაროებიდან ირკვევა, იოჰან კრუიფი მათ მიმართ საშინელი ანტიპათიით იყო განმსჭვალული, რამაც შედეგად გამოიღო ის, რომ ვან ბევერენის ადგილი კარში კვლავ იან იონგბლადმა დაიკავა, რომელმაც არგენტინის ჩემპიონატზე ხუთი ისეთი გოლი გაუშვა, რომელთაგან სამი მაინც უნდა მოეგერიებინა მაღალი კლასის მეკარეს.
ცნობილია ასეთი ფაქტიც:
1988 წელს კრუიფი აქტიურად ურჩევდა მარკო ვან ბასტენს, რომ მას ნაკრები მიეტოვებინა, რადგან ამ უკანასკნელს ხანგრძლივი დროით სათადარიგოთა სკამზე აყურყუტებდნენ. საბედნიეროდ ვან ბასტენმა არ დაუჯერა უფროს სახელოვან კოლეგას, დარჩა გუნდში და 1988 წლის ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო თამაში აჩვენა...
კარგი ფეხბურთელი მატჩის დროს მხოლოდ 5-7 წუთის განმავლობაში ფლობს ბურთს, ხოლო იმის მიხედვით, თუ რას აკეთებს დანარჩენი 83-85 წუთის განმავლობაში, შეიძლება მისი ჭეშმარიტი ოსტატობის დადგენა... იოჰან კრუიფი კი ამ მხრივ ნამდვილად შეუდარებელი იყო.
ის, რასაც მოედანზე იოჰან კრუიფი აკეთებდა, ყოველთვის არ იყო გასაგები მაყურებლისთვის, უფრო სწორად - გასაგები არ იყო ფეხბურთის სპეციალისტებისათვისაც კი და მთელი ათწლეული დასჭირდა იმას, რომ საფეხბურთო სამყაროს გაეაზრებინა კრუიფის ფენომენი, რათა აუცილებელ მოთხოვნად ექცია ექსტრა-კლასის მოთამაშეების იმიჯის შექმნაში.
კრუიფი ე.წ. "ტოტალური ფეხბურთის" ყველაზე მასშტაბური და, გნებავთ, ტიპიური წარმომადგენელი გახლდათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი თამაშის სტილი რაიმე ჩარჩოებში იყო გამოკეტილი. ყველაფერს მაინც ნიჭიერება წყვეტს, რაც უთუოდ უნდა ემსახურებოდეს თანამედროვეობას, მაგრამ ნიჭი მხოლოდდამხოლო მარადიულობის კუთვნილებაა!
გამოყენებულია რუსული, ინგლისური და გერმანულენოვანი პრესის მასალები და ინტერნეტის ოფიციალური თუ არაოფიციალური საიტები იოჰან კრუიფის შესახებ.
დიდი ფეხბურთი #3
დევიდ ბექჰემი
(ეს ტექსტი საჭიროებდა დამუშავებას და შევსებას, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ბროშურის სახით ვეღარ გამოვეცი. ძირითადი ტექსტი მოამზადა პაატა დავითაშვილმა)
დაიბადა 1975 წლის 2 მაისს ლონდონში.
კლუბები: `მანჩესტერ იუნაიტედი~ და მადრიდის `რეალი~.
ინგლისის ჩემპიონი _ 1996,97,99 წლებში.
ინგლისის თასის მფლობელი _ 1996,99 წწ.
ჩემპიონთა თასის მფლობელი _ 1999წ.
იღბლიანი! თვალწარმტაცი! გამყიდველი! რა ეპითეტებით აღარ ამკობდნენ მას. იგი უკვე 30 წლისაა და თითქმის ყველაფერი გამოსცადა საკუთარ თავზე – დიდების მწვერვალზე ყოფნაც და დაცემაც, გამარჯვებები და დამარცხებები.
მაგრამ ყველაფერი თავიდან დავიწყოთ.
ფეხბურთის ანბანს დევიდ ბექჰემი ლონდონურ კლუბ `ლეიტონში~ ეზიარა. ამ კლუბში გატარებული 2 წლის შემდეგ იმედის მომცემი ყმაწვილი `ტოტენჰემის~ საფეხბურთო სკოლაში გადაბარგდა და წარმატებით დაასრულა კიდეც.
დევიდი ბავშვობიდანვე "მანჩესტერ იუნაიტედის" დიდი გულშემატკივარი იყო და როცა ნიჭიერ ნახევარმცველზე ინგლისური წამყვენი კლუბების ნადირობა გაჩაღდა, დევიდი მაინცდამაინც არ ჩქარობდა არჩევანის გაკეთებას. მაგრამ, როგორც კი მათ შორის `მიუ~ გამოჩნდა, ბექჰემს ბევრი არ უფიქრია და მაშინვე თანხმობა განაცხადა.
1991 წლის 8 ივლისს მან სტაჟიორის კონტრაქტი გააფორმა ინგლისის ერთ-ერთ უდიდეს კლუბათან, ხოლო 19993 წლის 23 იანვარს, როგორც პროფესიონალმა ფეხბურთელმა. ბექჰემი თავისუფლად შეიძლება ჩავთვალოთ "მანჩესტერ იუნაიტედის" საფეხბურთო სკოლის აღზრდილად _ ის ხომ აქ 16 წლიდან თამაშობს, მისი ფეხბურთელად საბოოლოოდ ჩამოყალიბებაც ამ კლუბში მოხდა
პირველი მატჩი ბექჰემმა `მიუს~ რიგებში 1992 წლის 23 სექტემბერს ჩაატარა. მან "ბრაიტონის" წინააღმდეგ ინგლისის თასის მატჩში Aანდრეი კანჩელსკისი შეცვალა. უნდა აღინიშნოს, რომ გუნდის მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი ძალიან ჭკვიანურად მოიქცა. გამოცდილმა მწვრთნელმა ჯერ კიდევ გამოუცდელი დევიდი ინგლისის ჩემპიონთა "ხორცსაკეპ" მანქანაში პირდაპირ არ ჩააგდო, ის დაელოდა მის `დაღვინებას~ და როცა 1995 წელს 20 წლის ბექჰემი "ნიუს" შემადგენლობაში რეგულარულად ჩნდებოდა, მასზე უკვე არამარტო მთელი ინგლისი, არამედ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ალაპარაკდნენ. "ინგლისური ფეხბურთის იმედი" – ასე დაახასიათა ნიჭიერი ნახევარმცველი იოჰან კრუიფმა. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბექჰემს მაშინვე ჰქონდა უამრავი წინადადება ევროპის სხვადასხვა საუკეთესო კლუბებიდან, მაგრამ არც მას და არც `მანჩესტერს~ ერთმანეთი არ ეთმობოდათ.
1995 წლის მარტში ფერგიუსონმა ბექჰემი `პრესტონში~ არენდით გაანათხოვრა, რათა დევიდს მეტი სათამაშო პრაქტიკა ჰქონოდა. ამას უკვალოდ არ ჩაუვლია. 1995 წლის აპრილში ბექჰემს დებიუტი ჰქონდა `მიუს~ ძირითად შემადგენლობაში `ლიდსის~ წინააღმდეგ (0:0) მატჩში.
1996/97 წელებში მისი ვარსკვლავი მთელი ბრწყინვალებით აენთო. დევიდმა ძირითად შემადგენლობაში მყარად დაიმკვიდრა ადგილი და ბრწყინვალედ შეცვალა `ევერტონში~ გადასული კანჩელსკისი. არ იქნება სწორი, თუ ვიტყვით, რომ დევიდმა რუსი ნახევარმცველი შეამჭიდროვა და მისი გამოჩენით კანჩელსკისი ძირითადში ვეღარ ხვდებოდა. რუსმა უბრალოდ, ვერ გამონახა საერთო ენა მთავარ მწვრთნელთან. მაგრამ ისიც სავარაუდოა, რომ ფერგიუსონი უკვე ხედავდა კანჩელსკისის ადგილზე ბექჰემს და რუსთან კონფლიქტს აღარ მოერიდა. აქედან გამომდინარე, კანჩელსკისისათვის წასვლაში ხელი აღარ ეუშლია. თუმცა, ისეთი ჭორიც გავრცელდა, რომ ფერგიუსონი რუსულმა მაფიამ აიძულა კანჩელსკისი `ევერტონში~ გაეყიდა მათთვის სასურველ ფასად.
დევიდმა მაშინვე ბრწყინვალედ დაიწყო თამაში და მალე დაიპყრო როგორც ინგლისელი გულშემატკივრების, ასევე ლამაზ-ლამაზი გოგონების გული. 1996/97 წლებში ის საბოლოოდ ჩამოყალიბდა ძლიერ ფეხბურთელად. ეს სეზონი მან თანაბრად, ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და სამართლიანად აღიარეს წლის საუკეთესო ფეხბურთელად. ამავე წელს `მანჩესტერმა~ დევიდის დახმარებით ინგლისის ჩემპიონობა მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალამდე მიაღწია. ამ წარმტებაში მას ლომის წილი მიუძღვის, რადგან მანჩესტერის~ ნახევარდაცვის ლიდერი იყო და გუნდის ყველა შეტევის ორგანიზატორი. მას ბრწყინვალე პასის კულტურა და ყუმბარისებური დარტყმები ჰქონდა. შორიდან დარტყმები ბექჰემის უძლიერესი მხაარეა. ამ სფეროში ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. მის შემხედვარეს გგონია, რომ ძალიან ადვილია ცოცხალ კედელს ბურთი გადააფრინო და ცხრიაში შეაგდო, მაგრამ ამას წინ დიდ შრომა უძღვის. `მე დიდხანს ვვარჯიშობდი საჯარიმო დარტყმებში, რამოდენიმე წელიც კი. ვრჩებოდი ვარჯიშების შემდეგ, ათ ბურსტ ვალაგედი მწკრივში, ვაყენებდი კედელს დავურტყამდი და ვურტყამდი.... შემდეგ ვაგროვებდი ბურთებს და ყველაფერს თავიდან ვიწყებდი. მე ახლაც ხშირად ვრჩები ვარჯიშის შემდეგ და ჩემს ვარჯიშებს ვიმეორებ. შეიძლება მთელი საიდუმლოც ამაშია~ _ ასე პასუხობს ბექჰემი შეკითხვაზე, თუ როგორ ახერხებს ის ასე კარგად `სტანდარტული სიტუაციის შესრულებას~.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს მთლად ას ეარ არის. ბევრი ფეხბურთელი ვარჯიშობს ასე, მაგრამ ბექჰემის მსგავსი ერთეულებია. უბრალოდ, ბექჰემი სხვებზე ნიჭიერია და შეუპოვარი შრომით თავისი ტალანტი სრულყოფილებამდე მიიტვანა.
დევიდი საკმაო წარმატებით გამოდიოდა ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებში და ცხადი იყო, რომ მისი ეროვნულ ნაკრებში მიწვევა მხოლოდ დროის საქმედ რჩებოდა. მართლაც, ეს დროც მალე დადგა. პირველად ბექჰემმა ეროვნული ნაკრების მაისური მოლდოვასთან მატჩში მოირგო. აი, როგორ ახასიათებდა დევიდს ნაკრების მაშინდელი მწვრთნელი გლენ ჰოდლი: `ბექჰემი ძალიან მრავალფეროვანი ფეხბურთელია. ის შეტევის ბრწყინვალე ორგანიზატორია და დაცვაშიც სასარგებლოდ მოქმედებს. დევიდი არ ერიდება შავ სამუშაოს და ყოველთვის გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ამ ფეხბურთელს უდიდესი პოტენციალი გააჩნია და დარწმუნებული ვარ, ის კიდე უფრო გაიზრდება და დაიხვეწება, როგორც ფეხბურთელი. მე კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, რომ ის ჩემს გუნდში თამაშობს~.
ბექჰემი წარმატებით თამაშობს როგორც ნახევარდაცვას მარჯვენა ფლანგზე, ისე ცენტრში. მაგრამ ფლანგზე უფრო კაარგად გრძნობს თავს. ბრწყინვალე დრიბლინგისა და მაღალი სისწრაფის წყალობით ის ხშირად იგებს თავის მიკრომატჩებს. ფლანგზე მისი გასვლები და კარისკენ სახიფათო ჩამოწოდებეი მისი გუნდის მრისხანე იარაღია.
გავიხსენოთ ჩემპიონთა ლიგის I მეოთეხდფინალური მატჩი `ინტერის~ წინააღმდეგ, როცა ბექჰემმა ორჯერ პირდაპირ თავზე დაასვა იორკს ბურთი. ამ ორმა გოლმა გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი. აი, როგორ იხსენებს ამ გოლებს ტრინიდადელი ფეხბურთელი:`დევიდის წვლილი ამ გოლებში ძალიან დიდია. მან ბწყინვალედ ითთამაშა. მე მხოლოდ ისღა დამრჩენოდა, საჭირო დროს საჭირო ადგელზე აღმოვჩენილიყავი~.
ბექჰემის ჩაწოდებები ძალიან უსიამოვნოა მეკარისათვის. ის ბურსტ ისე `ახვევს~, რომ მკარისათვის გამოსვლაზე თამაში გაძნელებულია. `ეს ბიჭი, ალბათ, ბერთთან ერთად დაიბადა. მე არ ვიცი სხვა ფეხბურთელი, რომელიც ასე კარგად `ჩაახვევს~ ბურთს მეტოქის საჯარიმოში და სულაც არ მშურს ჩემი კოლეგა-მეტოქეების, როცა დევიდი ჯარიმას ურტყამს ან კუთხურს აწვდის. ვინ-ვინ და მე კი ვიცი მისი `საჯარიმო~ დარტყმების ძალა. ვარჯიშებზე ის ხშირად მტოვებს გაწბილებულს თავისი ფილიგრანული `ჩახვეული~ დარტყმებით~, _ ასე ახასიათებდა დევიდს მისი თანაგუნდელი მეკარე პეტერ შმეიხელი. ბექჰემს გოლების უმეტესი ნაწილი საჯარიმო დარტყმით აქვს გატანილი. ყველა ასეთი გოლი _ პატარა საფეხბურთო სპექტაკლია, რომელსაც შეიძლება დაუსრულებლად უყურო. დევიდის მეტოქე გუნდების მწვრთნელები თავის მცველებს აფრთხელებენ, რომ წესი არ აარღვიონ საჯარიმოს მახლობლად _ ბექჰემის მიერ 20-25 მეტრიდან დარტყმული საჯარიმო ხომ პენალტს არაფრით ჩამოუვარდება.
ბექჰემის თამაშში გამოსაყოფია ის მომენტი, რომ ის არასოდეს ძუნწობს. დევიდი ბრწყინვალედ ხედავს მოედანს და თუ მისი პარტნიორი ხელსაყრელ პოზიციაზეა, პასს არასოდეს უგვიანებს. `მე, როგორც ყველა ფეხბურთელს, ძალიან მიყვარს გოლის გატანა, მაგრამ საგოლე გადაცემის გაკეთება არანაკლებ სიამოვნებას მანიჭებს. რა მნიშვნელობა აქვს, გოლს ვინ გაიტანს. მთავარია, გუნდმა მოიგოს. როცა ვიგებთ, მაშინ მართლაც ბედნიერი ვარ~, _ ამბობს ბექჰემი.
საფრანგეთის მსოფლიო ჩემპიონატი შეიძლება ბექჰემის ჩემპიონატად ქცეულიყო. ფეხბურის სამშობლომ მართლაც უძლიერესი გუნდი ჩამოიუვანა მუნდიალზე. ეს გუნდი სპეციალისტებმა ოქროს მედლის ერთერთ პრეტენდენტად შერაცხეს. ინგლისენლები ბრწყინვალე ფორმაში იყვნენ და დევიდიც, რა საკვირველია, ფორმის პიკში იყო. ყველაფერი გააფუჭა არგენტინასთან მატჩმა,. ბექჰემის გაძევებამ ინგლისელები მსოფლიო თასის გარეშე დატოვა. დევიდმა ვერ მოთიკა ნერვები და სიმეონეს პროვოკაციას აჰყვა (ეს უკანასკნელი შემდეგში გამოტყდა, რომ ტრავმის სიმულაციას ცდილობდა). ასე იყო თუ ისე, მსაჯმა ბექჰემი გააძევა და 10 ინგლისელი ვეღარ მოერია 11 არგენტინელს.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დევიდ ბექჰემი დამარცხების მთავარ მიზეზად და დამნაშავედ აღიარეს. ფეხბურთელი, რომელსაც აქამდე ხელისგულზე ატარებდნენ, განტევების ვაცად იქცა. მას თავზე კრიტიკის ქარცეცხლი დაატუდა. ასსეტ სიტუაციაში ბევრ ფეხბურთელს აერეოდა კარიერა. ცხადია, ყველა ვერ გაუძლებდა პრესის მხრიდან ამდენ ზეწოლას. ბექჰემმა მოძებნა ძალები თავის თავში დამ ის ცხოვრებაში ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა. იმაში, რომ დევიდმა ყველაფერი გადალახა და კვლავბრწყინვალედ ათამაშდა, ძალიან დიდია ალექს ფერგიუსონის წვლილი. `ფერგიუსონი ძალიან კეთილად იყო განწყობილი ჩემს მიმართ. მეორე დღეს დამირეკა და მითხრა, რომ ყურების ჩამოყრის უფლება არ მქონდა~ _ ოხსენებს დევიდი იმ ავადსახსენებელ პერიოდს.
ახლა, ამ გადასახედიდან ბექჰემი ყველაფერს შემთხვევითობით ხსნის, მაგრამ მაშინ მისთვის ეს ყველაფერი კოშმარი იყო. მისი მშობლების სახლთან დღე და ღამ მორიგეობდნენ გადამღები ჯგუფები და `ანტიგმირს~ ელოდნენ. მაგრამ ამ ყველაფერმა მალე გაიარა და ბექჰემი კვლავ გულშემატკივართა ფავორიტე გახდა. `მანჩესტერმა~ ჩაატარა ბრწტინვალე სეზონი და მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც კი შეიძლებოდა. დევიდი საუკეთესო იყო ინგლისურ სუპერკლუბში და ჩემპიონთა ლიგის ფინალში `ბაიერნთან~ ფეერული მოგების შემდეგ ბექჰემის გაძევება არგენტინელებთან უკვე აღარავის სხსოვდა.
_ როგორ მოახერხეთ ამ სეზონში ასეთი წარმატების მიღწევა?
_ თავაუღებელი შრომით. ამან კი შედეგი მოგვიტანა. ყველა მატჩს ისე ვთამაშობდით, როგორც გადამწყვეტს. `მანჩესტერის~ გამარჯვებებში ძალიან დიდია ალექს ფერგიუსონის ღვაწლი. მან განგვაწყო გამარჯვებისათვის და ჩაგვაგონა, რომ საუკეთესოები ვიყავით. ჩვენ ხომ მართლაც საუკეთესოები ვიყავით.
_ რა იგრძენით, როცა ჩემპიონთა თასი მოიგეთ?
_ ძნელი სათქმელია. ეს რომ განიცადო, ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგოთ.
_ მძიმე სეზონის შემდეგ თავს გამოფიტულად არ გრძნობთ?
_ არა, ცოტა დავიღალე, ესაა და ეს. მე მიყვარს ფეხბურთი. ეს ჩემი პროფესიაა და ჩემი საქმეა. როცა ამ საქმეს ვაკეთებ, ბედნიერი ვარ.
_ გრძელი, დამღლელი სეზონის პერიოდში არ გინდებათ ერთიორი მატჩის გამოტოვება, რომ სული მოითქვათ?
_ როცა შენც და გუნდიც კარგად თამაშობთ, გინდა, რომ ყველა მატჩი ითამაშო. თუ თამაში არ მიგდის, მაშინ გიჩნდება სურვილი თამაში შეწყდეს.
_ `მანჩესტერის~ ბრწყინვალე წარმატების შემდეგ ალბათ აღარავინ გახსენებთ იმ ავადსახსენებელ მატჩს არგენტინასთან?
_ ცხადია, ადამიანები თანდათან ივიწყებენ ამას. ძალიან ძნელი გადასატანი იყო, რაც განვიცადე ფა გადავიტანე, მაგრამ ახლა ყველაფერი ნორმალურადაა. ძალიან დამეხმარნენ ჩემი მშობლები და ვიქტორია.
_ რას ნიშნავს თქვენთვის ინგლისის ნაკრებში თამაში?
_ ითამაშო საკუთარი ქვეყნის ნაკრებში – ამაზე დიდი განცდა არ არსებობს. მე ყოველთვის ვოცნებობდი ჩამეცვა ინგლისისი ნსკრების მაისური და როცა ეს მოხდა _ ძალიან ბედნიერ ვიყავი.
_ რატომ დაიწყეთ თამაში ნახევარმცველად?
_ მე მიყვარს მოედნის ცენტრში თამაში. აქ უფრო მეტად ხარ ჩართული თამაშში და ბურთსაც უფრო მეტად ფლობ. თამაშის ძირითადი მოვლენები შენს ირგვლივ მიმდინარეობს და სწორედ ამის გამო დავიწყე თამაში ნახევარმცველად.
_ შეიცვალა თუ არა თქვენი დამოკიდებულება ფეხბურთის მიმართ დაქორწინების შემდეგ?
_ დაქორწინების შემდეგ თავი მოწიფულ მამაკაცად ვიგრძენი. როცა კაცს ცოლ-შვილი ჰყავს, ეს უკვე სულ სხვაა. მე გამიჩნდა პასუხისმგებლობის გრძნობა ვიქტორიასა და ბავშვების მიმართ. ახლა მათთვის ვთამაშობ. საერთოდ, ძალიან სასიამოვნოა, როცა შინ ბრუნდები, ვიღაც გელოდება და უყვარხარ. ეს მე უდიდეს სტიმულს მაძლევს.
ბექჰემი 24 წლის ასაკში დაქორწინდა. ამ ამბავს მთელს ევროპაში ელოდნენ. დევიდს დიდი ხნის განმავლობაში ახლო ურთიერთობა ჰქონდა ანსამბლ `სპაის გელზის~ ერთ-ერთ წევრთან ვიქტორია ადამსთან. მათ რომანს ათასწლეულის რომანს უწოდებდნენ. ვარსკვლავურ წეევილს უკვე შვილიც ჰყავდათ _ ვაჟი ბრუკლინი.
ორი ვარსკვლავის ქორწილი მაღალ დონეზე იქნა ორგანიზებული. დუბლინის მახლობლად მდებარე უძველეს ციხე-სიმაგრეში 300-მდე სტუმარმა მოიყარა თავი. მომსახურე პერსონალი კი ერთნახევარჯერ მეტი იყო. ქორწილში, რა თქმა უნდა, სრული შემადგენლობით იყვნენ `მანჩესტერ იუნაიტედი~ და `სპაის გელზი~. ერთადერთი, რამაც გაანაწყენა ახალდაქორწინებულები ის იყო, რომ ქორწილს ვერ დაესწრო იმ წლის ტრიუმფატორი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი და დიდი ინგლისელი მომღერალი Eლტონ ჯონი. ეჭვი დადიოდა, რომ ჯორჯ მაიკლსა დამ ას შორის შავმა კატამ გაირბინა და ამის გამო ელტონ ჯონი ქორწილში არ მობრძანდა. ჯორჯ მაიკლი კი ქორწილზე მთავარი მომლხენი იყო.
ქორწილი 500 ათასი ფუნტი სტერლინგი დაჯდა. ნეფე-დედოფალი საკუთარი თვითმფრინავით მობრძანდნენ. საინტერესოა, რომ ვიქტორიამ საერთოდ უკუაგდო ინგლისური სამზარეულო და მენიუ თვითონ შეარჩია. ყურებამდე შეყვარებულმა დევიდმა თავის რჩეულს ბრილიანტებით გაწყობილი 100 ათასი ფუნტი სტერლინგის ღირებულების გვირგვინი დაადგა.
აი ვიქტორიას მინი დოსიე:
დაიბადა 1975 წლის 17 აპრილს.
ცნობილი ჯგუფის `სპაის გელზის~ სოლისტია.
საყვარელი საფეხბურთო კლუბი _ რა თქმა უნდა `მანჩესტერ იუნაიტედი~.
უყვარს შოპინგებზე სიარული და იგონებს სხვადასხვა პროექტებს. ძალიან ორგანიზებულია, დილით ყოველთვის პირველი იღვიძებს.
დევიდი და ვიქტორია თავიანთ რომანს დიდხანს მალავდნენ, თიმცა მალე ეს შეუძლებელი გახდა. რვათვიანი მალული რომანის შემდეგ შეყვარებულებმა ერთმანეთი მშობლებს წარუდგინეს.უნდა ითქვას, რომ დევიდიც და ვიქტორიაც ძალიან გულღიად მიიღეს. ვიქტორიას მშობლებს დევიდი ძალიამ მოეწონათ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დევიდმა აღიარა, რომ უყვარს ჭურჭლის რეცხვის დროს მოხმარება. ვიქტორიამაც მალე გამონახა საერთო ენა დევიდის მშობლებთან. მამამთილმა განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია ვიქტორიას ბექჰემების კლანში მიღება.
თებერვალში დევიდმა და ვიქტორიამ ოფიციალურად განაცხადეს ნიშნობის შესახებ. ბექჰემმა საცოლეს ალმასისთვლიანი 60 000 ფუნტიანი ბეჭედი მიართვა. საზოგადოებას განსაკუთრებით ის აინტერესებდა, დატოვებდა თუ არა ვიქტორია სცენას, გააგრძწლწბდა კარიერას თუ შინ დაჯდებოდა და ბავშვებს გაზრდიდა. ვიქტორიამ ამაზე განაცხადა: `მე არ ვაპირებ გოგონების მიტოვებას. მათთან ძალიან ბედნიერი ვარ. ისინი ჩემი მეორე ოჯახია."
დევიდ ბექჰემი "რეალში"
მე ფოტომოდელი არ ვარ. მე ფეხბურთელი ვარ!
_ უკვე ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ველა შოკში ჩააგდეთ, დატოვეთ `მანჩესტერი~ და `რეალში~ გადახვედით. როგორ მიდის იქ თქვენი საქმეები?
_ ძალიან კარგად. თქვენ ალბათ სხვა პასუხს ელოდით.
_ `მანჩესტერში~ თქვენ ერთადერთი ვარსკვლავი იყავით, ახლა კი უცებ საფეხბურთო კუმირების მთელ ჯგუფში მოხვდით. `რეალში~ ხომ ისეთი ვარსკვლავები თამაშობენ, რომლებიც არაფრით ჩამოგივარდებიან: რაული, ზიდანი, რონალდო, ფიგუ.
_ ძალიანაც კარგი! თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ საფეხბურთო სამყარო? როგორ გგონიათ, თავისუფალ დროს დარიგებული ავტოგრაფების რაოდენობას ვადარებთ და ერთმანეთის Fულს ვითვლით? `რეალში~ როგორც ძველ მეგობარს, ისე შემხვდნენ. ღობერტო კარლოსმა, მასაჟზე რომ შევედი, რამდენიმე ესპანური სიტყვე მასწავლა, ოღონდ, ვერ გეტყვით, რომლები (იცინის).
_ ისე მოხდა, რომ `რეალში~ თავი მოიყარა ძალიან ბევრმა მაღალანაზღაურებადმა ვარსკვლავმა. სწორად მიგაჩნიათ ეს? იქნებ ისეთი გუნდი შექმნილიყო, ვარსკვლავებთან ერთად მუშა ფეხბურთელებიც ყოფილიყვნენ?
_ ერთ რამეს ვიტყვი. ძალიან ძნელია იყო ერთადერთი ფავორიტე, როცა ყველას მზერა, ყველას ყურადღება შენსკენ არის მოპწრობილი. რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყო, ყველა შენგან ელის უნაღლეს შედეგებს. თუ წაიფორთხილე, მათი რისხვაც შენ დაგატყდება _ შენ ხომ ყველას სჯობიხარ! აქედან გამომდინარე, `რეალში~ თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ. აქ ყველა თავის ფუნქციაზე ფიქრობს და არა მთლიანად გუნდზე. ამ სტილში თამაში კი ერთი სიამოვნებაა. ძალიან კარგია, როცა პროფესიონალებს შორის იმყოფები.
_ დევიდ, მაპატიეთ, მაგრამ ... ამ ბოლო დროს ბევრი საფეხბურთო კომენტატორი აღნიშნავს, რომ თქვენი საფეხბურთო საქმეები არც ისე კარგად მიდის: შეინიშნება ერთგვარი ჩავარდნა, რაც გამოწვეულია იმით, რომ ბექჰემი რეკლამებით ფულის კეთებით დაკავდა და განერიდა ფეხბურთს ისე, როგორც კურნიკოვა _ ჩოგბურთს.
_ ვერ ვხვდები, რატომ მაკრიტიკებენ რეკლამებში მონაწილეობისათვის. ამ ადამიანებთან ვინმე რომ მივიდეს და გაზიანი წყლების რეკლამაში მონაწილეობისათვის ექვსნიშნა რიცხვით გამოხატული თანხა შესთავაზოს, უარს იტყვიან? ძალიან მეეჭვება. რეკლამა სპორტის ნაწილია. ამავე დროს მე არ ვთვლი თავს ფოტომოდელად _ მე ფეხბურთელი ვარ, ვთამაშობ, მიყვარს ფეხბურთი და ვცდილობ დავიხვეწო და გავიზარდო, როგორც ფრხბურთელი. როცა სპორტს თავს დავანებებ, მე არ გავხდები დისკოტეკების წამყვანი, არც ფილმებში და არც რეკლამებში არ მივიღებ მონაწილეობას, არამედ ვიცხოვრებ ოჯახთან ერთად როგორც ჩვეულებრივი მამა და ქმარი. ფეხბურთი, ვიქტორია და ბავშვები _ ე სარის ის სამი ვეშაპი, რაზეც დგას ჩემი სამყარო. რაც შეეხება ჩემს საფეხბურთო ჩავარდნას, ყოველთვის მოიძებნება ჩემი გამკრიტიკებელი და ამ საკითხის გარჩევას აზრი არც აქვს.
_ ვფიქრობ, მილიონობით ადამიანს გაანაწყენებთ, თუ ფეხბურთს თავს დაანებებთ.
_ ცხადია, და ისინი ჩათვლიან, რომ მე არასწორად მოვიქეცი, თუნდაც ეს გადაწყვეტილება 80 წლისამ მივიღო. ჩემი არც მაშინ ესმოდათ, როცა სხვა კლუბში გადავდიოდი. ბექჰემს ყველა ხედავს მოედანხზე და ეკრანზე და არავინ იცის ის ჭეშმარიტი მიზეზი, რატომ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება. თუმცა, რაზე ვსაუბრობთ? მე ჯერ არ ვაპირებფეხბურთისათვის თავის დანებებას. პირიქით, მსურს მთელი ძალით ვითამაშო და პენსიაზე სულაც არ ვფიქრობ. ერთი შემიძლია ვთქვა _ თუ წავალ ფეხბურთიდან, ლოს-ანჯელესში ვიცხოვრებ, მე იქ ძალიან მომწონს!

ალექსანდრე ელერდაშვილი

საიმონ კუპერი,”The observer”
2003 წლის 26 მაისი
ბოლოსიტყვაკარგი ფეხბურთელი მატჩის დროს მხოლოდ 5-7 წუთის განმავლობაში ფლობს ბურთს, ხოლო იმის მიხედვით, თუ რას აკეთებს დანარჩენი 83-85 წუთის განმავლობაში, შეიძლება მისი ჭეშმარიტი ოსტატობის დადგენა... იოჰან კრუიფი კი ამ მხრივ ნამდვილად შეუდარებელი იყო.
ის, რასაც მოედანზე იოჰან კრუიფი აკეთებდა, ყოველთვის არ იყო გასაგები მაყურებლისთვის, უფრო სწორად - გასაგები არ იყო ფეხბურთის სპეციალისტებისათვისაც კი და მთელი ათწლეული დასჭირდა იმას, რომ საფეხბურთო სამყაროს გაეაზრებინა კრუიფის ფენომენი, რათა აუცილებელ მოთხოვნად ექცია ექსტრა-კლასის მოთამაშეების იმიჯის შექმნაში.
კრუიფი ე.წ. "ტოტალური ფეხბურთის" ყველაზე მასშტაბური და, გნებავთ, ტიპიური წარმომადგენელი გახლდათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი თამაშის სტილი რაიმე ჩარჩოებში იყო გამოკეტილი. ყველაფერს მაინც ნიჭიერება წყვეტს, რაც უთუოდ უნდა ემსახურებოდეს თანამედროვეობას, მაგრამ ნიჭი მხოლოდდამხოლო მარადიულობის კუთვნილებაა!
ალ.ელერდაშვილი

Комментариев нет:
Отправить комментарий