пятница, 15 января 2016 г.

ღია "შეარი" ბატონ ოლეგ ბასილაშვილს!

15 января 2016, 13:40 | развал страны | СССР | Басилашвили

Басилашвили: Россия повторит судьбу СССР


....ეს მე დიდი ხნის წინ ვიწინასწარმეტყველე, ბატონო, ოლეგ (როცა თქვენ "верой и правдой" ემსახურებოდით რუსულ კულტურას...), რომ დაიშლება...

ყველაფერი, რაც ხელოვნურადაა შეკოწიწებული, იშლება იმავე თანამიმდევრობით, როგორწ შეკოწიწდა (თქვენ, ბატონო ოლეგ, სიტყვა "შეკოწიწება", ალბათ, არ გესმით, მაგრამ არა უშავს... როგორმე გაიგებთ, როცა თანამიმდევრობას აგიხსნით).

- მოგეხსენებათ, რუსეთმა ჯერ ურალი დაიპყრო და მერე ციმბირი თავისი ბურიატიებით და უდმურტიებით და ჩუვაშიებით და ა.შ - ეს იყო პირველი წრე (უკრაინა-ბელორისიაც ამ წრეში შევიდა)
- მერე  კავკასია, შუა აზია და ა.შ. და ამით მეორე წრეც შეიქმნა გარშემო.
- მერე ბალტიისპირეთს, პოლონეთს, ფინეთს, კარელიას გადასწვდა.... ესეც მესამე წრე.
- შემდეგ სოციალისტური ბანაკი შექმნა აქეთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებით და იქით მონღოლეთ-კორეა-ჩინეთით - ანუ მეოთხე წრე...
- კუბა-ვიეტნამი-ანგოლა და ავღანეთიც ასე თუ ისე მეხუთე წრეში მოაქცია....

ამ შეკოწიწების (ახლა გაიგეთ, რას ნიშნავს "შეკოწიწება"?) შემდეგ კი იმავე თანამიმდევრობით დაიწყო წრეების დაკარგვა უკუმიმართულებით - მეხუთედან პირველამდე...
ძალიან კი უჭირს პირველი-მეორე წრეების დაკარგვა, რადგან ისინი იმდენად დიდი ხნის წინ შემოიკოწიწა, რომ "ისკონნო რუსკი" მიწები ჰგონია, მაგრამ, როგორც ხედავთ, კარგავს...

აი, ეს ვიწინასწარმეტყველე 1983 წლის თებერვალში, როცა რუსის ჯარში სავალდებულო სამსახური მოვიხადე (დავბრუნდი თბილისში) და ასე ვთქვათ, "შიგნიდან" დავინახე ამ შეკოწიწებულის აგებულება... მე სულ რაღაც ორ წელიწადში გავიგე, რომ რუსეთი დაიშლება, თქვენ კი თითქმის 80 წელი დაგჭირდათ ამისთვის?! მაგრამ როგორც ნათქვამია лучше поздно, чем никогда.

გმადობთ ყურადღებისთვის, ბატონო ოლეგ!