1996 წლის თებერვლიდან 2011 წლის მარტის ჩათვლით ვუშვებდი გაზეთებს, ჟურნალებს, ბროშურებს, რომელთა შორის ძირითადი იყო "ფანტაზია" (მას ცალკე გვერდს დავუთმობთ ბლოგში), რომელიც პარასკევობით გამოდიოდა (გამოვუშვი 400 ნომერი) და "სკანდინავიური კროსვორდები" სამშაბათობით – თითქმის 600 ნომერი...
არავინ იცის, რამდენი კროსვორდი დავბეჭდე ამ 1000 ნომერში, ალბათ ათეული ათასობით... მათ ძირითადად მე თავად ვადგენდი, ბევრი კროსვორდი შეადგინა ვახტანგ ელერდაშვილმა, გიორგი ვეკუამ, გოგა ტარიელაშვილმა, ირაკლი ნაზღაიძემ, ლევან ელერდაშვილმა და სხვებმა....
ბლოგის ამ გვერდზე კროსვორდებს დავდებ, იმ გაზეთებიდან ამოღებულს, შევასწორებს, შევალამაზებ და გავაფერადებ... თანაც კროსვორდის შედგენისა და ამოხსნის თეორიასა და პრაქტიკაზე ვისაუბრებთ... სათქმელი ძალიან ბევრია,, რადგან კროსვორდი მარადიული და განუმეორებელი ფენომენია.
მოგონებები (ჩემი) სკანვორდის – სკანდინავიური კროსვორდის – ისტორიიდან
....ჩვეულებრივი კროსვორდის შესახებაც ვისაუბრებთ, მაგრამ ახლა მის ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ სახესხვაობას შევეხოთ; ის საქართველოში სადღაც 90–იანი წლების დასაწყისში გაჩნდა და მეც გაზეთის გამოშვების დაწყებისთანავე (1994 წელს ეს იყო "პილიგრიმი", შემდეგ "ფანტაზია") ასეთი კროსვორდის შედგენა დავიწყე.
სკანვორდის შედგენა ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, რომელთაგან ორს გამოვყოფ: ის მეტისმეტად ხშირი უნდა იყოს, რათა მისი შევსება ადვილი და სახალისო იყოს და მეორე – ამ კროსვორდში გვერდიგვერდ მოხვედრილი ორი ასოც კი აუცილებლად უნდა ადგენდეს სიტყვას... ეს ზოგადად კროსვორდის მოთხოვნაა – ერთი მიმართულებით ერთად თავმოყრილი ასოები, რომელთა შორის არ არის გამმიჯნავი უჯრები, უნდა ადგენდნენ სიტყვებს, თუმცა ამ წესს, მგონი, ფანტაზიელების გარდა, არავინ იცავდა და არც ახლა იცავს... ეს იგივეა, ვთქვათ, ადამიანს რიმ სურს პოეტი ერქვას და რითმების თხზვა არ ძალუძს... ამიტომაც იწყებს ვერლიბრის წერას....
ყველა სირთულეს კი ისევ და ისევ ქართღლი ენის თავისებურება ამძაფრებს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ყველა სიტყვა ჩვენთან ხმოვანზე მთავრდება. ამიტომაც მივმართეთ ასეთ ხერხს – თუ კროსვორდში ზემოდან ქვემოთ შეიძლება სიტყვის ჩაწერა (რაც არაბუნებრივია ქართული ენისთვის), რატომ არ შეიძება ჩაიწეროს ქვემოდან ზემოთ და მარჯვნიდან მარცხნივ?
რატომაც არა?! – ჰოდა, ამან ხელ–ფეხი გაგვიხსნა...
* * *
მახსოვს, პირველი "სკანვორდი" ჩვეულებრივ საბეჭდ მანქანაზე უჯრებში აკრეფილი ტექსტით მერე მაკრ–ატლით და წებოთი "ავაწყე" და მივიტანე კომპიუტერულ ცენტრში, სადაც ძალიან გაუჭირდათ მისი გადაღება–დასკანერება და მერე დაპატარავება (1994 წელია, ჯერ კომპიუტერული პროგრამები ფეხს იდგამდნენ); ასეა თუ ისე, ეს ფაქტი იმდენად მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ, რომ ჩემს ოჯახში ეს წებო–მაკრატლით "აწყობილი" ქმნილება დიდხანს ეკიდა კედელზე, როგორც ნიმუში ახალი ერის დასაწყისისა და ასეც აღმოჩნდა... სკანვორდმა შექმნა ახალი ეპოქა ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრებაში...
მერე კიდევ მოვიგონებ რამეს... ახლა კი სხვა სახეობას, სკანდინავიურ–იტალიურ კომბინაციას გაეცანით (ეს კროსვორდი ჩვენ შემოვიტანეთ საკროსვორდო ბაზარზე, მაგრამ "ფანტაზიის" ნამდვილი მოყვარულების გარდა, მას ვერავინ აუღო ალღო... დღესაც კი დამირეკეს – როდის გამოვაო "ფანტაზია"; ორი წლის წინ გავაჩერე გამოცემა და მაინც ახსოვს ხალხს და ელოდება).
კლასიკური კროსვორდი
პირველი კროსვორდის შექმნას მიაწერენ ვინმე ორუელს, რომელიც ციხეში იჯდა და ერთხეკ გისოსებიდან შემოჭრილი სხივებით იატაკზე შექმნილი უჯრების ხილვაზე მოუვიდა იდეა სიტყვები ჩაეწერა მათში და ერთმანეთზე გადაეკვეთა... თუ,ცა ამერიკელები ამტკიცებენ, რომ პირველი კროსვორდი 1913 წელს სწორედ მათს ქვეყანაში შეიქმნა და დაიბეჭდა...
საქართველოში პირველი კროსვორდის გამოქვეყნების ისტორია არ შემისწავლია, ჩემი ყურადღება კი ამ ქმნილებამ 60–იან წლებში ჯერ ჟურნალი "დროშის" და შემდეგ გაზეთ "თბილისის" წყალობით მიიპყრო, რომლის შბათის ნომერს ინტერესით ველოდით ხოლმე ჩემი ძმა და მე...
პირადად მე 90–იანნ წლებში დავიწყე კროსვორდების შედგენა და ეს მთელი 20 წელი გაგრძელდა...
* * *
ქართული ენის თავისებურების გამო, ანუ იმის გამოისობით, რომ სიტყვები ხმოვნებზე მთავრდება, კროსვორდის შედგენა გარკვეულად ძნელია სხვა ენებთან შედარებით... ამიტომაც უპირატესობა მივანიჭეთ ისეთი ბადეების შექმნას, სადაც ბოლო ასო არ იკვეთება...
გთავაზობთ ნიმუშს, რომელიც წლების განმავლობაში "რეიტინგის" რუბრიკით" იბეჭდებოდა გაზეთ "ფანტაზიაში" (ფრჩხილებში მითითებულია მოცემული კითხვის ღირებულება 10–ბალიანი სისტემით).
1. მუსიკალურ-დრამატული ნაწარმოების სახესხვაობა (4). 2. თითოეული წარმომადგენელი იმ დინასტიისა, რომელნიც ძველ სპარსეთს ედგნენ სათავეში (8). 3. ერთგვარი საგანგებო-საზეიმო სამოსი მამაკაცისა (5). 4. მშობლიური სოფელი ბატონი რევაზ ინანიშვილისა (8) 5. იტალიელი ფეხბურთელი, მცველი (7). 6. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი თანამედროვე ჰოლივუდისა (4). 7. სინათლის სხივის გარდატეხა-გაჭოლვისას წარმოქმნილი ზოლი (5). 8. ის, ვისაც 25-30 წლის წინანდელ საბჭოეთში "ალო"-ს ძახილით დაეძებდნენ ტელევიზიაში (6). 9. რა არის ამორტიზაცია თავისი არსით? (5) 10. ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ანტონ ჩეხოვის პიესისა "თოლია" (7). 11. თანამედროვე რუსული პოლიტიკის ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის საპატიო მოქალაქე (4). 12. დანაშაული ანუ რა? (4) 13. ფსევდონიმური "სტატუსი" კაცისა, რომელიც 12 წელი "პოლშის ციხემ მალაო" (3). 14. ჩვენებური ტოპონიმი, რომელსაც უკავშირდება "ტაძარიც" და "ღვინოც" (3). 15. უძველესი სამცხე-ჯავახეთის თავადური დინასტიის გვარ-წოდება (4). 16. თივის კონფიგურაციული სახესხვაობა (2). 17. გულუბრყვილო ქალის როლის შემსრულებელი მსახიობის ამპლუა (10). 18. 1990 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი. (8). 19. ქალაქი სამხრეთ იტალიაში (8). 20. მიმდევარი იმ პოლიტ. მიმდინარეობისა, რომელიც ეკლესიის გავლენის გაძლიერებას ცდილობს სახელმწიფოს კულტურულ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში (9). 21. საფრენი აპარატების სპეციალური მოწყობილობა (4). 22. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დეტექტივი მსოფლიო ლიტერატურისა (5). 23. რა ერქვა ქალბატონს, რომელიც მღეროდა - "ქარი კვლავ არხევს, ნაცნობ ლელიანს"-ო? (5). 24. ზრდადასრულებული ქალების გასალამაზებელი საშუალება (3). 25. მხედველობითი ნაკლის მქონე პიროვნება (1). 26. ვენური სისხლის შეგუბება (9). 27. რა ჰქვია კიევის აეროპორტს? (7). 28. ძალზედ მცირე წონის ანუ როგორი? (2). 29. შესანიშავი ქართველი მოცეკვავე ქალბატონი (.......) ფოჩიანი (4). 30. ვედიზმის მიხედვით: ჭექა-ქუხილისა და ქარიშხლის ღმერთი (10). 31. ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქუჩა (5). 32. ქართული ჭიდაობის ილეთი (2). 33. კაცი, რომლის სახელსაც ქალაქ ტროას აღმოჩენა უკავშირდება (5). 34. გულისათვის დამახასიათებელი ქმედება (1). 35. "ბითლზის" ანსამბლის ერთ-ერთი წევრი (5). 36. დასახლება სოხუმის მახობლად, ერთდროს ფეხბურთელთა გამოსაზამთრებელი ადგილი (3). 37. მუსიკალური ნაწარმოების სანოტო ჩანაწერი (5). 38. რა ჰქვია ყოველ მიმდევარს იმ რელიგიისას, რომელიც თითქმის მთელ ინდოეთში დომინირებს? (7). 39. ასე ვთქვათ, საბირჟო აღებ-მიცემობა თუ გაცვლა-გამოცვლაში აქტიურად ჩართული საქმოსანი (5). 40. ყვავილი, რომლის "ველურობითაც" ერთი ცნობილი ვიდეოფილმის შემქმნელნი დაინტერესდნენ (7).
Этот комментарий был удален автором.
ОтветитьУдалитьროგორ მიყვარდა კროსვორდებით,ბრძნული გამონათქვამებით,გინესის რეკორდებით,ტესტებით დახუნძლული გაზეთი ფანტაზია.. დღემდე მაქვს შემორჩენილი ამოჭრილი საინტერესო სტატიები..
ОтветитьУдалитьმახსოვს საჩუქრადაც გადმომეცით 1 შეკვრა გაზეთის წინა ნომრები
ეს იყო დაახლოვებით 1998-99 წლები :))