მოსწავლეთა "ხედვები"

მოგვაწოდა ეკა მასწავლებელმა!

- ცხოვრობდა ერთი არიფი ცოლ-ქმარი" (ღარიბი, ალბათ. ზღაპარი ,,ეთერი“)
- ,,მურმანსაც ყვაყვარებია ეთერი.
- ,,მურმანმა თავი მოიკლა, ამოთხარა მიწა და ჩაწვა"- (მკვდარი აკეთებს ამას!)
- აბესალომს შეუვარდა ეთერი.
- მურმანსაც შეუყველდა ეთერი.
- ეთერი მივიდა, მკვდარს დაეკონა და აქვიქვინდა.
- სულკალმახმა დაინახა, ხმა გარე გამოქვაბულიდან გამოდიოდა
- რამაზს მოსაფხანი სიტყვები შემოეთვალა.
- ტარიელმა რამაზს შეუთვალა, დილით მოვალ და შემაბით, როგორც წესი და რიგიაო.
- ტარიელმა ერთგან გასაოცარი სილამაზის მოკლე ქათამი და თავსაბურავი ნახა.(ქათიბი)
- ავთანდილი მივიდა ფატმანთან და გააჩაღეს სექსი.
- ფატმანის ქმარი მაგარი უვიდო კაცი იყო.
- გაგიჟებული ტარიელი მინდორ-მინდორ ვეფხვებს ატყავებდა და ქუდად იხურავდა.
- წმ. შუშანიკი უკმაყოფილოა, რომ ამქვეყნად ქალი მამაკაცზე ქვემოთ იყო.
- გაბრიელ ფაჩულიამ გრიგოლ ხანძთელი პატივით მიიღო (ფაჩულია დაფანჩულის მეგრული ვარიანტი)
- გრიგოლმა ააშენა დედათა მონასტერი, რომელსაც სამცხიდან მოსული დედა ფებრონია დანებდა.
- აშოტს დედა ფებრონიამ და გრიგოლმა ნაშა არ დაუბრუნეს.
- გოჩა იყო მამა და ხევის მძღოლი.
- სტუმრები შევიდნენ სახლში, გზა დაულოცეს სასიძოს და ხელისმომკიდესთან ერთად კერიის არეს დაასვენეს.
- ონისემ და ძიძიამ ერთმანეთს ტუჩებით უკბინეს.
- ჩემი ხატია სამშობლო, სატყეო მთელი ქვეყანა.
- მეხუთე ქისაში ჰქონდა საშინლად სახარჯი და ღარიბთა გასაკითხავი ფული.
- ოთარაანთ ქვრივი გაჰყიდდა ღვინოს და ფულს ათ ნაწილად და ხუთ რიგად ჰყოფდა.
- მწყემსი ქალის გამომწვევ საქციელს განდეგილი დაღუპვამდე მიჰყავს.
- ორას მეცხვარე თუშს ოთხიოდე ჭედილა და ხუთიოდე თოხლი წინ გამოეგდოთ და სოფელში მიერეკებოდნენ.
- ,,განა შენ ქვეყნად არავინა გყავს ან ძმა ან და ან ნაფისავი? (,,განდეგილი")
- დადის სოლომანი კარდაკარ და დაეძებს დასაჯახუებელ ქალ-ვაჟებს. (,,სოლომან მორბელაძე)
- ამ აზნაურებს კუჭი შიმშილისგან უსკდებოდათ. ("ქამუშაძის გაჭირვება“)
- პლატონს მოეწონა მოხუცი ქალი, თან მიხვდა, მეტჯერ აღარ დაორსულდებოდა.
- პლატონი თავისი გახრუკული ბედაურით დაეძებდა სადედინაცვლოს.
- პლატონი იძულებული შეიქმნა თვითონ დაეწყო ისეთი დედაბოძის ძებნა, რომელიც იქნებოდა ორნაქმარევი დ ა უშვილო.
- იგი(ეკვირინე) გაბრაზებულია იმით, რომ ოტიას ქველიძის ოჯახში ქალიშვილმა არ მისცა.
- საბედისწერო გამხდარა ოჯახის წვერის დაბადება.
- თავსაფრიანმა დედაკაცმა ხელი გადაუსვა ბალახებში ჩამალულ ქმარს.
- თავსაფრიან დედაკაცს ხანდახან ცისფერი საცვლები მოუჩანდა.
- ვისაც დროშა არ ჰქონდა ბაზარში გარბოდა მის საყიდლად და გზაშივე აივანზე ფენდა .(,,ჰაკი აძბა“)
- შუადღისადს ციხის ეზოში ოთხი მეგრელი დაარჭვეს და დილეგიდან გამოყვანილი კოლონკელიძე გააკრეს.
- არსაკიძემ მოზილა ხმალი, მაგრამ იგი გაუჩხიბავს ვიღაცას.
- რა კარაქია გაზაფხული!
- სიყვარული შეუძლებელი გამხდარა, რადგან ერთი ხდის გაღმა, მეორე ხდის გამოღმაა . (ოთარაანთ ქვრივი“)
- ,,ღამღამობით მაგრად ვერთობოდით და ასე გრძელდებოდა ყოველდღე“ (როგორ გავატარე არდადეგები).
- ,,მდუმარების გარეშე და საცივის თარეშში...“(,,ლურჯა ცხენები“)
- ორივე შვილი მამას მხარში შეუდგა და აივანზე გაყინა. (,,ნატვრის ხე“)
- სწორედ ამ დღეს გამოჩნდებოდა ვინ იყო ერთგული და ვის უფრო უყვარდა თავისი მული. (მამული. ,,ბედი ქართლისა“)
- ...ახლა კი დროა, სოლომონ ჩემა..
- ვთქვათ, ორი წელი არ გაგვიყარეს, მერე ხომ უნდა გაგვიყარონ? - ეუბნება ანდუყაფარი რამაზს (,,გაყრა“)
- დარეჯანს და ლუარსაბს შვილის ქორწილში ქეიფი უნდათ, მაგრამ ჯერ ბავშვი არ აქვთ გაკეთებული.
- ,,ეთერმა ამოიღო აბესალომის და დაიცა!“ ( შავტარიან დანაზეა საუბარი)
- ძუძუს მოსვლას იგი (ბათუ) დიდი აღფრთოვანებით ხვდება. (,,გამზრდელი“)
- მან (საფარ-ბეგმა) გამზრდელს დაწვრილებით უამბო და მორჩილად მიუშვირა.
- საფარ-ბეგმა შებღავლა ძიძიშვილის ოჯახის სიწმინდე.

- მოხერხებული არაბი (იგავ-არაკი)
1.,,არაბმა ვერცხლი მეშოკში ჩაყარა და ცხენზე გადაკიდა.
2. არაბმა ცხენი ორი ათას მარჩილად დააფსა.
3. არაბმა მოიყვანა ცხენი და ორი ათას ვარჩხილად დააფასა. (მეგრული ვარიანტი. ვარჩხილი - ვერცხლი)

,,ერეკლე მეფე და ინგილო ქალი
1. არც ჩამოვალ და არც ბალიშს მოვიხდი! 
2. შე, ბრიყვო, შე, კრეტინო, ეს რა ჰქენი? შესძახეს ერეკლეს მხლებლებმა.
3. ინგილო ქალს სიხარულისგან წამოუვიდა, გაახსენდა, მეფეს ქლიავი რომ უქნა შეცდომით (ცრემლები წამოუვიდა)
4. გაოცებული მეფე ქლიავის ხესთან შეყენდა და ზევით აიცქირა.
5. მეფემ კურტკაში ხელი ჩაიყო.
6. გოგონამ გაუბედავად ჯერ ქვედა ტოტზე ჩამოიწია, შემდეგ ისევ აიწია“
7. მეფე ორმოცდაათიოდე წლის მშვენიერ, ვაჟკაც ბედაურზე იჯდა. (ორმოცდაათიოდე წლის მეფე მშვენიერ ბედაურზე იჯდა).

- ,,ილია და მევახშე: (მე-6 კლასი)
,,ბატონმა გლეხს უჩივლა, არ მაძლევსო. მოსამართლემ - რატომ არ აძლევო?
გლეხმა უთხრა: მივეცი ბატონოო. სად მიეციო? ტყეში, დიდი ხის ქვეშ მივეციო.“

,,კუ და მორიელი
... კუმ ზურგზე შეისვა მორიელი და წყალში შეცურა. შუა წყალში რომ იყვნენ, მორიელმა დაუწყო. კუმ ჰკითხა: რას მიშვებიო?
მორიელმა უპასუხა, რა ვქნა,ძმა, მე ისეთი ვარ, მტერს და მოყვარეს, ყველას უნდა ვუქნაო“

- ვარბენიოთ მხოლობითსა და მრავლობითში ლურჯი მწველავი . (ვაბრუნოთ... ლურჯი მწვერვალი)
- ასე აბრუნა გვარი ფიფია: ფიფია, ფიფიამ,ფიფიას, ფიფისი, ფიფითი...

- მეოთხე კლასელმა ბიჭებმა დააგვიანეს.
- სად იყავით? - ვეკითხები.
- ტუალეტში მას.
ტუალეტი ვერ გვქონდა სანაქებო.ხშირად რიგი იყო და ამ მიზეზით დაგვიანებას ვპატიობდი. ამ დროს წამოხტა გოგონა და გაკაპასებულმა დაიყვირა:
- ტყუილი, ეკა მას, დიდი ხის უკან მოფსეს.

ერთი მეხუთეკლასელი გაშვებას მთხოვს.
- გაგიშვებ, ოღონდ მალე მოდი. რომ გჩვევია ისე არ დაიკარგო - ვაფრთხილებ მე.
- ოოოო, რა მალე მას, დიდი მინდა...

ერთი პირველკლასელი გოგონა დასვენებაზე ჩემს კოლეგას (ჩემს სეხნიას) მივარდა:
- ეკა მასწავლებელოოოო, მე ახალი მამიკო მყავს!!


ნინო მესხორიძის სტატუსი "ფეისბუქზე" (4 ოქტომბერი, 2015):

რა განსხვავებაა ლექსსა და მოთხრობას შორის?

თეკლა ბარბაქაძე: ლექსი უფრო ნაზად იკითხება.
გიორგი სარალიძე: ლექსში უფრო რბილი სიტყვებია.
ანდრია გალდავა: მოთხრობის გაგრძელება და გადაკეთება შეგიძლია, ლექსის - არა.
საბა უსანეთაშვილი: ლექსს თუ ზუსტად არ იტყვი, ამით ავტორს უღალატებ.
ირაკლი ჯავახია: ლექსი ენას გიტეხს, მოთხრობა - არა.
მარიამ ბერძენიშვილი: ლექსი ჩამოწელილია და ნახატი გვერდზე აქვს, მოთხრობას შეიძლება შუაში ჰქონდეს ნახატი. ლექსში ლამაზი ამბებია გადმოცემული.
ნინი ხუციშვილი: ლექსი ჩამოყალიბებულია და ლამაზი სიტყვებით გამოითქმის.
ლევან ფეიქრიშვილი: მოთხრობის ხაზი გრძელია, ლექსის - მოკლე-მოკლე.



* * * სხვადასხვა წყაროდან შეკრებილი (სტილი დაცულია)
http://forum.internet.ge/viewtopic.php?f=45&t=27067&p=597061#p597061

- „დავით გურამიშვილს შვილი არ ეყოლა და თავისი ლექსების მამა გახდა“- მე-9 კლასი
- „ამირანს დღემდე ყოველდღე სტუმრობს არწივი და ზედ აჯდება” -მე-9 კლასი
- „ჩვენმა ერმა ორი ათასი წელი იცხოვრა და ბევრი უვარგისი ქვებიც ჩადო წარსულის ძირში“- მე-10 კლასი
- „ლუარსაბ თათქარიძე მრგვალად და დარბაისლურად იყო გასუქებული“ -მე-8 კლასი
- „ონისეს და ძიძას კოცნის გამო სოფელში თოფი გავარდა“- მე-8 კლასი
- „თამარ მეფე იალბუზზე ცხოვრობდა და მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდიოდა თავის სამშობლოში“ – მე-5 კლასი
- „შოთა რუსთაველი თამარ მეფის ჭურჭელს განაგებდა და ქალაქ რუსთავს მართავდა“ – მე-5 კლასი
- „არავინ იცის საიდან ჩასახლდა მარიტასთან ისეთი სილამაზე, რომელიც ჯერ არავის ენახა. ისიც გაურკვეველია სად ქრება ლამაზი ქალი“ – მე-7 კლასი
- „გალაქტიონ ტაბიძეს ეგონა, რომ ფრთები ჰქონდა. ამიტომაც ფანჯრიდან გადახტა. მანამდე კი ლექსად დაწერა ფრთები მაქვსო“ -მე-8 კლასი
- „პოლიტიკოსები ნამდვილად ბაყაყებივით ყიყინებენ და ილანძღებიან”- მე-6 კლასი
- „ომი ქვეყნებს სიმწრითა და სირცხვილით ავსებს და ბომბავს“ -მე-7 კლასი
- „ხალხურმა პოეზიამ საუკუნეები იარა და ჩვენამდე ძლივს მოაღწია“ -მე-8 კლასი
- “ტარიელმა ნესტან-დარეჯანის გათხოვების ამბავი რომ გაიგო, ყაჩაღად გავარდა“ -მე-9 კლასი
- „ვეფხისტყაოსანმა“ უამრავ საუკუნეებს გაუძლო და ისე მოაღწია ჩვენამდე. სამაგიეროდ იქ ისეთი ამბებია მოთხრობილი, ახლა ვერაფერშიც ვერ გამოგვადგება. ტარიელი ჩემს ნაცნობ ბიჭს ქვია, მაგრამ არც ვაჟკაცურია და არც სიყვარული შეუძლია ნესტან-დარეჯანივით“ - მე-9 კლასი
- „ჩემი ოცნებაა, გავხდე ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელი და ბარსელონაში ვითამაშო“- მე-6 კლასი
- „დავით გურამიშვიოლს სწავლის სიმწარე მშობიარობა ჰგონია, საიდანაც ვაზის ყურძენი უნდა დაიბადოს“- მე-6 კლასი
„ტარიელმა თავისი საცოლის საქმრო მოკლა და თვითონ ვეფხვის ტყავი ჩაიცვა, რომ მტერს ვეღარ ეცნო“- მე-9 კლასი

- „ლუარსაბს დარეჯანი არ მოეწონა, მაგრამ იმავე ღამეს მაინც დაუკოცნა მარწყვებისნაირი ტუჩები“- მე-8 კლასი
- „ჯოყოლამ ზვიადაური რომ დაინახა, უნდა ესროლა, მაგრამ უცბად გაახსენდა, შეიძლება მასპინძელი ვარო და გამოელაპარაკა“ - მე-10 კლასი
„ლადო ასათიანს ღმერთმა ოცნებიანი ლექსების წერა დაავალა“- მე-7 კლასი
„ნესტან-დარეჯანი ტარიელის ტყავისა და ვეფხვის ნაჯვარი იყო“ - მე-9 კლასი

- „ბუნება რა თვისებითაც დაგასაჩუქრებს, ის უნდა შეინარჩუნო, თორემ სხვების მონა გახდები“ - მე-10 კლასი
„ლადო ასათიანმა კრწანისში საფლავთან მუხლის მოდრეკის ტრადიცია დაამკვიდრა“- მე-5 კლასი

- „ვაჟკაცმა უკან არ უნდა დაიხიოს, თორემ მისი მეორე თაობის ვაჟკაცები დაწყევლიან და გაამათრახებენ“ - მე-6 კლასი
„რომეომ ჯულიეტას კოცნა წიგნების მიხედვით ისწავლა, რადგან ჯერ პატარა იყო და თან საუკუნეების წინ ცხოვრობდა“ - მე-8 კლასი

- „ილია ჭავჭავაძეში ყველა ქართველის გენოილოგია გაერთიანდა და ერთად უტევდა მტერს“- მე-6 კლასი
- „ყველა ერთი ადამიანებისგან შედგება. განსხვავება მხოლოდ ფერში და სუნშია“- მე-10კლასი
„ქართველებს დედა ისე უყვართ, რკინასაც კი დედაბოძს ეძახიან“- მე-5 კლასი
„გალაქტიონი ისეთი დიდი პოეტი იყო, ლექსებს წინიდანაც წერდა და უკნიდანაც. როგორც არ უნდა წაიკითხო მისი ნაწერი, მაინც ლექსია და რომანს არ ჰგავს“ - მე-8 კლასი
„ერეკლე მეფეს ინგილო ქალმა ქლიავებით გაუტურტლიანა ქუდი, მაგრამ მეფეს იმხელა ბუმბერაზი სულიერება ჰქონდა, სულაც არ გაბრაზებულა“- მე-6 კლასი
„პეტერბურგიდან დაბრუნებულმა ილია ჭავჭავაძემ თავის გარშემო ისეთი მოღვაწე მწერლები შემოიკრიბა, ვისაც მდინარე თერგი ჰქონდა შემთხვევით ჩაყლაპული“ – მე-8 კლასი
„აკაკი წერეთელი უფანჯრო და გამურულ სახლში გაიზარდა და მერე გამდიდრდა“ – მე-5 კლასი
„აკაკი წერეთელს სკოლაში სცემდნენ ხოლმე. დღეს რომ მასწავლებელმა ბავშვს სცემოს, ციხეში ჩასვამენ” – მე-5 კლასი
„ჯობია ადამიანმა უკან იაროს და წინ გაინათოს, ვიდრე მიდიოდეს და უკან მისდევდეს ლამპარიო. უთხრა ბრძენმა შვილმა მეფეს და გააოცა“ – მე-6 კლასი
„ღმერთმა დასწყევლა კაენის მოდგმა. უთხრა, რომ სულ იმუშავებდა და მაინც მშიერი იქნებოდა. კაენს რომ თავისი ძმა არ მოეკლა, ჩვენც არასოდეს მოგვშივდებოდა!“ – მე-10 კლასი
„ჩარლი ჩაპლინი მუდამ ცდილობდა ანგელოზი ყოფილიყო, მაგრამ მაინც ადამიანი გამოდგა“ – მე-6 კლასი

- „ფიროსმანი რომანტიკულად გაღარიბდა“ – მე-7კლასი
„ლექსები ჯერ პოეტურად ჩაიხატებიან, მერე უძრავ სურათებად იქცევიან და ბოლოს დინამიკურად მოძრაობენ“,- მე-6 კლასი
„ჯულიეტა შეიძლება სხვებისთვის ლამაზი სულაც არ იყო, მაგრამ რომეოსთვის აჩირაღდნებდა“ - მე-8 კლასი

* * *
- ,,ეგვიპტეში წელთაღრიცხვას ფარნავაზის გამეფებიდან იწყებენ." VIკ
- ,,საქართველოში განვითარებულია ცხოველთმოქმედება." VIკ
,,მანგანუმი გადაჰქონდათ სქელი რკინიგზით." VIკ
,,დმანისში აღმოჩენილი თავის ქალების მიერ ჩატარდა კონკრუსი და მათ უწოდეს ზეზვა და მზია." Vკ.
,,საკარცხული არის უფროსი მამაკაცის საჯდომი." Vკ
,,შემდეგ იწყებოდა ფშავური კაიფობა" Vკ
,,საშობაოდ იკვლებოდა ორი ჩიჩილაკი" Vკ
,,არქეოლოგებმა ჩათხარეს და თავი ქალი ამოთხარეს." Vკ.

- მასწავლებელი: - ,,ჭიუხი არის შიშველი, პიტალო კლდე..." მოსწავლე - ,,როგორ შიშველი, მასწ, ლიფიც არ აცვია?" Vკ
- ,,აიეტები იყვნენ ირანელები" VIკ
,,არგონავტებს ზოგი მინერალებს (მინიელების ნაცვლად) უწოდებდა"Vკ.
,,ქრისტემ შეკითხვა დაუსვა იესოს"Vკ.
,,ბონდი არის ავი ვაზისგან დაწნული ხიდი" Vკ
,,დავასახელოთ ლათინური წიაღისეული..." VIკ
,,არაბულები წარმოშობით არაბები არიან" Vკ.
,,ციხეგოჯი დააარსა არქეოპოლისმა" VIკ
,,სოფელი ლაილაი (ლაილაშის ნაცვლად) მდებარეობს ლეჩხუმში" V კ.
,,მონღოლებმა ცოტნე დადიანს გამოკითხვა ჩაუტარეს". VIკ
,,ირემმა ცის კაბადოკიას მიაღწია" Vკ
,,გუთანს მიჰყვებოდა უკანმძღოლი - გუთნისდედა" Vკ
,,სახვნელად ადრე იყენებდნენ გუთნისდედას" Vკ
,,მეფე ყარყატე" ( სამცხის მთავარ ყვერყვარე ჯაყელის ნაცვლად) VIკ
,,შაჰ აბასმა გადაწყვიტა თავიდან მოეშორებინა ლუარსაბ II და თამაზ I." VIკ

- ,,რუქნ ად დინის ელჩს სილა გააწნა ზაქარია ფალიაშვილმა" VI კ
,,სიმინდს ტეხენ და აცლიან ფუჩუჩს" Vკ
,,პირველყოფილი ადამიანები ამზადებდნენ ადვილ იარაღებს" VIკ

* * *
ბავშვი ხელს იწევს:"მასწ, კითხვა მაქვს, ვეზირი ვიხმარე, მოყმე ვიხმარე, ავთანდილი ვიხმარე, ახლა ვინ ვიხმარო, ტავტოლოგია რომ არ გამომივიდეს?!"
* * *
მასწავლებელი: 
,,ეგნატე ნინოშვილმა თავის მოთხრობებში აღგვიწერა ქართველი გლეხის სისაწ...." აქ გააკეთა პაუზა, რომ ბავშვები აჰყოლოდნენ და შედეგად ყველამ ერთად როგორ დაიგრგვინა? 
კი მიხვდებით, როგორც...


- მზია და ზეზვა ადგილობრივი პაპუასები იყვნენ
- მე მელოტი უნდა გამოვიდე თუ პილოტი ჯობია?
* * *
http://qetlandia.wordpress.com
– “სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში” მკრეხელური ლექსია და ფრაზები “სად არის ჩემთვის სამაგიერო?! საბედნიერო სად არის სული?!” არის ურწმუნო, ზნეობრივად დაცემული ადამიანის ნათქვამი, ეს იმაშიც გამოჩნდა, რომ თვითმკვლელობით დაიმთავრა სიცოცხლე.
* * *
მასწავლებლის მონოლოგიდან:
...პაოლოს  ”წერილი დედას” არის ლექსი სოფელზე და ქალაქზე და ავტორი ხაზს უსვამს იმას , რომ სოფელი სჯობს ქალაქს და მართალიცაა, რადგან სოფელში უკეთესი ადამიანები იბადებიან, ვიდრე ქალაქშიო. აი, მეც სოფელში დავიბადეო. აქ ჩემს მოსწავლეს უკითხავს, მერე თუ ასეთი კარგია სოფელი, რატომ არ დაბრუნდითო? პასუხად რასაც მიიღებდა, მიხვდებით უჩემოდაც.
* * *
მასწავლებელი  ერთობ პათეტიკურად საუბრობდა და გააწყვეტინა მეთორმეტეკლასელმა, რაღაც აინტერესებდა და პასუხად მიიღო: "ნუ ხარ შენ თავხედი და როცა ვხსნი, ნურაფერს მეკითხები, ფრთებს ნუ მტეხ"–ო

* * *

http://dodka.ge/2009/10/31/margalitebi/

– “ღმერთმა მიიხედ-მოიხედა და თავის მეტი რომ ვერავინ დაინახა, შეეშინდა და ადამიანი შექმნა. ამის შედეგ ვინც მარტო რჩება, შიში ერევა” – VII კლასი
– “შუშანიკზე გაბრაზებულს ვარსქენს ნადირობისთვის წასვლა მოუნდა, რადგან უნდოდა, ვიღაც მოეკლა და ეს ცოლს ვერ გაუბედა” – IX კლასი
– “ჩანჩურამ იცოდა, ქუჩაში შარვლის ჩაცმის გარეშე გასვლა სირცხვილი იყო და ქალები დასცინებდნენ. ამიტომ ყოველდღე იცვამდა და ძაღლს ძალით აგლეჯინებდა თავის ერთადერთ ჩასაცმელს. მერე კი იჯდა და კერავდა, მაგრამ კერვაც არ იცოდა და არც ნემსი და ძაფი ჰქონდა” – IX კლასი
– “გველეშაპი ადამიანებს ტანსაცმლიანად ყლაპავდა, მაგრამ მომღერალი მეჩონგურეს ფეხსაცმელები არ მოეწონა” – V კლასი
– “ღამურა საკაცობრიო კანონების დარღვევისათვის ბუნებამ დასწყევლა და მას მერე თვალებდახუჭული დაფრინავს” – VII კლასი
– “სვანეთში ვეფხვს ჯერ კლავდნენდა მერე რამდენი ზოლიც ქონდა, იმდენჯერ ტიროდნენ, რომ ვეფხვების ღმერთი არ გაბრაზებულიყო” – VIII კლასი
– “დავით აღმაშენებელმა სამკურნალო საავადმყოფო ააშენა და იმ უბედურ ადამიანებს თვითონაც ნახულობდა მოსავლელად” – VI კლასი
– “ერთ ღამეს დალის ქალღმერთს მონადირე შეეპარა და გვერდით მიუწვა და ამირანი ჩასახა” – IX კლასი
– “თუ სწავლა არ გაქვს, თანამდებობა ვერ გიშველის” – V კლასი
– “სოლომან მორბელაძე სირბილით შოულობს ტკიცინა ათლარიანებს” – VIII კლასი
– “დავით აღმაშენებელს ისეთი ხმალი ჰქონდა, რომ მეხებს ებრძოდა და აღმაშენებელთან ერთად მეხისმბრძოლელიც შერაქვეს” – VII კლასი
– “პოეტი ხან წერს ‘გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შირია ამად კარგი’-ო და ხან ამბობს – ‘მოშაირე არა ჰქვია, ვერას იტყვის ვინაც გრძელად’ -ო. როგორც ჩანს, შოთაშო ერთმანეთს ორი აზრი მკაცრად ებრძოდა” – IXკლასი
– “ამირანი ქრისტე ღმერთმა მონათლა. რადგან მან ნათლიასთან დაჭიდავება მოინდომა, დაისაჯა და რკინის პალოთი დამაგრებულ ჯაჭვზე გამოება” – IX კლასი
– “როცა ადამიანები პირველად გამრავლდნენ, არ იცოდნენ როგორ გამოეყენებინათ საკუთარი ხელები და ფეხები” VII კლასი
– “ასტრიდ ლინდგრენი ცხენების საუკუნეში დაიბადა და სჯეროდა, რომ ჯობდა, ჩვენს თაობასაც ენახა ის დრო და მაშინდელი ფანტასტიკური წიგნებიც ბევრი ეკითხა. სინამდვილეში კი ჩვენ ახლა უკვე ავტომანქანებისა და კომპიუტერების საუკუნის შვილები ვართ” – VII კლასი
– “ვაჟა-ფშაველას ოჯახში ყველა სტუმარს თაყვანს სცემდნენ, როგორც ღვთაებას, თან აჭმევდნენ და ასმევდნენ და რა გასაკვირია, რომ მან სტუმარ-მასპინძლობაზე პოემა დაწერა?” – IX კლასი
– “ძუძუები, რომელსაც ნუკრი წოვდა, მონადირემ თან წაიღო. ამის დანახვაზე პატარა შველს გული წაუვიდა” – V კლასი
– “ვინც საკუთარ მიწა-წყალზე ცხოვრებას აღარ მოინდომებს, ღამურასავით მოეკითხება” – VII კლასი
– “ილია ჭავჭავაძე თერგდალეულების ლიდერი კი იყო, მაგრამ მდინარე თერგს ვერ იტანდა” – IX კლასი
– “ძიძიასგან დაბრმავებული ონისე გაიძახოდა, მომკალითო, მაგრამ ყველა გაშტერებული უყურებდა. ვერავინ წარმოიდგინა, რომ როცა ქვეყანას უჭირდა, ხევისბერის შვილი ქალთან გულაობდა” – VIII კლასი.
– “შუშანიკმა მოიწყინდა და სულ ტიროდა. მწუხარე ქალების გვერდით ცხოვრება კი კაცებისთვის სასიამოვნო არ არის” – IX კლასი
– “ნაზიბროლა ერთი თვის გათხოვილი იყო, როცა მას თავზე ქმრის ძმაკაცი დაესხა” – X კლასი
– “მედეა ჯადოქარი იყო და ყაყაჩოს წვენით აძინებდა ურჩხულებს. მერე კი ოქროს საწმისს ხან სხვებს მოატაცინებდა და ხან თავის იაზონს” – VI კლასი
– “ალექსანდრე ყაზბეგი ფუფუნებაში იზრდებოდა, მაგრამ უცბათ კომბალს დაავლო ხელი და მეცხვარე გახდა. ვერავინ მიხვდა, რომ მწერლობა უნდოდა და მეცხვარეობაც იმიტომ აირჩია” – VIII კლასი
– “ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსებში მხოლოდ აუცილებელი სიტყვებია და არა – ყვირილი” – VIII კლასი
– “ბაკულას ღორები სუფრის ქვეშ შეძვრნენ და სტუმრებს სულ წაწვეტებული დინგებით სცემეს” – X კლასი
– “დავით აღმაშენებელი წიგნების კითხვამ ისე გაიტაცა, თურქების თავდასხმის ხმაც კი ვერ გაიგონა” – VI კლასი
– “მსოფლიოს მეცნიერები სპეციალურად იგონებენ ისეთ რამეებს, რომ ბავშვებმა წიგნები აღარ წაიკითხონ” – VII კლასი.
– “სანამ ღმერთი ადამიანს ცაში ააფრენს, ფეხებში ურტყამს და შრომას აიძულებს” – VI კლასი
– “თუთა ფანჯარაში შეიჭრა, მერე წელზე შემოხვია ხელი და ჩურჩული დაიწყო. ანა კალანდაძეს ამ ამბავმა დასაწვავი გრძნობები გაუჩინა” – V კლასი
– “მასწავლებელს უფლება აღარ აქვს, მოსწავლეს სცემოს, მაგრამ ისინი თვითონ ცემით გაიზარდნენ, რადგან დავით გურამიშვილმა დიდებს პატარების წკეპლით ცემა ასწავლა” – XI კლასი
– “ლუარსაბი განათლებული რომ ყოფილიყო, ისეთი გაბერილი აღარ იქნებოდა, რადგან ეცოდინებოდა, რამდენი უნდა ეჭამა” – VIII კლასი
– “ადამიანები პირველად თიხაზე წერდნენ, მერე ცხოველების ტყავზე. სულ ბოლოს ჩინელებმა ფურცლები გამოიგონეს, მაგრამ ახლა ყველაზე ადვილი ინტერნეტში წერა და კითხვაა” – VII კლასი
– “ხევისბერი გოჩა, რომელიც ხალხს სულლოცავდა ხოლმე, ძიძიას სიყვარულმა ისე გააგიჟა, საკუთარი შვილი დახვრიტა” მე-8 კლასი
– “ჯობია თაგვად იცხოვრო, ვიდრე ფრთებიანი გახდე, რადგან თავზე დაგესხმებიან და დაგარბევენ. არც ადამიანმა უნდა მოინდომოს ფრთებიანი ანგელოზობა” მე-7 კლასი
– “ოქროსს საწმისს ურჩხული გველეშაპი იცავდა, რომელსაც მედეა ყაყაჩოების ჰიპნოზით აძინებდა” მე-6 კლასი
– “შუშანიკმა ვარსქენი გააუბედურა და მერე ეკლესიაში გაიქცა” მე-9 კლასი
* * *
– “ჩვენმა ერმა ორი ათასი წელი იცხოვრა და ბევრი უვარგისი ქვებიც ჩადო წარსულის ძირში” მე-10 კლასი
– “ტარიელი მზეს გავს, მთვარეს – ნესტანი. ანუ ორივე ისეთი ლამაზები არიან, რომ როგორც შუქი, ისე ანათებენ” მე-9 კლასი
– “ვაჟა-ფშაველა არწივს გავდა, მაგრამ მთის დევს ეძახდნენ” მე-8 კლასი
– “ილიას თვალით დანახული თერგი ისეთი მდუღარე და ჩუმია, თითქოს როზგებს ურტყამენ და მედლებს ურიგებენო” მე-10 კლასი
– “ვეფხისტყაოსანი” ყველა ქართველი პოეტის უდიდესი პოემაა” მე-7 კლასი
* * *
– “დავით გურამიშვილმა ბევრი იმოგზაურა, მაგრამ სწავლაზე უკეთესი საჭმელი ვერსად იპოვნა” მე-6 კლასი
– “მგელს უყვარდა ადამიანის შვილი და ისე ზრდიდა, ზურგზე არ უფხაჭუნებდა” მე-7 კლასი
– “ადრე წერილები ბოთლებს დაჰქონდათ. ბოთლებს კი ყველაზე ხშირად თევზების მუცლები ინახავდნენ” მე-8 კლასი
– “როცა თბილისში ღამდებოდა და ქარი მტკვარს ეფინებოდა, ქალები გარეთ გამოდიოდნენ და კისკისებდნენ” მე-7 კლასი
– “უსახელო უფლისციხელმა ისიც კი იცოდა, მტერი რას ფიქრობდა და აკეთებდა, მაგრამ საერთოდ ვერავის აშინებდა, რადგან თავის დროზე ენა გადააყლაპეს” მე-6 კლასი
– “ერეკლე მეფემ კრწანისის ომი წააგო და ისე დაიმალა, ქალები ვეღარ პოულობდნენ” მე-6 კლასი
– “ქართველები მთელ მსოფლიოში განსხვავებული და საუცხოო ჯიშის ხალხია. აქ ყველა ლამაზია, მაგრამ ანგელოზის სახით ბევრს ვერ შეხვდებით” მე-8 კლასი.
– “საქართველო სულ ცდილობდა ევროპისკენ მიმავალი გზა მოძებნა, რადგან ყველამ ვიცით, რომ პირველი ევროპელები ჩვენ ვიყავით და მომავალშიც ასე იქნება” მე-9 კლასი
– “ოდისევსი უთავბოლოდ იქამდე დაეხეტებოდა, სანამ ყოჩაღი ციკლოპი არ გაიცნო, რომელიც ადამიანებს ღვიძლებიანად ყლაპავდა” მე-7 კლასი
– “როცა ადამიანი კაიფშია, ხედავს, როგორ სხდებიან ტელევიზორში ჟირაფები, ლომები და სპილოები. ზოგი გეხახუნება. ანტილოპები და მარტორქები კი მოგდევენ და გაშინებენ” მე-7 კლასი
– “აფხაზეთის ომმა ხელი შეუწყო წებოს გასაღებას, რადგან ახალგაზრდებმა მისი ცხვირში შესხმა დაიწყეს” მე-7 კლასი
– “ქართველი ადამიანი ვერასოდეს მიხვდება, როგორ შეიძლება არ მოგინდეს ღორის მწვადის ჭამა” მე-8 კლასი
– ‘ალუდა ქეთელაურს მტრები ჰყავდა, რადგან ყველამ იცოდა, რომ კარგი კაცი იყო და სულ ფრანგულად ომობდა” მე-10 კლასი
– “ცოტნე დადიანმა ტიტველ სხეულზე თაფლი ისე წაისვა, რომ ბუზებს საჭმელი ჰგონებოდათ” მე-5 კლასი
– “მონადირემ გაქცეული მელა დაინახა და ჰაერში განასკვა” მე-7 კლასი
– “შვლის ნუკრი დედამისთან ერთად კუნტრუშობდა და ისეთი პატარა თავი ჰქონდა, აზრადაც არ მოსვლია, რომ მგლის მსგავსი ადამიანი მისნაირ სილამაზეს შეჭამდა” მე-5 კლასი
– “ძველ ქართველებს ეგონათ, რომ ვინც გველის ხორცს შეჭამდა, დაბრძენდებოდა. მინდიაც იმიტმო დაბრძენდა. ახლა კი ბევრ ქვეყანაში ჭამენ გველებს, მაგრამ ქართველებზე ჭკვიანები მაინც არ არიან” მე-7 კლასი
– “ილია ჭავჭავაძე სულ ფიქრობს და დარდობს. თავის ნაწერებში კი მხიარულებას გადმოსცემს” მე-10 კლასი
– “იაკობ გოგებაშვილმა სულიერი განათლება თბილისის აკადებიის ცენტრში მიიღო” მე-5 კლასი
– ‘ვისაც საქმე არ აქვს, ურჩევნია პრეზიდენტივით გაერთოს. ვინც ბევრს მუშაობს, გართობაც უფრო ნაკლებად აწუხებს” მე-7 კლასი
– “ხალხურმა პოეზიამ საუკუნეები იარა და ჩვენამდე ძლივს მოაღწია” მე-8 კლასი
– “ომი ქვეყნებს სიმწრითა და სირცხვილით ავსებს და ბომბავს” მე-7 კლასი
 –“სკოლაში სწვალა ვაჟა-ფშაველასთვისაც კი ჯოჯოხეთი იყო და სულ ნატრობდა, მალე გაეთავისუფლებინათ ამ საშინელებათა საპყრობილედან” მე-9 კლასი
– “ვაჟა-ფშაველას ცოლის მოყვანამდე ორი გოგო უყვარდა, მაგრამ სასაცილო ის არის, რომ მათ ახლოსაც კი არ მიკარებია, მხოლოდ შორიდან უთვალთვალებდა” მე-9 კლასი
– “ცოტნე დადიანმა თავი ისე შეაყვარა ყველას, რომ მწერლები მისი შურით იხოცებიან” მე-7 კლასი
– “მამლები ქათმების მბრძანებლები ხდებიან ხოლმე და მათ ზემოდან დაჰყურებენ ხოლმე” მე-6 კლასი
– “ადამიანი თავიდან შიშველი და საცოდავი იბადება. მერე ღმერთი იმდენ ფულს აძლევს, რომ შეუძლია ჭამოს და დროც ატაროს. სიკვდილისას ისევ შიშვლდება და უბედურდება” მე-9 კლასი
– “ხალხური ანდაზის მიხედვით ადამიანი თავიდან მწარეს ჭამს, რომ ბოლოს ტკბილად იცხოვროს” მე-6 კლასი
– “პატარა გოგომ იმხელა ერეკლე მეფე ქლიავების სროლით დაარიგა” მე-6 კლასი
– “ერეკლე მეფემ ინგილო ქალს ქლიავების სროლა არ დაუვიწყა და ქორწილის დროს მზითვები მოუგროვა” მე-6 კლასი
– “როცა ადამიანები სასაცილო რამეებს აკეთებენ, ამას მწერლები აკვირდებიან და კომედიებსა და პერსონაჟების სიტუაციებს სიცილხარხარისთვის ქმნიან” მე-8 კლასი
– “პოეტებს ღმერთი მხოლოდ ლექსების წერისთვის დაბადებს ხოლმე ამქვეყნად. ეს კი მათ აბრაზებს, რადგან სხვა რამის კეთება აღარ შეუძლიათ – დე და ღამე მხოლოდ ლექსებზე ფიქრობენ” მე-7 კლასი
– “სულხან საბა ორბელიანი ჭკვიანი იყო და დაბადებიდან იცოდა უცხოური ენათმეცნიერება” მე-6 კლასი
– “თინათინი მზეს მაშინ ჰგავდა, როცა ცაზე ღრუბლები აღარ იყვნენ ხოლმე” მე-9 კლასი
– “პოეტების სიტყვებს ფურცლებზე კარგად ადამიანის ტვინები ინახავენ” მე-7 კლასი
– “მიხეილ ჯავახიშვილი ორჯერ გარუსულდა და მერე თავიდან ისწავლა მშობლიური ქართველოლოგია” მე-8 კლასი
– “ღმერთმა ადამს დაავალა, ადამიანის მოდგმა გაემრავალფეროვნებინა და ამისათვის ევა მისცა” მე-6 კლასი
– “ყველამ უნდა იფიქროს, რომ მთის მწვერვალზე იცხოვროს, თორემ იქ მხოლოდ ტრიალი მინდვრები დარჩება” მე-10 კლასი
– “ჭეშმარიტი პოეტები სიკვდილის მაგივრად უკვდავების ხარისხში ადიან და იქ ცხოვრობენ” მე-8 კლასი
– “ლუარსაბს ცხენი დაუმალეს და იფიქრა, რაც არის, არის, მაშინ დარეჯანს დავექორწინებიო” მე-8 კლასი
– “ჩემი სურვილების დასაკმაყოფილებლად მშობლებს სულიერი ტკივილების გაწირვა უხდებათ, მაგრამ მაინც არ ვნანობ, რადგან თუ გაგაჩენს ადამიანი, შენზეც უნდა იზრუნოს” მე-8 კლასი
– “ილია ჭავჭავაძეს სიყვარული აღარ შეუძლია, რადგან ღამე აღარ სძინავს და დღისით ვერავის ელაპარაკება” მე-8 კლასი
– “ადამიანი ამ ქვეყნად რომ მოდის, უნდა გამოიგონოს რამე ან დაწეროს, რომ სახელი აქ დატოვოს და თვითონ თავისუფლად აფრინდეს ზეცაში” მე-6 კლასი
– “ნესტან-დარეჯანი ზანგმა მონებმა შეიპყრეს და ქაჯეთში წაუყვანეს ნათესავებს” მე-9 კლასი
– “როცა პაპა გავხდები, ჩემი შვილიშვილებისთვის ძალიან ტკბილ და კარგ ადამიანად გადავიქცევი. ვერ ავიტან, რომ მათ გარეშე ვიცხოვრო სადმე სოფელში და სული ისე მძვრებოდეს” მე-6 კლასი
– “კვაჭი კვაჭანტირაძე რუსეთში ნიშადურებს ხმარობდა, რომ გულწასული ჰგონებოდათ, თბილისში კი კლიტეებიან პირს ამჯობინებდა. რუსებს ლაყბობა უყვართ, ქართველებს კი სიჩუმე” მე-10კლასი
– “ძალიან მიხარია, რომ მალე ზაფხული დაიწყება. ყველაზე სასიამოვნო და მნიშვნელოვანი კი სკოლიდან და მასწავლებლებისგან გათავისუფლებაა” მე-6 კლასი
– “თამარ მეფე ყველა ქართველში ლამპრად ანთია და ელვარებს. ის ისეთი დიდი და ნათელია, რომ შესაფერისი სიმღერების წერა ყველას ეძნელავება” მე-6 კლასი
– “არსენა ოძელაშვილი რომ კვდებოდა, თავის შვიდას თუმანზე ფიქრობდა. არ უნდოდა თავისი ნაგროვები ქონება მდიდარს ეპოვა კასპის დიდ კლდეში და თქვა, სადაც ინახავდა. მერე აღარ ვიცი, ვინ იპოვა ის ფული, შეიძლება ისევ იქ დევს” მე-8 კლასი
– “როცა ოტია იოსელიანმა ბავშვობა დაკარგა, იტირა და ამაზე რაღაცეებიც დაწერა” მე-5 კლასი
– “ოტია იოსელიანს ღრუბლები ხან დევები ეგონა და ხან – ანგელოზები, რომელბიც დედის მაგივრად აცხობდნენ ხაჭაპურს და რძეს ადურებდნენ ქოთნებში” მე-5 კლასი



სკოლის დირექტორების და მასწავლებლების "მარგალიტები":

– ,,დღეისათვის ხელოვანმა, გამოცდილმა პედაგოგებმა ძლიერი ზარი უნდა შემოვკრათ საუკუნეების მიღმა უღრანებში დავანებულ კაცობრიობის ცოდნასა და განათლებას და გადავცეთ ის ახალბედა პედაგოგებს“
– ,,ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება საფუძვლიანი შეკეთება, თორემ მალე რემონტს აღარ დავექვემდებარებით“
– ,,სკოლას კაპიტალური რემონტი არ ჩატარებია, მხოლოდ კოსმეტიკა წავუსვით“ 
– ,,სკოლას წყალდიდობის შედეგად აღარ აქვს იატაკი ჭერი, კედლები, სახურავი, საძირკველი და კოჭებიც კი. მე რა ვქნა?“
– ,,მოგმართავთ სრულიად საქართველოს პედაგოგი“
– ,,სკოლა საჭიროებს შებათქაშებას და შეგაჯვას“
– ,,ჩვენი ვალია აღვზარდოთ მოსწავლეები, რომელნიც ამავე დროს იქნებიან მოზარდები“
– ,,ჩვენი მოსწავლეები მაღალი ხარისხით გამოირჩევიან“
– ,,გასულ სასწავლო წელს ავად ვიყავი. ახლა იმედია ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი სულიც მექნება და ყველაფერს განვახორციელებ“
– ,,ისტორიის მასწავლებელი სულ ახლახანს დაბერდა“
– ,,ჩვენი სკოლა მართალია ნახმარია, მაგრამ კარგად შენახული“
– ,,ჩვენი სკოლა ემსახურება მხოლოდ 4 კმ რადიუსის მქონე ბავშვებს“
– ,,მყავს უცხო ენის პედაგოგი, რომელიც გასულია პენსიაში, მაგრამ არ უნდა ბოლომდე გასვლა“
– ,,სკოლის რემონტი მოვახერხეთ მოსწავლეთა მამების ძალადობით“
– ,,თვალსაჩინო ადგილას გამოვფინეთ სახელმძღვანელოთა ავტორები“
– ,,ბავშვებში ჩადებული კაპიტალი ბუმერანგივით დაუბრუნდება სამშობლოს“
– ,,სკოლაში მიგრაციამ თითქმის მოსახლეობის მაქსიმუმს გადააჭარბა“
– ,, სკოლაში აღმოიფხვრა კორუფცია და დიპლომატია“

3 комментария: