2010 წელი
19.06.2010 – ალჟირელი ფეხბურთელები თურმე იმიტომ არიან
ანგარიშგასაწევნი, რომ მათ შენარჩუნებული აქვთ უდაბნოს მონადირეთა თვისებები.... (ქართველი
კომენტატორის "მარგალიტი").
22.06.2010 - ტელევიზორს ხმა გავუთიშე
და ისე ვუყურებ ფეხბურთს... რა ბედნიერებაა, როცა არ გესმის ქართულისთვის არაბუნებრივი
ინტონაცია კომენტატორისა!
08.07.2010 - მაყურებელი ამბობს
– "ვბალეიშიკობ", კომენტატორი უსწორებს – "ვქომაგობ თქვიო"...
კომენტატორის კოლეგა ამბობს – "სტაფში ქალი ჰყავთ", კომენტატორი დუმს, რადგან
"სტაფ" ინგლისურია და შეიძლება, "ბალეიშიკი" კი რუსულია და არ
შეიძლება... (სხვათა შორის – "ქომაგი" სპარსულია).
16.07.2010 - აბაშის შესახებ წიგნი
გამოუშვიათ და ასეთი ტექსტია რეკლამაში – "სამემკვიდრო–სამაგიდო–სამზითვო"–ო......
მოფიქრება ხომ უნდა?!
01.08.2010 – აღმოჩენა! ქართულად
ჯერ კიდევ მაიმუნები ლაპარაკობდნენ!... რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ თვლის ოცობითი სისტემა
გვაქვს: ხელის თითები+ფეხის თითები.... ყველა სხვებმა კი ლაპარაკი მაშინ დაიწყეს, როცა
ფეხის თითებთან კავშირი გაწყვიტეს და მხოლოდ ხელზე დაინახეს "თვლის ერთეულები".
30.08.2010 - იცით თუ არა რას ნიშნავს
"ბაბაჯან"–ა? "ბაბა" სპარსულად არის "მამილო" (შეადარე
მეგრულ "ბაბაიას"). "ჯან" სპარსულად არის "სული" (ჯან–ბაზ
– სულთან მოთამაშე). ესე იგი "ბაბა–ჯან" – ჩემო სულო, მამილო (სპარსელები
'ბაბაჯანს" ისევე ამბობენ ყოველ ფეხის ნაბიჯზე, როგორც ჩვენ "გენაცვალეს".
09.09.2010 – გუშინ ერთ–ერთი რადიოს
დიქტორი (შეიძლება ახლა სხვა სიტყვას ირქმევენ, არ ვიცი.....) ამტკიცებდა – აჭარულ
ენაზე მომივიდაო სმს–ი, მცირე ხნის შემდეგ მას სმს–ი აფრიკულ ენაზე მიუვიდა.... ცოტა
ხანს კიდევ ვუსმინე და როცა დავრწმუნდი, რომ ეს ყველაფერი სრული სერიოზულობით იყო ნათქვამი,
რადიო გამოვრთე, რათა "ზანგურ ენაზე" მისული ინფორმაცია არ მოეწვდინათ ჩემ
სმენამდე, რასაც აუცილებლად მოჰყვებოდა 'წითელკანიანურ ენაზე" შესრულებული მესიჯების
ანალიზი.
ვისაც ჰგონია, რომ ეს
ყველაფერი არ არის სინამდვილე, შეუძლია ჩვენი წამყვანი ტელევიზიის ერთ–ერთი საინფორმაციო
გადაცემა ამოიღოს არქივიდან, სადაც ჟურნალისტ(კა)მ გვამცნო, რომ ბათუმის ბულვარზე კუბელმა
მომღერლებმა დიდი გატაცებით შეასრულეს სიმღერები კუბურ ენაზე...
21.09.2010 - ნახეთ რა კარგი იყო ის ბავშვი ჯეოსტარის შესარჩევ ტურზე თერჯოლიდან, რომელსაც სერიალების მეტი არაფერი აქვს ნანახი და სიმღერაც იქიდან შეარჩია....
21.09.2010 - ნახეთ რა კარგი იყო ის ბავშვი ჯეოსტარის შესარჩევ ტურზე თერჯოლიდან, რომელსაც სერიალების მეტი არაფერი აქვს ნანახი და სიმღერაც იქიდან შეარჩია....
რა დონის ცინიკოსი უნდა იყოს "რუსთავ–2", რომ თავისი რეკლამის გამო სერიალებით გამოათაყვანონ ბავშვები და მათვე დასცინონ იმავე რეკლამის საშოვნელად....
17.10.2010 – აკაკი წერეთელმა ეს
აზრები რომ ჩამოაყალიბა, ერთგვარი მინიშნება მისცა ხალხს – შეცვალეთ სპარსეთი რუსეთით
და მიხვდებით, რა დღეშიც ვართო.....
* * *....ყეენის უხვმა
წყალობამ დააბრმავა კახეთი. კუჭმა გულს სძლია, სულმა ხორცს დაუთმო და ნელ-ნელა, „დღეს-ხვალობით“
ქვეყანამ შეტოპა საფრთხეში. მოწინავე გუნდს და მათ მეთაურებს ტყუილად კი არ უსვამდა
თავზე ხელს სპარსეთის ახალი პოლიტიკა! სასახლის კარზე უპირველესი ადგილები დაიჭირეს
ქართველებმა და ადვილად გამდიდრებულები მიეცნენ მცონარებას. არც ნიჭი, არც ცოდნა და
არც სხვა რამ კაცური ღირსება არ სჭრიდა. რომელიმე პირადობის ასამაღლებლად საკმაო იყო
მხოლოდ თავდადებული ერთგულება სპარსეთისადმი და სამშობლოს ნელ-ნელა გაწირვა. – ვინც
ქართველობას არ ივიწყებდა, ის იჩაგრებოდა და წინ ბიჯის წადგმას ვერ ახერხებდა, გინდ
გმირთა-გმირიც ყოფილიყო!.. ამას ხედავდა შაჰ-აბაზი და გულში იცინოდა, სიკვდილის შემდეგაც
ანდერძად დაუგდო მემკვიდრეებს ირანის ლომმა იგივე პოლიტიკა და მიტომაც ერთ საუკუნესაც
არ გაევლო ჯერ, რომ აღმოსავლეთი საქართველო ნახევრად გათათრდა. შემოვიდა ხალხში სპარსული
ზნე, ჩვეულება, რჯული და კანონი!.. ქართველს ქართველობა აღარ ეტყობოდა!.. ენა შეიბღალა,
დიდ ოჯახებში ქართულად ლაპარაკი კიდეც ერცხვინებოდათ... სამართალი უცხო ენაზე იყო, წირვა-ლოცვის
და გალობის კილო შეიცვალა, მღვდელმთავრების მოადგილედ ახუნდები გახდნენ და მსაჯულ-მოძღვრებად
– მოლა-ყადები. ამან ყოველივემ ისე გარყვნა ხალხი, რომ ქართველი ქართველზევე მეზვერეობდა
და ბოლოს ისე დაუძლურდა, რომ თვით სპარსელების საზიზღარ-გასაკიცხი შეიქნა ოდესმე სახელგანთქმული
ქართველობა
* * *
შეგიძლიათ იგივე
"ტესტი" ჩაატაროთ და ამ შემთხვევაში სიმბოლური "სპარსეთი" შეცვალეთ
"ამერიკით".
19.10.2010. – ვეღირსეთ!
19.10.2010. – ვეღირსეთ!
...რომ არ ამერიკა, ჩვენ თამარ მეფეს ვერასოდეს ვნახავდთ!!!
(ციტატა) "ამერიკაში გადახვეწილი ქართველი მომღერალი სალომე გასვიანი უკვე მეორედ დადგება ფილმის გადასაღებ მოედანზე და არც მეტი, არც ნაკლები, თამარ მეფის როლს ითამაშებს. ახალგაზრდა მომღერალში თამარისადმი მსგავსება რეჟისორმა ნიკა ხომასურიძემ აღმოაჩინა, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ფილმი გადაიღო დავით აღმაშენებელსა და დიდგორის ბრძოლაზე. ფილმის გადაღებები ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ შემოქმედებითი ჯგუფი ინტენსიური მზადების პროცესშია" ( გაზეთი "ახალი თაობა").
* * *
საინტერესოა, ფილმში რუსთველი თუ გამოჩნდება და რომელ ქართველ ვარსკვლავში აღმოაჩენენ მსგავსებას პოეტთან?!
(როგორც ჩანს ჩვენმა რეჟისორებმა ჰოლივუდის არქივებში მოიძიეს მე–12 საუკუნის უნიკალური ფოტო–ვიდეო მასალა).
24.10.2010 – ორასიოდე წლის შემდეგ
კაცობრიობას მხოლოდ ამ ფეისბუქის ჩანაწერები რომ ჰქონდეს ისტორიის შესასწავლად, ნამდვილად
ასე იტყვიან: "21–ე საუკუნის დასაწყის ქართველობა სულ ერთმანეთს ეფერებოდა და
გაიხარე–გაიხარეს დასძახოდა"–ო..... რა კარგია, არა?!
და კიდევ - მიყვარხააააააარ....
გაკოცეეეეეეეე
ნეტავი მართლა ასე გვიყვარდეს
ერთმანეთი.
10.12.2010 – ასეთ ინფორმაციას მოვკარი
თვალი – "ჯულიან ასანჟს ბრალი ედება ორი ქალბატონის გაუპატიურებაში, რაც გამოიხატება
შემდეგში - ერთი ქალბატონი (რომლის ვინაობაც უცნობია) აცხადებს, უპრეზერვატივოდ დაამყარა
ჩემთან კავშირი, მაშინ როცა მე პრეზერვატივით მინდოდაო. მეორე ქალბატონი კი ჩივის,
ძილში დამეუფლა და თანაც უპრეზერვატივოდო."
* * *
უნებლიედ ერთი ანეკდოტი
გამახსენდა:
ქართველი ვაჟი ქართველ
ქალზე ძალადობის მცდელობაშია და ქალმა უთხრა:
– დედა დაიფიცე, რომ ცუდს
არაფერს იზამო!
– დედა მომიკვდეს!–ო
– დაიფიცა ვაჟმა – მაგრამ საქნელი მაინც უქნა.
ძალადობის დასრულების
შემდეგ ქალი სასამართლოში და პოლიციაში არ გაქცეულა, უბრალოდ თქვა – მე რა მენაღვლება,
დედა მოგიკვდება–ო.
* * *
დიახ, ასე მარტივად წყვეტენ
ყველა პრობლემას ჩვენი ქალები, რომ ზედმეტად ინტიმური დეტალებით არ შეაწუხონ სამართალდამცავი
დაწესებულებები.
17.12.2010 - "საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული
ლექსიკონის" შემდგენლის უპასუხისმგებლობის თაობაზე არაერთი შენიშვნა გამოგვითქვამს;
გთავაზობთ მორიგ აღმოჩენას:
გელიკეთი - მდინარე მაიაკოვსკის
რაიონში, ქერშავეთის მარცხენა შენაკადი (გვ.28).
ღელიკეთი - მდინარე მაიაკოვსკის
რაიონში, ქერშავეთის მარცხენა შენაკადი (გვ.111).
* * *
ცხადია, ამ ლექსიკონის
შედგენა მოხდა რუსულ ენაზე არსებული რუკების საფუძველზე, რის გამოც ავტორებმა
"Геликет"-იც შეიტანეს წიგნში და "ღელიკეთი"–ც,
რაც, ალბათ, სხვა წყაროდან ამოიღეს.
* * *
ნათქვამია – "ტყუილს
მოკლე ფეხები აქვს"–ო.... მართალია ეს სიმოკლე 23 წლის ხანგრძლივობისაა (წიგნი
1987 წელს გამოიცა), მაგრამ ამხელა ბიოგრაფიის მქონე ქვეყნისთვის დიდი არაფერია; დიახ,
საბჭოთა ქართველების ტყუილი მაინც გამომჟღავნდა... ასე რომ, დემოკრატიულო ქართველებო,
ნუ იცრუებთ! ოდესმე ყველაფერი გამოაშკარავდება.
18.12.2010 – უცნაური ხალხი "ცხოვრობს" ინტერნეტში; აი, ერთი მათგანის ოფიციალური განცხადება: Google Translate ამჟამად 57 ენას უზრუნველჰყოფს: 1) აფრიკული..... ეს უზრუნველ(ჰ)ყოფს კიდევ არა უშავს, მაგრამ "აფრიკული ენა" რომელია?! მთელი კონტინენტი ერთ ენაზე მეტყველებს?
25.12.2010 - .....კი. გეთანხმებით, რომ რუსეთის იმპერია, მერე საბჭოთა რუსეთი თავისი "კაგებე–მაგებეებით" ყველა ერთად და ურთიერთმონაცვლეობით ჩვენი თვითმყოფადობის დიდი მტრები იყვნენ: მათ გაანადგურეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა, ეკლესიას წარსტაცეს დამოუკიდებლობა და ასე შემდეგ. ეს დიდი დანაშაუალია ქართველი ერის წინაშე, მაგრამ ისიც ცნობილია, რომ ბევრი ქართველი რუსეთის სამსახურში იყო ჩამდგარი და წარბსაც არ იხრიდა ზემოთჩამოთვლილ თუ ჩამოუთვლელ ეროვნულ ნიშან–თვისებათა განადგურებისას.

აი, მაგალითად:
ახლანდელი ვანის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე იყო ისტორიული რეგიონი:
სალომინაო - ისტორიული მხარე იმერეთში,
მდინარეებს კვინისწყალსა და კორისწყალს შორის (ახლანდელი ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორია).
ჩრდილოეთით ისაზღვრებოდა მდინარე რიონით, სამხრეთით - ფერსათის ქედით. XVIII საუკუნის
20-იან წლებში იმერეთის მეფემ ალექსანდრე V-მ რაჭის ერისთავთა გვერდითი შტოს წარმომადგენელს
გედევან ერისთავს გადასცა და მას ბარის ერისთავის ტიტული მიანიჭა.
ამ რეგიონის ცენტრიც ამავე
სახელს – სალომინაოს – ატარებდა.... ჰოდა, გასაბჭოებიდან სულ მალე ამ სოფელს კიროვი
უწოდეს.
ლენინმა კიდევ 100 ტომი
რომ დაწეროს და ყველა ტომში სოფელ სალომინაოს კიროვად გარდაქმნის აუცილებლობის საკითხი
რომ გააანალიზოს, მაინც ვერ დამარწმუნებს, რომ კრემლში რუსებს მოუვიდათ თავში აზრი
ქვემო იმერეთის ამ მშვენიერ რეგიონის ქართული სახელის ამოძირკვისა....
თქვენ როგორ გგონიათ?
26.12.2010 – ძალიან გთხოვთ, გამოიჩინეთ
მეტი ყურადღება (კრეატიულობა ამ შემთხვევაში საჭირო არ არის) და ნუ გვარცხვენთ მთელი
დემოკრატიული სამყაროს წინაშე!!!
უკრაინული პროლოგი:
მათს სასიმღერო კონკურსში
1 იანვარს ფინალია, 4 შემსრულებელი დარჩა, პარალელურად კი ასეთი რამ მოიგონეს: ნებისმიერ
მსურველს შეუძლია ვებ–კამერის წინაშე 30 წუთიანი მონაკვეთი შეასრულოს სიმღერისა და
გაუგზავნოს ჟიურის, რომელიც 2011 წლისათვის შეარჩევს კონკურსანტებს ასეთი წესით, მანამდე
კი ყოველკვირეულად ერთ საუკეთესოს იწვევენ შაბათის საკონკურსო კონცერტზე: ჰოდა
("ხოდა" შეცდომაა.... სხვათა შორის, "ხოდა" სპარსულად ნიშნავს
ღმერთს).... ჰოდა, გასულ კვირას ვებ–კამერების კონკურსში ოდესელმა ალა კოლპაჩენკომ
გაიმარჯვა(იხილეთ ფოტო)... შეასრულა სიმღერა, მერე ორიოდე სიტყვა თქვა საკუთარი საქმიანობის
შესახებ და მე სირცხვილით დავიწვი: ალა კოლპაჩენკო ყოფილა მატჩმეიკერი.
მე თქვენ გეკითხებით
– რატომ არ არიან საქართველოში მატჩმეიკერები?! რატომ ჩამორჩით დროს?!
მერე გადავამოწმე ყოფილი
სსრკ–ს არეალში და... რუსეთი, ბალტიისპირეთი, მოლდოვა, ბელორუსი.... წალეკილია მატჩმეიკერებით....
ერთი კარგი მატჩმეიკერი არ უნდა გვყავდეს მთელ საქართველოში?! მარკშეიდერის არყოლამ
რაც დამართა ქვეყნიერებას, ხომ გახსოვთ იმ ფილმიდან, ახლა მატჩმეიკერობაშიც ჩამორჩით?!
* * *
"მატჩს" რომ
გაიგებთ, მაშინვე ტოტალიზატორი და "ბარსელონა" ნუ გახსენდებათ:
MATCH - მეწყვილე (საბედო), MAKER – მკეთებელი, შემქმნელი.
დროზე დაეწიეთ მსოფლიოს,
თორემ იმდენს იზამთ, ისევ "მაჭანკლად" მახსენებინებთ ამ კეთილშობილური პროფესიის
ადამიანებს.
2011 წელი
02.02.2011 – ქალები, რბილად რომ
ვთქვათ, უცნაური ქმნილებები რომ არიან, ეს დიდი ხანია ყველას კარგად მოეხსენება....
და იმდენად დიდი ხანია, რომ მათი უცნაურობა ქრონოლოგიურად სამოთხიდან ჩვენს გამოძევებას
უკვაშირდება. მაგრამ მათ თუ ისიც შეეძლოთ, რომ "პეჩენიისგან" მიეღოთ
"ჩისქეიქი", ნამდვილად არ ვიცოდი.
ჩისქეიქის მომზადების წესი:
ბლენდერში დავფქვათ "პეჩენია", დაუმატოთ
შაქარი, დარბილებული კარაქი. მოვზილოთ ცომივით და ამოვაკრათ ფორმას ძირში (რომელსაც
გვერდები ეხსნება), შეძლებისდაგვარად კარგად დავტკეპნოთ და შევდგათ მაცივარში.
ბლენდერი, არ ვიცი რა არის, მაგრამ მისი რითმა
"ბენდერი" რომ არის, ამას ჩემი მცირე ლიტერატურული გამოცდილება მიკარნახებს.
აქვე ერთი მცირე შენიშვნა, ამის უფლებას მაძლევს
საერთო– საფეისბუქო შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ქართული ენის სიწმინდე ნებისმიერი
ქართგელის ამბიციაზე მაღლა დგას, ანუ ნუ მიწყენთ:
"დაუმატოთ შაქარი"–ო – უნდა იყოს და–ვ–უმატოთ შაქარი.... (თორემ ქართული
"ვ" თუ არ ჩაჯდა პირველი პირის სამოქმედო ზმნაში, უხარისხო და უშაქრო რუსული
პეჩენიისგან ტკბილი, ნოყიერი, არაჩვეულებრივი და საოცრად ადექვატური ჩისქეიქი არაფრით
გამოგივათ).
12.02.2011 - "აჯამ" (اعجم) არაბული სიტყვი და ნიშნავს "არაარაბს" ანუ მას, ვინც არაბი არ არის და
არაბულად არ ლაპარაკობს.... ეს სიტყვა შემდეგ ირანშიც გადავიდა და აღნიშნავდა ისლამის
გავრცელების საზღვრებს მიღმა მცხოვრებ ადამიანებს, რომლებსაც მუსლიმანები (რბილად რომ
ვთქვათ) არცთუ ცივილიზირებულად თვლიდნენ....
ეს სიტყვა ქართულშიც შემოვიდა
და ისეთი ადამიანებისთვის გამოიყენებოდა, რომლებსაც ვერაფრით ვერაფერს ვერ გააგონებდი...
ვინც "ერთხელ რომ შეჯდა ვირზე" იქიდან ჩამოსვლას აღარაფრისდიდებით აღარ აპირებს....
* * *
ქვემო იმერეთში არის
"აჯამეთის ნაკრძალი", სოფელი აჯამეთი და მდინარე აჯამურა (ბაღდათის და ზესტაფონის
მუნიციპალიტეტების ტერიტორიების საზღვრების აქეთ–იქით); ნამდვილად ვერ გეტყვით, ეს
უბრალო დამთხვევაა სიტყვებისა თუ არის რამე კავშირი (არაბული "აჯამ" და ქვემოიმერული
"აჯამ" ძირი), მაგრამ იმის თქმა კი ნამდვილად შემიძლია, რომ 1987 წელს გამოცემული წიგნის – "საქართველოს
სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონის" – შემდგენლები ნამდვილი "აჯამები" არიან:
* * *
ჯამურა (გვ.138) – მდინარე საჩხერის რაიონში, ყვირილის აუზში დააკვირდით – მითითებული
არ არის, თუ რომელი მხრიდან ერთვის ყვირილას და ამას თავისი მიზეზი აქვს (ქვემოთ მოგახსენებთ
მიზეზს)... ყველა სხვა მდინარესთან კი აუცილებლად მითითებულია, თუ საიდან ერთვის სხვა
მდინარეს.
აჯამურა (გვ.21) – მდინარე ზესტაფონის რაიონში, ყვირილის მარცხენა შენაკადი.
მართველა (გვ. 66) – მდინარე
საჩხერის რაიონში, ჯამურის მარცხენა შენაკადი
* * *
რომ გადაატრიალოთ ყველა
რუკა, საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარე ჯამურას მისი შენაკადით – მართველათი
– ვერსად იპოვით, სამაგიეროდ ზესტაფონთან არის
მდინარე აჯამურა (სამხრეთი მხრიდან შედის ზესტაფონში
და უერთდება ყვირილას) და მას მარცხნიდან ერთვის მართველა.... საინტერესოა, რა მონაცემების
საფუძველზე გადააქციეს ხსენებული წიგნის ავტორეებმა აჯამურა ჯამურად და მისი შენაკადივ
თან მიაყოლეს ზესტაფონიდან საჩხერეში გადაბარგებით?!
* * *
თუ ეს ყველაფერი მე მეშლება
და საჩხერის ტერიტორიაზე ვერ ვიპოვე "ჯამურა" თავისი შენაკადით, დამიძახეთ
"აჯამი" და მაიძულეთ "ჩემი ვირით" მოვიარო მთელი ზემო და ქვემო
იმერეთი და მოვძებნო ეს ეს ჩემი ცოდვით სავსე მდინარე "ჯამურა".
* * *
ჯამურა კი იმიტომ მოიხსენიეს
ყვირილის აუზის მდინარედ, რომ რუკაზე მათაც ვერ იპოვეს და ვერ გაარკვიეს, საიდან ერთვის
ეს არარსებული მდინარე ყვირილას.
20.02.2011 - 1) ჯერ ერთი. რა გამოსაკვლევი
ის არის (საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატო-რია Soviet Past Research
Laboratory.... მისი კვლევა აწმყომდე მოსული +20–წლიანი Advance–ის გარეშე არაობიექტური
იქნება, ასე რომ აცალეთ მომავალ თაობებს მუშაობა, ლუკმაში ნუ ჩაეზიარებით), მეორე
– რომელი მენდელეევის ტაბულა ის იყო, რომ ლაბორატორიულად იკვლევენ და მესამე – ეს
"ვირტუალური პლატფორმა" ხომ საერთ-ოდ მკლავს და შთაგონებით მავსებს, ანუ
წარმოსახვაში ჩნდებიან ლაბორატორიიდან გამოსული, შრომით გადაღლილი მკვლევარები, რომლებსაც
"პლატფორმაზე" ელოდებიან ოქსფროდისდიპლომიანი (და მაინც ჩვენი!) "პრავადნიკები"
და მიჰყავთ ისინი ნათელ მომავალში!
2) ტოლერანტობის ცენტრი
ხომ საერთოდ ზენიტია საზოგადოებარივი მუშაობისა (ეს სიტყვა "ზენიტ" ასეთივე
აბსურდის გამოისობით შეიქმნა, რა აბსურდიცაა ხსენებულ ტოლერანტთა ცენტრი: არაბულ
"zamt"–ში [ასტრონომიული ცნებაა] ასო –m–ს თავზე ჭუჭყი წეტრილად მოეჩვენა
გადამწერს და ასე ამოიკითხა ni ანუ m გახდა ni და zamt–დან მიიღო zanit)
ჰოდა, ახლა შევაერთოთ
ეს ორი მინაპოვარი ახალი, ჯერარნახული, ძალიან მნიშვნელოვანი, ადექვატური და არაჩვეულებრივი
დემოკრატიული წყობილებისა და გამოვა: "ვირტუალური ტოლერანტობის პლატფორმის ცენტრი".
ვაი!
23.02.2011
"დღევანდელმა აქსელირებულმა ბავშვმა რომ წაიკითხოს ეს, არაფრით არ შეიძლება" - წერს მავანი მავანის ლექსების შესახებ.
"დღევანდელმა აქსელირებულმა ბავშვმა რომ წაიკითხოს ეს, არაფრით არ შეიძლება" - წერს მავანი მავანის ლექსების შესახებ.
არ მაინტერესებს, რის წაკითხვაზეა საუბარი, მაგრამ "აქსელირებული" რომ საშინელებაა, ამას ვადასტურებ.
* * *
ამ დილაადრიან ნერვების ძაფები ამებურდა და ამეშალა!....
რესტორნის რუსული სიმღერები უფრო მავნებლობაა თუ ეს.... აქსელირებულებო?
09.03.2011 - გთავაზობთ:
"არტ–კლუბ"–ის
ნაცვლად გამოიყენეთ ცნება "ამპარტ–კლუბი" (სიტყვიდან "ამპარტავანი");
რატომ?
ა) ქართულია. ბ) არის
"იქაური" ელემენტი. გ) შინაარსი ზუსტია, რადგან ასეთ კლუბებში "არტ"–ი
ნაკლებადაა, "ამპ–არტ"–ი კი ბლომად.
12.03.2011 – ჩემი აფორიზმი: ადამიანს 40 წლამდე ბუნება ალამაზებს გარედან, 40 წლის შემდეგ
კი მის სილამაზეს განსაზღვრავს შინაგანი ბუნება.
19.03.2011 – ჩემმა მოსწავლემ, გვანცა ჩხვიმიანმა დაწერა ჩემი ერთ–ერთი სტატუსის კომენტარად:
Gvantsa Chkhvimiani
გრაფოლოგის არ ვიცი, მაგრამ
მის მოსწავლეებს გვაქვს მისი ჩვენებური დახასიათება: ძალიან ინტელექტუალური, ხან ძალიან
სერიოზული, ხან ძალიან ბავშვურიც კი, ემოციური (თუმცა ცდილობდა ხოლმე ემოციების დაფარვას),
კარგი იუმორის გრძნობით, ძალიან საინტერესო და მრავალმხრივ განვითარებული, საინტერესო
მოსაუბრე და მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული...მოკლედ, კარგი ადამიანი ხართ, საშა
მასწავლებელო და გული მწყდება ბოლო კლასში რომ ”მიგვატოვეთ”...იცით თქვენმა შემცვლელმა,
დამრიგებელმა და ქართულის მასწავლებელმა, ჩვენს მშობლებს რა უთხრა??? ”სამსახურის მერე
საჯაროში დავდივარ, რომ ამ ბავშვების დონეს დავეწიოო”... თქვენი ახსნილი გაკვეთილები
ნამდვილად დაგვაკლდა...გული მწყდება, თქვენგან უამრავი რამ ვისწავლე. თქვენ არ იყავით
მხოლოდ ერთი საგნის მასწავლებელი, სამყაროს სხვა თვალით შეგვახედეთ. გმადლობთ ამისათვის!!!!
ძალიან მესიამოვნა!
20.03.2011 - პირადში წერილი მოვიდა – Georgian Association of Guides – საქართველოს გიდების
ასოციაციაში გაწევრიანებას მთავაზობენ? შვილებო!.... მე 1978 წლიდან ყველანაირი გიდობა,
ექსკურსიამძღოლობა და თარჯიმნობა დედამიწის ერთ–მეხუთედზე მაქვს ჩატარებული..... აღარ
კმარა? დამსვით, რა, სახლში!
21.03.2011 - სრულიად გულწრფელად გთხოვთ, ამიხსენით – რას ნიშნავს: "ზეამოცანაზე ორიენტირებულ
ინტელექტუალთა თვითორგანიზების აუცილებლობის გაცნობიერება" არანაირი ირონია არ
დევს ჩემს თხოვნაში.... დამეხმარეთ გააზრებაში.
07.04.2011 - ახლა ეს აზრი მაწუხებს:
ყოველი ადამიანი სამი
შემადგენელი ერთეულის ნაერთია: ა) ჭკუა. ბ) ნიჭა. გ) ზნეობა
აქედან გამომდინარე ყოველ ჩვენგანი სამი წყვილი ელემენტის კომბინაციით არის შექმნილი:
ჭკვიანი – უჭკუო
ნიჭიერი – უნიჭო
ზნეობრიივი – უზნეო
შემდეგ იწყება ვარიაციები
მოცემულ თემაზე
1) უჭკუო –უნიჭო – უზნეო
2) უჭკუო –უნიჭო – ზნეობრივი
3) უჭკუო –ნიჭიერი – უზნეო
4) უჭკუო –ნიჭიერი – ზნეობრივი
5) ჭკვიანი –უნიჭო – უზნეო
6) ჭკვიანი –უნიჭო – ზნეობრივი
7) ჭკვიანი –ნიჭიერი
– უზნეო
8) ჭკვიანი –ნიჭიერი
– ზნეობრივი
....ასე მაგალითად, პოლიტიკაში,
როგორც წესი, მიდიან პუნქტი #5–ის წარმომადგენლები.
....პოეტები – ვარიანტი
#7 (და ასე შემდეგ)
12.04.2011 - საქართველოში იანუსები არ ცხოვრობენ!
აქ სადღაც თვალი მოვკარი
საუბარს იმის შესახებ, თუ რომელი სიტყვათნაერთი სჯობს – ერთმნიშვნელოვნად თუ ცალსახად?
არცერთი არ ვარგა!
1) "ერთმნიშვნელოვნად"
არის ზუსტი ასლი (კალკი) რუსული კომპოზიტისა "ОДНОЗНАЧНО"
ვარგა? – არ ვარგა!
2) "ცალსახა"
მთლად სისულელეა.
არსებობს ცალხელა, ცალთვალა,
ცალფეხა... იმიტომ, რომ არსებობს ორი ხელი, ორი თვალი, ორი ხელი....
ორი სახე არ არსებობს.
ორი სახე აქვს იანუსს,
ძველრომაელთა ღმერთს, რომელიც იყურება როგორც წინ, ასევე უკან და ამიტომაც დაერქვა
"იანვარს: თავისი ახლანდელი სახელი.
საქართველოში ორსახიანი
ადამიანი მე ჯერ არ მინახავს... თუმცა "ორპირები", იცოცხლეთ, მრავლად არიან.
15.04.2011 - გუშინ საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა საღამო, რაც ქართული ენის დღეს, 14 აპრილს
მიეძღვნა. საუბრისას სიტყვამ მოიტანა იმ კონკრეტული დღის და თარიღის გახსენება, რომელიც
33 წლის წინ დაფიქსირდა და რამაც, ჩემი აზრით, მთელი მომდევნო ე.წ. ეროვნულ–განმათავისუფლებელი
მოძრაობის დინება და პათოსი განსაზღვრა.
მინდა მოვიგონო ზოგიერთი
ფაქტი თუ მოვლენა და ზოგს გავაცნო, ზოგს კი გავახსენო ის მიზეზები, რომლებმაც 1978
წლის 14 აპრილს დაახლოებით 12 საათზე სტუდენტები აიძულეს და დაავალდებულეს, რომ გამოეთქვათ
პროტესტი ქართული ენის ძირეული სტატუსის შებღალვასთან დაკავშირებით.
დიახ, იმ წელს საბჭოთა
წყობილება აპირებდა ე.წ. "საბჭოთა ადამიანის" ცნების ოფიციალურ დაკანონებას
და ამით პასპორტებში ეროვნების გრაფაში (ალბათ!) სიტყვა "საბჭოელის" ჩაწერას...
შესაბამისად მოხდებოდა ცვლილებელი იმ დიდ ქვეყანაში არსებულ მრავალ ენასთან დაკავშირებით
და "საბჭოური" ანუ რუსული ენა გამოცხადდებოდა ერთადერთ სახელმწიფო ენად....
ეს იყო ძალიან პრიმიტიული და "ხავსმოსაჭიდებელი" ღონისძიება, რითაც დაღუპვისათვის
განწირული "სოცია-ლისტური იმპერია" თავის გადარჩენას ცდილობდა.... 1978 წლის
აპრილის მოვლენებს კი გარკვეული მოსამზადებელი საქმიანობა უძღოდა წინ. ასე მაგალითად:
1977 წლის მიწურულს, მეორე სემესტრის ბოლოს, მოხდა მეტად უცნაური ფაქტი – ერთმა ჩვენმა
ახალგაზრდა ლექტორმა, რომელიც იმხანად ფაკულტეტის პარტკომი იყო (თუ არ ვცდები), ლექცია
არაბეთის ქვეყნების ისტორიიდან რუსულ ენაზე წაუკითხა ჩვენს "არაბებს" (სემიტოლოგიის
განყოფილების სტუდენტებს).... როგორც შემდეგ გაირკვა, ეს იყო შიდაპარტიული მითითება,
რომ სხვადასხვა რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლ-ებლებში და სკოლებში თანდათან განხორციელებულიყო
გადასვლა რუსულენოვან სწავლებაზე. ამ ამბის გაცნობიერებამ ჩვენი შეშფოთება გამოიწვია....
შემდეგ გავიგეთ, რომ იურისტებს თუ ეკონომისტებს ასევე რუსულად უტარებდნენ ლექციების
უფრო მეტ რაოდენობას და შეშფოთება უფრო გაძლიერდა.... მეორე სემესტრიც ასეთივე
"მგზნებარებით" დაიწყეს კომუნისტებმა და, როგორც ჩანს, მაშინ დაიწყო პროცესი
ქართულ შეშფოთებათა აღშფოთებაში გადაზრდისა, რაც გაზაფხულობით განსა-კუთრებულ პიკს
აღწევს ხოლმე. 14 აპრილს კი სრულიად სტიქიურად და ბუნებრივად (....და პირველად!) დაიძრნენ
სტუდენტები რუსთაველის პროსპექტისკენ (იმდროინდელი ლექტორები და "კომსომოლები"
ახლა ნუ იბრალებენ აღნიშნული აქციის ორგანიზებას.... მათ 90–იანი წლების "მღვრიე
წყალიც" ეყოფათ პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად, 14 აპრილს დაანებონ თავი).
რუსთაველის პროსპექტზე,
რაც მოხდა და როგორც მოხდა, ყველამ კარგად იცის, მაგრამ უნდა ითქვას ის, რომ, როგორც
ზოგადად მმართველი ძალის საინფორმაციო საშუალებებს სჩვევიათ, მაშინდელი ტელევიზია თუ
გაზეთი "კომუნისტი" მომხდარის მიჩქმალვას და უდისციპლინო, ლექციების გამცდენი
სტუდენტობის განქიქებით იყო დაკავებული.... ხალხში კი "ამბად დ მითად" გავიდა
ეს გაუგონარი თავნებობა და თვითნებობა სტუდენტობისა და თანდათან დაიწყო ჩამოყალიბება
იმ აზრისა, რომ საქართველოს შეუძლია გახდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო, ანუ გათავისუფლდეს
საბჭოთა კლანჭებიდან.... ეს უკვე სხვა პრობლემაა.
დავამატებ მხოლოდ ერთს,
რომ 14 აპრილის, როგორც "ქართული ენის დღედ" გამოცხადების მოვლენაში, ლომის
წვლილი მიუძღვის ზუსტად ერთი წლის შემდეგ გამართულ ფოლკლორ საღამოს ფილარმონიაში...
ამ საღამომ ყველა ერთად დაგვა-რწმუნა, უფრო სწორად – ყველას აგრძნობინა მაშინ, თუ რა საოცარ სიმდიდრეს
და ბედნიერებას ვუვლით და ვპატრონობთ ამდენი ათასწლეულის განმავლობაში – დიახ, ეს გახლავთ
ქართული ენა!
* * *
იცოცხლეთ ქართულ ენასთან
ერთად!
20.04.2011 - ამათი ატანა უკვე აღარ შეიძლება!!!!!!!!
– მეინსტრიმულად!!!!!
აქ ვიდეოკლიპი დავინახე,
სადაც ერთი (რბილად რომ ვთქვათ) შეურაცხადი "მეცნიერი" ამტკიცებს "ვეფხისტყაოსნის"
სომხურობას.... გიორგი I–ის სომხობას..... ეს სასაცილოა! – სატირალი და აღმაშფოთებელი კი არის ის, როცა
"ქართველები" (ბრჭყალებში სრულიად შეგნებულად ჩავსვი!) ასე წერენ და აზროვნებენ:
ა) მეინსტრიმული როკ ტრეკები
ჟურნალ ბილბორდის ჩარტია (თუ ვაჟკაცებეი ხართ, აქ ქართული ასოების გარდა, სხვა რამ
ქართული იპოვეთ).
ბ) ახლა ვისმენდი ერთი
ფილოსოსფოფის საუბარს და იმანაც თქვა – "მეინსტრიმული აზროვნება"–ო
(.... და დავადუმე.... გავთიშე.... აღარ მინდა ასეთი ადამიანების ყურის გდება)
რას ნიშნავს ეს სიტყვა:
მეინსტრიმი (ინგლ. Mainstream - "ძირითადი დინება") - არის ტერმინი, რომელიც
რომელიმე სფეროში გაბატონებულ თვალსაზრისს გულისხმობს. განსაკუთრებით ხშირად ეს ტერმინი
ხელოვნების (მაგ., მუსიკა, ლიტერატურა და საშემსრულებლო ხელოვნება) მიმართ გამოიყენება.
ახლა ვსვამ კითხვას: ვინ
უფრო დიდ ზიანს აყენებს საქართველოს, ქართველობას და ყოველივე ქართულს – ის "მეცნიერი"
თუ ეს "ფილოსოფოსი"?
* * *
ამათი ატანა უკვე აღარ
შეიძლება: ან წავიდნენ და მოგვშორდნენ იმ თავის "ორიენტაციაში" ან იგრძნონ,
რომ ქართველები არიან! – მე ჯერჯერობით მათ პირწმინდად ვთიშავ ჩემი ცნობიერებიდან!
23.04.2011 - ქრისტე აღდგა!
დამეთანხმეთ ან შემეწინააღმდეგეთ,
ფილოლოგებო!... დაეხმარეთ ხალხს ქართული ენის კანონთა სწორად გააზრებაში, ეს თქვენი
მოვალეობაა და პურს მხოლოდ იმიტომ არ გაჭმევენ, რომ სამეცნიერო ნაშრომები წეროთ ან
"მეცნიერულად" ისაუბროთ.... მეც ფილოლოგი ვარ, ოღონდ – აღმოსავლეთმცოდნე–ფილოლოგი
და ქვეყანამ დიპლომი სხვა კონკრეტული ენის შესწავლის გამო მომცა, ქართული ენის დაცვა
მე პროფესიონალური თვალსაზრისით არ მევალება იმის უფლება კი მაქვს, რომ თქვენგან მოვითხოვო
ჩვენი ენის სიწმინდის შესანარჩუნებლად ხმის ამოღება. რატომ მაქვს ამის უფლება? თუნდაც
იმიტომ, რომ გადასახადის გადამხდელი ვარ და თქვენ რომ ხელფასს იღებთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან,
მასში ჩემი მსგავსი ადამიანების წვლილიც არის.
არა, სახელმწიფო და პარლამენტი
არავითარ შემთხვევაში არ არის ვალდებული იმისა, რომ ქართული ენის დაცვაზე იზრუნოს....
თუ ამას გააკეთებს, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. მათ სხვა ბევრი საქმე გააჩნიათ
და ამ საქმეთა აღსრულება–შესრულების არც დაფიქსირება მინდა და არც შეფასება; ქართული
ენა უნდა დაიცვას ქართველმაა ხალხმა და ქართველ ფილოლოგებს თუ ენის სპეციალისტებს ევალებათ
იზრუნონ საამისოდ, პოლიტიკის და და პოლიტიკოსების განქიქებას სხვა, ამ საქმისთვის დაბადებულ–განსწავლული
ადამიანები მოახერხებენ, თქვენ კი, თუ ფილოლოგები გქვიათ, აუხსენით ქართველებს თუნდაც
ეს საკითხი – რატომ არ შეიძლება ერთპირიან ზმნაში ჩაიწეროს სხვა, ამ შემთხვევაში საერთოდ
არარსებული პირის ნიშანი "ს" (სან–ი).
აღდგა ის.... კი, გასაგებია,
რომ რელიგიურმა შინაარსმა შექმნა (თუ შეინარჩუნა) ფორმა "აღსდგა", რადგან
ეჩვენებათ, რომ ამ "სან"–ის არსებობა რაღაც ამაღლებულობას და იდუმალებასაც
კი სძენს თავად მოვლენას, მაგრამ ჩემთვის ეს "ამაღლებულობა" პირწმინდად დაკარგულია,
რადგან ხსენებული მგზნებარების გამომხატველი ასო–ბგერა სრული უაზრობაა, ანუ "გამოხატავს"
იმას, რაც არ არსებობს.
მე ნებისმიერ ნამდვილ
მართლმადიდებელზე მეტად მწამს, მჯერა და. თქვენ წარმოიდგინეთ, ვიცი კიდეც, რომ ქრისტე
ნამდვილად არსებობდა, რომ ნამდვილად ეწამა და რომ იგი დედამიწაზე ღვთისაგან მოვლენილთა
შორის უდიადესია. მე არ ვარ ეკლესიური, არც რაიმე სხვა სექტის თუ მოძღვრების მიმდევარი
ვარ, რელიგიას საერთოდ არ ვცნობ, მაგრამ ქრისტეს არსებობას, მის ღვთიურობასა და სიდიდადეს
ვგრძნობ, ვიზიარებ და ვადასტურებ, ოღონდ.... ჩემთვის უმთავრესი და უწმინდესი მაინც
არის ქართული ენა და. ჩემი უმთავრესი რწმენა გახლავთ ის, რომ საქართველო და ქართველობა
შექმნა ქართულმა ენამ!
ფილოლოგებო, გაგვაგებინეთ
– რომელია სწორი ფორმა – აღდგა თუ აღსდგა.... დაანებეთ ამ პოლიტიკას თავი, ის მაგრადა
დგას ("სდგას" შეცდომაა, ხომ?) და ჯერ ვერაფერს დაუშავებთ, ის თავად გაინადგურებს
საკუთარ თავს... აი, კიდევ მაგალითი, სადაც ასო–ბგერა "ს" ძალიან ზუსტად ასახავს სინამდვილეს
"პოლიტიკა შე–ს–დგა
ყველას და აპარტახებს ყველაფერს" – აქ ზმნაში არანაირი შეცდომა არ არის.
ქრისტე აღდგა! – ჭეშმარიტად!
24.04.2011 - როცა წერთ, ფრთხილად იყავით!
ახლა გადავიკითხე ის,
რაც გუშინ დავწერე და ერთ ადგილზე ერთი ფრაზის წაკითხვისას ცხადად და გარკვევით ჩამესმა
ის სიტყვები, რაც გვერდით მჯდომი ადამიანისგან გავიგონე ხსენებული ფრაზის წერისას....
იმ ადამიანის სიტყვები, რა თქმა ინდა, არსად ჩამიწერია, არც ის დამიფიქსირებია სადმე,
რაც გავიფიქრე გვერდით მჯდომთან საუბრისას, არც საგანგებოდ დამიმახსოვრებია და დავიწყებულიც
კი მქონდა მაგრამ.... აი, ამ ნაწერს რომ მივუბრუნდი დღეს, ყველაფერი ნათლად და აშკარად
გამახსენდა
ანუ #1:
როცა რამეს ვწერთ და მის
პარალელურად ისმის რამე ან ამ წერას თან სდევს სხვა ფიქრები, ეს ყველაფერი უხილავად
და შეუცნობლად ნაწერშიც აისახება და იქ რჩება.
ანუ #2
ესე იგი შესაძლებელია
ოდესმე გამოიგონონ ისეთი საშუალება, რაც არსებული ტექსტის თანამდევ აკუსტიკურ თუ ნაფიქრ
ელემენტებს აღადგენს....
ანუ #3
ფრთხილად იყავით!
არაფერი დაიმალება!
25.04.2011 - სამი დრო და ორი პოლუსი
მოგეხსენებათ, არსებობს
სამი დრო: წარსული, აწმყო და მომავალი, ამის შესაბამისად არსებობს სამი კატეგორია ადამიანებისა
დღევანდელი საქართველოს მაგალითზე:
ა) მისტირიან წარსულს,
ყველა სიკეთის სათავეს ეძებენ იქ, ცდილობენ მის დაბრუნებას... დავარქვათ ასეთ კატეგორიას
"საბჭოელები".
ბ) ძალიან მოსწონთ აწმყო,
აქებენ და ადიდებენ, მხარს უჭერენ და სულ ირჩევენ და ირჩევენ მის დიად შემოქმედს, საქართველოს
ახლანდელ პრეზიდენტს.... დავარქვათ ამ კატეგორიას "დემოკრატები"
გ) ცხოვრობენ და არსებობენ
მხოლოდ მომავლისთვის, ინანიებენ საკუთარ არსებობასდა ცოდვებს აწმყოში იმისთვის, რომ
მომავალში სადღაც "იქ" ინეტარონ გაბრწყინებულებმა, მათ უყვართ პატრიარქი
და ზედმიწევნით ბეჯითად ასრულებენ ყველა რელიგიურ რიტუალს.... დავარქვათ ამ კატეგორიას
"ეკლესიურები".
მოგეხსენებათ, არსებობს
ორი პოლუსი – დადებითი და უარყოფითი – "ჰო" და "არა" – "არის"
და "არ არის"...
ახლა შევადგინოთ ცხრილი:
1) საბჭოთა–დემოკრატი–ეკლესიური
2) საბჭოთა–დემოკრატი–არაეკლესიური
3) საბჭოთა–არადემოკრატი–ეკლესიური
4) საბჭოთა–არადემოკრატი–არაეკლესიური
5) არასაბჭოთა–დემოკრატი–ეკლესიური
6) არასაბჭოთა–დემოკრატი–არაეკლესიური
7) არასაბჭოთა–არადემოკრატი–ეკლესიური
8) არასაბჭოთა–არადემოკრატი–არაეკლესიური
ახლა მოძებნეთ საკუთარი
თავი და თქვენი ნაცნობ–მეგობრები ამ ცხრილში.... მე წავედი ჩაის დასალევად.
26.04.2011 - "ვიკიპედია" ყველამ იცის, რაც არის და შედგება ორი სიტყვისგან: Wiki (საიტების შექმნის ტექნოლოგია)+ Pedia (ბერძნ. παιδεία "სწავლა").
– აიღეს ამ რუსებმა, ყველაფერი "პედია"–დ აქიეს: Словопедия, Абсурдопедия, Любопедия და წალეკეს ინტერნეტი.
– იგივე დამართეს "word"–ს ჩვენმა საკროსვორდო მოღვაწეებმა, გეხსომებათ: კაიფვორდი, ხოხმავორდი, ტვინხვრეტვორდი.... მცირეოდენი "წვლილი" ამ საქმეში ჩვენც შევიტანეთ, მაგრამ დაფიცების გარეშეც გვენდეთ, რომ "ღადავვორდი" არასოდეს შეგვიდგენია.
საზიზღარი რამ არის მოდა!
მიმბაძველობა კი დამღუპველია...
04.05.2011 - მაქვს სამწუხარო მოსაზრება
ორშაბათს მზექალა შანიძეს
ვუსმინე და მან თქვა, რომ ყველა უშვებსო შეცდომებს ქართულად ლაპარაკის დროს; დიახ,
სამწუხაროდ, ეს ასე.... თავად ქალბატონი მზექალაც წარმოთქმისას არასწორად ამბობს –
"აქიდან გამომდინარე.... ყავს"; რა თქმა უნდა, მე მესმის, რომ ეს მხოლოდ
მეტყველებაა და ეს დიდებული ქალბატონი ასე არ დაწერს, მაგრამ იქვე მჯდარმა პოეტმა რომ
თქვა – "ასე სჩანან ადამიანები"–ო – მე დარწმუნებული არ ვარ, რომ წერისას
იგი დაწერს "ჩანან"–ს.
ბევრი პრობლემა არსებობს
დღეს ქართულ ენასთათნ დაკავშირებით, მაგრამ ერთმა საკითხმა იმდენად მასობრივი და, შეიძლება
ითქვას, კანონიზირებული სახე მიიღო, რომ შემომაქვს ასეთი წინადადება:
გაუქმდეს ქართულ ენაში
მესამე ირიბი ობიექტური პირის ნიშნები "ჰ" და "ს".
რატომ?
იმიტომ, რომ საქართველოს
მოსახლეობის, ალბათ, 99% ამბობს ასე: ქვია, ჭირდება, ყავს, თავაზობს, ქონია და ასე
შემდეგ. ყველა დასახელებულ ზმნაში საჭიროა მესამე ირიბი ობიექტური პირის ნიშანი....
ქართულად მეტყველთა აბსოლუტური უმრავლესობა კი უარყოფს ამას. თუ არ გჯერათ, გადახედეთ
"ფეისბუქის" ტექსტებს და დარწმუნდებით, რომ 10–დან შეიძლება ერთმა დაწეროს
– "ჰქვია" ან "სჭირდება".
მიუხედავად იმისა, რომ
დასახელებული გრამატიკული ფაქტორის არსებობა ფრიად საჭიროა აზრის სწორად გაგებისთვის,
მისი იგნორირება მეტად უხერხულ სიტუაციას ქმნის (და არა ჰ–ქმნის.... აქ "ქმნის"
სწორი ფორმაა) მათთვის, ვინც გრძნობს და ერკვევა ირიბი ობიექტური პირის საგანგებო ნიშნით
მოხსენიების აუცილებლობაში.
მოვიშოროთ თავიდან ეს
ნიშანი და აღარ შეიქმნება უხერხულობა:არსად. ვთქვათ, არც აბიტურიენტები დაზარალდებიან
მისაღებ გამოცდებზე და არც "განათლებულები" გამოჩნდებიან ბრიყვებად.
* * *
ასეთია ჩემი სამწუხარო
აზრი.
05.05.2011 - ლექსის ფრაგმენტი პაროდიით
"...მეც წავალ სხვასთან!
– გითხარი და დავინახე
შენი გულის მაგნიტუდამ
როგორ შეძრა შენი მზერა,
და წამმა, რომელმაც შენი ოკეანისფერი თვალებიდან
ცუნამი მთხლიშა"
ძალიან მომეწონა ეს
"მხატვრული სახე" – ცუნამის თხლეშა – და პაროდია დავწერე).
„მიწისძვრების სერიალით
მსოფლიომ რომ ივიშვიშა,
ასე ძლიერ რომ შეშფოთდნენ
დიმა, ვოვა, მიშა, გრიშა,
თურმე მხოლოდ გაიხუმრა
ოკეანემ.... ქარი იშვა
და ცუნამი ოკინავას წკიპურტივით
შუბლში სთხლიშა“.
22.05.2011 - სასტავი ჩქარა! ცივილური სასტავი გვინდა!
(26 მაისის ტრაგედიის
წინა დღეებში ტელევიზიასთან მიმდინარეობდა აქციები და "ევროპული ორიენტაციის და
კომფორტული ცხოვრების მოყვარულნი პროტესტს გამოთქვამდნენ)
არ ვიცი, არ ვიცნობ ამ
"Comment"–ის ავტორს, ჩემს კედელზე შემხვდა ეს და გთავაზობთ ზუსტ ციტატას:
"მრცხვენია იცი
:(....წარმოიდგინე ეს ბრბო სასტავი,გაუპარსავ-დაუბანელი+პახმელიით ალეწილი სიფათებით+მაკარენას
სიმღერებით მთელს მსოფლიოში უნდა გააშუქონ ტელევიზიით...ნუ სირცხვილია რა :(...ცივილური
სასტავი რომ ყოფილიყო კიდე გავჩუმდებოდი :)"
ამ "ცივილური სასტავების"
ჟღერადობამ (ნუ!) მომხიბლა და თავისთავად გარითმული "Comment"–ი დამაწერინა
დღე დგება და გზას კეტავენ....
გზას – ცუდებით, გზას – ავებით,
პახმელიით ალეწილ და სიფათგაუპარსავებით,
ვერ დავდივართ დაქალებთან, ამ ერთ ადგილს რას დავებით,
ვერც შარდენზე ვეღარ ვტკბებით
შოუ–ბიზნეს–ვარსკვლავებით,
მოვწყდით პრეზენტაციებს
და გვიბნელებენ ცას სვავებით
(ნუ, ეს "სვავი"...
ნუ, ჩიტია – ვიცი მათგან განსხვავებით)
ნუ, ვაიმე... სი–ენ–ენი
სხვებს აჩვენებს დახვავებით...
ნუ, რა არის... ევროპა
ვართ! –. რად ვაბრმავებთ ხალხს "შავებით";
ნუ, ეს პიარ–ტექნოლოჯი
არ გვქვს?! ნუთუ თავს გავედით –
ემერიქა დაგვინახავს კვლავ
"გურჯული წკავწკავებით"...
ნუ... არ ვიცი! ღმერთს
შევთხოვოთ – შევეკედლოთ ცას თავებით,
რომ ჯორჯია გაამრავლოს
ცივილური სასტავებით.
01.06.2011 – დავიბადე 1956 წელს, თბილისში, მშობლები არ იყვნენ სკკპ–ს წევრები და არც შემდეგ
ყოფილან; ჩემი დაბადება მათი დამსახურებაა, საბჭოთა ეპოქა დასაბადებლად მე არ ამირჩევია.
– 1960 წელს ჩუმად მომნათლეს,
თუმცა ამ ფაქტმა ჩემგან ეკლესიური ადამიანი ვერ შექმნა
– 1963 წელს შემიყვანეს
სკოლაში, იმავე წლის 5 დეკემბერს დასვენების დღე რომ იყო და "კონსტიტუციის დღე"
რომ ერქვა, ჩემს კითხვაზე, თუ რა არის კონსტიტუცია, ვერც ოჯახში და ვერც უბანში პასუხი
ვერავინ გამცა.
– ანბანის შესწავლა რომ
დავამთავრეთ, გულზე ხუთქიმიანი ვარსკვლავი დაგვაბნიეს ყველას ოქროსთმიანი ხუჭუჭა ბიჭის
სახით და გვითხრეს – "ოქტომბრელები" ხართო. ოქტომბერი მაშინ მე წელიწადის
თვე ვიცოდი და სანამ სსრკ–ს ისტორია არ გვასწავლეს, ვერ მივხვდი, თუ რა კავშირში იყო
ნოემბერში აღნიშვნადი რევოლუცია და მისი ბელადი "ოქტომბერთან"
– (პირველი ცოდვა) პიონერების
რიგში მიგვიღეს მეოთხე კლასში, ავლაბრის არალეგალურ სტამბაში და იქ რატომღაც ე.წ. მედაფდაფე
არ გამოცხადდა და ე.წ. პიონერული ხაზის ჩატარებას ვერ ახერხებდნენ – "მე ვიცი–მეთქი
დოლზე დაკვრა, მასწ!" – ვთქვი და მას შემდეგ 4 წელი ყველა "ხაზზე" ვაბრახუნებდი....
ალბათ, ამ დამსახურების გამო, კლასის პიონერული რაზმის ერთ–ერთი რგოლის ხელმძღვანელად
დამნიშნეს.
– (მეორე ცოდვა) მერვე
კლასში რომ ვიყავით, ასე თუ ისე კარგი მოსწავლეები, კომკავშირის რაიკომში წაგვიყვანეს
და გამოგვცადეს რა იმაში, რომ ვიცოდით "დედა რომელია', კომკავშირის წევრებად გვაქციეს,
თუმცა ნიშანი ნამდვილად არ მიტარებია. არსებობოს კლასის ფოტოები და შემოძლია წარმოვადგინო.
– (მესამე ცოდვა) უნივერსიტეტში
რომ ჩავირიცხე, ჩემმა ძმამ (ის სკკპ–ს წევრი გახდა ოკუპანტების ჯარში სავალდებულო სამსახურის
გავლის დროს 1964–67 წლებში) დამიწყო ჩიჩინი – თუ გინდა, რომ რამეს მიაღწიო, კომკავშირში
უნდა დაიწყოო ჩალიჩი – და ჩემს დაუკითხავად ასეთი "შტუკა" გამიკეთა. ფაკულტეტის
კომკავშირის მდივანი, მეხუთეკურსელი ნოშრევან ჯიშკარიანი (ღმერთმა აცხონოს! ახალგაზრდა
გარდაიცვალა, კარგი ბიჭი იყო....) ჩემი ძმის
სიმამრის მდგმური იყო და ამ ჩემმა ძმამ და მისმა სიმამრმა გამიჩალიჩეს ის. რომ კურსის
პირველივე კომკავშირულ კრებაზე ნოშრევანმა მე კურსბიუროს მდივნის თანამდებობაზე დამასახელა
და დამნიშნა კიდეც... ეს იყო ჩემი კომკავშირულ–კომუნისტური კარიერის მწვერვალი. ერთი
წლის შემდეგ არაფრისკეთების გამო გამათავისუფლეს და დიდმა კაცმა და დიდმა მეცნიერმა
კოტე ფაღავამ ყვირილით გამომისტუმრა ფაკულტეტის კომკავშირის კრებიდან უმაქნისობის და
სიბრიყვის გამო.... მადლობა ღმერთს, მეორე კურსიდან აღარ ვიყავი მდივანი და სულ მალე
მე ბატონი კოტეს საყვარელი სტუდენტი გავხდი და მეც ძალიან მიყვარდა ეს დიდებული ადამიანი.
– 1981–83 წლებში ვმსახურობდი
ავღანეთში სამხედრო თარჯიმნად, მაძალებდნენ სკკპ წევრობას, მაგრამ არ შევედი მათს როგებში
და 1983 წელს ასაკის შესაბამისად კომკავშირიც და სამხედრო სამსახურიც ერთად დავტოვე....
– 1983 წლის სექტემბერ–ოქტომბერში
ორი თვე ვმუშაობდი კომკავშირული ქალაქის ბორის ძნელაძის პასუხისმგებელ აღმსრულებლად
(მზია რაჟდენოვნასთან), იქ მე განათება–გათბობა–კეთილმოწყობის საქმეები მევალებოდა.
– ამით დასრულდა ჩემი
"პოლიტიკური კარიერა"
...მე ყველაფერი ვაღიარე,
ახლა "ეს თქვენი რუმბივით გასიებული ფალავანი გინდათ შაიტანეთ და გინდათ გამაიტანეთ"
(ციტატა ფილმ "ბაში–აჩუკი"–დან... არ იფიქროთ, რომ ამ ფრაზაში "ფალავანი"
რაიმე სემიოტიკური წიაღსვლაა... "ფაჰლავან" სპარსული სიტყვაა და "ვ
ეტომ გასტინიცე ია დერექტორ").
04.06.2011 - სადღაც მე–6–7 კლასში ვიყავით, 60–იანი წლების მიწურულს.... ქართულის მასწავლებელი
გვყავდა ძალიან საინტერესო პიროვნება და,, ახლა რომ იტყვიან, ოდიოზური პიროვნება –
ალექსანდრე ჯობაძე.... და ერთხელ თქვა – ამერიკაში ტელევიზორს Ящик для дураков ჰქვია–ო....
მაშინ ძალიან გამიკვირდა, ახლა კი ვხვდები, მართალი იყო ჩემი სეხნია და მასწავლებელი.
05.06.2011 – ..ისე არიან აღგზნებულნი შერონ სტოუნის ჩამოსვლით, როგორც იმ პროვინციული ქალაქის
მკვიდრნი, სადაც გოგოლმა ოდესღაც ხლესტაკოვი ჩაიყვანა.... ვაი და ჰოლივუდელ "შორენას"
სააბაზანოში დადებული ლოსიონის სურნელება ანდა ღონისძიებაზე სხეულის განსათავსებელი
სკამის სიფაფუკე არ მოეწონოს! – მერე რა გვეშველება?!
ერთი ძველი ანეკდოტი გამახსენდა
სოფი ლორენზე (თუ ჯინა ლოლობრიჯიდაზე.... მნიშვნელობა არ აქვს).
ერთხელაც ჩამოვიდა სოფი
ლორენი თბილისში და ქართველებთან ისურვა გაცნობა – "ჩემი კარი ყველასთვის ღიააო!"
ჰოდა, მივიდა მასთან თბილისელი გურამა (თუ გინდათ, ჯემალა იყოს... მნიშვნელობა არ აქვს).
მივიდა და უძვირფასესი ბეჭედი მიართვა – "ეს ჩემგან საჩუქრად გქონდესო, სოფო!"
(ამ ბეჭდის შესაძენად კი მთელი თავისი მოდგმა–ჯიშის სახლი და კარი გაყიდა).
– "გრაციას (თუ თენქ
იუ.... მნიშვნელობა არ აქვს) უთხრა სოფიმ გურამას და ჰკითხა – როგორ გადაგიხადოო მადლობა
და ისე გაიპრანჭა, თითქოს მართლა არ დაინანებდა არაფერს იმ თბილისელი კაცისთვის.
– არაფერი არ მინდა –
უთხრა გურამამ – მარტო იმას გთხოვ, წასვლისას, სანამ თვითმფრინავში შეხვალ, ჩემსკენ
გამოიხედე და ხელი დამიქნიე–ო
– მაგაზე როგორ გაწყენინებო,
სინიორ გურამ ("კაცო"–ს ვერ ეტყოდა, ეს სიტყვა იტალიურად ცუდად ჟღერს).
...დადგა სოფის გამგზავრების
დღეც, ავიდა ტრაპზე, შემობრუნდა ხალხისკენ და უცებ გაახსენდა გურამას თხოვნა და მოძებნა
იგი თვალებითაც და ღიმილითაც და დაუძახა – "არრრრივედერჩი, გურამ!"
გურამამ მიმოიხედა და
ერთი–ორი თავისი მეზობლის გასაგონად "უპასუხა" სოფის – Уезжай,
уезжай.... надоела!
....დარწმუნებული ვარ,
შერონ სტოუნის გამგზავრების შემდეგ ასე დაიწყებს ვიზიტის განსჯას წარმატებული ნაწილი
ჩვენი საზოგადოებისა ("ჩვენი წარამატებული საზოგადოების ნაწილი" შეცდომა
იქნება არა მარტო გრამატიკულად): "ა) ჩემსკენ სამჯერ გამოიხედა.... ბ) მე ორჯერ
გამიღიმა.... გ) გვერდით რომ გამიარა, ვითომ შემთხვევით შემეხო?!.... დ) ჩემი გამომცხვარი
ხაჭაპური ძალიან მოეწონა...
ვასო გოძიაშვილი
"რევიზორში" ხლესტაკოვს რომ თამაშობდა, ასეთი იმპროვიზაცია ჰქონდა:
....ხშირად ვხვდები ხოლმე
პუშკინს და ვეკითხები – სხვა როგორა ხარ, ძმაო პუშკინ? – და ისიც მპასუხობს – ისეო
რა.... ვარო.... ისეო...
ალბათ, ჰოლივუდის ყველაზე
ჭკვიან ვარსკვლავსაც ჰკითხავენ ამერიკაში – სხვა რა მოგეწონა, დაო შარონ, ჯორჯიაში?
შესაძლოა, მავანმა ტელევიზიამ
შარონის სავარაუდო პასუხის პათოსიც გვამცნოს.... ოღონდ მოდელირებულად.
15.06.2011 - ჩემი შვილიშვილი (ბატონი დავითი), მამამისმა (ბატონმა ლევანმა) წვიმის და ჭექა–ქუხილის
დროს ფანჯარასთან მიიყვანა, რომ ბუნების მოვლენები ეჩვენებინა. უცებ გაიელვა:
ბ–ნი ლევანი:
"ეს არის ელვა... დაინახე?"
ბ–ნი დავითი: "დავინახე!"
ბ–ნი ლევანი: "რა
დაინახე?"
ბ–ნი დავითი: "ე. ლევან!... სურათი გადამიღეს!"
19.07.2011 - მავანი ჟურნალისტი ამბობს: "ვკითხულობ ნიუსებს" – ო.
– აბა, ახლა დაუკვირდით – რა არის "ნიუსი"?
– თუ ჟურნალისტის ლოგიკას
დავუჯერებთ, ეს ზოგადად "სიაახლეები, ახალი ამბებია", რადგან ნიუს–ზე ქართული
ენის მრავლობითი რიცხვის მაწარმოებელი "–ებ" არის დართული – "ნიუს–ებ–ი"
– ახლა ინგლისური ენის
მცოდნეებს ვკითხოთ – 'ნიუს" უკვე არის თუ არა მრავლობით რიცხვში? – დიახ, არისო.....
– მპასუხობს ლამის მთელი "ფეისბუქი": new (ახალი) + s (ინგლ. ენის მრ. რიცხ.
ნიშანი) = news
– რა გამოვიდა?
– news+ები – ორმაგი მრავლობითი.
ერთი ნაბიჯით უკან დავიხიოთ:
გავიხსენოთ საბჭოთა კავშირი
თავისი რუსული ენით: (მხ.რიცხ) новость (მრ.რიცხ.)
новости
ე.წ. "წითელი ინტელიგენტიც"
კი არ იტყოდა ასე: "ვკითხულობ ნოვოსტიებს"–ო
კიდევ ერთი ნაბიჯი უკან:
სპარსულად (არაბულად)
ამბავი არის: (მხ.რიცხ) "ხაბარ" – (მრ.რიცხ.) "ახბარ"
შეგხვედრიათ თუნდაც თეიმურაზ
პირველთან ასეთი გამოთქმა – "ვკითხულობ ახბარებს"?
მაშ, ახლა რატომ გადარია ამ თავისუფალი საქართველოს
მოქალაქეები ინგლისურმა კოკობზიკობამ?!
* * *
– ძალიან მტკივნეული დღეა
საქართველოში – ადამიანები შეეწირნენ სტიქიას....
– ამინდი და კლიმატიც
გადაირია, თუ რა არის ეს ამდენი უბედურება?!
– აზერბაიჯანიდან მოვდიოდი
საქართველოსკენ.... 490 კმ მზე ჩახჩახებდა და იწვოდა ყველაფერი... როგორც კი წითელ
ხიდს მოვუახლოვდით, დასცხო წვიმამ და თქეშმა... გაგიჟდები, აბა, რა მოგივა?!
– ესეც თქვენ "ნიუსი"
ჩემგან.
29.07.2011 – აი, ეს ვიდეოკლიპი ვნახე და ანეკდოტი გამახსენდა:
http://www.youtube.com/watch?v=8r5mQZDCjRM&feature=share
მიხოს საყვარელი ჰყავს,
მარომაც იცის ეს, მაგრამ არ იმჩნევენ – ვითომც არაფერი....
მოვიდა ერთხელ მიხო სახლში
პომადიანი და:
– მარო, გახსომს პამადა
რე გესო და რო მაკოცე?
– მახსომს, მიხო, მახსომს...
...და ჩაიარა ამ ამბავმა.
მეორედ მიხო დაბრუნდა
სახლში და ქალის სუნამოთია აქოთებული:
– უი, ქა.... ჩემი დუხი
მთელი დღე როგორ შაგრჩა უბეზედა?! – "გაიოცა" მარომ.
– შამრჩა, ჰო... შამრჩა
– ეს ამბავიც გადააგორეს ცოლმა და ქმარმა.
მესამედ, შუაღამისას რომ
დაბრუნდა მიხო და დილით რომ გაიღვიძეს და მარომ ქმრის ტანზე უცხო ქალის ნიფხავ–პერანგი
რომ დაინახა, ცოტა არი იყოს და – შაცბა....
– მიხო?!!
– ჰა!
– მიხო?!
– ჰა–მეთქი.... (ხანგრძლივი
პაუზა)
– მიხო... მიხო....
– ჰა, ქალო, მაიფიქრე
დროზე რამე, თორე დაგვენგრა ოჯახი!
მეც ამას ვამბობ: მოიფიქრეთ
რამე დროზე ექსპერტებმა პარლამენტის პულტებთან დაკავშირებით, თორემ დაგვენგრა დემოკრატია.
30.07.2011 - იუმორის მნიშვნელობა ანუ იუმორი გრძნობის
ქონა–არქონა და ამ ფაქტორის ზეგავლენა ურთიერთობებზე:
ა) იუმორის გრძნობა არ
აქვს არც ქალს და არც კაცს:
ასეთი წყვილები შეიძლება
ცხოვრობენ ერთად დიდხანს და ჰყავთ ბევრი შვილები, მაგრამ ეს არის მხოლოდ სოციალურ–ფიზილოგიური
მოვალეობის მოხდა და არა ურთიერთობა.
ბ) იუმორის გრძნობა აქვს
ქალსაც და კაცსაც
ფანტასტიური, ფეერიული
სასიყვარულო ურთიერთობა, ზოგჯერ ლეგენდად ქცეული.... მაგრამ ძალიან მცირე ხანგრძლივობის
და იშვიათად შთამომავლობაში ასახული.... მოგონება რჩება კარგი, მაგრამ მიმდინარე პროცესებში
ერთმანეთი სძულთ.
გ) იუმორის გრძნობა აქვს ქალს და არ აქვს კაცს
რაიმე ურთიერთობაზე ლაპარაკიც
კი ზედმეტია... და თუ მოხდა დაკავშირება, დამყარდება სრული მატრიარქატი.... ერთმანეთის
გაძლებაზე.
დ) იუმორის გრძნობა არ
აქვს ქალს და აქვს კაცს
ღმერთმა დიდხანს და სიამტკბილობით
გაცხოვროთ ერთად დიდხანს! გააბედნიერეთ საკუთარი თავიც და ყველა ახლობელიც თქვენი არსებობით.
29.09.2011 - ...ზოგიერთი მწერლის შემოქმედება, იცით, რას მაგონებს? – აი, ბუხარს რომ ამოაშენებენ,
კარგად რომ მილეს–მოლესავენ და მოაპირკეთებენ, რამე "ევრაპეისკი" ორნამენტებს
რომ გაუკეთებენ; მერე ბუხრის თავზე გარდაცვლილი თუ გარდასაცვლელი წინაპრების ფოტოებსაც
რომ დაკიდებენ, სადმე კუთხეში ვინმე მხატვრის სურათსაც რომ ჩამოაკონწიალებენ და გონებაში
გაიმზადებენ ფრაზას – "ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული მხატვარიაო" – იმ
შემთხვევისთვის, თუ ამ სურათს ვინმე შენიშნავს; მერე ნათესავებს, ახლობლებს, თანამშრომლებს,
კოლეგებს, ძმაკაცებს თუ, რა ვიცი კიდევ ვის, რომ დაპატიჟებენ, შეშასაც რომ დაახვევებენ,
სამწვადესაც და კეცებსაც და ჰა!... მზად არის ბუხარი პრეზენტაციისთვის და ააბრიალებენ
ცეცხლს რომელიმე სტინგის ან იგლესისას მოგუდული სიმღერის ფონზე და.... რად გინდა რა?!
– კვამლი უკან გამოდის ოთახში და ზემოთ ჩამოთვლილი გაპიწკინებული სტუმრები იხრჩობიან
ხველებით და ბრმავდებიან ბოლით....
რატომ?
იმიტომ, რომ "წევა"
არა აქვს...
ჰოდა, ამ მწერლების ნაწარმოებებსაც
არ გააჩნიათ "წევა" (შინაურობაში იტყვიან – "ტიაგაო")
ამ დროს სადღაც სოფელში
ჩაშავებულ–გამჭვარტლული, აგურებჩამოცვენილი ბუხარი ისე გიზგიზებს და ისე ათბობს და
ისეთ მწვადს წვავს, რომ შენი მოწონებული...
ესე იგი რა? (წავედი სამუშაოდ,
თქვენ კი გისურვებთ მუდამ "წევა" ჰქონდეს თქვენს ცხოვრებას).
18.10.2011 - მთელი კვირა ველოდებოდი ხოლმე "ჯეოსტარს" და ახლა მესამე მომღერლის
მერე გამოვრთე ტელევიზორი.... ნუთუ აქედანაც ინგლისურის სწავლებაა განზრახული და სხვა
აღარაფერი?!
19.10.2011 - ის ლექსი და სიმღуრა რომაა – "სხვა საქართველო სად არის"–ო – ზოგჯერ
მგონია, რომ ახლა სწორედ იმ სხვა საქართველოში ვცხოვრობ, როცა ასეთ რამეებს იკვლევენ
და ამტკიცებენ პრესაში:
"ამჟამად გურიაში
არანაირი საბაყაყე მეურნეობა არ ფუნქციონირებს"
06.11.2011 – "მრუდე სარკეების ქვეყანაში" ვცხოვრობთ:
ა) "დემოკრატები",
რომლებიც 25–35 წლის წინ სკკპ–სსრკ–ს ერთგული მიმდევრები იქნებოდნენ და "კომუნისტობას"
ვერავინ დაასწრებდა, ახლა ყველანაირი ხერხებით და სიტყვებით ცდილობენ "საბჭოთა
კავშირის" გალანძღვას.
ბ) "სასულიერო პირები",
რომლებიც 25–35 წლის წინ თავად იყვნენ გალანძღულნი სკკპ–სსრკ–ს მიერ, ახლა ამბობენ
– საბჭოთა კავშირმა გადაგვარჩინა ზნეობრივი დაცემისგანო.
....ერთი ასეთი
"მრუდე სარკე" ჩემთვისაც დაედგა იმ დალოცვილ ღმერთს, რა იქნებოდა?!
26.11.2011 - როგორც ვრწმუნდები, ეს ძეგლომანია და თითხნომანია მთელ მსოფლიოზე მოდებული სენია...
ისეთი შთაბეჭდილება რჩება,
რომ ბელადების და ლოზუნგების ეპოქის გადავლის შემდეგ, ადამიანები ცარიელ სივრცეებს
და კვარცხლბეკებს ვერ ეგუებიან და დგამენ იქ ათასგვარ სისულელეს და ნაირგვარ ფასადებს
თხაპნიან ჭრელაჭრული ფერებით (მიკლუხო მაკლაიმ ასეთი "ფერებით" მოიგო პაპუასების
გული, განა სხვა რამ გამოიყენა).
ეპოქა მოკვდა, იქიდან
მოსული ადამიანები კი ვერ ელევიან იმ ეპოქის წესებს და მოთხოვნებს, უბრალოდ ფორმა შეიცვალა,
ქმედება კი ისეთივეა, როგორიც პირწავარნილ ბელადომანებს ახასიათებდათ და ახასიათებთ.
როცა კვარცხლბეკზე მოსპობ
"მოღვაწეს",
ნუ ტოვებ იმის ნაცვამ
"შლოპანცებს".
27.11.2011 - რა ბედნიერი დღე გათენდა!
პოლიტიკური სტატუსები
პრაქტიკულად ნულამდე დავიდე და ყველგან ჩანს თოვლი.... თოვლი და... თოვლი.
ნეტავი ასეთი დღეები
(ხან თოვლით... ხან იასამნებით... ხანაც მანდარინებით, ვა!) წელიწადში 360 მაინც იყოს
და ეს ბინძური პოლიტიკი აღარავის აღელვებდეს.
არადა, აქ ერთ–ორი ისეთი
ადამიანია, 24 კი არა ,დღე–ღამეში 27,5 საათი პოლიტიკაზე ფიქრობს და წერს.... ან როგორ
არა ჰბეზრდებათ?!
30.11.2011 - გაკვეთილის გეგმა თანამედროვე სკოლაში
(ინტერნეტში თავად დებენ, ამიტომაც ვაძლევ თავს უფლებას, რომ საჯაროდ ვიმსჯელო მის
შესახებ):
"გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო
მენეჯმენტი" (ამ მენეჯმენტისთვის (!!!) თურმე მასწავლებელს სჭირდება):
დამჭირდება: 1. კომუნიკაციის
უნარების კარგად ფლობა. 2. ძალდატანების გარეშე კლასის მართვა.3. მთელი კლასის ჩართულობა.4.
განსხვავებული აზრის გათვალისწინება.5. კითხვების სწორად დასმა.
დემოკრატიის იდილიაა!..
მაგრამ "კომუნიკაციის უნარებმა" მაინც მეტისმეტად მომხიბლა... კულმინაცია
(აპოთეოზი!) კი არის ეს ფრაზა:"გონებრივი იერიშისათვის დავსვამ კითხვას: რას ნიშნავს
პატიოსანი მტრები?"
ვერ გავიგე – რატომ მიაქვს
იერიში, და თანაც გონებრივი (!), ამ მენეჯმენტურად განსწავლულ მასწავლებელს მოსწავლეებზე?
რას ერჩის საწყალ მეხუთეკლასელებს?
არადა, გაკვეთილის თემაა
– "ილია ჭავჭავაძის ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი, II ნაწილი."
ვაი, საწყალო ნიკოლოზ!
2012 წელი
03.01.2012 – პარტიის შექმნის იდეა თუ გაგიჩნდათ ვინმეს აქ, ამ "ფეისბუქში" და თუ სახელის დარქმევა გაგიჭირდათ, რადგან (რამეთუ!) ქრისტიან–დემოკრატები უკვე არიან, სოციალ–დემოკრატებიც არიან, ეროვნული დემოკრატები ხომ არიან და არიან, თავისუფალი დემოკრეტებიც იკრებენ ძალას, ნაირნაირი დემოკრატიული მოძრაობები და (დემო)ამოსუნთქვა–(დემო)ჩასუნთქვებიც უკვე მოასწრეს და დაირქვეს.... ვეჭვობ, სადმე პროვინციაში დემოკრატიული საძმოებიც იყოს შემორჩენილი....ჰოდა, სხვა რა დარჩება ფეისბუქის მომხმარებელთათვის?! მოდი და ჩვენ ინტერნეტ–დემოკრატები ვიყოთ!
გახსოვთ სიმღერა – მოდი და ერთად ვიაროთ, ქვეყანა შემოვიაროთ....
ვინც თანახმაა, დამილაქოს.
05.01.2012 ...გუშინ რაღაც მულტფილმს აჩვენებდნენ ბავშვებს ქართულად გახმოვანებულს და პატარა ბიჭმა უთხრა დინოზავრის მაგვარ არსებას – "კონცენტრირდი... კონცენტრირდი..."; საინტერესოა, ამ მულტფილის ქართულად გამხმოვანებელი ადამიანები თავის ოჯახში თუ მეგობართა წრეში ერთმანეთს ასე მიმართავენ – კონცენტრირდი, შვილო (ძმაო... დაქალო.... მეგობარო)?! თუ მხოლოდ იმ ბავშვებს ასწავლიან ასე მეტყველებას, ვინც მათს მიერ გახმოვანებულ ფილმებს უყურებს? მერე იტყვიან – რუსეთი და რუსული უნდა ამოვძირკვოთო ქართული სინამდვილიდან, არადა ეს "კონცენტრირდი" სხვა არაფერია, თუ არა რუსებისათვის მისაღები (ეს მათი პრობლემაა) Сконцентрируйся.... იქნებ ინგლისელთა თუ ამერიკელთა მეტყველებაში მოუსმენიათ (ვისკენაც მთელი მონდომებით გვექაჩებიან) ასეთი ფრაზა – Be concentrated, my friend... არ ვიცი, ვერ გავიგე! – რა უნდათ ან ჩვენგან, ან ჩვენი შვილებისგან, ან ქართული ენისგან?! – რას გვერჩიან?!
* * *
ერთი ქართველი გივი ჯარში მსახურობდა და სურვილი გაუჩნდა, რომ დედას მორიგი ფოტო გაუგზავნოს... ჰოდა, ფოტოგრაფმა ჰკითხა (მერე ის, მგონი, ჟურნალისტი გახდა):
– როგორ გადაგიღო, გივი? – ხის წინ, ხის გვერდით თუ ხეზეო?
გივიმ უპასუხა: – არა, ეგ ყველაფერი უკვე იყო, ახლა ხის უკან დავდგები და ისე გადამიღეო.
ფოტოგრაფი: – ხის უკან?!
გივი: – ჰო, ხის უკან დავდგები, დედაჩემი დახედავს ფოტოს და იტყვის – სადა ხარ, ჩემო საყვარელო გივი?! – და ამ დროს მე გამოვვარდები ხის უკნიდან და დავიძახებ – აქა ვარ, დედი! ხომ მაგარია?
...აი, ამ ჩვენს პოლიტიკოსებსაც ვურჩევდი, ფროებით "ხის უკან" დაიმალნონ, რადგან ხის წინაც, გვერდითაც და ხეზეც უკვე იმდენჯერ ვნახეთ, რომ თავი მოგვაბეზრეს ნამეტანი... იდგნენ "ხის უკან", აკეთონ კეთილი საქმეები და არჩევნების დრო რომ მოვა და რომ ვიკითხავთ – სად არიან ჩვენი საყვარელი პოლიტიკოსები?! – უცებ გამოვარდნენ ყველა ერთად და დაიძახონ – აქა ვართ, თქვენი ჭირიმე! – და ჩვენც მივცემთ ხმას ასე მონატრებულებს და სასურველებს.
...ცხოვრების გამოცდილებამ გვაჩვენებს, რომ გამუდმებით წინ დგომა და თვალწინ პროწიალი, მობეზრების და გაღიზიანების მეტს არაფერს იწვევს... და კიდევ: არის ასეთი სპარსული ანდაზა – "ბრიყვის წამალი დუმილია"–ო
გმადლობთ ყურადღებისთვის!
P.S. ჟურნალისტი გახდა გივი და არა ფოტოგრაფი.
10.01.2012 - ისტორიკოსთა, მწერალთა თუ პუბლიცისტთა მიერ წარსულის წარმოჩენა აღმატებული, იდეალური და გაზვიადებული შტრიხებით ისეთივე უზნეობა და დანაშაულია, როგორც აწმყოს გაყალბება ჟურნალისტებად წოდებული სუბიექტების მხრივ და უსაფუძვლო დაპირებებით ცრუ მომავლის ხატვა პოლიტიკოსთა წინასაარჩევნო კამპანიებში.... ერთსაც, მეორესაც და მესამესაც გააჩნია მხოლოდ ერთი სარგებელი, რაც "სადღეგრძელოებში" აისახება და სხვაგან არსად, ზიანი კი ხასიათდება ბევრად უფრო მეტი ნიუანსით და საბოლოოდ ერთ ფორმულაში იყრის თავს – "მე სხვაზე კარგი ვარ" (ყველა თავისი ამორალური შედეგით).
13.01.2012 - ...ნუ ნერვიულობთ, ეს "რეპი" და მასთან დაკავშირებული ყველა ვნებათაღელვა, დროებითი და წარმავალია და გამოწვეულია მხოლოდ იმით, რომ ცუდი მომღერლები შურს იძიებენ ნამდვილ მუსიკაზე... მეტი არაფერი... ისევე როგორც ე.წ. "ვერლიბრი" უსწორებს ანგარიშებს დიდ პოეზიას... პერმანენტულად.
დღეს ძალიან შემოვიდა მოდაში ე.წ. უცენზურო სიტყვების საჯაროდ თქმა და არა მარტო თქმა, არამედ ე.წ. ვიზუალური პროდუქციის შექმნა და ყველას საყურადღებოდ განთავსება ინტერნეტში (You tube და მის ჯანი!....); თავი დავანებოთ იმას, რომ ეს არის არასასიამოვნო, უხამსი, არაეთიკური, ამორალური და ა.შ. ყველაფერი ეს ვნახეთ, გავიგეთ და განვიცადეთ... სიტყვა "მოდა" (მასში შესვლა–გასვლა) ტყუილად არ მიხსენებია ზემოთ 14.01.2012 - დიახ, დღეს სითამამე მოდაშია და ითვლება, რომ ვინც თამამია, ის არის ეპოქის თანამედროვე და შესაბამისად პროგრესული... რა ვიცი, შეიძლება ვინმესთვის არის კიდეც საინტერესო ის, თუ როგორ მოხდენილად ამბობს პატარა გოგონა ამა თუ იმ სკაბრეზულ ფრაზას ან თუნდაც მხოლოდ სიტყვას, ან როგორ სახალხოდ და თამამად იგინება (არცთუ დიდი იმპროვიზაციით) მავანი ჭაბუკი, მაგრამ ზოგადად ეს ყველაფერი არის მხოლოდდამხოლოდ სურვილი იმისა, რომ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ... მეტი არაფერი. ჰოდა, თქცენც, პატივცემულო მორალისტებო, ვინც ასე ღიზიანდებით მსგავსი მოვლენებით, ნურავითარ ყურადღებას ნუ მიაქცევთ და ამგვარი მდარე და უნიჭო მოვლენები თავისთავად გაქრება....
საოცარია! – ლამაზ, სასიამოვნო, ზნეობრივ, ნიჭიერებით სავსე და ყველანაირად დადებით ცნებას თუ საგანს რომ შექმნის ხოლმე ვინმე, ამის შესახებ გაკვრით თუ იტყვიან რამეს.... არადა, საკმარისია ვინმე ბრიყვმა თუ უზრდელმა რაღაც დააბრეხვოს და აჩოჩქოლდება მთელი "ზნეობრივი არმია" და გაივსება თუნდაც "ფეისბუქის" კედლები ნაირ–ნაირი აზრებითა და შეფასებებით...
დაანებეთ თავი – ყბედი რამ მოღალა და მუნჯმაო... – არ მიაქცევთ ყურადღებას და აღარც გაგაღიზიანებენ თავისი საქციელით, ისინი თქვენი ყურადღებით საზრდოობენ.
14.01.2012 - ახლა მოვკარი ყური, ტელევიზიის რომელიღაც არხზე ლადო ასათიანზეა გადაცემა და გავიგონე სიტყვები მისი წერილიდან, რომელიც მირზა გელოვანისთვის მიუწერია – "ძმაო, მირზა, დავდივარი უფულო და უმუშევარიო თბილისის ქუჩებში"...
არადა, წუთით წარმოიდგინეთ, იმ 30–იანი წლების მიწურულს რამდენი ნაძირალა იყო მიტმასნებული კომპარტიას თუ ზოგადად საბჭოთა ხელისუფლებას და ამის წყალობით გაფუფუნებულ–გაფოფინებული ცხოვრება ჰქონდა...
ლადოს კი უფულობა–უმუშევრობამ მოუღო ბოლო, მირზა ომში დაიღუპა...
01.04.2012 – ამ ჩვენი ხალხის ერთ ნაწილს თუ ყველაფერი უცხო და უცხოური უკარგავს სიმშვიდეს და მოსვენებას, მეორენი (იქნებ როგორც სანაცვლოს... ანუ ალტერნატიულს...) უკიდურესად ეროვნულს და (აპაპაპაპაპა! – როგორც მათ ჰგონიათ!) მხოლოდ ქართულს აღიარებენ... არადა, ამ ჯიბრსა და პაექრობაში ერთნიცა და მეორენიც ისეთი გადაპრანჭულები ხდებიან, რომ ბეკინა სამანიშვილი მოგონილია მათთან... ბეკინამ სიბერეში ერთი "ცოდვისშვილი" მაინც შექმნა, ამათ კი (პირველებმაც და მეორეებმაც) არ მგონია რაიმე ფასეული დატოვონ საშთამომავლოდ... საკუთარ ჭიას კი გვარიანად ახარებენ, ღმერთმანი!
07.04.2012 – ....ის, რაც დღეს ხდება საქართველოში, არის ძალიან და ძალიან დროებითი და მალე უკვალოდ გაქრება!
...ის თაობა, რომელსაც კომუნისტობის დროს "აკრძალული ხილის" სინდრომი გამოუმუშავდა, გაოგნებული დაეწაფა "თავისუფლებას" და ამიტომაცა, რომ ახლა უყვართ და აღმერთებენ იმას, რასაც ადრე კრძალავდნენ. ამ ხალხს ამოძრავებს ერთი ქვეცნობიერი სტიმული – "კარგია ის, რასაც მიკრძალავენ".... მალე ახალი თაობა გაიზარებს ყველაფერს ისე, როგორც სინამდვილეში არის, და გონებას აღარავინ დაიბნელებს ნაირგვარი მიმბაძველობებით და მოძღვრებებით... და ამუშავდება მეორე ფაქტორიც – "ცუდია ის, რასაც მაძალებენ".... ასეთია ლოღიკა! – და მას ვერსად გაექცევი.
14.04.2012 – – არ არისო ეს "პასკა" ქართული წარმონაქმნი... არც სიტყვააო ქართული და არც ნამცხვარი....
– რუსულის გაგონება რომ არ გინდათ, მხოლოდ "უპრიანულ–ეროვნულს" რომ ეძალებით, მაშინ არც ეს "პასკა" უნდა გინდოდეთ და ძალიან გთხოვთ, ნუ შემაწუხებთ წითელი კვერცხების და პასკების ფოტოებზე "მითაგვით თუ მიშეარებით თუ მილაიქებით".
– ვაჰ!... "ფეისბუქია" თუ პეტრე–პავლეს სასაფლაო?! იქ მინახავს ნააღდგომევს ასეთი "პანორამები" პასკებით და წითელი კვერცხებით...
24.04.2012 – ღმერთის წინაშე უნდა დავაყენო საკითხი სხვა, კიდევ ერთი სიცოცხლის დამატების შესახებ. ეს ერთი სიცოცხლე აღარ ჰყოფნის რეალურ და ვირტუალურ სამყაროებს... ორივეგან ბევრი საქმე გასაკეთებელი და ვერ ვასწრებ. ვაჰ!
ვინც თანახმა ამგვარი მოთხოვნის წაყენების მის წინაშე (გვარს არ დავასახელებ!) მხარი დამიჭიროს...

– ჰარმონიას რომ ვერ ჰპოვებდნენ და რომ იქმნებოდა სადღაც მე–20 საუკუნის დასაწყისში, მუსიკა კი არა, თითქმის კაკოფონია...
– ადამიანურ სახეებს რომ ვერ ხატავდნენ და რომ იქმნებოდა ნაირგვარი "მოდერნისტების" ხელით, ფერწერა კი არა, რაღაც აბსტრაქტულობა...
– კეთილხმოვან რითმებს რომ ვეღარ თხზავდნენ და რომ იწერებოდა და იწერება ათასგვარი "თეთრი" თუ "თავისუფალი" (თითქოს დაჭერილი ჰყავდა ვინმეს) ლექსი....
ეს ყველაფერი თავისი არსით ძალიან ჰგავს ე.წ. ტოტალურ ფეხბურთს, როცა მავანმა თეორიტიკოსმა მწვრთნელმა 10 დიდ ფეხბურთელს დაავალა არა თამაში, არამედ დაუწესა სამოქმედო სქემა (ყველანი წინ.... ყველანი უკან....) და თითქმის დაასამარა ფეხბურთი.
...საბედნიეროდ ყველგან და ყოველთვის, ადრე თუ გვიან აუცილებლად მოდის "მარადონა" და მოაქვს ის იმედი, რომ მშვენიერებაა მარადიული და არა სიმახინჯე!
25.04.2012 – ამერიკიდან ჩამოტანილი გენმოდიფიცირებული სიმინდი ქართველ ქათმებს აჭამეს და კვერცხის დადებისას "კა-კა-კა" -ს ნაცვლად "ოო, მაი გაად" -ს იძახოდნენ თურმე...
26.04.2012 – "სკაიპმა" მოუკლა "მონატრება"–ს ვიზუალური საწყისი... შეიძლება მალე საერთოდ მოკლას და მერე რა ეშველება ამდენ პოეტს?! ისედაც ვეღარავის აჯერებენ საკუთარ გულწრფელობაში და მერე ხომ საერთოდ... ოცნებაც და მონატრებაც მოესპობათ.
27.04.2012 – საშინელებაა ჯიუტ და ჯინიან ადამიანთან ურთიერთობა, რომელიც ყველანაირად, ნებისმიერი საშუალებით ცდილობს საკუთარი თავის გამართლებას და სხვის გამტყუნებას მაშინაც კი, როცა აშკარად დარწმუნებულია, რომ თავად შეცდა... არადა, ასეთ ადამიანებს, როგორც წესი, ჰყავთ მოძღვარი, არიან ეკლესიურები, უყვართ პატრიარქი... იმ ელემენტარულ რელიგიურ (ადამიანურ!) მოთხოვნას კი არაფრისდიდებით არ აცნობიერებენ, რომ უნდა იყვნენ მიმტევებლები.... სიმართლის მოყვარულნი.... მიუშვირონ მეორე ლოყა.... არა! – როგორ ეკადრებათ, რომ ვინმე მათზე ჭკვიანი იყოს... მათზე მეტად ერკვეოდეს ცხოვრებაში! არა და არა! – უნდა გაეჯიბრონ, შეეწინააღმდეგონ, მოუწამლონ ცხოვრება....
მადლობა ღმერთს, რომ აქ მაინც არსებობს დაბლოკვის საშუალება!
30.04.2012 – მე ნაკლებად მაღელვებს რელიგიური წინააღმდეგობა იმ ფაქტისა, რაც მავანი რუსი ოფიცრის სივდილით გახარებას მოჰყვა, თუმცა მიკვირს – რატომ არ იღებენ ხმას "მამანი"? თუ არ ვცდები, მათი ზოგადი სააზროვნო პოსტულატია ეს ფრაზა – გიყვარდეს მტერი შენი, ვითა მოყვასი შენი...
არა, მავანთა რელიგიური დეგრადაცია არ მაინტერესება.... ჩემთვის თვალშისაცემია ეროვნული გადაგვარება:
....მოყმის დედას თავისი დარჩენილი წუთისოფელი უნდა გაეტარებინა ვეფხის და მისი გამზრდელის და მთელი მათი მოდგმის წყევლა–კრულვაში...
...ალუდა ქეთელაურს ხორხოცით და ხარხარით უნდა ეზეიმა მისიკვდილებული და მკლავმოჭრილი მუცალის სიკვდილი....
...ჯოყოლას თავისი ცოლი აღაზა ხმლით უნდა აეკუწა და მისი ხორცები ძაღლისთვის მიეყარა, რადგან ამ ქალმა გაბედა ჩაძაღლებული დუშმანის დატირება....
მერე ვინ რას ასწავლიდით სკოლაში?!
ვინ რა აღფრთოვანებულ სადღეგრძელოებს ეტყოდით ამ "დასავლელ პარტნიორებს"?!
ვინ რა წიგნებს დაწერდით დიდი ქართველების შესახებ?!
ესენი იმასაც ვერასოდეს გაიაზრებენ, რომ იმ მართლაც ამაზრზენმა მტერმა ლებედმა თავისი სიკვდილით (მისდა უნებლიედ!) კიდევ ერთხელ მიაყენა დიდი ზიანი საქართველოს და, ჩვენდა საუბედუროდ, კიდევ ერთხელ გაიმარჯვა.
* * *
– პატივცემულებო!
– მთელ მსოფლიოში არსებობს "ომარ ხაიამის მოყვარულთა კლუბები".
– საქართველოში ამგვარი კლუბის არსებობა მე არ მსმენია.
– არადა, იმსახურებს!
– კლუბი, რა თქმა უნდა, ჯერ "ფეისბუქზე" იარსებებს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ გავცდებით ამ ვირტუალურ სამყაროს და რეალუარადაც გვეყვარება ხაიამიც და ერთმანეთიც.
– ვისაც სურვილი გაქვთ, მობრძანდით! – ამ კლუბში სრული თავისუფლებაა.
– დღეიდან ხაიამის ახალ თარგმანებსაც ამ კლუბის გვერდზე გამოვაქვეყნებ.
– აბა, ჰა – გელოდებით! (თანაც შეიძლება ცოტ–ცოტა სპარსულიც ვისწავლოთ).
17.05.2012 – ნეტავი ვინმემ იცის, როგორ შეიქმნა სიტყვა "სალამური"?* * *
– პატივცემულებო!
– მთელ მსოფლიოში არსებობს "ომარ ხაიამის მოყვარულთა კლუბები".
– საქართველოში ამგვარი კლუბის არსებობა მე არ მსმენია.
– არადა, იმსახურებს!
– კლუბი, რა თქმა უნდა, ჯერ "ფეისბუქზე" იარსებებს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ გავცდებით ამ ვირტუალურ სამყაროს და რეალუარადაც გვეყვარება ხაიამიც და ერთმანეთიც.
– ვისაც სურვილი გაქვთ, მობრძანდით! – ამ კლუბში სრული თავისუფლებაა.
– დღეიდან ხაიამის ახალ თარგმანებსაც ამ კლუბის გვერდზე გამოვაქვეყნებ.
– აბა, ჰა – გელოდებით! (თანაც შეიძლება ცოტ–ცოტა სპარსულიც ვისწავლოთ).
11.05.2012 – რატომღაც ტურიზმით აშენებული ქვეყანა მეძავობით გამოკვებილ შვილებს მაგონებს... თუმცა ორივე შემთხვევაში მიზანი კეთილშობილურია: ქვეყნის გაბრწყინება და მომავალი თაობის გაზრდა.
ალბათ, ასე უნდა დაიშალოს: სა–ლამ–ურ–ი
სა–ურ (თავსართ–ბოლოსართი, მაგალითად სა–თბ–ურ–ი)
ესე იგი ფუძე გამოდის "ლამ".... მერედა რა კავშირშია ეს "ლამ" სტვენასთან და ბერვასთან ან თუნდაც მუსიკალურ ჰანგებთან?
02.06.2012 – ერთი ასეთი ანეკდოტი არსებობს:
ჩვენებური ოსი ჯერ მთაწმინდაზე აიყვანეს, მერე ფუნიკულიორზე და რომ გადმოიხედა იქიდან, სიხარულით შესძახა – "რამხელა ყოფილა საბჭოთა კავშირი"–ო
მეც ასე დამემართა... 4–5 ჰიპერაქტიურ "ფრენდს" დავემშვიდობე და ახლა ლამის ვიყვირო – რა ჭკვიანი და ნიჭიერი მეგობრები მყოლია!!! – ის 4–5 ადამიანი როგორ ახშობდა ყველაფერს?!
04.06.2012 – "მიმინოში" რუბიკ ხაჩიკიანი რომ ამბობს – (ზუსტად არ მახსოვს) ჩემს ქალიშვილს კონცერტზე და რესტორანში არ გავუშვებ, მაგრამ თუ ბიბლიოთეკაში მიიწვია ვინმემ, არ ავუკრძალავო – მეც ასე დამემართა: ერთმა "ძერსკი თუ მოშჩნი" სახელის მქონე სუბიექტმა მეგობრობა შემომთავაზა და უარი ვტკიცე, მაგრამ "ცოდნის სახლთან" დამეგობრებაზე უარი ვერ ვთქვი....
ან "ცოდნას" როგორ ვეტყოდი
უარსა უზრდელისასა,
"ფრენდობა" მთხოვა, დავთანმდი,
ვურჩევდი ძმობა–დისასა...
05.06.2012 – წარსულის ლანძღვა ისევე არ შეიძლება, როგორც მიცვალებულის აუგად მოხსენიება და ისინი, ვინც ყველასათვის საერთო ნამყოს მხოლოდ საკუთარი მყოფადის საკეთილდღეოდ ლანძღავენ, ცუდი... ბრიყვი ადამიანები არიან.
06.06.2012 – ზოგიერთი ისტორიული ხასიათის კითხვა გამიჩნდა და სამომავლო ქართული მიზანსწრაფვის მხარდამჭერებმა და ორიენტაციის საკითხებში კარგად გარკვეულმა ადამიანებმა იქნებ მიპასუხონ; სრულიად გულწრფელად მაინტერესებს, არანაირი ირონიით არ მოგმართავთ არავის, დღემდე მეცნიერულ გამოკვლევებში ზუსტი მინიშნებები და თარიღები არ შემხვედრია და თუ ახლა ვინმემ ეს დაადგინა, გთხოვთ მითხრათ:
ე.წ. "ძველი ქართველები" დაახლოებით რომელ ეპოქამდე არსებობდნენ?
ა) ჩვენს წელთაღიცხვამდე?
ბ) ე.წ. "ოქროს ხანამდე" (დავითისა და თამარის ზეობის წლები იგულისმება)?
გ) რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობამდე?
ეპოქის ასე თუ ისე განსაზღვრის შემდეგ, ალბათ, შევძლებთ გავარკვიოთ, იყვნენ თუ არა "ძველი ქართველები", ვთქვათ:
ვახტანგ გორგასალი
შოთა რუსთველი
სულხან–საბა ორბელიანი
მეფე ერეკლე (პატარა კახი)
...როგორც ჩანს, ილია ჭავჭავაძეს, ვაჟა–ფშაველას, გალაკტიონ ტაბიძეს... არანაირი შანსი არ აქვთ იმისა, რომ "ძველ ქართელთა" სიაში შევიდნენ, შესაბამისად ვერ ვიტყვით, რომ ისინი იყვნენ ზოგადად "დადებითი პიროვნებები", რადგან მათ არ გააჩნდათ ის ეპოქალური ნიშან–თვისებები, რითაც შეეძლოთ მგვანებოდნენ უოლტ უიტმენს ან ჰენრი ლონგფელოს ან მარკ ტვენს ან ჯეკ ლონდონს და ა.შ.
გთხოვთ მიპასუხოთ და გამარკვიოთ, რათა შევძლო ჩემი შვილიშვილები სწორად აღვზარდო და მათ შეძლონ აღიდგინონ ის პიროვნული ატრიბუტები, რითაც "ძველ ქართველებს" (და შესაბამისად ევროპელებს და ამერიკელებს) დაემგვანებიან.
თუმცა ჯერ ანეკდოტი გამახსენდა:
სოსოია ეკითხება: ხატია, მზეს ხედავ?
ხატია: კი, სოსოია, ვხედავ!
სოსოია: მეც ხომ მხედავ?
ხატია: კი, სოსოია, შენც გხედავ!
სოსოია: აბა, მეტი არაა საჭირო!
შინაგანი ხმა: კი მაგრამ, მარტო ხაიამია სპარსული?!
მე: მეტი არაა საჭირო!
11.06.2012 – რა ბედნიერება იყო მაშინ, როცა თითოოროლა ოჯახს ჰქონდა სახლში ფოტოაპარატი... იმ "თითოოროლაში" ერთეულებს აინტერესებდათ ფოტოაპარატის ჩაჩხაკუნება... იმ "ჩამჩხაკუნებლებს" შორის ყველას არ შეეძლო ქაღალდზე ფოტოს დაბეჭდვა (მხოლოდ აჩხაკუნებდა)... ვისაც შეეძლო დაბეჭდვა, კარგი ფოტო იშვიათად გამოსდიოდათ....
რა უბედურებაა – ეს ადამიანი ფოტოაპარატის მწარმოებლებმა ობიექტივში ჩაამონტაჟეს თუ რა?!
"მაყურებელი" გამიგია, "მსმენელი" გამიგია, "მკითხველი" გამიგია .... მაგრამ ამ მოვლენას სახელი ვერ მოვუძებნე – აი, ყველგან რომ ის ჩანს, რა შეიძლება ერქვას?
– ასეთი ბავშვები 1978 წელს აღმოაჩინეს პირველად აშშ–ში (ამერიკის შეერთებულ შტატებში)... აბა, მე ვინ აღმომაჩენდა 1956 წელს, "რესპექტებისგან" მივიწყებულ მეორე აშშ–ში (ავლაბრის შთამბეჭდავ შემოგარენში)?!
– მაგრამ დღეს დავადგინე, რომ ინდიგო ვარ! – ძლივს არ დავისვენე!
– ჩამოთვლილი თვისებებიდან, მგონი, 90%–ზე მეტს ვაკმაყოფილებ.
ზოგიერთი "ჩემი" თვისება ამოვიწერე, სრულად, შეიგიძლიათ, სტატიაში იხილოთ.
• все свои поступки он совершает в соответствии с собственными ощущениями и велениями здравого смысла;
• у него собственный взгляд на окружающий мир.
• очень быстро пресыщается занятиями и концентрируется на чем-то одном, но на очень короткий срок;
• предпочтет учиться только на своих шишках, то есть получать знания на личном опыте, нежели прилежно зубрить учебный материал;
• в компании обычных детей чувствует себя очень неуютно. Может жаловаться родителям на то, что «его совсем никто не понимает»;
• быстро выбирает собственный способ обучения и неотступно следует ему, даже если он не совпадает с мнением родителей и учителей;
•часто нарушает общепринятые правила и запреты;
• предпочитает творчество всем прочим видам знаний;
• не терпит насилия ни над окружающим миром (животными, растениями, другими людьми), ни над собой.
http://www.moschools.ru/articles/?Id=108
18.06.2012 – ქართველებს შორის ასეთი რამ არ შემიმჩნევია – სახელებს მაინც ვწერთ სწორად, თუმცა ამაში, ალბათ, გარკვეულწილად ჩვენს დამწერლობასაც მიუძღვის დამსახურება, რადგან ჩვენთან სათქმელ ბგერას ერთი კონკრეტული ასო შეესაბამება. ზოგიერთი რუსის სიბრიყვე კი მაოცებს! ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი სადარდებელი არ არის, მაგრამ მათი უგნურების წარმოჩენას რუსული წერა–მეტყველების თავისებურებაც უწყობს ხელს, რომ არა ეს, არ დაწერდნენ ასე – Аксана, Едуард.... საკუთარი პასპორტი მაინც არ წაუკითხავთ დალოცვილებს?! მადლობა ქართულ დამწერლობას, რომ ქართველი ბრიყვების "ღირსებებს" მალავს...
სიბრიყვეს კი ეროვნება არ გააჩნია.
21.06.2012 – იცით, რა მაინტერესებს?
ა) მეც ხომ ვიყაცი ოციოდე წლის ასაკში "ახალ თაობის" წარმომადგენელი და იმ კატეგორიას მივეკუთვნებოდი, ვისაც "ძველი თაობა" ემდურის – ეს რა ახალგაზრდობა მოდისო (ეს მარადიული სენია და დარწმუნებულნი იყავით, თქვენ, ოცი წლისანო, გაივლის დრო და 50–60 წლისანი რომ გახდებით, იმდროინდელ ახალ თაობას თქვენც დაძრახავთ);
ბ) ჰოდა, მე რომ მაშინ მიმაჩნდა, რომ ჩემი თაობის და ეპოქის მწერელები, მომღერლები, სპორტსმენები და ასე შემდეგ, ძალიან კარგები იყვნენ და ძველები რომ ამბობდნენ – რას ამბობ, ბიძია?! შენ რომ ძველი ხალხის (იგულუსხმებოდა მე–20 საუკუნის დასაწყისი) ნიჭი, შნო და ლაზათი გენახა, ახლანდელ ბიჭბუჭებს, ნამდვილად არ მოიწონებდიო... ნეტავი ახლაც ასეთივე სხვაობაა, ვთქვათ, 60–70–იანი წწ ახალის თაობისა მწერალ–პოეტებსა და დღევანდელ ლიტერატორებს შორის?
გ) იმ 70–იან წლებში, კარგ ხასიათზე რომ ვიყავით და ლაღიძის თუ ცაბაძის სიმღერებს რომ ვღიღინებდით, ნეტავი ახლანდელი შეზარხოშებულნი 21–საუკუნის დასაწყისის ქართული ესტრადის წარმომადგენელთა "მელოდიებით" დაიტკბობენ გუნება–განწყობილებას?
P.S. სიტყვა "მელოდია" შემთხვევით არ ჩამისვამს ბრჭყალებში....
ან კიდევ: ახლანდელებს ლექსით რომ მოუნდებათ საკუთარი გრძნობების გამოხატვა, რომელი თანამედროვე პოეტების სტრიქონები ახსენდებათ?! "ვერლიბრითაც" შეიძლება (ვთქვათ, სუფრაზე) გამოუხატო გულის რჩეულს ხვაშიადი და ვნებათაღელვა?!
დილა მშვიდობისა!
* * *
ცოტა საეჭვოა, მეექვსეკლასელი ასე წერდეს, მაგრამ მაინც.... ნახეთ "მარგალიტები
– 2012" (რომელთა შორის ბევრი ძველი ამოვიცანი და დავრწმუნდი იმაში, რომ ამას
ვიღაც წერს და ჩვენს ბავშვებს აბრალებენ).
„ჩარლი ჩაპლინი მუდამ ცდილობდა ანგელოზი ყოფილიყო, მაგრამ მაინც ადამიანი გამოდგა“
– მე-6 კლასი
„ლექსები ჯერ პოეტურად ჩაიხატებიან, მერე უძრავ სურათებად იქცევიან და ბოლოს დინამიკურად
მოძრაობენ“,- მე-6 კლასი
თუმცა კარგი იუმორი აშკარად ჩანს.... ოღონდ, თუ ეს ვინმეს დაწერილია და აბრალებენ
მოსწავლეებს, იუმორი კი არა, უკვე ცინიზმია.
22.06.2012 – ლიტერატურული პრემია "საბა" 2012–ის – შორტ ლისტი
ეს არის ქართული მწერლობის სახე – "შორტ ლისტი"?!
ნუთუ არავის გაღიზიანებთ?
ეს უკვე აშკარა დანაშაულია ქართული ენის წინაშე, როდესაც "შორტ ლისტ"–იდან "ლაუნლი ფოინთ"–ამდე მისვლა გინდა.
რა ენაზე წერთ და მეტყველებთ? თავანკარა შორტლისტურით?
ამოიღეთ ხმა, სანამ ამერიკის ელჩი შეშფოთებულა.
24.06.2012 – ...მანქანა გაჩერდა ჩემი კორპუსის წინ, რაღაც საშინელი კაკოფონია გაისმა – არანაირი მელოდია – მხოლოდ რიტმული ცემა "დაფდაფებისა" და რაღაც "მუსიკალური" ინსტრუმენტების წამიერი გაელვებები... მანქანიდან 4–5 ე.წ. აჟიტირებულ–პრივილეგირებული ადამიანი გადმოვიდა, აქაურებიც დახვდნენ მათ, დაახლოებით 20 წუთი იდგნენ ამ გამაყრუებელი "მუსიკის" ფონზე და რაღაცაზე გამალებით ბჭობდნენ...
კაკოფონიამ მერვე სართულზე მე დამიხშო სმენა და, საინტერესოა, იმ ხალხს გაგანია "მუსიკის" წიაღში ერთმანეთის როგორ ესმოდათ?! ან იქნება მოსმენა და გაგება არ არის მათთვის მთავარი?! მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, თუ რას იტყვი და ვინმე გაიგებს თუ არა, ეს არ აღელვებთ...
ასეთ განზოგადებებს კიდევ მოჰყვა სხვა ფიქრებიც:
რაც უფრო ცარიელი შინაგანად ადამიანი, მით უფრო მეტად ცდილობს გარეგანი ეფექტებით (სანახაობით, ხმით, შეგრძნებებით...) შეივსოს ცხოვრება....
დიდ ბოდიშს კი მოვიხდი ასე "ცარიელებად" რომ მოვიხსენიე ისინი, ვისაც საკუთარი თავი ერის და ბერის საუკეთესო ნაწილად მიაჩნია, მაგრამ ძილი დამიფრთხეს, დამაყრუეს, ხასიათი გამიფუჭეს და აღარც ვიფიქრო?!
26.06.2012 – ცნობილ რეჟისორს, გიორგი ტოვსტონოგოვს (თბილისშა დაბადებულ–გაზრდილია) დაახლოებით ასე უთქვამს – ნიჭიერ რეჟისორს სატელეფონო წიგნის დადგმაც კი შეუძლიაო სცენაზე... ამ გამონათქვამს რაღაცნაირად ეხმიანება ქართული ანდაზაც – ბედი მომეცი და თუ გინდა სანეხვეზე გადამაგდეო.... "რაღაცნაირად" იმიტომ ეხმიანება, რომ ნიჭიც და ბედიც განგების ძალით ეძლევა ადამინას...
ჰოდა....
არა, ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ თავად ადამიანმა სინამდვილეში არასოდეს იცის – აქვს თუ არა ეს ნიჭი და ბედი... დარწმუნებით კი ყველა დარწმუნებულია, რომ აქვს (!)
ჰოდა... "ვეფხისტყაოსნის" ეკრანიზაცია მოუწადინებიათ, რაღაც წინასწარი სარეკლამო ვიდეოკლიპიც შეუქმნიათ და.... რა ვიცი, აბა?! "ექშენი" უფრო დავინახე იქ, ვიდრე რუსთველი.
...წარმატებებს ვუსურვებ გადამღებ ჯგუფს და იმედი მაქვს, რომ საინტერესო ფილმს შექმნიან.
27.06.2012 – ნუ ეკამათებით ჯიუტებს, თვითდაჯერებულებს, ბრმად მორწმუნეებს.... ისინი ენერგოვამპირები არიან და აქვთ ერთადერთი (ქვეცნობიერი) მიზანი – კამათით და წინააღმდეგობით თქვენგან მიიღონ ის ენერგია, რაც მათ საარსებოდ სჭირდებათ.... თქვენ კი ეს ენერგია შეგიძლიათ მოახმაროთ ბევრად უფრო კეთილ საქმეს, ვიდრე ამ ჯინიან–ჟინიანთა კვებას.
29.06.2012 – ეს რა გავიგე?! – ახლა თქვენც გაგაგებინებთ:
იტალიურად ნამდვილად არ მომისმენია ფეხბურთის მატჩის კომენტარი და ახლა ვნახე ერთი ასეთი ვედეოჩანაწერი – ფეხბურთელი ურტყამს, ბურთი ხვდება ძელს და კომენტატორი ყვირის – პალოოოოოოო, პალოოოოოოო...
აჰა, ესეც გავიგე, საიდან შემოსულა ქართულ ენაში სიტყვა "პალო", თუმცა იტალიელების კარის ძელს ეძახიან.... მნიშვნელობა არა აქვს – მთავარია, რომ მიწაში ჩარჭობილი იყოს.
01.07.2012 – "თეთრების" კონგრესზე მიმიწვიეს!.... დიდი მადლობა, მაგრამ, სამწუხაროდ, მე ჯერ შავ–თეთრი ვარ და ვერ მივიღებ მონაწილეობას.
01.07.2012 – "თეთრების" კონგრესზე მიმიწვიეს!.... დიდი მადლობა, მაგრამ, სამწუხაროდ, მე ჯერ შავ–თეთრი ვარ და ვერ მივიღებ მონაწილეობას.
21.07.2012 – ...ისე გავიზარდე, რომ სახლში ტელეფონი არ გვქონია; ჩვენთან, როგორც მუშურ–საპოჟნიკური–შოფრულ
უბანში, მხოლოდ ომის ვეტერანებს ან ინვალიდებს ენდობოდნენ და უდგამდნენ ტელეფონს –
სხვებს ემანდ, რამე არ გადაგვეცა მათთვის, ვინც ჯერ არს, რაიმე ისეთი ინფორმაცია, რაც
დააზიანებდა კომუნისტურ იდეას და მის ერთგულ მსახურებს... არადა, ამხელა სახელმწიფოს
სულ თავისუფლად შეეძლო სატელეფონო კავშირით მაინც უზრუნველეყო მარად მათი ზრუნვისა
და ფიქრის ობიექტი – საბჭოთა ხალხი!
ჰოდა, ყური სულ მეზობლის სახლისკენ მქონდა მიშვერილი – იქნება–და ვინმეს გავხსენებოდი
და დაერეკა ჩემთვის...
ახლა სამი ტელეფონი მიდგას სახლში და სამივე შეგნებულად მაქვს გათიშული!... მერე,
მოდი და ნუ იტყვი, რომ "ის ცხოვრება" ჯობდა!
რატომ?
* * *
რით არის გამოწვეული პოეტი ქალების ასე მომრავლება დღეს? არადა, ისტორიას ერთადერთი
პოეტი ქალის – ხვარამზეს – სახელი შემორჩა.
23.07.2012
წინადადების გარჩევის ახალი და საჭირბოროტო წესი
"ეს კომენტარები კონკრეტული სტატიის, სიუჟეტის, ნიუსისა თუ გადაცემის ქვემოთ
ქვეყნდება".
– ქართული და უცხოური სიტყვების შეფარდება: 5 = 5
– უპირატესობა მაინც ენიჭება უცხოურს, რადგან 5 ქართული სიტყვიდან 3 გრამატიკული
დანიშნულების მქონეა – ეს (ნაცვალსახელი), თუ (კავშირი), ქვემოთ (ზმნიზედა); ჯერ ამგვარი
დანიშნულების სიტყვების ჩანაცვლება უცხოურით არ შეინიშნება.
– არსებითი სახელი "გადაცემა" დღევანდლამდე მყარად ინარჩუნებს ადგილს
ქართულ სამეტყველო მარაგში და, როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს შეინარჩუნებს, რასაც ვერ
ვიტყვით სახელზმნის – "გამოქვეყნების" – შესახებ. რომელიც მალე, შესაძლოა,
შეიცვალოს "პუბლიცირებ"–ით (ვაპუბლიცირებ, აპუბლიცირებ... პუბლიცირდება...
გამოვაპუბლიცირებ... და ა.შ.) ; ამგვარი ხელოვნური ფორმები ნუ გაგაოცებთ, რადგან მსგავსი
შემთხვევა უკვე გვხვდება მოცემულ წინადადებაში, ეს გახლავთ "ნიუსი";
news ანუ სიახლეები თანამედროვე ქართულში მხოლობითი რიცხვის სახით დამკვიდრდა და წარმატებით
ახერხებს ისეთი ბუნებრივი ფრაზის განდევნას, როგორიცაა "ახალი ამბავი".
– კომენტარი, კონკრეტული, სიუჟეტი, სტატია... უკვე ისეთი სიტყვებია, რომელთა გარეშე
ცხოვრება ვერ წარმოგვიდგენია ვერც უბრალო ხალხს და ვერც ჟურნალისტებს... გარკვეული
დროის შემდეგ ეს ენობრივი ერთეულები ისეთივე "ძირძველნი" (კარენოი, რა....)
გახდებიან, როგორც ნაღდი, აშკარა, ხალასი და ხალისი თუ სხვა....( ეს უკანასკნელნი აღმოსავლური
ენებიდან შევითვისეთ ჩვენი მშობლიური ენის გასამდიდრებლად).
გმადლობთ ეთენშენისთვის!
25.07.2012 - დღევანდელი დღის რამოდენიმე პროტესტი:
– ჩინგიზ–ყაენმა ჩინეთის დასალაშქრად 6 წლის განმავლობაში მხოლოდ 35 ათასი მონღოლი
ჯარისკაცი გამოიყენა და საბოლოო ჯამში შეძლო პეკინის ხელში ჩაგდება; ისტორიკოსებო,
ნუ აზვიადებთ ხოლმე, რა!... ნუ, ამართლებთ იმ ხატოვან გამოთქმას, რომ "ისტორიკოსი
წარსულში მივლინებული ჟურნალისტია" – აწმყოში მოვლინებულებიც გვეყოფა... მიუხედავად
ჩემი დიდი თაყვანისცემისა დავით აღმაშენებლის მიმართ, ვერასოდეს დავიჯერებ, რომ ილღაზმა
საქართველოზე სალაშქროდ 400 ათას ჯარისკაცს მოუყარა თავი.
– აღარასოდეს შევადგენ ლექსიკონს... საბავშვო ბაღისთვისაც კი... მორჩა! პროტესტ!
– ვუერთდები ყველა იმ პროტესტს, რასაც დღეს ქართველები გამოთქვამენ უსამართლობის
წინააღმდეგ!... ამას ჩემზე უკეთ ახერხებს ბევრი სხვა, ამიტომაც მხოლოდ ვუერთდები სოლიდარობის
ნიშნად.
26.07.2012 - "ლაიქერი" აკლდა ქართულ ენას და ესეც მოვიდა...
"ყადაღერი" მალე იქნება?
29.07.2012 - უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე ჯგუფის შექმნა მომიხდა: გვარის, სკოლის, პროფესიის, საცხოვრებელი რეგიონის თუ სხვა მონაცემების მიხედვით... ზოგიერთი ახლაც არსებობს, ზოგიერთი კი თავად მივატოვე გარკვეული მიზეზების გამო, მიხედავად იმისა, რომ ჩემი შექმნილია.... მე მგონი ღმერთსაც ასე დაემართა – შექმნა დედამიწა და მიატოვა გარკვეული მიზეზების გამო... ვითომ დაგვიბრუნდება?!
ნაირგვარი ორიენტაციის მოყვარულებო!
მაინცადამაინც თავს ნუ იკლავთ "დასავლეთისკენ" სწრაფვით, დღეს–ხვალ იმის მტკიცება მოგიწევთ, რომ ქართველები ყოველთვის ჩინელებზე უფრო მაგარი "ჩინელები" იყვნენ და ამას არქეოლოგიურ გათხრებში ნაპოვნი ზე ზუის და მზუის არსებობა ადასტურებს...
მე კი დავდგები შორითაი და კიდევ ერთხელ გავიცინებ, როცა იტყვით, რომ თბილისის ესა თუ ის უბანი ყველაზე მეტად ჰგავს ბეიძინს (პეკინს)
* * *
გუშინ ერთ–ერთმა ქართველმა კომენტატორმა (უკვე!) ბრძანა – ეს "პეკინი" რა ბედენაა, ჩვენც ისევე უნდა ვთქვათ, როგორც ჩინელები ამბობენ – "ბეიძინ"–იო... მახსოვს, სულ ახლახან "ვოშინგთონ"–ის დამკვიდრებას როგორ გვთხოვდნენ მავანნი... სხვათა შორის, მოსკოვი არის "მასკვა", მაგრამ 200 წლის განმავლობაში არავის დაუძალებია ჩვენთვის, რომ ასე გვეთქვა.
* * *
ნეტავ დადგება ოდესმე ის დრო, როცა ვისაუბრებთ და ვიკამათებთ მხოლოდ სპორტის, კინოს, თეატრის, ლიტერატურის, მეცნიერების, ზოგადად გემოვნების შესახებ და არ დავგესლავთ ერთმანეთს იმისათვის, რომ ჩვენი ურთიერთდაჭმით მავანმა პოლტიკოსმა გაისქელოს ჯიბეც და სხეულის ნაირგვარი ნაწილებიც.... აი, დღეს ამ ბიჭმა ასახელა საქართველო და სულ რაღაც ერთი დღით, მგონი, ისევ გაგვაერთიანა! იმედიც კი გამიჩნდა, რომ ამაზრზენი არსებები ოდესმე მოგვშორდებიან და ვიცხოვრებთ ადამიანურად.
31.07.2012 - ძველი თბილისის პოეზიიდან
ომში წასული კაცის ცოლს უთქვამს (1941–45 წწ):
შენ რა გინდა, ჩემო ქმარო,
მე რომ ჩემი მოვიხმარო?! –
არც გავტეხო, არც გავჩეხო...
ისევ მთელი ჩაგაბარო.
ჰოდა, იქნება ვინმემ ერთი სიუჟეტი მაჩუქოთ, როგორც ერთხელ პუშკინმა აჩუქა გოგოლს სიუჟეტი და ასე შეიქმნა "რევიზორი".
გპირდებით, რომ სიუჟეტს მთელს და უვნებელს ჩაგაბარებთ უკან, მხოლოდ იდეებს ჩავრთავ შიგ (ახლა ის არ მომაყოლოთ – "იდეებს რა ვუყოო" – ეს ანეკდოტი ყველამ იცით).
* * *
ის ანეკდოტი ხომ გახსოვთ:
სიძემ სადღაც მე–16 სართულზე ფანჯარასთან მიიყვანა სიდედრი, გამოაღო ფანჯარა და უთხრა:
– ხომ ხედავ, არც გემდურები, არც გეჩხუბები და არც გაგდებ... უბრალოდ წადი, რა!...
მეც ასევე მოვიქეცი:
არც დავბლოკე, არც მეგობრობა გავაუქმე, არვ ვუჩივლე...უბრალოდ გავთიშე მისი ამბების ჩვენება ჩემს კედელზე, ის მე მხედავს და მიყუროს, რამდენიც უნდა, მე კი დავისვენებ მისი მგზნებარე პოლიტიკოსობისგან...
ახლა დავლიოთ ჩაი! (თანაც) დილა მშვიდობისა!

ეს, ალბათ, მომავალში ქართული ენის ნორმად იქცევა (ზოგისთვის უკვე იქცა კიდეც); ამსტერდამის შესახებ ფილმს აჩვენებდნენ მეორე არხზე, კომენტატორი ამბობს: "ეს არის ყველაზე ფოტოგრაფირებადი ხიდი მდინარე ამსტელზე"–ო
შეიძლება ეს არც არის განგაშისებადი და დასაპანიკებადი საკითხი, მაგრამ ჩემთვის ძალიან მიუღებადია (....დასამწუხრებადიც!).
არ არის ვითომ ეს პოსტი თუნდაც დასალაიქებადი, კომენტირებადობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ?!
* * *
* * *
ცაზე მთვარე ისეა სადღაც კუთხეში მიგდებული, გეგონება (21–ე საუკუნის) ქართველმა ფეხბურთელმა დაარტყა და კარს ააცილაო.
10.08.2012 - ვისაც ახსოვს საბჭოთა ეპოქის ე.წ. "უნივერსამები" და "გასტრონომები". დამეთანხმება, რომ იქ სრული სიცარიელე სუფევდა... ერთ დიდ დასახლებულ ერთეულში, სადაც 20 და მეტი კორპუსი იყო, თითო ასეთი მაღაზია ფუნქციონირებდა, თუმცა, როგორც მოგახსენეთ, იქ ისეთ საჭმელი არ იყიდებოდა, რომელიც გააძღობდა ადამიანს.... არადა, კაციშვილი არ ჩიოდა – მშიერი ვარ და მაჭამეთო.... დღეს ყოველ კორპუსში თითო მაღაზიაა გახსნილი, დახლები სავსეა ნაირ–ნაირი საჭმლით.... და ხალხი დამშეულია ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
ეს არის ფაქტი, რომელსაც ვერ უარყოფს ვერანაირი "აპოლოგეტი" ამა თუ იმ ხელისუფლებისა თუ პიროვნებისა... ვერ უარყოფენ, სამაგიეროდ "ნათელ მომავალს" დაგისახავენ.... ან რამე "გაბრწყინების" მაგვარს.
* * *
მე აწმყო ნებისმიერ შემთხვევაში მირჩევნია წარსულს და ვამბობ მხოლოდ იმას, რაც იყო და რაც არის....
არ ვიცი რა იქნება...
16.08.2012 - ....დღეს არსებული ვითარება რომ საგანგაშოა, ეს ცხადია და მას აუცილებლად სჭირდება შეცვლა, დალაგება და მოწესრიგება, მაგრამ უფრო დიდი საშინელებაა ის ფაქტი, რომ, ამა თუ იმ მიზეზის თუ ვითარების გამო. ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა პოლიტიკაშია ჩართული პირდაპირ თუ ირიბად, სერიოზული მსჯელობის თუ ჭორის დონეზე, საკუთარი სურვილი თუ უნებლიედ.... ეს ადამიანები უკვე იმდენად არიან გაჟღენთილნი პოლიტიკური ვნებათაღელვით და კრიტიკული მოსაზრებების გამოთქმის წადილით, რომ ცხოვრების მშვიდ და საამო კალაპოტში ჩაყენების შემდეგაც ვერ შეძლებენ ამ "მგზნებარებისგან" გათავისუფლებას და დღენიადაგ სიტუაციის დაძაბვის მომხრენი იქნებიან.... რათა გააჩნდეთ ისეთი გარემო, რაც მათს ცხოვრებას შეავსებს... და სწორედ ამ "შევსებით" სარგებლობდნენ და სარგებლობენ ყველა ეპოქაში ავანტიურისტები, რომლებიც საკუთარი კეთილდღეობისათვის იყენებენ "მღვრიე წყალს".
გვეშველება რამე?!
18.08.2012 - ერთი გადაცემის ჩანაწერს ვუსმინე, ჭკვიანი და განათლებული ადამიანები საუბრობდნენ, ერთი პოეტიც იყო იქ, რომელმაც ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე, მაგრამ ეს არ არის მთავარი.... ამ გადაცემაში მოვისმინე საინტერესო ნიმუშები იმ ენობრივი მოვლენისა, რასაც ზოგადად უღლება ჰქვია:
მე ვციტირებ
შენ ინტერპრეტირებ
ის უტრირებს
ჩვენ ვაჟიტირებთ
ქართული ენა კვნესის!
19.08.2012 - მოაქვთ და მოაქვთ საარჩევნო კამპანიისათვის გათვალისწინებული ბეჭდვითი პროდუქცია: ლამაზ–ლამაზი ყდებით, ძვირფასი ქაღალდებით, დახვეწილი დაკაბადონებით.... რა თქმა უნდა, განუსაზღვრელად დიდი ტირაჟებით (300–400 ცალს, ბუნებრივია, არ დაბეჭდავენ, როგორც ეს ჩვენ, საწყალ პოეტ–მწერალ–მთარგმნელ–შემდგენლებს გვჩვევია 21–ე საუკუნეში).
სხვამ თუ არა, მე ხომ მაინც ვიცი, თუ რა ღირს ერთი ასეთი პოლიგრაფიული ერთეულის შექმნა; ვიცი და სულ გულ–ხელ–თვალის კანკალით (ცახცახითაც!) ვიღებ და ვათვალიერებ ხოლმე მოკრძალებით, თავაზიანი ღიმილით, სრულიად უფასოდ მორთმეულ ძღვენს და სულ ტიგრან გულოიანის სიტყვები მახსენდება:
"დედიჯან, შენ ოღონდ ხელი დაადე და შემრცხვება თუ არა, ეგ მე ვიციო"
ჩვენს შემთხვევაში კი ეს ფრაზა ასე "ითარგმნება": შენ ოღონდ მიდი, შემოხაზე და შეგვრცხვება თუ არა ამდენი თანხის უაზროდ დახარჯვის გამო, ეგ ჩვენ ვიცითო"
ერთი სიტყვით, კანკალ–ცახცახთან ერთად მიკვდება კიდეც ეს ნაინფარქტალი და "დაპაჩინკებული" გული (ცნობისათვის: ახლა "დაპაჩინებული" უფრო თანამედროვე და დახვეწილმა სიტყვა – "ნავაროჩენ(ნ)იმ" – შეცვალა....)
ჰოდა, რომ ვერანაირად ვერ ვახერხებ ყაირათიანობისკენ მოვუწოდო ჩვენს უანგარო და უშურველ პარტიულ მფლანგველებს, იდეებიღა მიჩნდება და ერთი ასეთი ამდილსაც იშვა:
იქნებ თუნდაც ამ უაზრო და უგნური პოლიგრაფიული ნაწარმის შემცირების მიზნით გაერთიანდეთ და დაირქვათ ასე:
"ნაციონალური ოცნება"
ან
"ქართული მოძრაობა"
ერთი სიმღერის მისამღერისა არ იყოს: (სიყვარული თოვლივით რომ მალე ქრება) მენანება–მენანება..... მენანება–მენანება..... მენანება–მენანება.....
(თანაც) დილა მშვიდობისა!.... ამბობენ, რომ დღეიდან ფერი უნდა ვიცვალოთ....
21.08.2012 - 21–ე საუკუნის დასაწყისის ყველაზე დიდი სიბრიყვე, რომელიც ქართულ ენაში დამკვიდრდა, გახლავთ ენობრივი მუტანტი – "ნიუსები".
ვვარაუდობ, რომ უახლოეს ხანში გამოჩნდება ახალი ურჩხული – "ფლეისები"; მაგალითად: "პარლამენტში ფლეისების განაწილება მოხდა უკიდურესად სამართლიანად ჩატარებული არჩევნების შედეგად".
24.08.2012 - ჩემს კედელზე როგორც კი ამ სუბიექტის სურათს დავინახავ, მაშინვე დავაჰაიდსტორებ (Hide story)..... სურათის დამდები ამას ვერ გაიგებს, მე კი მშვიდად განვაგრძობ კედლის თვალიერებას....
27.08.2012 - ახლა მითხარით!
ამის დამწერი არ არის ქართული ენის მტერი:
"19- წლამდელები სომხებთან ისპარინგებენ" (?!)
31.08.2012 - დღეს, როგორც ჩანს, რაიმე ახალი და მორიგი და გეგმით გათვალისწინებული "სენსაცია" ჯერ არ გამოჩენილა, ყოველ შემთხვევაში, ჩემს კედელზე არავინ არაფერს "აჟიტირებს და არც ინტერპრეტირებს და არც სელებრიტირებს".... ამიტომ, სანამ მსგავსი რამ გამოჩნდება და ტელევიზიებს, ფართო საზოგადოებასთან ერთად, მიეცემა "პური ლაყბობისა", მშვიდობიან დილას გისურვებთ:
შვება გენახოთ – დილის მადლით! – სმა-და-ჭამაში,
მოგნატრებოდეთ თქვენ თითებით ჩანგთან თამაში;
ნუ გამახსენებთ მოსულებს და სადღაც წასულებს,
ღვინო სვით! – აზრი ცხოვრებისა არის ამაში.
02.09.2012 - ...ამასწინათ ერთი წერილი წავიკითხე, სადაც ავტორი ქართულ ენაში არარსებული ე.წ. "გენდერის" შესახებ დადებით და უარყოფით აზრებს გამოთქვამდა; იქვე იმასაც ამბობდა, რომ "გათხოვება" ძალიან შემაწუხებელი და შეურაცმყოფელი ცნებაცაა და მოვლენაც და (ამის შემდეგ მე კითხვა შევწყვიტე) ვივარაუდე, რომ სტატიის ავტორი სიტყვათა და მოქმედებათა ასეთ განვითარებას უფრო ემხრობა:
თხრობითი წინადადება:
"ქალიშვილი (კი არ გავათხოვე, არამედ) მივანდე მავან ყმაწვილს"
კითხვითი წინადადება:
"რატომ (არ თხოვდები კი არა, არამედ) არ ენდობი მავან ყმაწვილს?" და ა.შ.
ბრძანება:
"(გათხოვდი კი არა, არამედ) ენდე!
....კი, მერე შეიძლება ასეთი რამეც გითხრათ ვინმემ: ენდე? – ენდე! – მაგრმა არა უშავს... ყველაფერი ხდება ცხოვრებაში.
ერთი სიტყვით, ნდობა სჯობს თხოვებას, თუმცა ეს ურთიერთშემასვსებელი ცნებებია, რადგან უნდა ენდო, თუ ათხოვებ და თუ ათხოვებ, ესე იგი ენდობი...
ყველაფერი ეს შესავლის სახით იყოს და ახლა მთავარ საკითხს მოგახსენებთ.
* * *
ე.წ. "გენდერის არარსებობა ქართულ ენაში ნამდვილად ქმნის უხერხულ სიტუაციას ზოგჯერ და ამის გამო თვით რუსეთისა და ყოველივე რუსულის მოძულე ადამანებიც კი იძულებულნი არიან თქვან:
ზვიადისტი – ზვიადისტკა
მიშისტი – მიშისტკა....
არ გეცოდებათ ეს ადამიანები?
არა, იმიტომ კი არა, რომ იმიტომ, არამედ იმიტომ, რომ ქართული ენა მათ საშუალებას არ აძლევთ ხსენებულ ტიტულებში "გენდერული ფაქტორიც" გამოხატონ და სულ ძალისძალად ისევ ამ აუტანელი რუსული ენის მომსახურებით სარგებლობენ....
ესე იგი, უნდა შემოვიტანოთ რაიმე ახალი ენობრივი ცნება... მაგალითად. საკუთარმა სახერმა "ზვიად"–მა ხომ შექმნა "ზვიადაური", ანუ ზვიადის შთამომავალი თუ რაღაც ამის მსგავსი.... რატომ არ შეგვიძლია ავსახოთ "გენდერიც" ჩვენი ენის საშუალებით?!
ვთქვათ: "უნი/უნა" ბოლოსართი.... ხომ გახსოვთ წუნა (ვაჟი) და წრუწ–უნა (ქალი) სიმღერიდან ფრაზაც გამახსენდა: "ბიჭო, მე რას მეკითხები, წადი, ჰკითხე პაააპაჩემსა (პირველი ა–ს გაგრძელებით).
ესე იგი – უნა!!!
ზვიადისტი – ზვიადისტუნა
კონფორმისტი – კონფორმისტუნა
აფერისტი – აფერისტუნა.... (ნუღარ გამაგრძელებინებთ!)
* * *
გმადლობთ ყურადღებისათვის!
შეგვიძლია ყავა დავლიოთ.....
03.09.2012 - სნობიზმის ერთ–ერთი საყრდენი ატრიბუტი არის მიმბაძველობა... ამაზრზენი და საშინელი სენი!....და თანაც, როგორც ჩანს, უკურნებელი სენი.
მიმბაძველი არ არის რომანტიული განწყობის ადამიანი, რადგან მას ჰყავს არა იდეალი, რომელიც უცვლელი და მარადიულია რომანტიკოსისთვის, არამედ დროებითი მიბაძვის ობიექტი.... ხაზგასმით მივანიშნებ – დროებითი! რომანტიკოსს შეუძლია თავის იდეალს შესწიროს ყველაფერი და არაფერი მოითხოვოს მასგან, მიმბაძველი კი ცდილობს მაქსიმალური სარგებელი მიიღოს საკუთარი ყოფისთვის და, უნიჭოდ და ფარისევლურდ ბაძავს რა ამა თუ იმ ობიექტს, მხოლოდ თავად იძენს იაფფასიან პოპულარობას, დროებითი თაყვანისცემის საგანს კი სახელს უტეხს და თავისი იაფფასიანობის დონემდე ჩამოჰყავს.
...და მეორე, უფრო მძიმე და სავალალო თვისება მიმბაძველისა – იგი ცდილობს თავისი გარემომცველი სამყაროც (და მით უარესი თუ მას ჰყავს ხელქვეითები) მიამსგავსოს მას, ვისაც ბაძავს, რათა ზემოთხსენებული დროებითობის ამოწურვის შემდეგ, ანუ მაშინ როცა მიბაძვის უფრო ძლიერი ობიექტი იჩენს თავს, მას, მიმბაძველს, თავის გასამართლებელი არგუმენტი ჰქონდეს – აი, იმ ყოფილ, უკვე ცუდ ავადსახსენებელ "კერპს" მთელი საზოგადოება ბაძავდა და მე სწორედ მათ მაცდუნესო...
მიმბაძველები ყოველთვის იყვნენ და ყოველთვის იქნებიან, ამის დასტურად შეგიძლიათ აკაკის "ბაში–აჩუკი" გადაიკითხოთ და მოძებნოთ ის ადგილი, სადაც ავტორი აღწერს (მიმბაძველ) ქართველ თავადაზნაურთა ცხოვრების სპარსულ წესს და ამით ალეგორიულად კიცხავს თავის თანამედროვე რუსეთუმე საზოგადოებას... ჩვენ გვაქვს აკაკის მიერ აღწერილი (სპარსული) და ნაგულისხმები (რუსული) ორიენტაციის მიმბაძველთა ტიპაჟი და შევესწარით მესამეს – ანგლეთუმეებს...
04.09.2012 - რა საოცრად იცვლება დროის მიხედვით ადამიანთა მასობრივი გემოვნებები და შეხედულებები. მახსოვს, სადღაც 60–იან წლებში, სანამ ჩინეთი საბოლოოდ გაწყვეტდა სსრკ–სთან კავშირს, ყველაფერი "Китайский" მაღალხარისხოვნად და უნიკალურად ითვლებოდა: ავტოკალმები (ოქროს წვერით), დანები, თერმოსები, თეთრეული და ლოგინის გადასაფარებლები და ა.შ.
ძველ ქალაქში ერთი ცნობილი სიმღერის ტექსტის ასეთი ვარიაციაც კი არსებობდა:
მოდით, მნახეთ, ბიჭებო,
საყვარელმა რა მიყო?!
კიტაისკი დანითა
გული ორად გამიყო!
დღეს კი მანქანის ნაწილების მაღაზიაში ასეთ დიალოგს შევესწარი:
– სადაურია?
– თურქული.
– კარგია?
– კარგია, აბა! ხომ არ გითხარი – ჩინურია–მეთქი.
– ჰო, გასაგებია – თურქული მუდამ უკეთესია ჩინურზე.
...ეს "მუდამ" ძალიან უხეშად ეძგერა ჩემს მოგონებებს და ამიტომაც აღვწერე ეს პატარა ამბავი....
ნეტავი ჩინეთში მისტირიან "მაო ძე დუნის დროს" თუ ისინიც დასავლეთან "ინტეგრირებით" არაიან აღგზნებულნი?!
06.09.2012 - სასაცილო ის არის, რომ ეს ბრიყვები იჯერებენ საკუთარი პერსონის "განსაკუთრებულობას", როცა რაიმე პრივილეგიით აღჭურვავენ ხოლმე ამა თუ იმ ნათასაური ან ინტიმური კავშირების გამო და სრულიად ავიწყდებათ ან არ სურთ, რომ იცოდნენ, თუ ვინ და რამ განაპირობა მათი დაწინაურება.... მდგომარეობა კი უფრო სასაცილო ხდება მაშინ, როცა მავანი ბრიყვები როგორღაც ეგუებიან პრივილეგიათა დაკარგვას, მაგრამ "განსაკუთრებულობის" რწმენას არაფრის დიდებით არ თმობენ...
07.09.2012 - ამ "დამპირებებლების" გამოსვლებს რომ ვუსმენ, ანეკდოტი მახსენდება გურულზე:
გურულს დაეჯახა მანქანა. გადმოხტა მანქანიდან ახალგაზრდა ბიჭი და წაქცეულ გურულს ეხვეწება: - ადექი რა ბიძია გეხვეწები რააა… ადექი ბიძია რააა, არ დამღუპო ბიძია გეხვეწები ადექი რააა…
გურული ახელს თვალს და პასუხობს: - ვიდექი, ბიძია, მარა დამაყენე?!
რომ გაუდით ამ კაი ხალხს "უფასო–უფასო"–ს ძახილი, ხომ გვქონდა უფასო განათლებაც, მედიცინაც, ბინის მიღებაც, პრაქტიკულად უფასო ელექტროენერგია (4 კაპიკი) და ასე შემდეგ.... ყოფილიყო ის სოციალიზმი თუ ისევ იმას უბრუნდებიან, მაგრამ, იმ გურულისა არ იყოს – იდგა, ბიძია, მარა ვინ დააყენა?!
09.09.2012 - მიბაძვა და მიტმასნება
ამ წერილში ზუსტად იმ "ავადმყოფობის" შესახებაა საუბარი, რაც ქართველთა გარკვეულ ნაწილს შეეყარა და, რაც ყველაზე საოცარია, სწორედ ამ "ავადმყოფობის" საშუალებით ახერხებენ ისინი დღევანდელობაში "წარმატებების" მიღწევას და "მაღლა–მაღლა" ყოფნას.
(ციტატა ლევან სეფისკვერაძის სტატიიდან)
"საქართველოში ჩამოსული ესპანელი ჟურნალისტიც კი გააკვირვა იმ ფაქტმა, რომ თბილისში გასამართი საქართველოსა და ესპანეთის საფეხბურთო მატჩზე ბევრი ქართველი გულშემატკივარი ესპანეთის ნაკრების საგულშემატკივროდ აპირებს მისვლას. ვის გულში რა ცეცხლი ანთია, რა ჩვენი საქმეა, მაგრამ უაზრობა და მეტიც – გოიმობა მგონია, საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ ქალაქში შენი ქვეყნის, თუნდაც სუსტ ნაკრებთან მატჩში უგულშემატკივრო მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზე მყოფ გუნდს მხოლოდ იმიტომ, რომ ”ჩვენების არ გჯერა” და ”ესპანელები ლაღ ფეხბურთს თამაშობენ”.
შეიძლება, ზოგს ეწყინოს, როდესაც ქართველი ქომაგის მხრიდან, თბილისში ესპანელების გულშემატკივრობას ”გოიმობას” ვუწოდებ, მაგრამ სხვა ეპითეტის გამოძებნა ნამდვილად მიჭირს".
დიაგნოზი: ეს არის ეგოიზმზე დაფუძნებული ამბიცია.
10.09.2012 - ა) რუსეთსაც აქვს თავის ცუდი და კარგი... ის ისეთივე დამპყრობია, როგორც ბევრი სხვა დიდი ქვეყანა ბევრი სხვა პატარა ქვეყნისა....
ბ) არსებობს ბევრი კარგი რუსიც და ბევრი ცუდიც... ასეთი მრავალფეროვნება ნამდვილად არ მოგვცა კაცმა, ეს განგების მსჯავრია კაცთათვის....
გ) ვინც მხოლოდ "რუსეთად" ყოფნის გამო ლანძღავს რუსეთს, უფრო მეტად გონებაშეზღუდულია, ვიდრე ყველა უკიდურესად გონებაშეზღუდული რუსი ერთად აღებული.
დ) ალუდა ქეთელაურიც და ჯოყოლა ალხასტაისძეც იმიტომ არიან ზნეობრივი გმირები, რომ ისინი ხედავენ ჯერ ადამიანს და მერე მტერს!...
ე) არჩევნებამდე 21 დღე დარჩა.
ირქმევენ რაღაც ასეთს – ვარდისფერი სიცილი ან ტუალეტში გაჩერებული დრო ან ბიძაჩემის ჟანგიანი ლურსმანი და კიდევ ატას სისულელეებს და მერე სხედან აქ მთელი და გამალებით წერენ, იწონებენ, იზიარებენ, რაღაც ამგვარ ნიშნებს სვამენ "((((()))))" და....
კი ბატონო, ერთობიან, მაგრამ აზრი?!
ეს ყველაფერი ძალიან მაგონებს ჰოლივუდის ფილნებს – ექშემი, ექშენი, კიდევ ექშენი.... უფრო მეტი ექშენი... ბოლოს "ჰეპი ენდი" და კიდევ ერთი უაზრო დღე გავიდა.... განა ასე გაბრწყინდება საქართველო თავისი ახალი ქალაქებით და ცათამბჯენებით?!
17.09.2012 - დღეს რაღაც ძალიან იუმორისტული (და არა ცინიკური, რაც უკანასკნელი წლების განმავლობაში ახასიათებს ქართულ ტელე–მედია სივრცეს) განწყობაა Facebook–ის კედლებზე... ჯანსაღი იუმორი დიდი ძალაა, რომელსაც ვერაფერს უპირისპირებენ ცინიკოსი ბრიყვები, რადგან იუმორის "კეთებას" ამქვეყნად (ალბათ, იმქვეყნადაც....) ნამდვილი ნიჭი სჭირდება და არა ე.წ. გაპიარებული.
როგორც ჩანს, მე–11 საუკუნეშიც იუმორი შველიდა მათ, ვინც მას გრძნობდა:
ვინც სათვალთმაქცოდ დააწესა “თეთრი და შავი”,
სულს და ტანს შუა სულ ომი აქვთ და არა ზავი;
მე კი ფიალას ვიდგამ თავზე, როგორც ბიბილოს,
ოღონდ – ბრიყვებო! – მამალივით არ წამჭრათ თავი.
* * *
კარგად გამეცინა! შეიძლება ეს მართალი არ არის, მაგრამ მაინც "კარგი თარგმანია", ამბობენ – მავანმა ჟურნალისტმა თქვაო დილის ეთერში.
Завтрак английской королевы состоит из чая со сливками и двух тостов
ინგლისის დედოფალი საუზმეზე მიირთმევს ქლიავიან ჩაის და ამბობს ორ სადღეგრძელოს.
ვახუშტის უყვარდა ხოლმე ასეთივე "თარგმანის" მოშველიება (ეს 70–იანი წლების ამბავია, მაშინ "მიშა" მხოლოდ მიხეილი იყო და სხვა არაფერი);
ფილმის სათაური – ""Эскадрилия летучая мышь" - ასე უთარგმნიათ ჩვენს აფიშებზე – "ეს რას კადრულობს მფრინავი მიშა?!"
18.09.2012 - ერთი "მწერლის" ტექსტი წავიკითხე ახლახან.... ეს ის შემთხვევაა, როცა ხიტყვა "ტექსტი" ზუსტად გამოხატავს იმას, რაც წავიკითხე, რადგან ეს მხოლოდ ტექსტია და არა "ნაწარმოები"... როგორც ჩანს, ამ პიროვნებას, თავის ტექსტში დაშვებული ელემენტარული გრამატიკულ–სტილისტური უზუსტობანი წერის საკუთარ მანერად მიაჩნია, თორემ არ მგონია, განათლებული ადამიანი ასე წერდეს, რომ აღარაფერი ვთქვათ მწერალზე, რომლის საქმე წერაა და არა საკუთარი ტექსტების ხმამაღლა კითხვა....
იმედი მაქვს, მომავალში შექმნიან ისეთ დანადგარს, რომელსაც დაადებ მხატვრულ ნაწარმოებად შერაცხულ წიგნს და რაღაც იდუმალი ხმა შემოგძახებს: "არ გადაშალო – ტექსტია!"
19.09.2012 – ზუსტად სამი წლის წინ ამ დროს. 19 სექტემბერს, შუაღამით საიქიოს ვეწვიე და, როგორც მერე გავიგე, სამიოდე საათი სააქაოს რეესტრიდან ამოგდებული ვიყავი, მაგრამ სულ ძალით დამაბრუნეს უკან... რისთვის?!
ერთი ანეკდოტი არსებობს:
გუგულს ჰკითხა მავანმა: "რამდენ ხანს ვიცოცხლებო?"
გუგულმა გამოსძახა: "უგ–უგ–უგ"
– "ეგ როგორ გავიგოთო" – ისევ ჰკითხა მავანმა.
– "როგორ და... სამი წელია ზედმეტს ცოცხლობო"...
ჩემი საქმეც ასეა... ვერ ვიძინებ... სიზმრების და გათენების მეშინია... ეს ცხოვრებაა?!
თუკი ასე ამიმღვრევენ სულს,
თუკი ასე ჩამიკლავენ გულს,
თუკი მარილს მოაყრიან წყლულს...
24.09.2012 – კარგი რეჟისორების დეფიციტია ამ ქვეყანაში!
კაცმა რომ თქვას, "კარგი რეჟისორი" ბევრი არც უნდა იყოს, ერთი თეატრისთვის და კინოსტუდიისთვის თუ ტელივიზიისთვის თითო-თითოც საკმარისია, მაგრამ, როგორც ხედავთ, პოლიტიკასაც დასჭირდა ეს პროფესია... ამდენი ნამდვილი რეჟისორი კი განგების მარაგში არ ირიცხება, შესაბამისად ვერც დაიბადება... სხვათა შორის, საქართველოს ყოველთვის დადგენილ ლიმიტზე ცოტა მეტი ჰყავდა, მაგრამ ახლანდელი მოთხოვნილებანი ყველანაირ ულიმიტობას და "ჩაწყობას" აღემატება... შეიბრალეთ განგება! - ვერ აწარმოებს ბევრ კარგ რეჟისორს... ამას დიდი რესურსი სჭირდება, რასაც ვერც იყიდი და ვერც ძალისძალად შექმნი...
* * *
გუშინ "ვარდენის ევოლუციაც" ვნახე და, მგონი, კარგი სცენარისტების შესახებაც იგივე უნდა ვთქვა, რაც (ზემოთ) უკვე მოგახსენეთ რეჟისორებზე....
* * *
ბრეგაძეების პრასის ამბავიც გამახსენდა და განგების მოციქულს შევუთვალე:
"...მსახიობები არ გვინდა, გვყავს-თქვა..."
(ციტატა) "ოფიციალურად ვითხოვ ყველა მოსმენაზე ჯეოსელმა და მაგთიმ გაანსაჯარაოს სასამართლო გადაწყვეტილება..."
"გაანსაჯარაოს"
29.09.2012 – ....ეს ის კატეგორიაა, რომელსაც სიჯიუტე ხასიათის სიმტკიცე და დადებითი თვისება ჰგონია.
ა) ასეთი ადამიანები არასოდეს არაფერს არ თმობენ (ვთქვათ, ჭადრაკის პარტიაში მხოლოდ მეფე რომ შერჩეთ მოწინააღმდეგის ბევრი ფიგურის წინააღმდეგ, ზოგი მათგანი ყაიმსაც კი სთავაზობს ხოლმე დიდი უპირატესობის მქონე მხარეს... და სანამ შამათს არ ჩაუსვამ, ბოლომდე იბრძვიან - თავადაც კარგავენ დროს და სხვასაც აკარგვინებენ).
ბ) ასეთ ადამიანებს საერთოდ არ ანაღვლებთ ის, თუ რას ლაპარაკობენ მათზე... მათთვის მთავარია ის, თუ თავად რას იტყვიან სხვებზე.
გ) ასეთ ადამიანებს გააჩნიათ სპეციფიური თვისება - რაც უფრო მეტს სწავლობენ, მით უფრო უმყარდებათ რწმენა საკუთარი განსაკუთრებულობისა და ვერანაირად ვერ გაიაზრებენ ასეთ ფორმულას - "მე ვიცი ის, რომ არაფერი არ ვიცი"; მათი დევიზი არის ასეთი - მე ვიცი ის, რომ ყველაფერი ვიცი.
30.09.2012 – ...იმის გათვალისწინებით, რომ ზეგ წარსულში დაბრუნებას დავიწყებთ, ლამფა და მამოძრავებელი (движок) უკვე მზადყოფნაში მაქვს (ანუ ჩავსხი ნავთი და ბენზინი, გავწმინდა ფითილი და სანაპერწკლე-свеча), ასე რომ ინტერნეტში შემოვალ. მაგრამ საკითხავია - ვინ დამხვდება აქ?!
ამიტომ მოგმართავთ წინადადებით - ვისაც მამოძრავებელი (движок) არ გააჩნია, შეტყობინებები დატოვეთ თსუ-ს თეთრ ვოლებზე... კვირაში ერთხელ გავივლი და წავიკითხავ.
გამდლობთ!
02.10.2012 – არჩევნების უძილო ღამე
რა დააძინებს ნეტავ ჩვენს "ვოლებს"?!
იცოდეთ, როცა ხვალ ვიოცნებებთ,
იცოდეთ, როცა ხვალ ვიოცნებებთ,
სულ გავიხსენებთ ამ ეგზითპოლებს...
06.10.2012 – ახლა წავიკითხე ერთი ფეისბუქელის სურვილი თუ იმედი იმის შესახებ, რომ ახალ ეპოქაში გათხოვებაც ახლებური იქნებაო და ერთი ამბავი გამახსენდა:
90-იანი წლების დასაწყისში ერთ-ერთ ქარხანაში ქართულ ენას ვასწავლიდი საღამოობით ზრდასრულ ადამიანებს და ერთმა ქალბატონმა მკითხა:
- რა განსხვავებაა "გასათხოვარსა" და "გაუთხოვარს" შორისო.
მე სახელდახელოდ ასეთი განმარტება მოვძებნე - "გასათხოვარს" ჯერ კიდევ აქვს იმედი გათხოვებისა, "გაუთხოვარს" კი იმედიც აღარ აქვს-მეთქი...
თქვენ ეთანხმებით ასეთ ინტერპრეტაციას?
* * *
მართალი ნათქვამია:
ადამიანი მთელი კვირა ელის პარასკევს, მთელი თვე - დღესასწაულს, მთელი წელი - ზაფხულს და მთელი ცხოვრება - ბედნიერებას.
12.10.2012 – ამ ახალი "სმაილიკების" გამოჩენა შემთხვევითი ამბავი არ უნდა იყოს.
საქართველო რომ გადარჩა
სამომავლო ოცნებით,
"ფეისბუქიც" დაიხუნძლა
გულებით და კოცნებით.
* * *
ინტერნეტის მომავალი
ა) შესაძლოა, ცნება "ინტერნეტი" საერთოდ გაქრეს ისევე, როგორც გაქრა, ვთქვათ, "ფერადი ტელევიზია" (ახალგაზრდებს განვუმარტავ - 70-იანი წლების დასაწყისში არსებობდა ტელევიზორები გადასართავით "ფერადზე" და უკან გადმოსართვით, რადგან ფერადი გადაცემები ჯერ კვირაში ორჯერ იყო, მერე დღეში ორჯერ და ა.შ.) ანუ: ინტერნეტი ისეთი მუდმივი ცნება გახდება, რომ მასში შესვლა აღარ დაგვჭირდება - სულ იქ (აქ) ვიქნებით.
ბ) აღარ იქნება საჭირო მონიტორთან ჯდომა, რადგან "მონიტორად" შეგვეძლება გამოვიყენოთ ნებისმიერი ღია ფერის გლუვი ზედაპირი.... დროთა განნავლობაში კი გამოსახულებას დავინახავთ სივრცეში.... და იქნებიან გაშეშებული, რაღაცას მიშტერებული ადამიანები.... ახლა ასეთს დასცინიან - გამოიმასქნებულიაო - მომავალში კი ჩვეულებრივი მოვლენა იქნება ისევე, როგორც ახლაა ჩვეულებრივი რამ - "საკუთარ თავთან" მოლაპარაკე ადამიანი (სწორედ ასე შეაფასებდა ვინმე ჩვენი წინაპარი მას, ვინც მობილურზე ლაპარაკობს და აქეთ-იქით გაუცხოებული თვალებით იყურება).
გ) გამოსახულებას და ბგერას რომ დიდი ხანია შორ მანძილზე გადავცემთ, ეს ვიცით, ამას მალე ყნოსვითი შეგრძნებაც დაემატება, მერე შეხებაც და...
დღეისთვის საკმარისია ოცნება!
14.10.2012 – რა გეშინიათ ამ "წარსულში" დაბრუნება, ვერ გავიგე?!
1991-ში კომუნისტება 70-წლიანი ქვეყანა დათმეს და ერთი სიტყვაც კი არ დასცდენიათ იმის შესახებ - "წარსულში დაბრუნდებითო" - მაგრამ ვისაც ახსოვს მაშინ რა "წარსულშიც" დავბრუნდით, დამეთანხმება, რომ ცარიზმისდროინდელი 1913 წელი სანატრელი გაგვიხდა (დეტალებს აღარ გავიხსენებ); ჰოდა, მცირე ხნით თუ 2002-ში დავბრუნდით, რა დაშავდება?
...თუმცა ჯერჯერობით არანაირი დაბრუნების ნიშნები არ ჩანს, ყველაფერი ნორმალურად მუშაობს და პარლამენტის პირველი ოფიციალური სხდომის და ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ თუ გვიპირებენ სადმე დაბრუნებას, ამაზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი;
...თუ ვინიცობაა მართლა სადმე დაგვაბრუნეს, ვიყიდოთ ერთი სამოვარი, შემოვუსხდეთ, ვსვათ ჩაი და ვიფეისბუქოთ....
(ერთი ამონაწერის მაგალითზე) "გრანდიოზულად დაპიარებული მუსიკალური კონკურსი".
პასუხი:
ბოლოსართები: "-ულ...-ურ..".
ზმნისწინი "და-"
ბრუნვის ნიშნები: "-ი.... -ად..."
(ჯერჯერობით მრავლობითი რიცხვის მაწარმოებელი ბოლოსართი "-ებ"-იც ინარჩუნებს საკუთარ ადგილს, თუმცა "შავი ღრუბლები" მის ტატნობზეც გამოჩნდნენ, მაგალითად: გურიის ახალი ამბები - გურია-ნიუსი, შალიკოს ტურები - შალიკო-ტურსი, მაცაცოს ელექტროსაქონელი - მაცაცო-ელექტრონიქსი და ა.შ.)
* * *
მოვნიშნოთ და დავიმახსოვროთ:
დღეს პირველად დავინახე ახალი შედგენილი სიტყვა - "ფეის-აქტივისტი".
მე მგონი, მას დიდი მომავალი უწერია.
* * *
მეტი პრიორიტეტები ხალხს!
ამისრულდა ოცნება - ვწერ... მართალია, მთლად "სოფლის ცხოვრება" არ არის, მაგრამ "ვირტუალური ცხოვრება" ხომ არის...
ჰოდა, იმას გეუბნებოდით:
რა არის ფოლაქი? - დიახ, ეს გახლავთ ღილი.
არად, მისი წარმოშობა და მერე გადმოქართულება უკავშირდება "ფულს".
ფულ-აქ - პატარა ღილი ("აქ" სპარსულში კნინობითი ფორმის მაწარმოებელი ბოლოსართია და ქართულში უფრო ხშირად ჟღერადობას იძენს და ხდება "აკ": წიგნი - წიგნ-აკი.... "მიხ-აკ-ი" გახლავთ პატარა ლურსმანი, гвоздика).
ესე იგი "ფულ-აქ" არის პატარა ფული, პატარა მონეტა, რომელსაც ოდესღაც აღმოსავლელები ტანსაცმელზე სამშვენისის სახით იკერებდნენ... მერე, როგორც ჩანს, დანიშნულებაც შეიძინა და რაღაც ორ ნაწილს ერთმანეთთან აერთებდა, ანუ გახდა "ღილი".
გთხოვთ, დღეის შემდეგ ნურავინ შემეცილებით ამ რუბრიკის (იცით თუ არა, რომ....) მინისტრობაში და გპირდებით, რომ ჩვენი პრიორიტეტი იქნება განათლება, ჯანდაცვა, დასაქმება, სოფლის მეურნეობა და ასე შემდეგ... ანუ:
მეტი პრიორიტეტები ხალხს!
19.10.2012 – ფეისბუქური ფიქრები (ფფ)
ახლა სპარსულ ტექსტში შემხვდა ასეთი სიტყვები: "იახჩე" - სეტყვა, სეტყვის მარცვალი, პოტებისთვის კი ეს "გაყინული წვეთები წვიმისა" სატრფოს კბილების მეტაფორაა; "იახდარბეჰეშთ" - სიტყვასიტყვით ნიშნავს - "ყინული სამოთხეში" და არის ჩვეულებრივი ტკბილეული, რომელიც მზადდები რძის, შაქრის, კრახმალის და ვარდისწყლისაგან (მგონი, "ჩიტის რძეს" ჰგავს)....
ჰოდა: სიცხისგან გათანგულ ხალხს, როგორც ჩანს, ისე ენატრებოდა სიგრილე, რომ სამოთხეც სწორედ "ყინულით და თოვლით" დამშვენებულ გარემოდ წარმოიდგინეს...
აბა, სკანდინავიელებს ჰკითხე - როგორი პოეტური და საამო ცნებაა თოვლი და ყინული... ბოროტი დედოფალიც კი თოვლს დაუკავშირეს და გაქვავებული, უგრძნობი გული - ყინულს...
20.10.2012 - "კაცური კაცისა" არ იყოს, სადაც "კაცური" სრულიად ზედმეტი განსაზღვრებაა (ეს ჩემამდე ბევრად ადრე ბევრად უფრო ჭკვიანმა კაცმა თქვა), ამ "განვითარებას" ახლა წამდაუწუმ, რომ აკონკრეტებენ "მდგრადით", ეს სრულიად უაზრო ცნებას გვაძლევს გვაძლევს და ვერ ხვდებიან?
მდგრადზე მდგრადი ტბა ვითარდება კი არა, (უკაცრავად პასუხია!) თავის მდგრადი წყლით ყროლდება... არამდგრადი მდინარის ამბავი კი მოგეხსენებათ...
("მგზავრის წერილებიც" გაგახსენდათ არა? ნეტავი "მათ" თუ ჰქონდათ წაკითხული მყინვარწვერის და თერგის ამბავი, ვინც გვავითარებდა.... მდგრადად?)
* * *
ახლა ვინმემ რომ გკითხოთ - "აბილილი" რა არისო, უპასუხებთ? მე მგონი, ვერ უპასუხებთ... არ არის ეს გავრცელებული და ხშირად მოსახმარი მცენარე და, ალბათ, ამიტომ.... ყოველ შემთხვევაში, მე არასოდეს გამომიყენებია არც მცენარე და არც მისი შესაბამისი სიტყვა... მაშ, რა საჭიროა ამგვარი ცნებების ჩართვა პრაქტიკული (ყოველდღიური) დანიშნულების მქონე ლექსიკონში?
* * *
ბევრი ვიფიქრე, ვთვალე (ზუსტად თუ დაახლოებით) და იმ დასკვნამდე მივედი, რომ პირადად ჩემი, ანუ საშუალო სტატისტიკური, ენასთან და ლიტერატურასთან დაკავშირებული ადამიანის საცხოვრებო-სამოქმედო ლექსიკური მარაგი მოიცავს 30 ათას ერთეულს (ტოპონიმები და საკუთარი სახელები არ ითვლება)... მეცნიერები ამბობენ, რომ ინგლისელი დოკერების ლექსიკა 600 ერთეულს არ აღემატება.... ისიც გვახსოვს "12 სკამიდან", რომ ერთი ქალბატონისათვის საჭირო სიტყვები ორ ათეულს არ აღემატებოდა... თუ კიდევ უფრო ქვემოთ ჩამოვალთ და ერთ ანეკდოტს გავიხსენებთ - მავანმა კახელმა ბიჭმა ოცოდე წელიწადში სულ სამი სიტყვა თქვა ("ხაშლამას მარილი აკლია"... რადგან მანამდე არ აკლდა და არც სიტყვები სჭირდებოდა სათქმელად)... ახლა ოთარაანთ ქვრივის აზრიც გაიხსენეთ "მასლაათის" შესახებ და ასე შემდეგ...
ერთი სიტყვით - რაში მჭირდება ეს 30 000 სიტყვა, მაინც ვერსად ვიყენებ სალაპარაკოდ.... მთელი დღე ვზივარ ჩუმად კომპიუტერეთან.
ეს "აბილილი" საიდანღა გამოტყვრა?!
21.10.2012 - არ ვიცი, რა სარგებელი ექნება საქართველოს ახალი პარლამენტისგან, მაგრამ სურამის გასწვრივ ჩამწკრივებულ სასადილო-რესტორნებს ნამდვილად გაუსამმაგდებათ ხეირი და შემოსავალი...
* * *
სპასრსულენოვანმა გვერდმა (Aryana) გამოაქვეყნა ინფორმაცია ჩემი სპარსულ-ქართული ლექსიკონის შესახებ, სადაც ირანელები დებენ თავის კომენტარებს... ერთ-ერთმა მათგანმა დაწერა فرزند ایران به آغوش پدر باز آی (ირანის შვილო! დაუბრუნდა მამის უბეს) ძალიან სასიამოვნოა, თუ ამ წიგნს "ირანის შვილად" მიიჩნევენ, მაგრამ უნდა დავაზუსტო - "მამა" მე ვარ)))))... დედით ობოლია.... საწყალი!
მახარაშვილი გამახსენდა - ეტა მოი სინ... ვისოკი.... კრასივი...
"იმერული ესკიზები" ყველას გვინახავს, ახლა იმერულ პარლამენტს ვუყურებთ... მეგრულის (1991-92 წწ) და გურულის (1994-2002) და ოკეანედალეულების (2003-2012) შემდეგ...
* * *
კახელები რიგში ვდგავართ!...
ქართლელების ხმა არ გავიგო, სანამ არ ისწავლიან, რომ თაგვების დამჭერი შინაური ცხოველი სახელი ოთხი ასოსაგან შედგება და არა ხუთისგან ("კატა" და არა "კატაი"... ეს ერთი ანეკდოტი არსებობს ქართლელებზე და მაინცადამაინც ახლა გამახსენდა).
26.10.2012 – ხდება ხოლმე ასე:
ბუნება ერთ რომელიმე ერში ერთად ამოტყორცნის გამორჩეული (გენიალური!) ადამიანების მთელ პლეადას... ასე მოხდა ქართულ პოეზიაში მე-20 საუკუნის დასაწყისში, იმავე საუკუნის 60-70-იან წლებში განგებამ ჩვენი ქვეყნისთვის გენიალური ფეხბურთელები ამოტყორცნა... და ასე შემდეგ...
ნაძირალების (ერთად!) ამოტყორცნაც თურმე ბუნების იმავე გაუცნობიერებელ კანონს ექვემდებარება....
28.10.2012 – ამეკვიატა ეს სიტყვები და არ ვიცი, საიდან მახსოვს:
Качает павшую звезду,
На том пруду
Куда тебя я приведу...
ახლა მეტყვიან - შეძვერი "Google"-ში და ყველაფერს გაიგებ - რა? სად? როდის? ვინ?...
ეჰ, არა! - ალბათ, ის დრო მომენატრა, აკვიატებული ამბების გასარჩევად უბანში რომ გავდიოდი, თუ იქ ვერაფერს გავიგებდი, მეორე დღეს სკოლაში ვინმე მეტყოდა.... თუ არც იქა და - ყოფილიყო აკვიატებაში (ნისკარტი კი არ მოუცვდებოდა).
А белый лебедь на пруду
Качает павшую звезду....
გესმათ თქვენ, ვინც გაიქეცით
(მათ შორის - დიმა შაშკინო!):
ჯერ ჩვენ ჟურნალი ვიხილეთ,
არ უნდა ვნახოთ, მაშ, კინო?!
(ნამეტანი ახალგაზრდებისათვის შემეცნებითი მიზნით განვმარტავ: საბჭოთა კინოთეატრებში ძირითადი ფილმის დაწყებამდე აუცილებლად აჩვენებდნენ რაიმე კინოჟურნალს და ამასობაში მაყურებელიც იკავებდა ადგილს; ამიტომაც არსებობდა გამოთქმა - ეს ჯერ ჟურნალია, კინო არ დაწყებულა...)
08.11.2012 – მაგარი გაჭირვების დრო რომ იყო 90-იანები. მოგეხსენებათ გურიაში ლობიოზე და ჭადზე გადადიოდა ქორწილიც და ქელეხიც. მამაჩემს ვკითხე, მაგ დროს, მამა როგორ ხარ მეთქი. მიპასუხა: რავა რაფერ ვარ, ამდენი ლობიოს ჭამისგან სტოლბის გვერდზე ვერ გამივლია, მეშინია არ შემევეხვიოო.
09.11.2012 – საოცარია, სასაცილო რომ არ იყოს!
აგერ, ამხელა არგენიტინა რომაა, რომელსაც არანაირი საბჭოთა ეპოქა და დაპყრობა და "მაპის მოლოდინი" არ განუცდია და სულ რომ "კაპიტალისტურ წყობაში" ცხოვრობდა და კერძომესკუთრული იყო, ახლაც იმას ჩივის - ჩვენთან დემოკრატია არ არის და ამაში ადანაშაულებენ თავის კეკლუც პრეზიდენტს...
10.11.2012 – ვერ გამიგია, რა საჭიროა ეს პარლამენტი, თუკი ხსენებულ "სალაპარაკო ადგილზე" ბევრად მეტს ლაპარაკობენ ერის და ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე ახალკაცი, ბერიძე, მაღლაფერიძე, აქუბარდია, ელისაშვილი, ჟიჟილაშვილი, სიჭინავა, ტრაპაიძე, კვესიტაძე, პაიჭაძე, კიკალიშვილი და ა.შ. ან ერთი "სალაპარაკო" ინსტანცია უნდა გაჩერდეს, ან მეორე.... ერთი და იგივე... ერთი და იგივე... ერთი და იგივე... ღმერთმა გაძლება მოგცეთ, ვინც უყურებთ და უსმენთ.
11.11.2012 – თუთიყუშები არიან, ეს მამაცხონებულები:
პრიორიტეტული... ადეკვატური... ძალიან მნიშვნელოვანი... არაჩვეულებრივი...
მეტი სიტყვა არ სჭირდებათ ამა თუ იმ მოვლენის დასახასიათებლად თუ აღსაწერად.
ბ) თუ უარყოფითი განწყობა გააჩნიათ, "რუსეთს და მონურ მენტალიტეტს" ახსენებენ....
გადააბით ახლა ეს სიტყვები თუ ფრაზები ერთმანეთს და დროდადრო ადგილები უცვალეთ, მეტი არაფერია საჭირო - "ადგილი ექნება" ორატორის გამოსვლას.
13.11.2012 - ესე იგი:
ა) მაპზე უკეთესი მიღებული გვქონდა და თავად მაპის მიღებაღა გვრჩებოდა...
ბ) შუქურა ანათებდა და დემოკრატიის მიერთებაღა გვრჩებოდა...
გ) ლაზიკის საძირკველი ჩაყრილი იყო და გაბრწყინებაღა გვრჩებოდა
და ამდროს - "ო,რა უეცრად ჩამოჰკრა უბედურების ზარმა" - დავბრუნდით წარსულში უმაპოდ, უდემოკრატიოდ, გაუბრწყინებლად...
დიახ, გალაკტიონი დაიბადა 1891 წლის 17 ნოემბერს, თუმცა ახალი და ძველი სტილის სხვაობათა გათვალისწინებით, ეს თარიღი შეიძლება ცვალებადი იყოს, მაგრამ ეს არ არის მთავარი.... მთავარია, რომ იგი დაიბადა და დღეს 121 წლის გახდა.
გილოცავთ მის დაბადებას!
გალაკტიონის გარეშე საქართველო წარმოუდგენელია....
საკითხის დასმა:
ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვიცით - როდის დაიბადა შოთა რუსთველი...
პირადად მე ასეთი ვარაუდი მაქვს:
თუ დავუშვებთ, რომ ტარიელის ბიოგრაფიაში ავტორმა საკუთარი ცხოვრების მონაცემები ჩადო, მაშინ ავაგოთ ასეთი თეორია:
ა) ტარიელი ამბობს: “მე ხუთისა წლისა ვიყავ, დაორსულდა დედოფალი"... და შობა ქალი. (ტარიელმა კი არა, დედოფალმა)
ბ) ეს ქალი გახლდათ თამარის პროტოტიპი - ნესტანდარეჯანი.... ისტორიული ფაქტების და სახალხო გადმოცემის მიხედვით თამარი დაბადებულა მაისის თვეში, 1170 წელს.... ეს, აღმოსავლური ჰოროსკოპის თანახმად, იყო "ვეფხვის წელი"... ამიტომაც შემთხვევით, არ არის, რომ პოემის მთავარი გმირი ქალი თავისი იერით და ხასიათით (ავტორის ნება-სურვილიდან გამომდინარე და. ალბათ, თამარის პიროვნულის თვისებების საფუძველზე) ვეფხვს ჰგავს.
გ) 1170 წლის მაისის თვეს რომ გამოვაკლოთ 5 წელი და 9 თვე, მივიღებთ 1164 წლის აგვისტოს.
აქედან გამომდინარე, პოემის ავტორის დაბადების დღედ შეგვიძლია შევარჩიოთ აგვისტოს 21-მდე (ვიდრემდე ლომის ზოდიაქოსათვის კუთვნილი პერიოდის დასასრულამდე) ნებისმიერი დღე და აღვნიშნოთ, როგორც შოთა რუსთველის დაბადების დღე.... ვთქვათ, 16 აგვისტო.
მჯერა, 2014 წლის აგვისტოში საქართველო იქნება სრულიად მშვიდი და ბედნიერი!
...თქვენც გჯერათ, უბრალოდ ზოგი თქვენგანი ამაზე არ ფიქრობს ამაზე... შესაძლოა, უბრალოდ ეზარება ფიქრი.
23.11.2012 – ბატონმა დავითმა ახლახან აღმოაჩინა, რომ "წუნა და წრუწუნა მადარია"
(გ–ქ–კ მის მეტყველებაში შეცვლილია დ–თ–ტ–თი, ქუჩა– თუჩა, გარგარი – დარდარი და ა.შ.);
ზის "ტომპიუტერთან" და უყურებს და უსმენს, როგორ უხსნის წუნა წრუწუნას სიმღერით
სიყვარულს... მერე ბებიამისს უმღერის:
დოდოვ, შენი სიყვარულით,
დული როდორ დამიღონე...
მადარია!
25.11.2012 – ცოტაცა... ცოტაცა და, ტერენტის დაბადების დღეს კი არა, ვინმე "ნაცის" ამქვეყნად მოვლენას გვაზეიმებდნენ... მერე დამჯდარიყო "ზოზია" და ემკითხავა - ვინაა დემონი და ვინ ანგელოზი.
ყოველდღე ვიღებ ძვირფას ბარათებს,
ბაღში მივდივარ, ეს დღე ცივია.
გალაკტიონში მიწა ანათებს
და ჩემში უფრო ზეცის სხივია.
* * *
წუხელ საზოგადოებრივ მაუწყებელზე 2008 წელს გადაღებული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი აჩვენეს; გვიან ჩავრთე და სახელი ვერ გავიგე (ახლა მოვძებნი) - თავისთავად მდიოდა ცრემლი, რადგან რამაზ ჩხიკვაძე ძველ თბილისზე საუბრობდა, ავქსენტი ცაგარელი გაიხსენა, "ქეთო და კოტეს" გადაღების ამბებს ყვებოდა მისთვის ჩვეული იუმორით... სცენარის ავტორი - აკა მორჩილაზე, დამდგმელი რეჟისორი - მერაბ კოკოჩაშვილი.
მადლობა ღმერთს, საქართველოში ჯერაც არიან ნამდვილი მწერლები, რეჟისორები, მსახიობები!
ისიც ვიგრძენი, რომ დამღალეს ამდენმა "ვითომ": პოლიტიკოსებმა, პოეტებმა თუ პოპულარულმა ადამიანებმა (ვაი! - სამი "პო" გამოვიდა).
ასეთი ქვეყნის გადაგვარება უნდოდათ ამ ნაძირალებს?!
მადლობა ღმერთს, გადავრჩით!
...თანაც რამდენი ახალი რამე გავიგე წარსულიდან!
26.11.2012 – ნაშუადღევის მონოლოგი
მე, რა თქმა უნდა, გონებაგამრუდებულ ხალხს საზოგადოებაში ყოფნას და არსებობას ვერ ავუკრძალავ, ამის არც უფლება მაქვს და არც სურვილი, მაგრამ იმის ძალა კი შემწევს, რომ ჩემს "კედელზე" ობობებივით პროწიალი შევუზღუდო ანუ დავბლოკო და ასეც მოვიქეცი, მაგრამ აშკარად შევნიშნე, რომ ერთი მათგანი სხვა სახელით და იერით აპირებს ჩემთან ხელახლა დამეგობრებას და, ჩემდა საამაყოდ, ეს ბოროტი განზრახვა აღვკვეთე...
"იმას ფრენდად ვერ მივიღებ,
ვინც ნაძირლებს მონად ჰყავდეს"...
რა თქმა უნდა, გასაგებია, ვინ იგულისხმება, ოღონდ ერთი რამ ვერ გავიგე - მე რატომ მითვალთვალებენ?! არასოდეს არანაირ თანამდებობაზე და პარტიაში არ ვყოფილვარ და არც ვაპირებ ყოფნას, ჩემი სახელი და გვარი მყოფნის... თუმცა რა ვიცი, აბა, იმ ანეკდოტისა არ იყოს, სპილო ხეზე რომ მიცოცავდა და - "ზნაჩიტ" ბუდე აქვს-ო.
ამ ათიოდე წუთის წინაც შემომთავაზეს დამეგობრება.... შევიხედე მის პროფაილში გულოს მოქსოვილი თოჯინა და დავინახე და არც-კი დავფიქრებულვარ, ისე დავუმეგობრდი - გულო ცუდ ადამიანს არ მოქსოვს!!!
27.11.2012 – ნახეთ, როგორ ვცხოვრობდით საბჭოთა კავშირში!
ახლა კი მთელ ევროპა-ამერიკას ვეღრიჯებით,რომ 4 თეთრით შეგვიმცირონ დენის ტარიფი.
Один грузин спрашивает другого:
- Гоги, говорят, что ты себе самолет купил?
- Да, Вано, купил. Очень удобная вещь.
- А сколько стоит?
- Сто миллионов.
- Вах, какие большие деньги! Это же целый месяц работать надо!
28.11.2012 – არასოდეს არ წავალ ქართული ხალხური ლექსის და სიმღერის ისეთ საღამოზე, რომლის მომწყობნი განაცხადში გვპირდებიან, რომ მოწვეულნი არიან: "ავთენტიკური ფოლკლორული ანსამბლები".
ლექსო ნუ დაიკარგები კი არა....
ქართველებო, ნუ იკარგებით!
30.11.2012 – არ შეგვიკლეს ამ (ვაი!) პოლიტიკოსებმა და (ვუი!) ჟურნალისტებმა!!!
მთელი ჩვენი ყურადღების და ინტერესის 99% პროცენტი ამათ მიაქვთ და ის ერთი პროცენტიღა გვრჩება ლიტერატურისთვის, ხელოვნებისთვის, სპორტისთვის და ა.შ....
დღეს ერთ არხზე ამტკიცებენ მართლები და გამჭვირვალენი ვართო, მერე რაღაცას ვერ გაიყოფენ ერთმანეთში და დაიქსაქსებიან სხვა არხებზე სამჭვირვალოდ და საორიენტაციოდ... ვაჰ, შავღონდით!!!
ამასობაში კი კალიაგინი და მისი თეატრი ჩამოსულა საქართველოში!...
ეჰ, ნეტავი იმ დროს, 1978 წელს კრასნოდარის სასტუმრო "კავკაზში" მე და კალიაგინი გვერდიგვერდ ნომრებში რომ ვცხოვრობდით თითქმის ერთი თვის განმავლობაში.... ის მიწვეული იყო ადგილობრივ თეატრში სპექტაკლის დასადგმელად, მე კი ირანელ სტუდენტებთან თარჯიმნად ვიყავი გაგზავნილი...
არა! ვინ გაცლის ამის გახსენებას! - იმაზე უნდა გაფიქრონ, თუ რატომ ეწყინა მავან ჟურნალისტს, რომ ის მავან მწველავს შეადარეს.... მე შენ გეტყვი, ჯერაც არ უთქვამთ კუბელმა მომღერლებმა კუბურ ენაზე იმღერესო და მერე ჰიპოტენუზის და კათეტერების კვადრატებით სენსორი (სერსო!!!) ითამაშესო ბათუმის ბულვარში.
04.12.2012 – (მორიგი) მონოლოგი ძილის წინ
სრული კრიზისია... ვერაფერი ვერ მოვიფიქრე....
ის უკომპიუტერო ეპოქა ნამდვილად უკეთესი იყო - ფიქრისთვის უფრო ბევრი დრო არსებობდა; ახლა კი იმდენი სანტერესო რამ ჩანს ამ ე.წ. ვირტუალურ სამყაროში, იმდენი რამის გაკეთება შეიძლება, რომ თვალები აქეთ-იქით დარბიან, ფიქრს ვერ ვასწრებთ და ის საუკეთესო ვარიანტი, რაც მოცემულ მომენტში უნდა გაკეთდეს, ხელიდან გვეცლება...
ავაშენოთ ფიქრის ქალაქი - "ფიქრიკა" - სადმე მთებში, სადაც არც ინტერნეტი იქნება და არც ტელევიზია...
13.12.2012 – საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები გია ჭანტურიას გადადგომას ადასტურებენ (media.ge)
რიტორიკული კითხვა ლექსად
საკითხი გალანტურია,
ადგილი ვაკანტურია...
ნაციონალებს ჰყავთ ნეტავ
სანაცვლოდ სხვა "ჭანტურია"?!
* * *
თუ ისევ რიცხვების "მაგიას" მივყვებით. მაშინ ფრიად საინტერესო წელი გველის ერთმანეთის მომდევნო, მაგრამ არათანამიმდევრულად განლაგებული ციფრები 0,1,2,3.... ასეთი წლები იყო: 1023, 1032, 1203, 1230, 1302, 1320... ლამის 7 საუკუნეა, ასეთი რამ არ მომხდარა და ჰა - ახლა მოდის 2013, ბევრი თქვენგანი, ალბათ, 2031-საც შეესწრება (ღმერთმა შეგასწროთ!)... 2103-თან ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ახლანდელებიდან ერთეულები მიაღწევენ იქამდე, თუმცა იმედი მაქვს, რომ გასაცოცხლებელ წამალს მოიგონებენ და 2130-ში თუ არა, 3210-ში ნამდვილად გაგვაცოცხლებენ...
ჯერ ძილი ადრეა ჩემთვის და "სიზმრები" საიდან მოვიდნენ?!
ერთი სიტყვით, იმედი მაქვს!...
16.12.2012 – ეჰ, რა კარგი ზღაპრები დაიწერებოდა 2003-2012 წლის ეპოქაზე, მაგრამ სად გვყავს საამისო "ანდერსენი", ჩვენთან ყველა "უიტმენობაზე და ფოლკნერობაზე" ოცნებობს.
17.12.2012 – გლდანელები გავახაროთ!
სპარსულად სიტყვა "გლდანი" ასე შეიძლება ჩაიწეროს - گلدانی - მაგრამ ნებისმიერ ირანელს ეს სიტყვა, რომ წააკითხო, ასე "გაახმოვანებს" - გოლდანი - ანუ სალარნაკე, საყვავილესთან დაკავშირებული გამოუვა.
ესე იგი ჩვენი გლდანელები არიან ყვავილები, თანაც საყვავილეში ჩაყვავილებულები... ფაქტია!
20.12.2012 – ჯვაროსნული ლაშქრობა დაიწყოო ჩვენს წინააღმდეგ – აცხადებს ერთ–ერთი ყოფილი "ჟურნალისტკა"...
როგორც ჩანს მან არ იცის, რომ ჯვაროსნებმა გაილაშქრეს ქრისტეს საფლავის გამოსახსნელად, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, ურწმუნოთა ხელში იყო ჩავარდნილი და რომ ეს იყო მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის კეთილშობილი საქმე...
ასე რომ, თავად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ "ჯვაროსნებმა" გაილაშქრეს "ურჯულოების" წინააღმდეგ.... მან თქვა, მე დავაფიქსირე ფაქტი.... მეტი არაფერი.
21.12.2012 – რაღაი გადავრჩით, ერთ ხალხურ სიბრძნესაც მოგახსენებთ და დღეის ამასიქით ნუღარ შეგაშინებთ ნურც მაია (თავისი ტომით) და ნურც მიშა (თავისი გუნდით):
მილიონთა მიტინგიდან როცა რჩება მცირე ხროვა,
სახელმწიფოს სათავეში ის ვერასდროს ვეღარ მოვა.
* * *
საწყალი სინიორ რობინზონისა არ იყოს, ფილმის სანახავად რომ მივიდა (პრივატულ!) კინოთეატრში და სიმწრით რომ დაიძახა – Опять про море! - მეც ასე დამემართა – ყველგან წერია "Конец Света".... დღეს კინოში არ წაისვლება.
23.12.2012 – ეს რომ წავიკითხე, დღევანდელი მიწისძვრის შემდეგ უფრო მეტად დამაძაგძაგა:
კინორეჟისორი გურამ პატარაია და კინოოპერატორი ირაკლი ონოფრიშვილი ფერეიდანში ფილმის – "შორია გურჯისტანამდე" – გადასაღებად რომ ჩავიდნენ, ერთ-ერთმა ფერეიდნელმა ქართველმა ქალბატონმა მათს მანქანას ბორბლები დაუკოცნა – ამათ საქართველოს მიწაზე უვლიათო.
24.12.2012 – ის ადამიანი, რომელიც წერს – "ქართველი სპორცმენები სოჩაში არ უნდა წავიდნენ", მთლად ჩაკ ნორისად რომ იქცეს და თოკზე გამობმული გოჭივით მიუყვანოს პუტინი "პროფილში" მაია ასათიანს, მაინც არ იქნება ჩემთვის პატრიოტი.... როგორც რეჟისორებს უყვართ თქმა – Не верю!!!
25.12.2012 – ყველას თავისი ლოგიკა აქვს.
ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემას ვუყურებდი. კორესპონდენტი გოგონა, მთაში, დაჯღვარკული და გაბანჯგლული მწყემსისგან, ინტერვიუს იღებდა, ბოლოს, სხვათაშორის, ჰკითხა – ღმერთი არის თუ არაო... მწყემსმა გოგონას ერთი ახედ-დახედა და უპასუხა – მე ვარ და ის არ არისო?!"
ვერცერთი მქადაგებელი ღვთისმეტყველებისა ასეთ არგუმენტირებულ პასუხს ვერ მოძებნიდა
26.12.2012 – რეკლამაში ცნობილი ადამიანების მიწვევა გამართლებულია, ალბათ... რაღაც მხატვრული საფუძვლის მოძებნაც, სიუჟეტის შექმნაც და ამით ინტრიგის შემოტანაც შეიძლება, მაგრამ ეს ე.წ. "სლოგანები" რაღა უბედურებაა?!
ვთქვათ, სურთ, რომ კბილის ჯაგრისი ან რამე ქვედა საცვლები თუ პამპერსები "შემოგაჩეჩონ" რეკლამით და უცებ. ბოლოში, როგორც ეზოპეს არაკებში მორალს, გიცხადებენ – "ცხოვრება მშვენიერია, თუ შენ ღია ხარ მისთვის"....
ვაჰ!
...რამაზ ჩხიკვაძე ამბობდა რომელიღაც სპექტაკლში – აპრუწუწუუუუნ!

30.12.2012 – საშობაო ფორმულები
ა) საქართველოში ერთმანეთს დაუპირისპირდა ორი ნაწილი საზოგადოებისა, რომელთაგან ერთს აწუხებს პატრიოტიზმის ნაკლებობა, მეორესთვის კი კომფორტის უკმარიოსობაა მტკივნეული.
ბ) ამ ჯგუფებში საზოგადოების 10–10 პროცენტია თავმოყრილი, დანარჩენ 80%–ს კი "სამი კ" ანუ კომპლექსური კოჰაბიტაციის კატასტროფული სიმცირე აღელვებს.
გ) გილოცავთ, დამდეგ 2013 წელს! (2+0+1+3 = 6...სატანის რიცხვია და, როგორც კი დადგება ეს წელი დაიწყებენ "სატანისტები" მუქარებს სამყაროს აღსრულების შესახებ... რა ქნან?! – მათაც ხომ უნდათ დასაქმება).
31.12.2012 – მსოფლიოს ისტორიას შემორჩა ბევრი დადებითი თუ უარყოფითი ელფერის ზედწოდება, როგორიცაა: ლომგული, მრისხანე, აღმაშენებელი, თავდადებული, ბულგართმმუსვრელი, მოკლე, კოჭლი, რკინის ლედი, მხარგრძელი, ლამაზი, (მუცლის) მფატრავი და ასე შემდეგ... ხომ არ იცით – სიტყვა "ნაძირალა" რომელიმე ერს გამოუყენებია თუ არა, როგორც "დამაკონკრეტებელი" სახელი ამა თუ იმ პიროვნებისთვის?
2013 წელი
01.01.2013 – წუხელ, 2013 რომ მობრძანდა, თოვლის
პაპაც მოვიდა თავისი დამქაშებით და ეს რაღაც ლექსისმაგვარი დამაბარა თქვენთან, სუფრასთან
ვიჯექი და კომპიუტერს ვერ ჩავრთავდი (გასაგები მიზეზების გამო); ახლა დავწერ – როცა
ვიღვიძებ, ჩემი დილაც მაშინ არის:
ვლოცავ ახალ წელს ჩემი ფრენდებით,
ყველა "სტარტით" და "ჰეფი ენდებით,"
საქართველოს და ქართველთა მოდგმას
ბედნიერ დილად დავათენდებით.
P.S. ამბობენ – მალე ისეთი
"კომპიუტერები" იქნება, რომლებთანც ფიქრით შევძლებთ "ქონექშენს"...
ჰოდა, როცა ასეთი საშუალება გაჩნდება, მეც უფრო ოპერატიულად გადმოგცემთ ხოლმე მავანთა
დანაბარებს.
სულ გახარებულები მენახეთ!
17.01.2013 – ვინც ბავშვობა დიდი–დიდი ხნის წინ სსრკ–ში გაატარა, ეხსომება, თუ რა დიდი მნიშვნელობა
(...და მცირე ფასი, მაგრამ უშოვნელობა) ახასიათებდა ე..წ. "სურათებიან წიგნს",
მით უმეტეს – ქართულად. ეს, რა თქმა უნდა, პოლიგრაფიულ პრობლემებთან იყო დაკავშირებული
და არა კარგი ლიტერატურის ნაკლებობასთან. ახლა რომ ყოველი მეორე მწერალი და პოეტია
და ზვინებად აწყვია მაღაზიაში ფერად–ფერადი წიგნები, ჩვენს ბევშვობას ასეთი "განებივრება"
ნამდვილად არ გააჩნდა... მე მქონდა ერთი ყველაზე კარგი (...და რამდენიმე საშალო დონის)
სურათებიანი წიგნი – "ოქროს გასაღები ანუ ბურატინოს თავგადასავალი" და დღესაც
თვალწინ მიდგას ყველა ის ილუსტრაცია, რომელიც მასში იყო ჩაბეჭდილი (შინაარსზე რომ აღარაფერი
ვთქვათ).... არის ამ ზღაპარში ერთი ასეთი თავი – "ბრიყვთა ქვეყანა"... რაც
ორიგინალში, რუსულად უფრო ზუსტად შეესაბამება იმ ვითარებას, რასაც ვხედავ ამჟამად
– Страна дураков...
მომდევნო აბზაცის დაწერას
რომ ვაპირებდი, ასეთი სტრიქონები გამახსენდა:
"როგორ არ მინდა,
მტანჯველო სენო,
მეც არ მინდა ვინმეს აუგად
მოხსენიება; იმედია, გავუძლებთ, თუმცა ისეთი საშინელი სენი შეეყარა საქართველოს, რომ
ეს ძალიან ცუდ კვალს დატოვებს მთელ მის მომავალში.
25.01.2013 - ახლა მოვკარი ფოტოზე თვალი ამ ქალბატონს....
უკვე საკმაოდ ასაკოვანია... არადა, ამ 30 წლის წინ, როცა პირველად დავინახე, შიშის
ზარს სცემდა მამაკაცებს თავისი ფრიად რელიეფური "გვერდების" ნაირგვარი მიმოქნევით...
სდუტენტებსაც სცემდა თავზარს.ოღონდ – სიმკაცრით, დისციპლინის ახირებით, ჩათვლის არმიცემით,
გამოცდაზე გაწამებით და ა.შ.... ეს მისი ცხოვრების პრიორიტეტი იყო, როგორც ჩანს...
თუმცა მაშინ სიტყვა პრიორიტეტი მასაც არ დასცდებოდა ხოლმე ბაგიდან, მოუხედავად თავისი
სპეციალობისა.... უბრალოდ მოდაში არ იყო შემოსული, ასე ვთქვათ!... ამასწინათ, 3–4 თვის
წინ, ერთ ღონისძიებაზე იყო მოსული და თავისი უდისციპლინობით (ამ სიტყვის პირდაპირი
მნიშვნელობით) ლამის მთელი ღონისძიება ჩაშალა... არ აინტერესებდა ის, რაც იქ ხდებოდა
და გამუდმებულ ყურადღებას საკუთარი პერსონისკენ ითხოვდა.... არადა, თავად როგორ იცავდა
მის უდიდესობა დისციპლინას! – იმიტომ იცავდა, უფრო სწორად იმიტომ აიძულებდა სხვებს,
პედანტურად დაეცვათ წესრიგი, რომ სხვა საშუალება არ გააჩნდა მისდამი ამა თუ იმ სტატუსით
დაქვემდებარებულ პიროვნებებზე ზემოქმედებისა... ეს არის უნიჭო ადამიანების ხვედრი
– ერთხანს გარეგნობის თუ სხვა სოციალური ატრიბუტიკის
და უკიდურესი მომთხოვნელობის წყალობით გააქვთ თავი... ამოიწურება ეს მარაგი და შაბაშ!
– "მეფე შიშველია"....
მე მგონი, ასეთ ადამიანებს
ძალიან დიდი ზიანი მოაქვთ საზოგადოებისთვის და არამცდარამც არ შეიძლება მათ მომავალი
თაობის აღზრდა თუ სწავლება ანდო, მაგრამ უბედურება ისაა, რომ სწორედ ასეთები იგდებენ
ხოლმე ხელთ განათელების სისტემაში სადავეებს და ამახინჯებენ უამრავი ბავშვის სულს....
25.01.2013 - სულ არ მაღელვებს სტალინის (ლენინის.
ჰიტლერის, ნაპოლეონის თუ მურვან–ყრუს...) ძეგლი სადმე იდგება ან არ იდგება...
"ძეგლები" საკუთარ თავში უნდა ჩაკლათ....
საერთოდ კი... ძეგლებთან
და სიმბოლოებთან ბრძოლა იმავე სტალინიზმის შემადგენელი ნაწილია, რასაც ვითომდა ებრძვიან
მავანნი... არადა. ქვეცნობიერად პირწავარდნილი სტალინისტები არიან....
გაათავისუფლეთ თქვენი
სული ყველანაირი რელიგიურ–პოლიტიკური სიმბოლიკისგან და იგრძნობთ შვებას....
აბა, დაფიქრდით – ვის
და რას სწირავთ სიცოცხლეს, რომელიც ერთხელ გეძლევათ.
01.02.2013 - ვიღაც ჩინოვნიკი შესჩივის საქართველოს:
"მოხდა სიტყვიერი
შეურაცხყოფა მშობლის ხსენების დონეზე და ფიზიკური შეურაცხყოფის ინიცირება დესტრუქციულ
ქმედებაში გადაზრდით".
მე ვთარგმნი: დედა უგინებიათ და უჟეჟიათ.
03.02.2013 - "ძამნი" სიახლე!
ერთ–ერთი არხის საინფორმაციო
გამოშვებას ვუყურე (...ვუსმინე კიდეც!) და ყოველმა გამომსვლელმა – წამყვანმა, კორესპონდენტმა
თუ რესპოდენტმა... – ერთხელ მაინც თქვა ფრაზა "ძალიან მნიშვნელოვანია"...
(ორჯერ და მეტჯერ მთქმელი უკვე "ვიპია").
დროის მოგების მიზნით
და იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი "ძამნია" (ძალიან მნიშვნელოვანია),
დავაკანონოთ ეს ახალი სიტყვა ქართულ ენაში ("გაერო"–ს ანალოგიით).
მაგალითად:
– ჩაინიშნა ძამნი ივენთი.
– იგეგმება ძამნი ფართი
ხანუმების მონაწილეობით (ხანუმა party)
...და ა.შ.
05.02.2013 - იმ კახელისა არ იყო – შორიდან რომ ნაცნობი დაინახა
და მისალმება მოუნდა, მაგრამ მერე უცებ დაფიქრდა და: "ერთი შენი დედაცაო..."
– მეც ასე დამემართა:
ამ პოლიტიკოსების, ექსპერტების,
ჟურნალისტების და მისთანების შემხედვარეს სურვილი გამიჩნდა, ჩემი აზრი გამომეთქვა მათი
გონებრივ–ზნეობრივი მონაცემების შესახებ, მაგრამ დავფიქრდი და ზემოთხსენებული კახელის
სიტყვები მომადგა ენაზე (აღარ გავიმეორებ, იხილეთ ზემოთ).
07.02.2013 - ერთი რუსი მეუბნება:
Какой у вас странный
язык: ყური - это орган слуха, а ყურება - глагол связанный с органом зрения...
მართლა "სტრანნი"
ამბავია.
08.02.2013 - ბავშვობა ხომ ყველას გამოგვივლია და
გვახსოვს - ყოველ უბანში თუ სკოლაში აუცილებლად იყო ერთ-ორი ისეთი, რომელიც გეთამაშებოდა
მხოლოდ იმ მიზნით, რომ ნერვები აეშალა შენთვის.... თუ საქმე დანებებაზე მიუდგებოდა,
ჭადრაკის ფიგურებს გადაყრიდა ან ნარდის დაფას გადააბრუნებდა ან ბურთს გადააგდებდა სადმე
შორს, რომ მის მოტანაზე გეწვალა... ამ ადამიანებს სიამოვნებას ჰგვრის, როცა სხვის ნერვებზე
თამაშობენ და თუ შეძლებენ მოწინააღმდეგის გამოყვანას მდგომარეობიდან, ხომ მთლად ტკბებიან
და დნებიან ნეტარებით... აი, ეს არის ყველაფრის მიზეზი, მეტი არაფერი - მანიაკალური
თვისებები.
12.02.2013 – ხალხი არა ხართ?! - უთხარით ვინმემ
ამ საინფორმაციო სააგენტოებს და მედია-საშუალებებს, რომ "დანიშვნა" და
"ჩანიშვნა" სხვადასხვა აზრის სახელზმნებია.
თეორიულად თუ არა, პრაქტიკულად
ხომ ყველამ იცის, რომ ქართულ ენაში ზმნისწინი ზოგჯერ სრულიად ცვლის მნიშვნელობას...
წა-იქცა... და-იქცა...
ჩა-იქცა... გადა-იქცა
ოთხივეს განსხვავებული
აზრი გააჩნია.
გარდა აზრობრივი სხვაობისა,
გრამატიკულადაც დიდი სხვაობაა "ჩანიშვნასა" და "დანიშვნას" შორის.
დაინიშნა (ის) - ერთპირიანი
ზმნაა (დაინიშნა შეხვედრა, დაინიშნა თანამდებობაზე....)
ჩაინიშნა (მან, ის) -
ორპირიანი ზმნაა (ჩაინიშნა მოსწავლემ დავალება).
13.02.2013 - სულ ამას ვამბობ - არ შეიძლება ტელევიზიით
ამდენი ლაპარაკი პოლიტიკაზე... ეს ნაირგვარი "არხები" მხოლოდ რეკლამაზე და
რეიტინგზე ზრუნავენ და იმიტომ იწვევენ დღეში ცხრაჯერ ამ პროვოკატორებს...
ცხონებული ჩანტლაძისა
არ იყოს - თუ მაგარი მომღერალი ხარ, ქუჩაში რატომ მღეროდი, შედი ოპერაში და იქ იმღერეო....
პარლამენტი ხომ ავირჩიეთ, სადაც ამ ადამიანებმა უნდა
დაიცხრონ ლაპარაკის ჟინი, შევიდნენ და იქ ილაპარაკონ, თუ მაგრები არიან...
რატომ გვიშლიან ნერვებს
ყოველ საღამოს ცხრა არხზე ჯდომით და გაუთავებელი ლაქლაქით?!
ვაჰ!!!
19.02.2013 - არა, არასოდეს დაწყნარდებიან ეს (ვითომ) პოლიტიკოსები, (ვითომ) ექსპერტები და
(ვითომ) ჟურნალისტები, რადგან ისინი ჩვენი ნერვების ხარჯზე არსებობენ და შოულობენ ფუფუნებას...
რატომ?
იმიტომ, რომ გვაბრიყვებენ
სკანდალებით და გამუდმებით ყურადღების ცენტრში არიან...
არ დაგვანებებენ თავს,
სანამ ჩვენ არ ვაქცევთ მათ ზურგს.
20.02.2013 – საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ
"მაესტროს" გადაცემაში, რომელსაც "არგუმენტები" ჰქვია, ქართული
წარმომავლობის ბგერები დარჩება მხოლოდ წამყვანის მიერ დროდადრო წამოსროლილი გამამხნევებელ-წამახალისებელი
ჩართვები "უჰუ-უჰუ..."
22.02.2013 - მთავარი და პრინციპული შეცდომა ჩვენი განვლილი 9-წლიანი არსებობისა იყო ის,
რომ მმართველი ძალა მთელ ყურადღებას და ძალისხმევას უთმობდა იმას, რომ საქართველო კარგად
გამოჩენილიყო გარე სამყაროს თვალში და ამას ეწირებოდა ჩვენი მატერიალური, გონებრივი
თუ სულიერი სახსრები.... უნდა გვეთმინა და აგვეტანა ჩვენ ყველანაირი დამცირება, ოღონდ
კი შერონ სტოუნს დილით წითელ ხალიჩაზე გაევლო და ეთქვა - WOW!
თითქოს ყველაფერი სწორია
- მიზანი ამართლებს საშუალებებს, მაგრამ შეცდომა და დანაშაული იყო ის, რომ ამ მიზანს
ახორციელებდნენ ადამიანები, რომლებსაც ფრიად და ფრიად სუსტი დამოკიდებულება აქვთ ფუფუნებაში
ცხოვრებისადმი და მერე ამით თავის მოწონებაში გარეშეთა თვალში...
მიბაძვა! - ეს არის ყველა
უბედურების თავიდათავი... უნდოდათ, რომ ჩვენ დავსმგავსებოდით წარმატებულ "სხვებს"
და ჩვენს მიმართ გამოვლენილი ამ წყალობისათვის თვლიდნენ, რომ თავად იმსახურებდნენ აღიარებასაც,
დროსტარებასაც, თაყვანისცემასაც... აი, ახლაც, ასე ვთქვათ, დააანონსეს საპროტესტო აქცია
და მთავარი საკითხი არის ის, თუ საით და ვისკენ უნდა ვიყუროთ და დავემსგავსოთ... ისევ
საგარეო პრობლემები, შიგნით რა ხდება ქვეყანაში, არც იციან და არც აღელვებთ.
...და იმ გარეშე ძალების
იმედიც აქვთ... სხვა აღარავისი.
ისინი ასე აზროვნებენ
და მე ცხოვრებაში შემხვედრია ისეთი ინდივიდები, რომელთათვისაც ზუსტად ესაა მთავარი
- გარეგანი ეფექტები!... ყველა მათგანი, როგორც თანდათან გავიგე, ამაყობს გასული
9-წლიან "ეპოპეით"....
იამაყონ... ოღონდ მოგუდულად.
23.02.2013 – კაი, ბატონო! ჩვენ ლამისაა კონსტიტუციაში
ჩავწეროთ, რომ ბავშვობიდან ნატო-ში და ევროკავშირში ვსხედვართ, მაგრამ ამ რუსებს რა
ეტაკათ?! მათაც აძალებს ვინმე, რომ მაშა და ვანია ყველაზე პირველ ევროპელებად და იანკებად
შერაცხონ? ვისგანა ზეწოლა, რომ საბჭოთა არმიის დღეს "а ля Голливуд" გადაღებული
რუსული ფილმი აჩვენონ?!
საზიზღრობაა ასეთი ფილმები!
მედროვეთა მასობრივი ფსიქოზია
ყველგან!!!
23.02.2013 – თვითლუსტრაცია!
ოკუპანტების ჯარში -
1981 წელი
აბა, ახლა ვინმე თუ მომილოცავს
საბჭოთა არმიის დღეს მე. რომელმაც ორი წელი ვიმსახურე უფროსი ლეიტენანტის ჩინით და
მშვიდობის დამყარებისთვის ვიბრძოდი ავღანეთში... Вот документ! - ორი ავღანელი ჯარისკაცი
და უზბეკი სერჟანტი (ჩემს მიერ დამყარებულ!) მშვიდობიან გარემოში.
02.03.2013 -"ფეისბუქმა" დამბლოკა გაუგებარი მიზეზის გამო... ხალხს აწუხებ, დამეგობრების
მოთხოვნებს უგზავნიო, რაც სრული აბსურდია, სამი წლის განამვლობაში მაქსიმუმ 10 ადამიანისთვის
თუ გამიგზავნია ეს მოთხოვნა... თავად მიმეგობრდებიან.
ამიტომაც იქ ვერაფერს
ვწერ და პირდაპირ აქ მოგახსენებთ სათქმელს:
"ვერბალური თავდასხმა"
– ახლა მოვისმინე ტელევიზიით... იქნებ ვინმემ
ამიხსნას ან უბრალოდ თქვას და სადმე როგორმე გავიგებ: "სიტყვიერი თავდასხ,ა"
რომ ტქვან, ეს არ იქნება ისეთი შთამბეჭდავი და ეფექტური, როგორც "ვერბალური"?!
* * *
უცხო სიტყვებით საუბარი
განათლების წარმოჩენის სურვილია თუ აუცილებლობა?
იქნება განათლება საკუთარის
ცოდნაა და არა სხვის მიბაძვა?
04.03.2013 – Comedy არხი – აქამდე არ ვიცოდი ასეთი ქართული სატელევიზიო არხის არსებობა.
მე არ მესმის ერთი რამ
– ეს Comedy ვისთვის წერია? უცხოელებმა უნდა წაიკითხონ და დაინტერესდნენ ამ
არხის გადაცემებით?
რა თქმა უნდა, არა...
ვის რაში აინტერესებს ამათი ე.წ. ღადაობა?! – უბრალოდ მოდაა ასეთი – თუ ქართულად დაწერ
"კომედიური არხი", არათანამედროვე და გოიმური იქნება, ასე ვთქვათ...
მე ვერ ვუყურებ ასეთ არხს.
05.03.2013 - მაშ, ასე.... მე თვალი ვერ მივადევნე და "ფეისბუქში" თურმე დღე ე.წ.
"პროგრამის ლურსმანი" ყოფილა, არც მეტი, არც ნაკლები – ქილა.... ხალხი მთელ
მოთხრობებს და ტრაქტატებს წერს ხსენებულ "ლურსმანზე" მე კი, ჩვეულებრივ,
სარითმო ერთეულები მოვძებნე:
შაირზე მეტად თუ პატივს
მივაგებთ ხოკუ–ტანკასა,
ყველა ნანას და ნანულის
თუ დავუძახებთ ნანკასა,
ერისიონს თუ გავგზავნით,
რომ ახარებდეს ვანკასა,
კვლავ გაგვიმზადებს რუსეთი
"ოკუპაციის ბანკასა".
კუ... ამფიბია, ოღონდ დიდი ზომის, რომელიც თავს და კიდურებს თავის ჯავშანში ვერ მალავს... კვერცხიდან იჩეკება იაპონიის ნაპირებთან და მიცურავს მექსიკისკენ, გადასერავს მთელ წყნარ ოკეანეს... და 35 წლის შემდეგ ბრუნდება ისევ უკან, რათა შთამომავლობის გამოსაჩეკად ისევ იაპონიის ნაპირებზე დადოს კვერცხები... ეს არის 14 ათასი კილომეტრი, ხოლო მის ცურვის სიჩქარე მაქსიმუმ 1/5 კილომეტრია საათში... ცურვისას თავს ესხმიან ვეშაპები, ზვიგენები, ნიანგები... მაგრამ მაინც მიცურავს... ღამე იმალება რიფებში, თმცა მთელი ღამის განმავლობაშ ერთხელ მაინც უნდა ამოცუროს ზედაპირზე, რათა სუფთა ჰაერით ისუნთქოს... ეს ყველაზე საშიში პროცესია, რადგან მტაცებლები სწორედ ღამე ნადირობენ... ბევრი ასეთი კუ გზაში იღუპება სწორედ ამ მტაცებლებისგან, ზოგი წყალქვეშა გვირაბებში იმალება ღამით, მაგრამ გამოსასვლელს ვერ პოულობს და უჰაერობისგან იხრჩობა... მაგრამ ბევრი მათგანი მაინც აღწევს მშობლიურ ნაპირებს, დებს კვერცხებს და იქვე რჩება სიკვდილამდე - იაპონია-ჩინეთის სანაპიროებზე, თუმცა ცხოვრების დიდ ნაწილს ოკეანის გადაღმა, ჩრდილოეთი ამერიკის კონტინენტზე ატარებს....
სასწაულია! - რა საშუალებით იგნებენ გზას?!
16.03.2013 – გუშინ ერთი დოკუმენტური ფილმი ვნახე "დიდ კატებზე"... ასეთი არხი
არსებობს Nature... ჰოდა, აჩვენეს აფრიკის ლომები, ამაზონის იაგუარები, ინდოეთის ავაზები...
ადგილობრივ მოსახლეთა ამაღელვებელი კომენტარებით და იგავებით გვიამბეს ამ ცხოველთა
ღვთაებრიობის და ჯადოსნურობის შესახებ და ბოლოს შორეულ აღმოსავლეთში, ამურისპირეთში
მცხოვრები ვეფხვებიც გაიხსენეს საბჭოთა კინოდოკუმენტალისტიკის თანხლებით...
თურმე!...
ადგილობრივი მცხოვრებნი
ამ ვეფხვებს ადამიანთა სულის განსახიერებად მიიჩნევდნენ და მათ მიმართ არანაირი აუგი
განზრახვა არ ჰქონდათ... მერე კი ჩართეს საბჭოური ქრონიკის კადრები, სადაც 5–6 რუსი
კომუნისტი იჭერს უზარმაზარ ვეფხვს.... ამას ასეთი კომენტარი ჰქონდა:
კომუნისტური მთავრობა
საგანგებოდ გზავნიდა კომპარტიის წევრებს და თან მათ ოპერატორი ახლდა, რათა გადაეღო,
როგორ ამარცხებს ბრძოლაში კომუნისტი ადამიანი ტაიგის მეფეს... მერე როგორ მოჰყავს ის
საბჭოურ ცირკსა და ზოოპარკში, რათა მომავალ თაობას აჩვენონ სოციალისტური წყობის ძლევამოსილება,
რომელიც ვეფხვებსაც კი იმორჩილებს.... და ა.შ.
არ ვაჭარბებ... ზუსტად
ასეთი ტექსტი იყო...
* * *
ხალხო! თქვენი ნებაა,
გძულდეთ საბჭოთა წყობილება მთელი თავისი წარსულით და გეოგრაფიული სივრცეებით, მაგრამ
სისულელეებს ნუ ლაპარაკობთ!...
საბჭოთა კავშირის ბევრ
ქალაქში მინახავს ცირკიც და ზოოპარკიც, მაგრამ იქ ვეფხვებს და ლომებს არავინ დასძახოდა
– В борьбе за дело коммунистической партии будь готов!
24.03.2013 – თუ დავაკვირდებით მთელი მსოფლიოს დაპყრობითი ომების ისტორიას, აღმოჩნდება, რომ "აღმოსავლეთი" გამუდმებით ისწრაფვოდა "დასავლეთისკენ" და ბრძოლით და სისხლისღვრით იმორჩილებდა იქაურობას; ჩამოვთვალოთ:
– ზოგადად ინდოევროპელი ტომები დაიძრნენ ინდოეთ–ირანიდან დასავლეთით და საბოლოო ჯამში მთელი ევროპის ტერიტორია იგდეს ხელთ
– თურქული ტომების ლაშქრობამ საბოლო წერტილი დაუსვა რომის იმპერიას.
– მონღოლებმა შუა ევროპამდე მიაღწიეს და გზად ყველაფერი დაანგრიეს აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ.
– არაბები ესპანეთამდე მივიდნენ და იქ გაბატონდნენ.
– სკანდინავიელი ვიკინგები სულ "დასავლეთს" ძარცვავდნენ"
– კოლუმბმა და მისმა მიმდევრებმა ყველაზე "დიდი დასავლეთი" დაიპყრეს... აღმოსავლეთიდან...
– ნაციონალური მოძრაობა ახლაც განაგრძობს დასავლეთის შტურმს...
ამ მასშტაბურ საბრძოლო მიგრაციებთან შესადრებლადაც კი არ ივარგებს მხოლოდ ორი წარუმატებელი მცდელობა დასავლელებისა აღმოსავლეთის დასამარცხებლად, იგულისხმება ნაპოლეონის და ჰიტლერის ომები...
...ალბათ, ამიტომაცაა ახლა, რომ აშშ ისტორიული "წონასწორობის" აღდგენას ცდილობს დასავლეთიდან და თავის გავლენის ქვეშ აქცევს მთელ აღმოსავლეთს...
27.03.2013 – "ივენთ"–ზე დამპატიჟეს!
შენ, ჩემო დიდო ივენთო!
კოშკო, ნაგებო "ლაიქ"–ით!
მაგ ცეცხლს იქნებ მეც მივენთო,
თუკი მექნება გზა იქით?!
* * *
ნეტავ "საბას" შორთ–ლისთის ივენთი სუ:ნ (მალე) დაპორტირდება?
P.S. ქართველი მწერლების საყურადღებოდ:
ა) ნეტავ, ნეტავი - if I were; I wish. (ასე თარგმნის ლექსიკონი...თუმცა
ზოგადად უთარგმნელი სიტყვაა... )
ბ) უ: – ორი წერტილი აღნიშნავს გრძელ ხმოვანს.
28.03.2013
რაღაც რუსულენოვანმა საიტმა შემაწუხა – დარეგისტრირდიო... ბოლოს უარი ვერ ვუთხარი – რა იცი, რა ხდება – ქართული ღვინო და ცეკვა უკვე სულ იქით მიდის...
ჰოდა ასეთი სახელი დავირქვი – Чемо Карго Сакартвело.... მკითხეს იმ საიტის "ბინადრებმა" – Карго რა არისო?... მეც ავუხსენი – это отчество-მეთქი... და მომდის ახლა შეტყობინებები ფოსტაზე – Уважаемый Чемо Каргович!....

31.03.2013 - ისე კი... რა საცოდავები არიან ეს რუსები! – ახლა რაღაც რეპორტაჟი აჩვენეს მოსკოვიდან – ხალხი პუტინის წინააღმდეგ გამოდის... ვერაფრით მოიშორეს თავიდან, მინიმუმ შვიდი წელი კიდევ იჯდება და მერე ღმერთმა იცის, თუ ისევ მონდომებენ გადაჯდომ–გადმოჯდომას ჯუჯა დევები ანუ პუტინ–მედვედევები... არადა, თუ რუსეთში კიდევ რევოლუცია მოხდა, მტერს და ავს! – მთლად დაქუცმაცდება... და არ მგონია, მის გარშემო არსებულმა ქვეყნებმაც მშვიდად იცხოვრონ...
01.04.2013
- მართალია, რა!..
- ამხელა სიტყვის თქმა ძნელია... თანაც ამ არაევროპული ბგერებით (ღ,ძ) ფრიად უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდებით... აბა, ათქმევინე მაიკლს "ღონისძიება"?! - ენას მოიტეხს! არ გეცოდებათ?! ამიტომაც მოვიდა ჩვენთან (სემიოტიკური... ზღვათა-გაღმური...) საშველი სა-მაპ-ეთიდან - ივენთი!!! თანაც როგორ ახლოსაა ჟღრადობით "ნათებასასთან, სინათლესთან, ნათელთან"...
- ივენთი, ივენთი, ივენთი.... ჩქარა!!!
P.S.-1 "მაიკლი" ჩვენი მთავარი მეგობრების განზოგადებული სახეა, ვინმე განკერძოებული არ გეგონოთ...
P.S.-2 ნეტავი სად ჰქონდათ ტვინი ჩვენს წინაპრებს?! - ხომ იცოდნენ, რომ "მაპი" ჩვენი სახლია... მაშ, რატომ გაძეძგეს ქართული ენა აზიურ-აფრიკული ბგერებით: ღ-ყ-ძ-ჭ-წ.... რა უბედურებაა?! მხოლოდ თავისთვის უნდოდათ ეს ენა?! მომავალზე არ უნდა ეფიქრათ?!
03.04.2012
არ ვიცი, ვინ და რატომ დაადგინა, მაგრამ სწორ ფორმებად მიჩნეულია "ირინე - მარინე - კარინე"...
"ირინე"-ს შესახებ ვისაუბროთ.
03.04.2012
არ ვიცი, ვინ და რატომ დაადგინა, მაგრამ სწორ ფორმებად მიჩნეულია "ირინე - მარინე - კარინე"...
"ირინე"-ს შესახებ ვისაუბროთ.
ეს სახელი ბერძნული "ეირენ"-დან მოდისო (Εἰρήνη)
- ამბობს ვიკიპედია, მაგრამ რუსებთან
"კოჰაბიტაციის"
დამყარებამდე ჩვენში არავის ერქვა და შესაბამისად - ჩვენთან შემოვიდა რუსეთიდან, მაგრამ, როგორც ვთქვით, ოდნავ გაქართულდა ბოლოკიდური
"ე"-ს მეშვეობით, თუმცა მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში
"ირინეთა" უმრავლესობა ძალაზე იყო და
"ირინა"-ს ირქმევდა... მათ ეუბნებოდნენ - ეს რუსული ფორმააო (Ирина), მაგრამ ვინ ისმენდა?! რუსეთთან "დე-კოჰაბიტაციის" დამყარების შემდეგ კი მთლად "გარუსდნენ"
და რუსული კნინობითი ბოლოსართიც კი გაიჩინეს - ირინკა (!)... აბა, ხომ არ ჩამორჩებოდნენ რუს-კა-ს, ქეთ-კა-ს, ნან-კა-ს, ნინ-კა-ს და ა.შ.
მაგრამ!
როგორც ჩანს, ბოლოსდაბოლოს შეისმინეს ანტირუსული შეგონებანი და მხოლოდ ერთი ხმოვნის შეცვლით ევრო-ატლანტიკური ელფერი შესძინეს საკუთარ სახელს... ახლა მოვკარი თვალი - ირენკა!...
ნეტავი რუს-კა, ქეთ-კა, ნან-კა და ნინ-კა როგორ შეიცვლიან სახელებს ევრო-ატლანტიკური ელფერის შესაძენად?!
13.04.2012 – გილოცავთ!
აღარაფერში გვჭირდება შემდეგი სიტყვები და ფრაზები:
ზედამხედველობა, თვალთვალი, მეთვალყურეობა, თვალყურის დევნება, გაფაციცებული მზერა და ა.შ.
ეს ყველაფერი შეცვალა "მონიტორინგმა".
...ადრეულ ახალგაზრდობაში ვცდილობდი გრიბორდოვის კომედია მეთარგმნა ისეთივე სხვადასხვა რიტმული პოეზიით და რითმების არსებობით, როგორც ორიგინალურ რუსულ ტექსტშია, მაგრამ ბევრ სირთულეს წავაწყდი, განსაკუთრებით გაჭირდა ამ ცნობილი აფორიზმის გადმოქართულება:
Счастливые часов не наблюдают...
ასეთი ვარიანტი მქონდა: "არ ახსენდებათ ბედნიერებს დროის მსვლელობა", მაგრამ ეს наблюдать ფრიად საჭირო ერთეულია და მისი შენარჩუნება ვერაფრით მოვახერხე (რიტმის თუ რითმის გამოისობით... ლექსის ზომის გამოც – ზედამხედველობა თუ მეთვალყურეობა – საკმაოდ დიდი სიტყვებია და ვერაფრით ჩავსვი ხუთმარცვლიან მუხლში).
და, ჰა! აღსრულდა! გამოჩნდა საშველი!
არ სურს ბედნიერს დროის ცვლათა მონიტორინგი.
ხომ ჩანს "მაპური" სულისკვეთება?...
აქვე ერთი აზრი გამიჩნდა: რაკიღა წარმატებით მიმდინარეობს გლობალიზაციის და უნივერსალიზაციის პროცესი ჩვენს ენაში, ეგებ ეს დიდი და მოუხეშავი სიტყვა, როგორციაა "მამაპაპური", ჩავანაცლოთ სიტყვით "მაპური"?!
15.04.2013.
ვულოცავ ჩემს (ერთი დღით) უფროს ძმას, კობა ჭუმბურიძეს დაბადების დღეს!
გაქვს ნიჭი მართლაც უსაზღვრო, ვერვისგან ანაწონები,
მიეც ამ ნიჭით შვება ხალხს, გონს მოიყვანე მონები,
უზნეო დაგმე... შეაქე ზნის და ზნეობის მქონები...
ასი წლის შემდეგ იქნები სიკეთით მოსაგონები!
16.04.2012
აქეთ ტრაილერს წიხლსა ვკრავ,
იქით "გრუზავიკს" ძვრას ვუზამ!
პირდაღებულსა ორმოში
გადავხტები... თხრას ვუზამ!
აბა, ის თურქი მძღოლი ვინ მოიგონა თავის გვარ-სახელით, რომელიც ავტო-ველო სიჩქარეებზე და ანტალიის ლანდშაფტებზე საუბრობდა?!
17.04.2013 - ...აბა, "ისინი" ყველანი ორდროშიანები არიანო?!
- ახლა ვიღაც ჩვეულებრივ-სურათიანმა გამაღიზიანებელი გამოხტომით მაიძულა მის კედელს გავცნობოდი... ვნახე და ჩავათვალიერე მისი "შემოქმედება"... ჰოდა, იგი აღმოჩნდა ისეთი, ვინც ძალიან ცუდად მოქმედებს ჩემს გუნება-განწყობილებაზე... (განსაკუთრებით ძილის წინ, რადგან კოშმარების ხილვის ალბათობა იზრდება).
- ესე იგი უნდა დავკარგო ძვირფასი დრო "მათი" კედლების გასაცნობად და მერე დავბლოკო?! რა წესია, ბატონო?! გაქვთ შექმნილი ამოსაცნობი სიმბოლიკა (ორი დროშა)? - ჰოდა, კეთილი ინებეთ და ნუ ღალატობთ პრინციპს და მომეცით საშუალება დროის დაკარგვის გარეშე დაგემშვიდობოთ სამუდამოდ!...
- მიიხატეთ დროშები ჩქარა!
18.04.2013 - დღეს უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ვიყავი...
ესე იგი უნდა მოვძებნო, ფრენდებო და ფრენდებზე უსაყვარლესებო, ახალი სივრცეები და წიაღები... სხვა გზა, სხვა ხსნა არ გამაჩნია!
არადა, გუშინ რა კარგი ღონისძიება იყო მწერალთა კავშირში!... სულ სხვა თვალით დავინახე ადამიანები, რომლებსაც დიდიხნის წინ ვიცნობდი და ახლა (თურმე!) კვლავაც ერთად უნდა განვაგრძოთ ცხოვრება და საქმიანობა... ის ადამიანები საერთოდ არ ჩანან სოციალურ ქსელებში, მათ შეინარჩუნეს უნარი მხოლოდ "რეალური ცხოვრებაში" ყოფნისა და არც აინტერესებს არცერთ მათგანს - რა ხდება ამ ჩვენს ვირტუალურ სამყაროში... შესაშური მდგრადობა! ღმერთმანი!
28.04.2013 - ესე იგი რეკლამის აზრი, არსი, დანიშნულება, მიზანი, მუღამი, პრიორიტეტი, - და რა ვიცი, კიდევ რა - არის ის, რომ თავი მოგაბეზროს და იმ ზომამდე შეგაწუხოს, რომ გააკეთო კონკრეტულად ის, რასაც რეკლამაში გთავაზობენ... ნუთუ ეს არ არის ზეწოლა ადამიანის ფსიქიკაზე?! ნუთუ ეს უფრო ნაკლები დარღვევაა ადამიანის უფლებათა, ვიდრე ის, რომ მთვრალმა ქმარმა ცოლს რაღაც ზედმეტი უთხრას და ამის გამო პლაკატებით დადგნენ ქალაქის ცენტრალურ მოედნებზე - არიქა, ქალებზე ძალადობა ხორციელდებაო... (არადა, ზოგს როგორ ენატრება ეს "ძალადობა")
29.04.2013. ხალხო და ჯამაათო!

თურმე ძალიან დიდი ხანია, რაც იქ არ შემიდგამს ფეხი... სააქტო დარბაზში (event hall აწერია) ირანელები მღეროდნენ, მე კი გამოვედი იქიდან და ცარიელ დერეფნებში დავდიოდი... მეორე სართულზე, ერთ ფანჯარასთან რომ მივედი, მომეჩვენა, რომ შორენა კოპალიანმა დამიძახა - სადღა მიდიხარ, ბიჭო?! - ამ აუდიტორიაში გვაქვსო ჩათვლა...
კონცერტზე აღარ დავბრუნდი, ფეხით ჩამოვედი მეტრო "რუსთაველამდე"...
ასე დავდიოდით ხოლმე ყოველდღე, ლექციების დასრულების შემდეგ... ოცდაათიოდე წლის წინ!
19.04.2013 - ...რაღაც მინდოდა დამეწერა დღევანდელ მიტინგზე, მაგრამ იმდენად ამაზრზენები და უფრო-უხამს-სიტყველები გახდნენ, რომ აღარც ფიქრი მინდა მათზე და აღარც დაცინვა და აღარც დანახვა... მადლობა ღმერთს ზაფხული მოდის... ჯერ ალუბალი, მერე ატამი, მერე ბროწეული, მერე ყურძენი და... ოქტომბერიც მოვა... და დავისვენებთ!
P.S. მე ჩემი საყვარელი ხილი ჩამოვთვალე, თქვენ შეგიძლიათ მარწყვი-ბალი-გარგარი-ლეღვი ჩამოთვალოთ; მადლობა ღმერთს, ეს მაინც გვაქვს ჩვენი!
* * *
ანეკდოტი გამახსენდა:
გემზე ერთი ნამუსგარეცხილი და ნაძირალა კაცი დაემალა მდევრებს...
გემმა შეცურა ოკენეში და უცებ ქარიშხალი ამოვარდა..
იძირება გემი..
ნაძირალამ იფიქრა, ალბათ, მე მსჯის ღმერთი და სიკვდილის წინ ერთ კარგ საქმეს მაინც გავაკეთებო....
გამოვიდა კიჩოზე და იყვირა: - ღმერთო! ვიცი, რომ ნაძირალა ვარ; ისიც ვიცი, რომ შტორმი ჩემს დასასჯელად მოგონე, მაგრამ გთხოვ, მარტო მე მომკალი და ეს დანარჩენი უდანაშაულო ხალხს ჩემს გამო არ დახოცოო....
ღმერთმა ჩამოსძახა: - უდანაშაულო ხალხიო?! 10 წელი გაგროვებდით ერთ გემზე რომ გამომემწყვდიეთ და დამეხოცეთ და შენ ამათ გადარჩენას მთხოვ?!...
...მერე არ ვიცი, რა მოხდა... ანეკდოტის წყარო აღარაფერს აკონკრეტებს.
20.04.2013 - ახლა რაიმე "მესამე ძალამ" უნდა გამოაცხადოს - ვატარებთ მიტინგს შემდეგი მოწოდებით - "დავუბრუნდოთ რუსეთს! აღვადგინოთ საბჭოთა საქართველო!" - და ამ მიტინგზე 10-15 კაცი რომ მივა, იქნებ მაშინ დარწმუნდნენ ეს "ახები", რომ სრულიად უაზროდ ქმნიან საქართველოს წარსულში დაბრუნების საფრთხეს და დაგვანებონ თავი იმის მტკიცებით. რომ მხოლოდ თავად არიან პროგრესულად მოაზროვნენი და მარტოოდენ მათი "ლამაზი თვალები" ჭვრეტენ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს...
არც ჩვენ გვინდა, ბატონო, ეს რუსეთი! - გაიგეთ, რა... ვაჰ!
...მაგრამ საქმე იმაშია, რომ მათი არსებობის ერთადერთი "გამართლება" სწორედ რუსეთის ლანძღვაა და თუ ამით აღარ დაკავდნენ, რა ქნან მეტი, რით "ემსახურონ" ხალხს?!

22.04.2013 - "ზეწოლა" - 2013 წლის პირველი კვარტლის ყველაზე პოპულარული სიტყვა.
"კოჰაბიტაცია"-ს მიეკუთვნა საპატიო მეორე ადგილი.
შეგახსენებთ, რომ გასულ წლებში ამგვარი სიტყვა-ჩემპიონები იყო: "არჩევნები" (2012 წ), "დარბევა" (2011 წ), "პიარშჩიკი" (2010 წ) "გივიიიიიიიიიიიი" (2009 წ), "ომი" (2008 წ).... "ხუნტა" (1992 წ), "თავისუფლება" (1991 წ).... "დი-ნა-მო" (1981 წ)... "თასი" (1976 წ)....
გთხოვთ, დამეხმაროთ ამგვარი კატალოგის შედგენაში.

ასე არ შეიძლება!
დღეს ძალიან მუხანათურად მოჰქცევია პოლიტიკა მედიას (პროფესიულსაც და სამოქალაქოსაც და სამოყვარულოსაც): არცერთი შოკი, სენსაცია, სკანდალი... ხალხმა არ იცის, რაზე იმსჯელოს; ამოატივტივეს რაღაც ძველი ამბები და შეუდგნენ ღრღნას, მაგრამ ამას ეფექტი არ აქვს - დასაღრღნელი უკვე დაღრღნილია... (რა კარგია კლავიატურაზე "ღრღ" ასოთშეთანხმების აკრეფა!)
ერთი სიტყვით - დღეს, ორშაბათს, ყველაზე აქტიურ და აქტუალურ დღეს პოლიტიკამ გადაგვაგდო!!!
წავედი "დოსტოევსკის" ბოლო სერიის საყურებლად...
მეშვიდე სერია რა კარგად მთავრდებოდა - დაიბადა პატარა გოგო (მთელ სერიალში ერთადერთი ნათელი ეპიზოდი!), თავისი თავის უბედურ "Феденька"-ს, მგონი, ეშველა, თავი დაანება კაზინოში თამაშს, მაგრამ... სამ თვეში ბავშვი დაიღუპა...
კარგი, რა! - გეყოფათ ამ კაცის წამება!

23.04.2013 - პატივცემულო ლენ!
თქვენ, როგორც ყველაზე კომპეტენტურმა ადამიანმა, ამ საკითხში ეგებ მიპასუხოთ:
გაზაფხული რომ შემოვიდა, ისევ უკან გავიდა თუ უარს ამბობს საკუთარ მოვალეობათა შესრულებაზე?
26.04.2013. - ისე აიბურდა ამ დამნაშავე-არდამნაშავეებიის დასჯა-არდასჯის საქმე, რომ მალე იძულებულნი ვიქნებით ვთქვათ - "განაჩენი მიდის სასამართლოს გამოსატანად"
27.04.2013 - ყველაფერი ერთ მშვენიერ დღეს მოსაბეზრებელი ხდება... ამ ბლოგების საკითხიც ასე თუ ისე გავარკვიე, პოლიტიკური ვნებებიც გავატანე ქარს, თარგმნის მუზა არ მოდის...
სოციალურ ქსელებში თუ არ იაქტიურე, ისე დაგივიწყებენ (თურმე!), როგორც შარშანდელ თოვლს... ან შარშანწინდელს!ესე იგი უნდა მოვძებნო, ფრენდებო და ფრენდებზე უსაყვარლესებო, ახალი სივრცეები და წიაღები... სხვა გზა, სხვა ხსნა არ გამაჩნია!
არადა, გუშინ რა კარგი ღონისძიება იყო მწერალთა კავშირში!... სულ სხვა თვალით დავინახე ადამიანები, რომლებსაც დიდიხნის წინ ვიცნობდი და ახლა (თურმე!) კვლავაც ერთად უნდა განვაგრძოთ ცხოვრება და საქმიანობა... ის ადამიანები საერთოდ არ ჩანან სოციალურ ქსელებში, მათ შეინარჩუნეს უნარი მხოლოდ "რეალური ცხოვრებაში" ყოფნისა და არც აინტერესებს არცერთ მათგანს - რა ხდება ამ ჩვენს ვირტუალურ სამყაროში... შესაშური მდგრადობა! ღმერთმანი!
28.04.2013 - ესე იგი რეკლამის აზრი, არსი, დანიშნულება, მიზანი, მუღამი, პრიორიტეტი, - და რა ვიცი, კიდევ რა - არის ის, რომ თავი მოგაბეზროს და იმ ზომამდე შეგაწუხოს, რომ გააკეთო კონკრეტულად ის, რასაც რეკლამაში გთავაზობენ... ნუთუ ეს არ არის ზეწოლა ადამიანის ფსიქიკაზე?! ნუთუ ეს უფრო ნაკლები დარღვევაა ადამიანის უფლებათა, ვიდრე ის, რომ მთვრალმა ქმარმა ცოლს რაღაც ზედმეტი უთხრას და ამის გამო პლაკატებით დადგნენ ქალაქის ცენტრალურ მოედნებზე - არიქა, ქალებზე ძალადობა ხორციელდებაო... (არადა, ზოგს როგორ ენატრება ეს "ძალადობა")
...ახლა ერთ საიტზე ისე შემაწუხა რეკლამამ, იმდენ ხანს არ დამანება თავი, სანამ საერთოდ არ გავთიშე ეს საიტი და იქ დაბრუნების ყველანაირი სურვილი დამეკარგა...
ვდგავარ პლაკატით (ბანერით, პოსტერით, ბილბორდით, აბრით, ფირნიშით და რა ვიცი, კიდევ რით): "შეწყდეს ზეწოლა ადამიანის ფსიქიკაზე!"
ზეწოლა!... ზეწოლა!... ზეწოლა!...
29.04.2013. ხალხო და ჯამაათო!
ნუთუ იმისთვის გავუძელით 200-წლიან რუსულ “ჩექმას", რომ დღეს ვენესუელას და კოლუმბიას გავჯიბრებოდით ლუის ალბერტოს (დათოს) და კონჩელიტას (ნინას) ოჯახური პრობლემების განხილვაში?!
ის ანეკდოტი გამახსენდა: ქართველმა ოქროს თევზი რომ დაიჭირა და პირველი სურვილი საქართველოს მთების გასწორება რომ იყო და ოქროს თევზმა უარი რომ უთხრა მეტისმეტი სირთულის გამო და მეორე სურვილი იმ ქართველის ცოლის გალამაზება რომ იყო და ოქროს თევზმა რომ შეხედა მის ცოლს და სინანულით რომ დაიძახა: "მაიტა რუკა!"
მაიტათ საბჭოთა კავშირი!!!
არ მინდა კოლუმბიაში ცხოვრება!!!
01.05.2013
უკანასკნელი 20-25 წლის განმავლობაში არსებულმა პოლიტიკურმა ვნებათაღელვამ ბევრ სხვა დადებით-უარყოფით შედეგთან ერთად დღეს დაგვაყენეს კიდევ ერთი არცთუ სასიამოვნო ფაქტის წინაშე: პოლიტიკით გატაცება, მასში საკუთარი თავის მოძებნა და მისი "მადლით" დაკავება გახდა ერთ-ერთი მთავარი საარსებო მიზანი და საშუალება მათთვის, ვინც უბრალოდ არ იცის სხვა რა აკეთოს... არ გააჩნია არანაირი ნიჭი და მონდომება ამა თუ იმ სფეროში სამოქმედოდ და მიდის პოლიტიკაში, სადაც თავის გატანა შეუძლია ყველას, ვინც წარბშეუხრელად ჩაგრავს და მცირებს სხვას და არანაირ სირცხვილად არ თვლის საკუთარ დამცირებას სხვისგან...
სწორედ ამგვარი პირველი ტალღის წარმომადგენლები იყვნენ ისინი, ვინც 2003 წელს ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში და კვლავაც არ აპირებენ დაცხრომას და ვერ ხვდებიან, რომ მათ მოსდევთ მორიგი ტალღა, რომელსაც დღეს-ხვალ აუცილებლად დაუთმობენ ადგილს...
09.05.2013 ვერ ვიტან ძალად არტისტებს... ვიღაცის ვიღაცის ხათრით და ხელშეწყობით რომ მიიკვლევენ გზას სცენაზე თუ ეკრანზე... არადა, ერთი ფრაზის, ერთი მოძრაობის შემდეგ აშკარაა, რომ ეს არის ს ი ყ ა ლ ბ ე !!!
ასეთი არტისტები (პოეტები.... მწერლები.... მომღერლები... და ა.შ.) ძალიან აფერხებენ ნიჭიერი შემეოქმედის ცხოვრების განვითარებას, თუმცა – პარადოქსია, მაგრამ ფაქტია – იმავდროულად სწორედ ეს ყალბისმქმნელები წარმართავენ ნამდვილი ხელოვანის ჩამაყალიბების პროცესს, რადგან.... ისინი ქმნიან ყველა პირობას საიმისოდ, რომ ტალანტით დაჯილდოებული ადამიანი იყოს მშიერი.... უმუშევარი... უყურადღებოდ დარჩენილი... და ყოველივე აქედან გამომდინარე, ალბათ, პირად ცხოვრებაშიც – უბედური...
"დალხინებული კაცის დაწერილი ლექსი, მე არ მინახავსო" – თქვა ერთხელ ადამიანმა, ვის აზრსაც დიდ პატივს ვცემდი... მაშინ შეიძლება კარგად არ მესმოდა, მაგრამ ახლა ვიცი, თუ რა სიმართლეა ამ სიტყვებში...
15.05.2013. - ჩვენი ცხოვრების პროცენტული მაჩვენებელები
ნამდვილი საქართველო რომ არსებობს, ეს 100-მა პროცენტმა ქართველმა და 10-იოდე პროცენტმა უცხოელმა იცის...
"ზეციური საქართველოს" არსებობა - ამის მთქმელთა 99-მა პროცენტმა - მხოლოდ სადღეგრძელოში იცის...
ფეის-საქართველოც ამ 5-6 წლის წინ რომ შეიქმნა, ეს ნამდვილი საქართველოს 25-მა პროცენტმა და ზეციური საქართველოს, ალბათ, ჯერჯერობით მხოლოდ 1-მა პროცენტმა იცის...
ჰოდა, სამივე საქართველოს გეფიციებით (თავის პროცენტებიანად), რომ მისი მოსახლეობის 80% თუ არ მოვიდა გონზე და ისევ წარამარა "ორიენტაციების" ძებნა განაგრძეს, 100 პროცენტით "ზეციურში" გადავალთ და ჩვენი გამხსენებელი "ნამდვილში" ნული პროცენტი იქნება...
(ლექსი)
თუ არ შეწყდა ზნეობრივ-და-გონებრივი ქაოსი,
საიქიოს-ღა შერჩება ხსოვნა სააქაოსი.
* * *
ახლა წავიკითხე ერთი ქალბატონის შესახებ - "განათლების ექსპერტი"-ო
ეკონომიკის, სამხედრო სფეროს, პოლიტიკის ექსპერტები მრავლად არიან... ესე იგი განათლების დარგშიც ყოფილა ექსპერტი!
...და პოეზიამ რა დააშავა?!
რა დიპლომია იმისთვის საჭირო, რომ პოეზიის ექსპერტი გახდეს ადამიანი?
ოქსფორდი? კემბრიჯი? სორბონა? ლომონოსოვი?
გუშინ ერთ პატივცემულს შენიშვნა მივეცი - მსახიობები არასწორად ჩამოთვალე-მეთქი და ისე განრისხდა, თითქოს მისი შემოქმედების მითვისებით საავტორო უფლებები შევულახე... ჰოდა, ვინმეს რომ შევუსწორო - ეს ლექსი ასე კი არა, ისე უნდა დაგეწერა-მეთქი, წარმომიდგენია, რას დამმართებს! არადა, თუ ვინმე არ გაკიცხე, არ ამხილე და არ გამოაჭენე სამართლის ასპარეზზე, მაშინ ექსპერტობას რა ფასი აქვს?!
ეჰ, როგორ მინდა, რომ ვიყო პოეზიის ექსპერტი!... შეიძლება რომელიმე ტელევიზიამაც მიმიწვიოს სტუდიაში (ხშირ-ხშირად)... მერე პოპულარობა... დიდება.... კომპრომატები... "ფეისბუქის" პოსტები... პრესტიჟული პარტიის წევრობა... პარლამენტი!...
ვითომ პრეზიდენტობაც?!
...არავინ იცის, რა დიპლომია იმისთვის საჭირო, რომ ადამიანი "ექსპერტი" გახდეს?
16.05.2013. არასასურველი, მაგრამ გარდაუვალი პერსპექტივა
მოგეხსენებათ, დღეს საქართველოდან ძალიან ბევრი ხალხია წასული უცხოეთში სამუშაოდ თუ უბრალოდ იქ სამყოფად და საცხოვრებლად გაურკვეველი აზრით და მიზნით (ეს მათი ნებაა, სად იცხოვრებენ) და, რა თქმა უნდა, მათი უმრავლესობა ახალგაზრდები არიან; ეს კი ისეთ ვითარებაში ხდება, როცა ე.წ. "დასავლეთის" ქვეყნების ვიზის მიღება ძალიან ძნელია, მაგრამ მაინც ახერხებენ, იღებენ ვიზას და მიდიან... მათი რიცხვი მე ზუსტად არ ვიცი, დაახლოებით კი ამბობენ, რომ მილიონს უტოლდება...
* * *
ჩავთვალოთ, რომ ჩვენ ბოლოსდაბოლოს გავხდებით ნატოს და ევროკავშირის წევრები და შესაბამისად უვიზოდ შეგვეძლება "დასავლეთში" გასვლა და დარჩენაც კი გარკვეული სურვილის და ჩალიჩის მეშვეობით... აქაც, რა თქმა უნდა, შეუძლებელია ზუსტი რიცხვის დასახელება, მაგრამ ძალიან ბევრი რომ წავა იქ, ამის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს ბალტიისპირეთის ქვეყნების ახლანდელი მდგომარეობა: როგორც ჩემი იქაური ნაცნობები მწერენ, იქ პრაქტიკულად აღარ დარჩა ახალგაზრდობა, სკოლის დამთავრების შემდეგ პრაქტიკულად აბსოლუტური უმრავლესობა მიემგზავრება სხვა ქვეყნებში და მათი იქიდან დაბრუნების იმედი (სამშობლოში საცხოვრებლად) პრაქტიკულად არავის აქვს... ასე რომ, გამოითქვა უკვე მძიმე ვარაუდი იმისა, რომ 30-40 წელიწადში ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ითვლება ეროვნული შემადგენლობის ძირითად ერთეულებად, თითქმის აღარ იარსებებს... იმ ტერიტორიაზე ხალხი კი იცხოვრებს, მაგრამ არა ესტონელები, ლატვიელები და ლიტველები, არამედ სხვები... საქმე იმაშია, რომ ამ ქვეყნის მოქალაქის პასპორტის მირება არ შეუძია ყველას, ვინც ახლა იქ ცხოვრობს და საამისოდ გარკვეული პუნქების დაკმაყოფილებაა საჭირო და მხოლოდ შემდეგ აძლევენ საჭირო დოკუმენტს, რაც თავის მხრივ არის გარანტია სხვა ქვეყანაში წასვლისა თუ გადასახლებისა... ანუ: ის, ვინც იღებს პასპორტს და არის შეგნებით და ეთნიკურად ბალტიისპირელი, მიდის თავის ქვეყნიდან, ხოლო ის, ვისაც არ აქვს ოფიციალური მოქალაქეობა, რადგან შეგნებით და ეთნიკურად ბალტიისპირელად მიჩნეული არ არის, რჩება საცხოვრებლად ამ რეგიონში...
....ეს ინფორმაცია მე "რუსული წყაროებიდან" არ მაქვს, თავად ბალტიისპირელთა ნაამბობია.
* * *
"ფეისბუქის" შესაბამისმა სამსახურმა მაცნობა, რომ ჩემი მოსწავლე დღეს 36 წლის გახდა... მე კი მას ისევ 13-14 წლისას ვხედავ, რადგან ამ ასაკის შემდეგ არ მინახავს... მის კედელზე არ ვწერ ამას, (უკვე) ქალბატონის ასაკის დაფიქსირება ხომ უტაქტობაა, არადა, ძალიან მინდოდა, სწორედ ამ გაფრენილი დროისთვის გამესვა ხაზი, ამიტომაც ჩემს "აგურებზე" მივაწერ - "გილოცავ და გისურვებ სულ ბედნიერი და გახარებული იყო!" - თუ დაინახავს, მიხვდება, რომ მას ვგულისხმობ)))))
* * *
არავითარი სურვილი არ მაქვს რამე ვთქვა დღევანდელ ამბავზე, ამაზრზენი იყო ყველაფერი ორივე მხრიდან... არადა, ორივე მხარემ მიიღო სასურველი შედეგი, საქართველოს დიდი ნაწილი კი შოკში ჩააგდეს...
ძალიან დიდი იმედო მაქვს. რომ ეს მართლაც "დიდი ნაწილია, ანუ ისინი, ვინც:
არ მიშისტია
არც ზვიადისტია
არც შევარდნაძისტია
არც პატრიარქისტია
არც ბიძინისტია
არც "ათა-თურქისტია"
არც "პუტინისტია"
არც "მერკელისტია"
არც "ობამისტია"
იქნებ ასეთი მხოლოდ დიმიტრი გელოვანი იყო და ისიც პურის რიგში მოკვდა?!
ადრე თუ გვიან ყველ "ისტი" ხდება წარმმართველი ძალა საზოგადოებისა (სხვადასხვა დროით და დროებით) და ქადაგებენ ქვეყნის გაბრწყინებას, სინამდვილეში კი თავისი წილი შეაქვთ მის დაღუპვაში.
როდემდე?!
შევქმნათ "დიმიტრი გელოვანის საზოგადოება" და დავანახოთ ყველას, რომ ჩვენც ვართ საქართველოს ნაწილი.
19.05.2013. ნებისმიერ მოძღვრებას, იდეოლოგიას თუ მსოფლმხედველობას განურჩევლად შემქმნელისა და მომხმარებლისა, აქვს თავისი ვარგისიანობის დადგენილი ვადა ისევე, როგორც ყველა პროდუქციას (თავად წუთისოფელსაც კი) და ამ ვადის ამოწურვის შემდეგ ყველაფერი იქცევა დოგმად და მავნებლობად.
23.05.2013. - "რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია...“

მთისა და მუჰამედისა არ იყოს, ჩვენ ვერ მივედით ევროპასთან და ევროპა მოვიდა ჩვენთან... ვნახავთ ხვალ საკუთარი თვალით, რით ერთობიან "პიკასოს შთამომავლები" (კინაღამ დავწერე - "ბიჭები"-მეთქი).
17.05.2013. ორი–სამი დღის შემდეგ დღევანდელი ჩაშლილი გეი-აღლუმის ამბები აღარავის ემახსოვრება, რადგან დღეს–ხვალ ისინი, ვინც ქართველების ხასიათის თავისებურებებით ერთობიან და მხოლოდ მათთვის ცნობილ სარგებელს ნახულობენ ამით, შემოაგდებენ სხვა თარიღს მორიგი პროვოკაციით... სავარაუდოდ ივნისის შუა რიცხვებისთვის მოხდება ეს, სანამ ყველა დასასვენებლად წავა და, ჯუნგლების კანონისა არ იყოს, გვალვაში ვეფხვი და ჯეირანი ერთად დაეწაფება წყალს.* * *
არავითარი სურვილი არ მაქვს რამე ვთქვა დღევანდელ ამბავზე, ამაზრზენი იყო ყველაფერი ორივე მხრიდან... არადა, ორივე მხარემ მიიღო სასურველი შედეგი, საქართველოს დიდი ნაწილი კი შოკში ჩააგდეს...
ძალიან დიდი იმედო მაქვს. რომ ეს მართლაც "დიდი ნაწილია, ანუ ისინი, ვინც:
არ მიშისტია
არც ზვიადისტია
არც შევარდნაძისტია
არც პატრიარქისტია
არც ბიძინისტია
არც "ათა-თურქისტია"
არც "პუტინისტია"
არც "მერკელისტია"
არც "ობამისტია"
იქნებ ასეთი მხოლოდ დიმიტრი გელოვანი იყო და ისიც პურის რიგში მოკვდა?!
ადრე თუ გვიან ყველ "ისტი" ხდება წარმმართველი ძალა საზოგადოებისა (სხვადასხვა დროით და დროებით) და ქადაგებენ ქვეყნის გაბრწყინებას, სინამდვილეში კი თავისი წილი შეაქვთ მის დაღუპვაში.
როდემდე?!
შევქმნათ "დიმიტრი გელოვანის საზოგადოება" და დავანახოთ ყველას, რომ ჩვენც ვართ საქართველოს ნაწილი.
19.05.2013. ნებისმიერ მოძღვრებას, იდეოლოგიას თუ მსოფლმხედველობას განურჩევლად შემქმნელისა და მომხმარებლისა, აქვს თავისი ვარგისიანობის დადგენილი ვადა ისევე, როგორც ყველა პროდუქციას (თავად წუთისოფელსაც კი) და ამ ვადის ამოწურვის შემდეგ ყველაფერი იქცევა დოგმად და მავნებლობად.
23.05.2013. - "რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია...“
...კი, რა თქმა უნდა, ბევრი რამ გაკეთდა მთელ საქართველოშიც და თბილისშიც, მაგრამ ამ ცხრაწლიანი "აღმშენებლობის" მთელი უბედურება იმაშია, რომ "აღმაშენებლებმა" ჩათვალეს - რახან ბევრი დადებითი რამ განვახორციელეთ, შესაბამისად ნებისმიერი სისაძაგლის და უზნეობის და არაკაცობის ჩადენის უფლებაც გვაქვსო და შეუბერეს...
სიკეთის კეთება არ ნიშნავს ბოროტების ჩადენის უფლების მიღებას...
(ელემენტარულია, უოტსონ!)
25.05.2013 წ. ამ ახლანდელ პატრიოტ–დემოკრატებს მშობლები "საცეკასმდივნებოდ" რომ ამზადებდნენ და იმის გაფიქრებაც კი არ სურდათ, რომ საბჭოთა კავშირი ოდესმე დაინგრეოდა, მე ორი წელი გავატარე ავღანელებთან, გაგანია ომი იყო, 1981–83 წლები... ბევრმა ჩვენიანმა დატოვა იქ სიცოცხლე... საკუთარი თვალით მინახავს, რაც ხდებოდა ავღანეთში... გახსენებაც არ მინდა... ან ახლა რაღად იხოცებიან ჩვენი ბიჭები იქ?! რა ნატო–მატო ავიხირეთ?! ამ ერთი მუჭა "ორიენტირებული ქართველების" კაპრიზებს რატომ ეწირება მთელი ერის მომავალი?!
...ის ავღანელებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, კარგებიც და ცუდებიც, ვაჟკაცობა და სინდის–ნამუსიც აქვთ და ბევრ რამეში მისაბაძებიც არიან, რადგან 34 წელიწადია იცავენ თავის სამშობლოს ხან ერთი და ხან მეორე იმპერიისგან... ან მათი დახოცვა რატომ უნდა გვიხაროდეს?! საერთოდ რა უნდათ ამ ე.წ. "ჟურნალისტებს"?! რას გვაჩვენებენ და რისკენ მოგვიწოდებენ?! ობამა რომ დაჯდეს და ამერიკელ ჯარისკაცს ჰკითხოს – რამდენი კაცი მოკალიო, ამას აჩვენებს CNN–ი?!

ორი კითხვა მაქვს დაძინებამდე:
1) ლუის ალბერტო და ხორხე ხავიერი საკმარისი არ იყო ამ უბედური საქართველოსთვის, ახლა ეს სავაში რომ არ გამოეგზავნა განგებას?!
* * *
2) ვითომ ევერესტის დამპყრობი თენცინგიც ჰომოსექსუალისტი იყო?! აბა, ნორ-გეი რატომ ერქვა?!
* * *
გეი-ლუსაკზე ხვალ ვიკითხავ.26.05.2013. - ...დეტექტივები არასოდეს არ მიყვარდა და ამ ბოლო დროს (ანუ პრე-სასიბერო ხანაში) რაღაც ძალიან დამაინტერესა... ნეტავი რამე ახალი პროექტი ხომ არ არის ჩაფიქრებული მის მიერ სადღაც ზემოთ ჩემი წუთისოფლისთვის?!

სხვათა შორის, მსმენია, რომ... (ინფორმაციის წყაროს ზუსტად ვერ დავასახელებ - ან სიზმარია, ან ზმანება)... მსმენია, რომ არსებობს მეორე პროექტიც ადამიანს ცხოვრების დაგეგმვისა, ანუ - ყველაფერი მოხდება პირიქით: დაიბადები 100 წლის და მერე, კი არ ბერდები, არამედ ახალგაზრდავდები და ბოლოს მთლად ჩვილი წახვალ იქ (ჩვენ რომ ვიცით)... ამბობენ, რომ ამდენი მოხუცი რომ მიდის იქ (ჩვენ რომ ვიცით) მეტისმეტ ყურადღებას საჭიროებენ და ახლა პირიქით მოხდება - იქ მივა ჩვილი და მერე თანდათან თავად მიხედავს საკუთარ თავს...
მე მგონი, ჩვენც გვაწყობს ასეთი ვარიანტი აქ...
ხომ არ განგვეხილა ეს პროექტი პირველი წაკითხვით?
28.05.2013. - ფილმს ვეძებდი რამეს, ჯერ სათაურით რომ მომწონებოდა და მერე მენახა და ამას წავაწყდი:
Эскадрилья «Летучая мышь» / Geschwader Fledermaus
Режиссер(ы): Эрих Энджел? Год: 1958
და გამახსენდა
ვახუშტი კოტეტიშვილმა გვითხრა ერთხელ სადღაც სამოცდაათიან წლებში - ამ ფილმის სათაური ასე თარგმნესო კინოგაქირავებაში:
"ეს რას კადრულობს მფრინავი მიშა".
აგვისრულდა, რა, 50 წლის შემდეგ ეს "წინასწარმეტყველება"?)))))
* * *
"ფეისბუქის" სიბრძნე – ლაიქმან შენმან გამოგაჩინოს.
* * *
...მთავარი ბრალდება, რაც უნდა წაუყენოს საქართველომ ყოფილი ხელისუფლების ლიდერს
შენს პოლიტიკურ შოუში
მთელი ქვეყანა შოუშვი.
29.05.2013. - არა, არა... ის დრო სჯობდა, როცა ერთი სატელევიხიო არხი არსებობდა...
18.00. საათზე დაიწყებდა მუშაობას... მერე იყო "ცეროდენას ეკრანი", მერე შეიძლება ფეხბურთის ტრანსლაცია ყოფილიყო (ზოგჯერ კალათბურთისაც)... მერე ახალი ამბები.... მერე "შვიდკაცა" იმღერებდა ან (აწ ავადსახსენებელ) ტაბურეტკაზე შემომდგარი ათიოდე წლის ირმა სოხაძე (მიკროფონს ვერ სწვდებოდა)... ხანდახან ბერძენი იოვანა ან იუგოსლავიელი ჯორჯი მარიანოვიჩი და რადმილა კარაკლაიჩიც შემოისეირნებდნენ ცისფერ ეკრანზე... მერე ვინმე რამე "პარტიული რეჩი(ტატივი)თ" გადმოდგებდა და დაგვარწმუნებდა, რომ 1980 წელს კომუნიზმში ვიცხოვრებდით... მერე, 22.00.-ზე აუცილებლად გვაჩვენებდნენ მხატვრულ ფილმს ("თუ დაიწერებოდა "Ленфильм", წინასწარ ვეგუებოდით იმ აზრს, რომ "ცუდი კინო" იქნებოდა, მაგრამ მაინც ვუყურებდით....), ბოლოს ჯულიეტა ვაშაყმაძე, ლია მიქაძე, ალექსანდრა მაჭავარიანი ან ჟანეტა ასლამაზიშვილი (არჩვაძე მერე გახდა, ქმრის გვარზე გადავიდა) გამოაცხადებდა მეორე დღის პროგრამას და მორჩა!... სატელევიზიო საღამო დამთავრდა!... "იავ-ნანა, ვარდო-ნანა...."
ახლა?!
100 არხი ტელევიზორშია, "მილიონ ს ჩემ-ტა" ფილმი ინტერნეტში დევს... ნაირ-ნაირი სპორტული ამბების ტრანსლაციაა სატელევიზიო თუ კომპიუტერულ სივრცეში და არ ვიცი რას ვუყურო!...
და არც "იავ-ნანა, ვარდო-ნანა" მინდა...
* * *
ძალიან სასიამოვნოა, როცა ქართველი ქართველობით ამაყობს და თავისი ეროვნული კუთვნილება სიამეს ჰგვრის მას, მაგრამ ამასთან ერთად სასურველია, რომ ბევ9რ მათგანს, ქართველობის გარდა, სხვა ღირსებაც გააჩნდეს.
30.05.2013. - მალე ოთხი წელი გახდება, რაც ერთი ღერი სიგარეტიც კი არ მომიწევია; ოთხის წლის წინ ამას ვერც–კი წარმოვიდგენდი, მაგრამ აჰა – ფაქტია! – ჯერ ცოცხალი ვარ.
* * *
ერთხელ ერთმა ქალმა დაიჩივლა:
რა ვქნა, რა ვუყო თავსაო -
ამ ჩემს პატარა ქმარსაო?!
არცა აქვს შენახვის თავი,
არცა მანებებს თავსაო...
მეც ამ დღეში ვარ - ვერაფრით ისე ვერ ვისწავლე ჭადრაკის თამაში, რომ სერიოზულ მოთამაშეებს მოვუგო და ვერც ვანებებ თავს ამ საჭადრაკო საიტებს... ახლა ისეთი (მოგებამდე მიყვანილი) პარტია წავაგე, რომ საკუთარ თავს სამუდამოდ უნდა ავუკრძალო იმ ეზოსთან ჩავლა, სადაც ტიგრან პეტროსიანი დაიბადა... (რუსთაველის თეატრის გვერდით); ან ვინმეს სადმე "კატო" არ გეგულებათ, რომ დაიმალოს ხატის უკან და დამიძახოს - წაააააადი! წაააააადი საქმე გააკეთე!
აი, ამ დღეში ვარ, რა...
02.06.3013. - პარადოქსია ეს ცხოვრება!
ვინმე რიგითმა (დამწყებმა) ლიტერატორმა რომ წარმოთქვას ე.წ. "გულისამაჩუყებელი" სიბრძნე, მას უმალ დასცინებენ სწორედ ისინი, ვინც სნობებისგან აღიარებული "ავტორიტეტული პოეტური (ან პროზაული) წარმონაქმნის" ანალოგიურად გულისამაჩუყებელი სიტყვებით დნებიან და ტკბებიან...
დასკვნის გამოტანა მეზარება, წავედი ჩაის დასალევად.
03.06.2013. - ჩემო ფანჯრიდან მოჩანს ფონიჭალა, რუსთავი, აეროპორტი... მთელი აღმოსავლეთი, საიდანაც ამოსვლას იწყებს მზე და პირველი "ვარდი სხივებისა" უკვე გაიფურჩქნა ცაზე... გრიგოლ ორბელიანისა არ იყოს - "ო. რა ლამაზად იღვიძებს ბუნება მიძინებული".
ვიმეორებ - "მოჩანს აღმოსავლეთი" და არა "მოსჩანს".... "ს" სრულიად ზედმეტია აქ, რადგან ზმნა ერთპირიანია - მოჩანს (ის)
06.06.2013 - ...კი ბატონო, მეც მინდა, რომ საქართველოს ძლიერი და მზრუნველი მფარველი ჰყავდეს თუნდაც ნატო–ს სახით, მაგრამ რით ვერ გაიგეთ, რომ რუსეთი იქ შესვლის საშუალებას არ მოგვცემს, სანამ მას საამისოდ ძალა და სათავისო უნამუსობა გააჩნია... როცა დაიშლება (...და ეს აუცილებლად მოხდება და თანაც სულ მალე, პუტინის წასვლისთანავე), მაშინ ეს ნატო და ევროკავშირი თავად შეგვეხვეწებიან – შემოდითო ჩვენთან, მაგრამ იმ ქალისა არ იყო, რომლის სურვილი მეცნიერებამ ბოლოსდაბოლოს დაადგინა, მან კი ამასობაში სხვა სურვილის გაჩენა მოასწრო, მე მგონი, ჩვენც სხვა მიზნები გვექნება უკვე და ევრო–ატლანტიკური სივრცისკენ აღარც–კი გავიხედავთ...
მაშ, რატომ ვიკლავთ თავს – პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით – ნატოსთვის?! ნუთუ ვერ ხვდებით, რომ მხოლოდ ე.წ. "მმართველ პოლიტიკურ ელიტას" სურს იქით წასვლა, რადგან მათი პარპაში მაქსიმუმ ერთი ათეული წლით განისაზღვრება, ამიტომაც ცდილობენ მოასწრონ ის, რის ნებასაც მალე აღარვინ მისცემს და წიგნები და ტელევიზორი გაუხდებათ სახვეწარი...
80–90–იანი წლების ზღვარზე პირველებმა და თითქმის ერთადერთებმა ჩვენ რომ შევეწირეთ საბჭოთა კავშირიდან გასვლის მიზანს ამდენი ქართველი სიცოცხლით და გამწარებული ცხოვრებით, ხომ ნახეთ, რომ რუსეთმა თავად დაშალა თავისი იმპერია და სხვებთან ერთად ჩვენც მივიღეთ დამოუკიდებლობა... გაიგეთ, რომ განადგურებამდეა მისული რუსეთის 500–წლიანი იმპერია (...როგორც ყველა სხვა) და ბოლოს მეზობლებთან სახვეწარი გაუხდება – ვოლგამდე მაინც დამიტოვეთ ჩემი ისტორიული ტერიტორიებიო...
ნათელში იყვნენ ავღანეთში დაღუპული ქართველი ბიჭები!
სიკვდილისთვის შენი სისხლხორციც შესაცოდია და ისიც, ვისაც მან თავი შესწირა...

09.06.2013. - შეცდომით დავბეჭდე (მოგეხსენებათ - "მ" და "ნ" კლავიატურაზე გვერდიგვერდაა მოთავსებული), მაგრამ რომ დავაკვირდი, აღმოჩნდა, რომ ძალიან საინტერესო შეცდომა დამიშვია.
ანუ, უნდა დამეწერა ასე - "ბევრ ჩვენს ექსპერტს და კრიტიკოსს გემოვნება ღალატობს", მე კი ასე დავწერე: : "ბევრ ჩვენს ექსპერტს და კრიტიკოსს გენოვნება ღალატობს".
ესე იგი მივიღეთ სრულიად ახალი სიტყვა - "გენოვნება".
ფრიად და ფრიად საჭირო სიტყვაა, რადგან სწორედ "გენოვნება" ანუ დაბადებისეული "გენები" განსაზღვრავენ პიროვნების ადგილს საზოგადოებაში - ესა თუ ის "გენი" აქვს მავანს? - ესე იგი დაგიჯერებს, რასაც ეტყვი... არ აქვს და... იჯდება ეგრე "ვირზე", სანამ არ დაინახავს, რომ "ვირი" მოკვდა და აღარაფერში გამოდგება...
11.06.2013. - ერთი რამ დავასკვენი:
ეს ზოგიერთი ჩვენი თანამემამულე ან დაბადებიდან არის ასეთი ან უბრალოდ მიეჩვია უკანასკნელი წლების განმავლობაში კრიტიკას და ლანძღვა-გინებას და მისთვის სულერთია ვინაა ქვეყნის სათავეში და ზოგადად ხელმძღვანელ პოსტებზე - ჩვენმა ასეთმა თანამემამულემ ჩვევად გაიხადა თუ ამის საშუალებით უფრო ადვილად ჩანს საზოგადოების თვალში, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია და ვხედავ - იგი ყოველთვის და ყველასგან უკმაყოფილოა... ზვიადს ებრძოდა... ედუარდს ჯინში ედგა.... მიშას რასაც ეუბნებოდა, აქ სათქმელი არ არის... მომავალ პრეზიდენტს უკვე ლანძღავს...
რა უნდა საერთოდ ასეთ კაცს?!
ნეტავი თვითონ თუ იცის, რა უნდა?
არადა, ასე მგონია, რომ....
ასეთი კაცი სადმე თანამდებობაზე რომ მჯდარიყო (...თუნდაც რამე პაააააააააწაწა თანამდებობაზე), ყველა ზემოჩამოთვლილი "ხელმძღვანელის" აქტიური მხარდამჭერი იქნებოდა საკუთარი პაააააააააწაწა თანამდებობის შესანარჩუნებლად...
13.06.2013. - მამაჩემს ერთი ძმაკაცი ჰყავდა, გოგია, ხუმარა და ნიჭერი კაცი იყო, აკორდეონზე უკრავდა ძალიან კარგად, სულ აკვნესებდა და თანაც მღეროდა... ასე მახსოვს, რომ მას ცოლად ძალად შერთეს ვიღაც სულ-სხვა-უბნელი ქალი, თუმცა უბანი რა შუაშია - უბრალოდ არ უყვარდა თავისი ცოლი და ერთხელაც ასეთი "პრიჩინა" მისცემია, ასე ვთქვათ, ტელევიზიის ამუშავების თათარიახნადვე... ანუ დაახლოებით 1957 წლის გაზაფხულზე... თურმე სხედან ეს ახლადდაქორწინებულები საღამოს, ჩაისა წრუპავენ, უყურებენ ტელევვიზორს და უცებ ცოლს უკითხავს:
- გოგიჯან, ეხლა ჩვენ რომ იმათა ვხედავთ, ისინიცა გვხედავენ ჩვენ?
გოგიას პასუხი გაუცია თუ არა, მაგდენი აღარ ვიცი, მაგრამ ამ სიშტერის გამო რომ გასცილდა პირველ ცოლს და მერე მეორე რომ შეირთო, ეგ მახსოვს...
ჰოდა, მეც უნდა ვიკითხო: მე რომ "ქლოუზ ფრენდებად" მყავს ზოგიერთი ჩემი გულის და სულის ვარდი დარეპორტირებული, იმათ ეს იციან თუ არა?
ეს მინდოდა მეკითხა, რა, და თანაც "დილა მშვიდობისას" გეუბნებით!
14.06.2013. - საღამოს მონოლოგი ორი ქვეპუნქტით
(1) პირველი ქვეპუნქტი
...რა კარგი გოგოა და...
იმ ვიდეოკლიპისა არ იყოს: "დეეეეედა! აგი ნაციონალი ყოფილა?!"
აბა, რა ვიცოდი, შემომთავაზა მეგობრობა და უარს როგორ ვეტყოდი?!
არადა, ასეთი საფეისბუქო სიბრძნე არსებობს:
"ლაიქ ნახე, სტატუს ნახე, მერე ფრენდი გამონახე"
მისი პოლიტიკური მრწამსი განა მე რამეს მიშავებს, ღმერთმა ხელი მოუმართოს - უყვარდეს ის, ვინც მის გულს გაუხარდება, მე უბრალოდ ამ საფეისბუქო სიბრძნის თქმა მინდოდა (იხილე ზემოთ) და მიტომ გამახსენდა ამგვარი მეგობრის ყოლა... მეტი არაფერი.
(2) მეორე ქვეპუნქტი
იყო ერთი დიდი სპარსელი პოეტი, რუდაქი ერქვა, მისი ე.წ. "სიბერის ელეგია" ყველასთვის ცნობილია და ბევრჯერაცაა თარგმნილი ქართულად... ახლა რატომღაც ამ 34 ბეითიანი ლექსის ხელახალი შესწავლის სურვილი გამიჩნდა... არადა, სტუდენტობისას ერთხელ უკვე შევისწავლე და ვთარგმნე კიდეც, თუმცა ახლა სულ სხვა თვალით და გულით აღვიქვამ ზოგადად სიბერეს და, ალბათ, ამიტომაც ჩამითრია ხელმეორედ... მე რას-და-როგორ ვთარგმნი ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ, ახლა კი ბატონი მაგალი თოდუას თარგმანიდან ერთი ძალიან მოსაწონი პასაჟი მსურს შემოგთავაზოთ და როგორღაც დავუკავშიროთ პირველ ქვეპუნქტს:
ჩემ წილს არც სიბრძნეს ვიკლებდი, არც განცხრომას და ალერსსა,
ყურს გონიერ ხალხს ვუთმობდი, თვალს - კალმით ნახატ ქალებსა.
21.06.2013 - ამ ბოლო დროს ძალიან გახშირდა ქართულად დაწერილ ტექსტებში თანამედროვე ინგლისური ენისათვის დამახასიათებელი სიმბოლიკის და გრაფიკული ნიშნების გამოყენება... როგორიცაა თუნდაც & და vs
ერთის შეხედვით, ეს უწყინარი და "საერთაშორისო ნორმად" მიჩნეული მოვლენაა, მაგრამ პირადად მე ასე არ ვთვლი და, მგონი, მაქვს იმის უფლება, რომ საკუთარი აზრი გამაჩნდეს... ეს აზრი კი სხვა თვალსაჩინოებათა მოშველიებით მინდა გამოვხატო და ვთქვა - ქართული დამწერლობის აღჭურვა უცხოური წარმომავლობის სიმბოლიკით იგივეა, რაც რესტავრირებული ბაგრატი, შუშის ხიდით გადაჩეხილი პანორამა ძველი თბილისისა და იურმალის ფესტივალზე ნამღერი "მოხევის ქალო, თინაო..."
დარწმუნებული ვარ, რომ ყველას საკუთარი შეხედულება აქვს ამ ფაქტებთან დაკავშირებით და დიდი ინტერესით მოვისმენ ყველაფერს, თუ, რა თქმა უნდა, გონივრული საფუძვლის შემცველი და ზრდილობიანად ნათქვამი იქნება.
01.07.2013. - აბა, ჰა... დაძაბული პოლიტიკურ შთაბეჭდილებების (ან პოლიტიკური დაძაბული შთაბეჭდილებების) შემდეგ ცოტა წავი-ექსპერტ-ოთ ლიტერატურაში:
"ხომ ვიცი,
სტუმრად არავის ველი.
და მაინც ძგერას უმატა გულმა,
როცა ნიავმა
შეარხია ბამბუკის ფარდა"
(როანი ოძავა)
შესანიშნავია და დიდებულია და არაჩვეულებრივია (...და ჯიგრულია)!!!
ამას რაც გინდათ დაარქვით - გნებავთ პოეზია და გნებავთ პროზა...
თუ გნებავთ, სხვაგვარად დაწერეთ - დააკლდება ან მოემატება რამე?
"ხომ ვიცი, სტუმრად არავის ველი და მაინც ძგერას უმატა გულმა, როცა ნიავმა შეარხია ბამბუკის ფარდა"
ნათქვამია - თაფლი იყოს და ბუზი ბაღდადიდან მოვაო...
ძილი ნებისა! ხვალ აუცილებლად მოხდება რამე ახალი სკანდალი... გახსოვთ მანანას სიმღერა:
"მოოოოოოსაწყენად მითხარი, აბა ვისა სცალია,
დელი-დელი-დელასა და..........."
03.07.2013 - პოეზიის ექსპერტის დილის მონოლოგი
ესე იგი... როგორც დავადგინე, "ექსპერტის" ტიტულის მოსაპოვებლად სრულიად საქმარისია ერთ "ადეკვატურ" ტელევიზიაში 2-3-ჯერ გამოჩნდე, წამყვანის მონოლოგებში ორიოდე ფრაზა ჩაურთო და მორჩა! - ყოველგვარი დიპლომის გარეშე გქვია "ექსპერტი" და მალე მეორე ასეთივე "ადეკვატური" მიგიწვევთ... ტელევიზია, რასაკვირველია!)
ცნობილი პოეტის სიტყვების პერიფრაზს თუ მოვახდენთ:
"დღეს რომ ექსპერტის სახელი ერქვას, ყველა როდია ღირსი..."
სწორედ პოეზიის ექსპერტის ტიტულზე ვაცხადებ პრეტენზიას და სანამ ზემოთხსენებული ტელევიზია ოფიციალურად დამიმოწმებს ამ წოდებას, ერთხანს სოციალურ ქსელში დავპორტირდები, როგორც "პოეზიის ექსპერტი":
სიტყვა "მოდა" ზმნად ვაქციოთ,
გამოგვივა, ალბათ, "მოდვა"...
(ჩვენს ენას აქვს ეს თვისება -
მაგალითად, ლოდი - ლოდვა);
ჰოდა, იმის თქმა მინდოდა,
არ იქნება დიდი ცოდვა,
ზოგისთვის თუ ლექსი ჰქვია.
მე დავარქვა მხოლოდ ბოდვა.
(წავედი ჩაის დასალევად! თუ სურვილი გაქვთ, დამეწვიეთ!)
24.07.2013.
დილის მონოლოგი (...სანამ ჩაი დუღდება და მზადდება დასალევად).
...სიტყვა "დოზანა" გამოვიყენე გუშინ ერთი აღმოსავლური პოემის თარგმანში, მაგრამ ჯერაც გული მეთანაღრება...
დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიტყვა, სწორედ რომ, აღმოსავლური წარმოშობისაა, მაგრამ მაინც ვყოყმანობ, რადგან, როცა რამეს თარგმნი, ის შენი ენის კუთვნილებაა და ყოველი სიტყვა შენს ენაში ლაღად დუ ბუნებრივად (საკუთარ ადგილზე!) უნდა გრძნობდეს თავს... "დოზანა" კი ჩვენთან ლამის ვულგარულ, წყევლისა და ლანძვის ერთეულადაა ქცეული და ამას პოემის მთავარ პერსონაჟს, ზნეამაღლებულ რაინდს ვერ ვათქმევინებ...
ჰოდა, შევუდექი ძებნას:
1. უმბერტო ეკოს მოთხრობის თარგმანში გამოუყენებიათ ეს სიტყვა ("ათასი ჯანდაბა და დოზანა გადავარჩინოთ? ისინი, ვინც გუშინდელ დღემდე ესესელებს ეტმასნებოდნენ?" იკითხა წითურმა ჯეელმა"); არ ვეთანხმები! ძალიან არ მომწონს, როც ევროპელი ავტორების ნაწარმოებებში "წმინდასისხლიან" აღმოსავლურ სიტყვებს იყენებენ (დოზანა... ჯეელი... რაღაც დისჰარმონია იქმნება); ასეთივე შეუსაბამობაა, ვთქვათ, როცა რუსები ხაიამის რობაიებში ჩართავენ ხოლმე სიტყვებს: დისციპლინა... რეჟიმი... სისტემა... და ასე შემდეგ.
2. ჭაბაშვილის "უცხო სიტყვათა ლექსიკონში ეს სიტყვა არ არის, რადგან ამ ლექსიკონში აღმოსავლური წარმოშობის უცხო სიტყვები იგნორირებულია, როგორც "უცხო" და, როგორც ჩანს, ამას თავის გამართლება ჰქონდა ამ წიგნის შედგენისას; ჩვენი განმარტებითი ლექსიკონი გვეუბნება იმას, რაც ისედაც ვიცი - ჯანდაბა და ჯოჯოხეთიაო...
3. სპარსული ენის წიაღში ვიპოვე შემდეგი ვარიანტები:
ა) დოზახ/დუზახ - ჯოჯოხეთი (...ძნელი დასაჯერებელია, რომ ბოლო მარცვალი "-ახ" ქართულში შეიცვალა "-ან"-ად)
ბ) დუზანე - მწერის ნესტარი; ნემსი, ნემსის წვერი.
გ) დოზანე - ორცოლიანობა (დო + ზან = ორი + ცოლი)...
ეს უკანასკნელი ცოტა ჭკუასთან ახლოსაა... ჯერ ერთი ცოლი რა არის, ახლა ორი ერთად... ჯოჯოხეთი კი არა მასზე უფრო უარესი თუ არსებობს რელიგიურ ფანტაზიებში, სწორედ ის უნდა იყოს "ორცოლიანობა"...
ესე იგი ჯერჯერობით შევჩერდეთ ამ ვარიანტზე (დოზანე - ორცოლიანობა), იმ ჩემი ცოდვით სავსე რაინდს კი აღმოსავლური პოემიდან სხვა რამეს ვათქმევინებ....
ჩაი მზად არის და წავედი დასალევად...
დილა მშვიდობისა!
31.07.2013.

სადღაც 80-90-იანების ზღვარზე აქტიურ პედაგოგიურ "მოღვაწეობას" ვეწეოდი და ეს აქტიურობა მაქსიმუმ სამი წლის განმავლობაში გაგრძელდა... რამოდენიმე სასწავლო დაწესებულებასთან მქონდა საქმე დაჭერილი, ვასწავლიდი ქართულ ენასა და ლიტერატურას (მოსწავლეებსაც და ქარხნის მუშა-მოსამსახურეებსაც), ვასწავლიდი სპარსულს ერთ მცირე დაინტერესებულ ჯგუფს, სახლში ვამზადებდი ბავშვებს "საუმაღლესოდ" და ა.შ. მერე საგაზეთო-პოლიგრაფიულ საქმიანობაზე გადავერთე და მოკვდა ჩემი სახით "დიდი მასწავლებელი".
ჰოდა, სანამ პედაგოგი ვიყავი (იმ სამი წლის განმავლობაში) ერთ-ერთ სკოლაში კიდევ შემომთავაზეს საათები და მეც მივედი... ავეყუდე დერეფანში, სანამ დირექტორი სადღაც გაკვეთილს ესწრებოდა... უცებ რაღაც ჩოჩქოლი ატყდა, ბავშვების ჟრიამული მოისმა კიბეებზე და რომ გავიხედე, დავინახე ანაფორიანი კაცი მოდიოდა თავისი ამალით და მოსდევდა მას მოსწავლეების მთელი გუნდი თამაშ-თამაშით.... ამასობაში ზარიც დაირეკა, კლასებهდან მასწავლებლები დიდი გულისფანცქალით გამოცვივდნენ, უმალ გაირკვა რომელი იყო მათგან დირექტორი და მთელი ეს "პედაგოგიური აღლუმი" ჯერ მიესალმა ანაფორიან კაცს და მერე ბავშვებთან ერთად აედევნენ მას...
ზარი კი დაირეკა, მაგრამ გაკვეთილების ჩატარება აღარავის მოსვლია აზრად, რადგან ყველა ელოდა, თუ როგორ მივიდოდა ის ანაფორიანი კაცი საკლასო ოთახთან და როგორ აკურთხებდა მას...
* * *
როცა კურთხევის პროცესი დასრულდა, ახლანდელი ლექსიკით რომ ვთქვათ, აჟიტირებული პედაგოგიური კორპუსი შეიკრიბა დერეფანში და ერთმანეთს აღფრთოვანებულნი უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს მათი საკლასო ოთახების კურთხევასთან დაკავშირებით... მცირე ხანში რელიგიური თემა პოლიტიკურმა შეცვლა და, ვისაც ახსოვს, რა ხდებოდა სქართველოში 1990-92 წლებში, ადვილად გაიხსენებს "პედსაბჭოს" პოლიტინფორმაციის სადერეფანო თემატიკას... იმ დღეს დირექტორი აღარ დაბრუნებულა სკოლაში (ანაფორიანი კაცი გააცილა), მე ორიოდე საათის ლოდინის შემდეგ წამოვედი სახლში და, მგონი, იმ დღიდან ავიყარე გული პედაგოგიურ "მოღვაწეობაზე"...
* * *
არ მიყვარს დასკვნების გამოტანა, მაგრამ ქიმიის და ფიზიკის მასწავლებელი საკლასო ოთახის კურთხევით რომ აღფრთოვანდება და, პოლიტიკოსთა ცხოვრების გარდა, სხვა არაფერი რომ არ აღძრავს მის ცნობისმოყვარეობას, შესაძლოა, იმიტომაც ჩაიჭრა მათი 90% ახლახან ჩატარებულ გამოცდებზე...
...მაგრამ, მგონი, რაღაც სხვა მიზეზებს ასახელებენ, მე უბრალოდ ჩემი აზრი მოგახსენეთ.
19.08.2013.
მამუკა ღლონტის ინტერვიუდან (ციტატა):
"ძალიან დამწყდება გული, ამ ტელევიზიამ არსებობა რომ შეწყვიტოს. "მე-9 არხმა" რაიმე ფორმით უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება. რაც მეტი ტელევიზია იქნება ამ ქვეყანაში, მით უკეთესი."
იქნებ ვინმემ ამიხსნას - რით არის უკეთესი ბევრი ტელევიზიის (ტელეარხის) არსებობა? ერთი დადებითი ფაქტორი მაინც მითხარით.
მე პირიქით მგონია - ბევრი ტელევიზია - ბევრი შეთხზული სკანდალი და შესაბამისად - ბევრი უბედურებაა...
დავაზუსტებ: ტელევიზიას სჭირდება რეკლამა, რეკლამას სჭირდება სკანდალი, სკანდალს სჭირდება ბევრი უარყოფითი მოვლენა და (რბილად რომ ვთქვათ) ცუდი ადამიანი...
ანუ: "შენ რომ ჩემთვის რკო არ მოგიტანიაო" და დარბის და დახტის საწყალი რწყილი ჭიანჭველის გადასარჩენად.
26.08.2013. - აბა, ტელევიზიები იაფად!
ეს თურქული სერიალები საბოლოოდ დაასამარებენ ქართულ ტელევიზიებს და ახიც იქნება მათზე... ახლა "იმედიც" იწყებს... "მაესტროზე" კი "ბრწყინვალე საუკუნის" (Muhteşem Yüzyıl) დაწყებას აპირებენ - 103 სერიაა. შარშან, ზამთარში დაახლოებით 10 სერია ვნახე, საწყისმა სერიებმა ლამის გამაოგნეს, მომეწონა ისტორიული სინამდვილის აღდგენა, მაგრამ მერე ისეთი საშინელება დაიწყო ("არა, მე უნდა გავუჩინო ბავშვ.... არა მეო..." 2-3 სერია მხოლოდ ეს დიალოგი იყო), რომ უკანმიუხედავად მივატოვე...
აჩვენებენ ახლა ამ 103 სერიას, ალბათ, 4-5 თვის განმავლობაში და მომავალ გაზაფხულზე რამდენიმე ქართულ ტელევიზიას ერთად გამოიტანენ ბაზარზე გასაყიდად...
აბა, ტელევიზიები იაფად!
01.09.2013 - თქვენი არ ვიცი და ჩემთვის "პირველი სექტემბერი" მუდამ სწავლის დაწყებასთან დაკავშირებული დღე იქნება; ადამიანს კი არა, ცხოველს გამოუმუშავდება ის ჩვევა, რომ გარკვეულ დღესთან დაკავშირებით შესაბამისი გრძნობა თუ ინსტინქტი გაუჩნდეს, თუ ის 15 წლის (10 სკოლა + 5 უმაღლესი... ჩემთვის კიდევ +3 მასწავლებლის რანგში) განმავლობაში ამ დღის მიმართ მოლოდინის რეჟიმით იქნებო დამუხტული... ასე რომ, გილოცავთ "სწავლის დაწყებას", რაც ჩვენთვის, ძველებისთვის, უფრო მეტად იყო ასოცირებული "ახალი ცხოვრების" დაწყებასთან, ვიდრე იგივე 1 იანვარი.
09.09.2013 - ამ რუსებისა გამკვირვებია! რომ ჰკითხო, თავისი "დერჟავის", გაძლიერებას თუ არა, შენარჩუნებას მაინც ცდილობენ და ასე ამბობენ - Великий могучий русский язык-ო და ამ დროს... არა, ჩვენ რომ წიგნის ქალაქს book city--ს ვარქმევთ, ეს აღარ მიკვირს, რადგან ჩვენთვის მთავარი წიგნიერება კი არა (იხილეთ ვიდეოსიუჟეტი ჩემთან), იმ "ორიენტაციის" ნაწილად ქცევაა, სადაც წიგნს ჰქვია book და ქალაქს - city, აი, რუსებისა კი გამკვირვებია - "ნატო" მაგათ არ უნდათ, "მაპი", და "ევროკავშირი", მაშ, რაღად არქმევენ თავის ტელე გადაცემას ასე Comedy Баттл?! ან ორივე ინგლისურად დაწერონ, ან ორივე რუსულად, რა არის ეს ქარაგმული წიაღსვლა?! ვფიქრობ და ვერ გამიგია... და ხანდახან ისიც მგონია, რომ ჩვენი "ორიენტირებულები" უშუალოდ დასავლურ ცივილიზაციას კი არა, მათს მიმბაძველ რუსულ Comedy-ზაციას ბაძავენ.
არა... ასე მხოლოდ მგონია, დარწმუნებას კი მტკიცებულებები, პროკურატურა, მოწმეები, ხედვები, პოლიტიკური მოტივაცია და ა.შ. სჭირდება, რაც მე არ გამაჩნია.
10.09.2013 - მახსოვს, საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის და დამოუკიდებელი არსებობის ერთ-ერთი საოცნებო არგუმენტი, ქართული ფეხბურთის გასვლა იყო საკუთარი სახელით ევროპის და მსოფლიოს არენაზე... ვფიქრობდით, რომ ჩაკეტილ სსრკ-ში ქართული ფეხბურთი ვერ ვითარდებოდა და ჩვენს ფეხბურთელებს უნდა ჰქონოდათ საშუალება ეთამაშათ უცხოურ კლუბებში, მიეღოთ გამოცდილება და მერე საქართველოს ნაკრების სახელით შერკინებოდნენ მსოფლიოს უძლიერეს გუნდებს... მაგალითად, 1992 წელს, როცა დანიის ნაკრები გახდა ევროპის ჩემპიონი, იქ სწორედ ასეთი "ლეგიონერები" თამაშობდნენ და ყველანი ვიყავით იმ აზრზე, რომ დანიამ სწორედაც ამიტომ გაიმარჯვა... ტყუილს ვერ ვიტყვი, მეც ასე ვფიქრობდი მაშინ.
ლამის 23 წელის გვაქვს საშუალება ვითამაშოთ დამოუკიდებლად და არა СССР-ის წარწერით მაისურებზე, მაგრამ...
23 წლის წინ ყველა სწორად ვაზროვნებდით და გამოთვლებში ძალიან მაგრები ვიყავით... ანუ ტაშკენტის "ფახთაქორთან" (ფახთა+ქორ ნიშნავს მებამბეობით დაკავებულს) რა გამოცდილება უნდა შევიძინოთო - ასე ვფიქრობდით... ვინ წარმოიდგენდა იმას, რაც ახლა ხდება?!
24.XI.2013. - არ შეიძლება იმაზე მეტი კრეტინიზმი არსებობდეს, რომ ადამიანი ამა თუ იმ კუთხის (...უბნის) დამახასიათებელი აქცენტის გამო გაკიცხო... პირიქით, აქცენტის ქონა ძალიან დასაფასებელი შტრიხია და ეს იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანს არ სურს, დაივიწყოს საკუთარი ფესვები და არ ცდილობს მიბაძოს და დაემსგავსოს სხვებს...
საინტერესო ისიც არის, რომ ვინც მავან პიროვნებას აქცენტის გამო იწუნებს, წერისას ისეთ უხეშ შეცდომებს უშვებს ხოლმე, რომ ვერანაირი აქცენტი, რაც მას ნაკლად მიაჩნიათ, მისი განათლების დეფიციტს ვერ შეედრება...
"აქცენტი ქონია ამ კაცს" - იტყვის ვინმე "ლინგვო-ესთეტი-ექსპერტი" და ეჭვიც კი არ შეეპარება იმაში, რომ არასწორი ფორმა "ქონია" უფრო დიდი დანაშაულია ქართული ენის წინაშე, ვიდრე მეგრული რბილი "ლь", რაც პირადად ჩემთვის ძალიან სასიამოვნო მოსასმენია, ვიდრე "თბილისურ-სვეცკური", მეზობელ ბგერებში გადადღლეზილი "ლ", როცა ის თითქმის არ ისმის და ის შთაბეჭდილება რჩება, რომ ასეთი "ლ"-ს მთქმელს ეზარება ენის წვერი მიაბჯინოს სასას... დააკვირდით, როგორ ამბობენ ეს "უაქცენტოები", ვთქვათ, სიტყვას "კალათბურთი" და მერე განსაჯეთ რბილი "ლь"-ს ავ-კარგი.
12.XII.2013 როგორც ვიცი, ჩემს სამეგობროში უფრო მეტნი ფილოლოგები და მათთან დაახლოებულ-გათანაბრებული ადამიანები არიან და ამიტომაც მინდა წამოვიწყო ასეთი პოლემიკა - "რა მოგვცა ჩვენ ჰაგიოგრაფიული ლიტერატურული ძეგლების შესწავლამ 13-14 ასაკში"? (მე მერვე კლასში ვიყავი, მაგალითად), თუმცა ფილოლოგობა აქ სულაც არ არის მთავრი ფაქტორი, რადგან ეს ნაწარმოები ყველამ ვისწავლეთ.
არავითარ შემთხვევაში არანაირ აუგს ამ ძეგლების მიმართ, რა თქმა უნდა, არ გამოვთქვამ, მათი ღირსებები და სიდიადე სხვებზე არანაკლებ მესმის, მაგრამ მოდით კიდევ ერთხელ ვიკითხოთ - ახლა, როცა ცხოვრება გავიარეთ და თუნდაც შუშანიკის საქციელს და მის (ჰ)აზრებს ყველა თავისებურად აღვიქვამთ, ვიკითხოთ - გავიგეთ სწორად ეს ნაწარმოები უფრო ხშირად ისეთი მასწავლებლების ხელში, ვინც მხოლოდ საზეპიროებს ჩაგვანიშნინებდა ხოლმე და ვერ გვარწმუნებდა იმაში, რომ ასეთი ნაწარმოები სკოლაში უნდა ისწავლებოდეს? შეიძლება სწორედ იმიტომაც ვერ გვარწმუნებდა, რომ უკვე ასაკოვანი პედაგოგები, ნაირგვარი (კომ)პარტიული თუ მეთოდ-ცენტრული მითითებებით დამფრთხალი, თამამად ვერ გამოთქვამდნენ თავის აზრს ზოგადად ჰაგიოგრაფიის შესახებ...
"დავარდ იგი ქუეყანასა ზედა, თავსა დამართ სცემდა და..." - ეს იყო პირველი ე.წ. "საზეპირო"... დღემდე ვერ გამიგია, რატომ უნდა დაგვეზეპირებინა მაინცადამაინც ეს ისტერიული გამოხტომა არცთუ მდგრადი ფსიქიკის მქონე ქალისა... გაქვთ ვინმეს სურვილი რომ მიპასუხოთ?
16.XII.2013. - ესე იგი... ოდესღაც რომ იყო ტიტულები: აზნაური, თავადი, ერისთავი და მისთანები, დღესაც, ვერასოდეს ისვენებენ რა სხვებისგან რაიმეთი გამორჩევის მსურველები, თითქმის ოფიციალურ დონეზე შეიქმნა ამგვარი: საჯარო პირი, ცნობადი სახე (ფეისი)... და ბოლოს "რაინდი"!!!
საინტერესოა, სამომავლოდ არ არის გათვალისწინებული "რაინდის" დეფინიცია სამოღვაწეო სფეროთა მიხედვით? მაგალითად: პოლიტიკის რაინდი, ბიზნესის რაინდი, ფეისბუქის რაინდი... კარგი იქნებოდა, არა?
27 XII.2013 – წერია:
"ქართული კულტურის ცენტრის ბორდი"
იქნებ ასე სჯობს დაწერა:
"ევროპის ჯორჯიის კულტურის ცენტრის ბორდი"
ამ ერთი სიტყვის (ქართული) შენარჩუნება რაღა ბედენაა?! რომ ჩამოვა ვინმე უცხოელი და ქალაქში აბრას ნახავს, რატომ უნდა გაწვალდეს სიტყვა "ქართულის" თარგმნით თავის ენაზე?! – იყოს ბარემ "ევროპის ჯორჯია"... ყველაფერი გასაგებია – არა ამერიკის, არამედი (იმენა!) ევროპის ჯორჯია (ვარიანტი – ევრო–ჯორჯია... ევრო–რემონტის, ევრო–მაიდნის ანალოგიით... მიზეზსაც მოგახსენებთ ბარემ – ეს ნიშანი ნათესაობითი ბრუნვისა – "–ის" – გარკვეულ უხერხულობას შექმნის ჩვენი უცხოელი მეგობრების თუ ინვესტორებისთვის)..
2014 წელი
05.01.2014.
თქვენი არ ვიცი და, ასეთი ტიპის სახელმძღვანელო, ჩემი აზრით, არაფრით განსხვავდება იმ სასწავლო დისციპლინების წიგნებისგან, რასაც ჩვენ გვასწავლიდნენ და საზოგადოებათმცოდნეობა თუ მეცნიერული კომუნიზმი ერქვა... პრინციპი და საფუძველი ერთია – ახალგაზრდების ტვინის მომართვა მიმდინარე პოლიტიკური ვითარების სასარგებლოდ და საამებლად... (ეს ყველაზე "რბილი" შეფასებაა).
ვის აქვს იმის გარანტია, რომ ეს ე.წ. "დემოკრატიისკენ სვლა" ისევე არ იქნება ახლო მომავალში უარყოფილი და დაგმობილი, როგორც სოციალიზმი და კომუნიზმი და მისთანა იდიოტიზმები დაიგმო?
გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ ბავშვების ნებისმიერი შინაარსის და დატვირთვის მქონე რელიგიურ–პოლიტიკური აღზრდა დანაშაულია ამ ბავშვების მომავლის წინაშე ჩადენილი.
* * *
აბა, გაიხსენეთ (საბჭოთა ეპოქაში გაზრდილ ხალხს მივმართავ): რა დრო და ენერგია და ნერვები გვაქვს დახარჯული ისეთი საგნების შესწავლაზე, რასაც პარტისტორია, პოლიტეკონომია, მეც.კომი, დიამატ–ისტმატი და ა.შ. ერქვა... არადა, ეს ყველაფერი მაშინ მარადიულ ჭეშმარიტებად მიაჩნდათ... გახსოვთ? ჰოდა, თუ გახსოვთ, რას ერჩით ახლანდელ ბავშვებს? – ამათაც უნდა დააკარგინოთ ცხოვრების საუკეთესო წლები უაზროდ?!
15.01.2014. - ახლა გოდერძი ჩოხელის მოთხრობაში ვნახე - "ხოდა" უწერია... ან იქნებ ტექსტის ამკრეფს შეეშალა?! - არ ვიცი.
შეცდომაა "ხოდა" - სწორია "ჰოდა"...
ელემენტარულია (უოტსონ!) - ეს არის ჰო (თანხმობა) + და (კავშირი)
* * *
"ხოდა" სპარსულად არის ღმერთი...
ამაზე ერთი ამბავი გამახსენდა:
ავღანელები ხარკოვში შვიდსართულიანი შენობის მეოთხე სართულზე ცხოვრობდნენ და იქ ფეხით ადიოდნენ ისინიც და ჩვენც, თარჯიმნები.... შენობას ორი შესასვლელი ჰქონდა და ერთ მათგანს ეწერა - Хода нет!
ჰოდა, ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში რუსული ანბანი რომ აითვისეს და ხსენებული წარწერა რომ წაიკითხეს, გაბრაზებულებმა მითხრეს - ეს კომუნისტები კარზეც კი წერენ რომ "ღმერთი არ არისო"?!
ჰოდა, ამაშია საქმე - კურიოზებითაა სავსე ეს ქვეყანა...
20.01.2014 - ...ხომ ხედავთ, რა ხდება - "ფეისბუქში" თუ რამე დაიწერა (როგორც ადრე "Правда-Известия"-ში ან "კომუნისტში) მას ყველ ეცნობა და დოკუმენტის ძალას იძენს, ასე ვთქვათ - ქვას გახეთქავს; ჰოდა, უნდა დავწერო ის, რაც ოფიციალურად არსად განმიცხადებია და ამით სამართლიანობა აღვადგინო:
ამასწინათ თბილისის თეატრების ძველი რეპერტუარები ჩამივარდა ხელში და კიდევ ერთხელ დამწყდა გული; იქ წერია, რომ 1982 წელს თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში დაიდგა სპექტაკლი - ევგენი შვარცის პიესა-ზღაპრის "ჩვეულებრივი სასწაულის" მიხედვით და ეს პიესა ქართულად თარგმნა ანზორ გვაძაბიამ.... არ არის მართალი - პიესა ვთარგმნე მე 1978 წელს.
იმ დროს, 1974-78 წლებში მსახიობი და რეჟისორი ანზორ გვაძაბია ხელმძღვანელობდა მოსწავლეთა თეატრ-სტუდიას, რომლის წევრიც მეც გახლდით და რამდენიმე როლოც ვითამაშე.... მისი წინადადებით მე ვთარგმნე ზემოთ დასახელებული პიესა-ზღაპარი, საკუთარი ხელით დავბეჭდე "უნდერვუდზე" (მაშინ კომპიუტერი არ არსებობდა და ფაილს ვერ შევინახავდი) და გადავეცი ანზორ გვაძაბიას.... მე მაშინ უკვე უნივერსიტეტს ვამთავრებდი, თუმცა მაინც ვითვლებოდი აღნიშნული თეატრ-სტუდიის აქტიურ წევრად და ჩემს მიერ თარგმნილ პიესაში ჯადოქრის როლიც უნდა შემესრულებინა, რეპეტიციებიც დავიწყეთ, მაგრამ.... "კუკარაჩასი" არ იყოს - ჩემთვის ომი დაიწყო და მიკრეს თავი ავღანელებში, საიდანაც 1983 წელს დავბრუნდი ცოცხალი... ბატონ ანზორს კი პიესა მოზარდ მაყურებელთა თეატრში მიუტანია და იქ დაუდგამთ კიდეც სცენაზე მისი სახელით....
ახლა ამ ჩანაწერს ჩემს ბლოგში გადავიტან, რათა ჩემმა შვილიშვილებმა იცოდნენ სიმართლე.... ეგება მოზარდა მაყურებელთა თეატრის არქივში ჩემს მიერ თარგმნილი და "უნდერვუდზე" დაბეჭდილი პიესის ტექსტიც დევს... ვინ იცის?!
23.01.2014. - მე გამეცინა და ვცდილობ, თქვენც გაგაცინოთ
ჩემს შვილიშვილს, პირველკლასელ ბატონ დავითს უკვე ჰყავს შეყვარებული და ამაზე მე თამამად მელაპარაკება ხოლმე გზაში, ვსაუბრობთ,რა, ასე ვთქვათ - გამოცდილებასაც ვუზიარებ.... ჰოდა, გუშინ მეორე შვილიშვილმა დამანახა - აი, ის არისო ჩვენი "სარძლო" - ანუ შედგა (შე-ს-დგა შეცდომაა) ჩვენი ვიზუალური ნაცნობობა...
წამოვედი და ვეუბნები დავითს - შენი შეყვარებული შენნაირი მოპუსკული რამე ყოფილა-მეთქი...
მიპასუხა: სამაგიეროდ შესაფერისები ვართო!
25.02.2014.
არ ვეხები არანაირ რელიგიურ საკითხს, არ მაინტერესებს და არც არანაირ შეფასებას ვაძლევ, მით უმეტეს - შორს ვარ ყოველგვარი ირონიისგან და პატივს ვცემ შესაბამისი მრევლის რწმენას... თავისი საქმე თვითონ იციან და მოიქცნენ ისე, როგორც თვლიან საჭიროდ, მაგრამ ეს სიტყვა "აღმოყვანება" ძალიან მაღიზიანებს... ძველ ტექსტებში არის მსგავსი რამ - თუნდ საეროში და თუნდ სასულიეროში? მე ეს არ შემხვედრია და ამიტომ ვსვამ კითხვას და თუნდაც იყოს სადმე, ზედმეტად ხელოვნურად მიმაჩნია ნებისმიერი, ძველი თუ ახალი ტექსტისთვის... "აღ" ზმნისწინს რომ დავანებოთ თავი (ეს გასაგებია - რაღაც ამაღლებულობის გამოსახატავად გამოიყენეს), თავად სახელზმნა "მოყვანება" რას ნიშნავს? ვინმეს ოდესმე გამოგიყენებიათ ასეთი სიტყვა? "მოყვანა" ვიცი, მაგრამ "მოყვანება" რა არის?!
"მოტანა" ხომ "მოყვანის" პარალელური ფორმაა და უსულო საგნებისთვის გამოიყენება, ჰოდა, "აღმოტანება"-საც იტყვიან, ვთქვათ, არქეოლოგებმა სადმე წმინდა ადგილიდან ღვთიურობით და სიწმინდით მოსილი რაიმე ნივთი რომ ამოიღონ?
წარმოიდგინეთ ასეთი ფრაზის გაჟღერება (ჩვენს ჟურნალისტებს არ გაუჭრდებათ) - ...მივაგენით თამარ მეფის საგანძურს, ჩამარხულს მავანი დასახლების მავან ადგილზე და იქიდან დიდი ქართველი ქალის გვირგვინის აღმოტანება მოვახდინეთ...
01.03.2014. არადა, ხუმრობა იქით იყოს და... უკრაინამ და რუსეთმა რომ ომი დაიწყონ, ერთმანეთს როგორ გაარჩევენ?! ტიგრანა გულოიანისა არ იყოს, ყველა ერთმანეთსა ჰგავს... ხანდახან მგონია, რომ იმ 2009 წლის 19 სექტემბერს მართლა მოვკვდი და "პარალელურ სამყაროში" გადავედი... აბა, რუსის და უკრაინელის ერთმანეთზე იარაღით წასვლა სხვაგან სად უნდა გვენახა, გარდა სიზმრისა?!... ვაჰ! გაგონიალა, კაცო?! ამათ აღარც ოლიმპიადა იციან, აღარც გაზაფხული და არც ის, რომ его-его-его отец საერთო ჰყავდათ და 1654 წელს სამუდამო ძმობა შეჰფიცეს ერთმანეთს და 1954 წელს ამ თარიღის 300 წელთან დაკავშირებით ხრუშჩოვმა რუსეთის სახელით ყირიმი უკრაინას აჩუქა, მანამდე კი რუსებმა თურქეთს წაართვეს და მთელი მე-19 საუკუნე ამისთვის ეომებოდნენ...
კაცს ძილი უნდოდეს და უკრაინის დარდი აწუხებდეს, სადაური წესია?! ამ პარალელურ სამყაროში რაც ვარ, უკვე მეხუთე წელია, სულ ასეთი ამბები მესმის და ნეტავი იქ რა ხდება, ძირითად სამყაროში, სადაც 53.5 წელი ვიცხოვრე?!
22.03.2014. მაპატიონ პატივცემულმა ფიზიკოსებმა (ჩემი შვილის თამადობით), მაგრამ ე.წ. „დიდი აფეთქების" თეორია ისეთივე რელიგია მგონია, როგორიც ყველა სხვა აქამდე არსებული... ოღონდ იმ განსხვავებით (და მსგავსებითაც), რომ თუ ერთში პირველად იყო სიტყვა (ან სხვა რამე), ფიზიკოსთა რელიგიაში პირველად იყო მთელი სამყაროს ენერგიის შემცველი ერთი პაწაწინა ატომი... რომელმაც ერთხელაც დაიძახა - ბახ! - და შეიქმნა ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემო არსებობს და ეს მოხდა 13 მილიარდ 700 მილიონი წლის წინ... ესე იგი შეგვიძლია შემოვიღოთ წელთაღრიცხვის ახალი სისტემა - აფ.წ. (აფეთქების წინ) და აფ.შ. (აფეთქების შემდეგ), ოღონდ ის, რაც იყო "აფ.წ." ისეთივე შეუცნობელია, როგორი გაურკვეველიც არის, თუ ვინ თქვა "პირველი სიტყვა"...
მოგესალმებით ნამდვილი გაზაფხულის მეორე მშვენიერ (...თანაც შაბათ!) დღეს და შეგახსენებთ ცნობილი ლექსის სტრიქონებს...
გიგლა, გეყოფა სწავლა,
ახლა კარგია გავლა...
განმარტებითი ლექსიკონი:
"გიგლა" - კრებითი სახელი კომპიუტერთან ახლა მჯდომი ყველა ინდივიდისა.
"სწავლა" - სოციალური ქსელების პოსტებისა და კომენტარების კითხვა.
"გავლა" - ეს ცნება ფრიად ინტიმურია და თავად დააკონკრეტეთ...
03.04.2014.
რა დაემართა ამ ხალხს, ყველას ერთად როგორ დაეწყო ვნებათაღელვა?!
ტელეარხის სიმბოლოს განათავსებენ ეკრანზე და გაიძახიან - ფალოსიაო...
მოედანზე ობელისკს დადგამენ და ამტკიცებენ - ფალოსიაო...
კაცი სიზმარში ძველ ტრადიციას ნახავს და უკიჟინებენ - ფალოსიაო...
მდინარეზე ხიდს გადებენ და ამსგავსებენ - ფალოსის ამხანაგის საშრობიაო...
ქანდაკების ხმალს შესცქერიან და ვარაუდობენ - ფალოსია...
ამაზეა ნათქვამი:
ფილოსოფოსები დაიხოცნენ, ფალოსოფოსებს დარჩათ ქვეყანაო!...
(ლექსი)
როგორც მოჩეხილ მორსა აქვს მუდამ ზმანება პალოსი,
სულ ასე თრთიან დღეს შვილნი ქართლ-კახეთ-სამარგალოსი...
ყურმილში - „ფალოს" - ჩასძახონ ლამის სანაცვლოდ „ალოსი";
ის საქმე, მგონი, არ ახსოვთ, რასაც სჭირდება ფალოსი.
29.05.2014. ძილისპირული მონოლოგი ანეკდოტით
....მე კი მქონდა ადრეული ბავშვობიდანვე ველოსიპედი და მერე უფრო დიდი, სამოზრდილო რომ მიყიდეს და მთელი ქალაქი რომ მოვიარე იმით, ლამის უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდებზეც იმით წავედი... მაგრამ ამას რომ მივხვდი, რომ საქართველოში აბიტრურიენტები ველოსიპედით არ დადიან, ალბათ, სწორედ მაშინ დასრულდა ჩემი ბავშვობა...
და ეს ამბავი რამ გამახსენა?
ახლა წავიკითხე ერთი ჰოლივუდელი "ბობოლას" გამონათქვამი: ბავშვობაში ღმერთს ველოსიპედი ვთხოვე, მაგრამ მერე მივხვდი, რომ არასწორად ვიქცევიო... მოვიპარე ველოსიპედი და ღმერთს მერე პატიება ვთხოვე... ძალიან საინტერესო აზრია, მაგრამ მსგავსი მოსაზრება ჩემთან არასოდეს მოვიდოდა - აკი გითხარით, რომ ველოსიპედი ადრეული ბავშვობიდანვე მქონდა და სათხოვარი და საპარავი მიზეზები არ გამაჩნდა...
ეს ამბავი იმ ანეკდოტს ჰგავს:
- როგორ ჩავსვათ ბეჰემოთი სამი სვლით მაცივარში?
- როგორ?
- (1) ვაღებთ მაცივარს, (2) ვსვამთ შიგ ბეჰემოთს, (3) ვკეტავთ მაცივარს.
- გასაგებია!
- როგორ ჩავსვათ ჟირაფი ოთხი სვლით მაცივარში?
- როგორ?
- (1) ვაღებთ მაცივარს, (2) გამოგვყავს ბეჰემოთი, (3) ვსვამთ ჟირაფს, (4) ვკეტავთ მაცივარს.
- გასაგებია!
- სირბილში რომ შეეჯიბრნონ ბეჰემოთი და ჟირაფი ერთმანეთს, ვინ გაასწრებს?
- ჟირაფი!
- ვერ გაასწრებს!
- რატომ?!
- იმიტომ, რომ ჟირაფი მაცივარში ზის.
ძილი ნებისა!
02.10.2014
22.05.2015. სატელევიზიო-სამეზობლო საგა მეცნიერული დასკვნით
-1956 წლის 30 დეკემბერს ამუშავდა საქართველოში პირველად ტელევიზია და ახალი წელი მამაჩემმა ოჯახს ტელევიზორით მიულოცა... "მთელი მეზობლები ჩვენთან ისხდნენო საღამოობით“ - იგონებდა დედაჩემი (მე, ცხადია, ეს არ მახსოვს, რადგან მაშინ ერთი წლის ვიყავი).
-1966 წელს ინგლისიდან პირველად ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატების ტრანსლირება როცა დაიწყო, აღმოჩნდა, რომ ეს გადაცემა მე-9 არხზე მიმდინარეობდა, ჩვენს ძველ ტელევიზორს კი მხოლოდ ოთხი არხის მიღება შეეძლო... ასე რომ, ჩვენ დავდიოდით მეზობელთან ფეხბურთის საყურებლად.
-1971 წელს ფერადი ტელევიზია რომ ამუშავდა, უბანში პირველი “ცვეტნოი“ ჩვენ ვიყიდეთ და მეზობლები მოდიოდნენ ჩვენთან ფერად-ფერადი გადაცემების და ლოყაწითელი დიქტორების სანახავად...
- ახლა, ამ ახალ სახლში აღმოჩნდა, რომ ჩვენი ტელევიზორი ციფრულ გადაცემებს ვერ მიიღებდა და ვისხედით ასე სიმშვიდეში 20 დღე, ვიდრე არ მოვიდნენ შესაბამისი ტელე-კანტორიდან და არ დაგვიყენეს საჭირო აპარატურა... ჰოდა, პირველ სართულზე ჩემი უმცროსი შვილი ცხოვრობს ოჯახითურთ და ჯერ ეს "თეფში" არ აქვს, ამიტომ საღამოს ველოდებით მეზობლებს ტელევიზორის ერთად საყურებლად...
მართალი ყოფილა მეცნიერება, რომ ამბობდა - საზოგადოება სპირალურად ვითარდება, ანუ: იცვლება გარემო და ხარისხი, არსი კი იგივე რჩება... ტელევიზია და მეზობლები განუყოფელი ცნებები ყოფილა.
07.08.2015.
კალათბურთის რეპორტაჟს ვუსმენდი და კომენტატორმა ერთი მოთამაშის შესახებ თქვა: "მას დღეს თამაში არ მიდის" (ციტატაა); ცხადია, უნდა ეთქვა - მას დღეს თამაში არ მისდის... ამავე კომენტატორს სრულიად თავისუფლად შეეძლო ეთქვა ასეთი ფრაზა - (ჩემი შეთხზულია, მაგრამ ლოგიკურია ხსენებული ციტატიდან გამომდინარე) - თამაში თავისი გზით მიდის, მას კი (ერთ-ერთ კალათბურთელს) თამაში არ მიდის... იქვე აუცილებლად იტყოდა - ბურთის მისაღებად საკუთარ თავს არ თავაზობს პარტნიორს... ამ კალათბურთელს ჭირდება მეტი მუშაობა, რადგან მას დღეს თამაში არ მიდის...
ერთი სიტყვით, დღეს საქართველოს (ალბათ!) 90% ცოცხალი თავით აღარ იყენებს ქართული ენის ისეთ შესანიშნავ საშუალებას, რასაც მესამე ირიბი ობიექტური პირის ნიშანი ჰქვია (ჰქვია... ჰქვია... და არა "ქვია"). ქართველი რომ იტყვის - "იგი წერილს სწერს", გასაგებია, რომ ვიღაც მესამე პირს სწერს, თუ იტყვის - "იგი წერილს წერს", ესე იგი თავისთვის წერს, არავისთან გასაგზავნად არ ამზადებს...
მავანი იტყვის - რა მოხდა მერე?! ეს "ს" და "ჰ" შეიძლება არც თქვა, აზრი ხომ გასაგებიაო... კი ბატონო, გასაგებია, მაგრამ ამაზეა ნათქვამი:
ერთი მხატვარი ხატავდა,
ღმერთი მაღალი ახსენა;
მეფე ერეკლეს ხატავდა,
გამოუვიდა არსენა...
რატომ?
იმიტომ, რომ მას "პორტრეტების ხატვა არ მიდის".
10.08.2015.
რუსთველი ნესტანს არ იცნობს
ახლა 2015 წლის საგამოცდო კრებულებს ვათვალიერებდი და თვალში მომხვდა ასეთი რამ - ტარიელის სატრფო, რომელიც ჩვენთვის ნესტანდარეჯანის სახელითაა ცნობილი, ყველგან მხოლოდ "ნესტან"-ად არის მოხსენიებული... სახელი "ნესტანი" ახლა რომ არსებობს, ამაში სადავო არაფერია, მაგრამ საინტერესო ის გახლავთ, რომ თავად რუსთველი ასეთ სახელს არ იცნობს და პოემაში ყველგან გვხვდება ფორმა - ნესტანდარეჯანი (ტირეს შეგნებულად არ ვსვამ და ამის მიზეზსაც მოგახსენებთ); მთელ ტექსტში (და არა ქვეთავების დასახელებაში, რაც რუსთველის შემდეგ არის დასათაურებული) ეს სახელი მხოლოდ 7-ჯერ გვხვდება (332, 1447, 1459, 1460, 1471, 1521,1579), ორჯერ კი მისი მოკლე ვარიანტია გამოყენებული - "ნესტანჯარ" (1557,1632) - და ეს ორი შემთხვევა მხოლოდ ლექსის საზომში ჩასატევადაა გამოყენებული (როგორ ტარიელი - ტარია) ან, შესაძლოა, საერთოდ არ ეკუთვნის რუსთველს ხსენებული სტროფები (1557,1632).
ვისაც "ნესტანდარეჯანის", როგორც სახელის, ამბავი დაწვრილებით აინტერესებს, შეუძლია წაიკითხოს ეს ჩანაწერები (ე.წ. "ბლოგი") - http://elerda.blogspot.com/p/blog-page_9.html, მათთვის კი, ვინც წაკითხვას არ ისურვებს, აქვე განვმარტავ მოკლედ:
ხსენებული სახელი სამი სპარსული სიტყვისგან შედგება და ასე იშიფრება: ნისთ ანდარ(-ე) ჯეჰან და სიტყვასიტყვით ნიშნავს - "არ არს ქვეყანასა შინა"; ასეთი გაშიფრვა დიდი ხანია ცნობილია და მას ასე განმარტავდნენ - მისი მსგავსი მშვენიერი არავინ არის ამქვეყნად, თუმცა ხსენებულ სპარსულ "ფორმულაში" მშვენიერების შესახებ არაფერია ნათქვამი - უბრალოდ ამქვეყნად არ არისო... ანუ დაკარგულიაო... ზოგი "მისტიურად" განწყობილი მკვლევარი კი (ვინც ყველაფერში "ასტრალურს" და "არამიწიერს" ხედავს), ხსენებულ "არყოფნას" ღვთაებრიობით ხსნის და ასე შემდეგ. ჩვენ შორს დავიჭიროთ თავი ყოველგვარი მისტიკისგან და მხოლოდ ლინგვისტურ მხარეზე ვისაუბროთ. როგორც უკვე ხსენებულ ბლოგში წერია, ეს სახელი (ნისთ ანდარე ჯეჰან) ნიზამი განჯელის პოემაშიც გვხვდება და ზოგადაგ მთელ აღმოსავლეთშიც არის გავრცელებული და ნიზამის "ისქანდერ-ნამე"-ში სწორედ სამი ცალკემდგომი სიტყვით იწერება نیست اندر جهان და აღნიშნავს იმას, რაც უკვე ვთქვით: ნისთ - არ არს, ანდარე - შინა, -ში, ჯეჰან - ქვეყანა. რუსთველმა ეს ფრაზა სახელად გამოიყენა... ეს არის და ეს და, ცხადია, იგი ტირეს არ დასვამდა არსად, რადგან ეს სამი სიტყვა არაბუნებრივად დანაწევრდებოდა და თუ ერთი ქართულ ანალოგიურ სახელს მოვიშველიებთ, რაც ასევე სამი სიტყვისგან შედგება (იგულისხმება "მზე+ვინ+არი"), ტირეს გამოყენების შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ ორი არაბუნებრივი ნაწილი: მზევი-ნარი... რუსთველის ეპოქაში ქართულ ტექსტებში არანაირი ტირეები და დეფისები არ გამოიყენებოდა, ეს ორთოგრაფიული ნიშნები მოგვიანებით გაჩნდა ჩვენს ტექსტებში.... ჰოდა, სწორედ მან, ვინც პირველმა ჩასვა ტირე ხსენებულ სახელში (ნესტან-დარეჯან), შექმნა სახელები "ნესტანი" და "დარეჯანი"... ბატონი შოთა არაფერ შუაშია.
დღეს ორივე სახელი არსებობს და ძალიანც კარგი, რომ არსებობს და დაარქვით თქვენს ასულებს რამდენჯერაც გნებავთ ა ღმერთმა გიმრავლოთ ისინი, შოთა რუსთველი კი ასეთ სახელებს არ იცნობს, რადგან მისთვის არსებობს ერთადერთი ფორმა - ნესტანდარეჯანი.
* * *
ისე კი საინტერესოა, რატომაა ნესტანდარეჯანი სახელით ნახსნები მხოლოდ 9-ჯერ ტექსტში, თინათინი კი 27-ჯერ?! არადა, "ინდოელი ქალბატონი" ბევრად უფრო მეტ ეპიზოდში მონაწილეობს, ვიდრე მისი "არაბი" კოლეგა. შესაძლოა, ამაშიც არის რაღაც კანონზომიერება, მაგრამ ამის შესახებ ვერაფერს მოგახსენებთ.
28 ნოემბერი, 2015 წელი
მცირეოდენი ფიქრები "ფეისბუქის" დღევანდელი და გუშინდელი თუ გუშინწინდელი "ჰიტების" და "ჩა-ჰიტ-ჰიტ-ებული" ადამიანების შესახებ
- მავანი "მთარგმნელის" ტექსტში შემხვდა ასეთი ფრაზა - "ის კაცი პირში კოვზჩადებული" დაიბადა-ო... ვინც არ იცის ამ იდიომის მნიშვნელობა, ცხადია, ვერაფერს მიხვდება; ეს არის he was born with a silver spoon in his mouth და თარგმნისას მას შეიძლება შეენაცვლოს ქართული გამოთქმა - "ქუდბედიანი დაიბადა", ანუ ისეთი ადამიანია, ვისაც იღბლიანი ცხოვრება დაებედა განგებისგან... რუსები ასეთ დროს ამბობენ - Родился в рубашке...
- იქვე მეორე "ჰიტი" შემხვდა, სადაც მავანი მოხალისე ექსპერტ-ანალიტიკოსი დიდ მიმოხილვაში, როგორც ჩანს, მალავს, რომ წერილი თარგმნილია და საკუთარ ნააზრევად წარმოაჩენს, მაგრამ ერთ წინადადებაში უწერია - "უკრაინამ კრიმეას ენერგორესურსები შეუზღუდა"-ო... და, როგორც ახლანდელი "პრადვინუტები" იტყვიან - ყველაფერი "გაიასნდა" - ტექსტი თარგმნილია ინგლისურიდან და "მთარგმნელმა" არ იცის, რომ "კრიმეას" ქართველები "ყირიმს" უწოდებენ...
- მგონია, რომ ზემოხსენებული ორი ფაქტი პირდაპირ კავშირშია იმ ახალგაზრდების აზროვნებასთან, რომლებიც თვლიან, რომ სამშობლოს (და მშობლიური ენის!) სიყვარული სულაც არ არის საჭირო და თუ სიყვარულზე მიდგა საქმე, მას შოკოლადის სიყვარული სჯობს...
- და კიდევ (პატარა ფიქრი), რაც "პირში კოვზჩადებულთან" და "კრიმეასთან", შეიძლება, კავშირში არ იყოს, მაგრამ იმ სუბიექტებს, ვინც რაღაც თანამდებოას იშოვის ხოლმე და საკუთარი თავი "ჯიპში დაბადებული" ჰგონია, ალბათ, მთლად კარგი შეხედულება არ უნდა ჰქონდეთ ხალხზე, ვინც მათს სამშობლოდ წოდებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს და მიტომაც ემეტებათ მათთვის მხოლოდ 1,18 ლარი დღეში.
(ფიქრების დასასრული)
* * *
ევროპა და მასზე (ძილისპირული) ფიქრები
ახლა წავიკითხე, რომ თურმე მავანი მეცნიერი ფიქრობს - სიტყვა "ევროპა" ქართული ენის წიაღში იშვაო, ანუ: "ოპა" არის ჩვენებური ბოლოსართი - "ობა", ხოლო "ვრ" გახლავთ ძირი ისეთი სიტყვისა, ვთქვათ, როგორიცაა "სი-ვრც-ე"...
ისიც ხომ ვიცით, რომ ტუტანჰამონი და მისი რაზმი (ხეოფსი და რამზესი და ა.შ.) ქართველები იყვნენ!
ასე რომ... დასკვნები თავად გამოიტანეთ, მე კი იმის თქმა მინდოდა, რომ ევროპაში პირველად შესვლამდე ძალიან-და-ძალიან საგანგებოდ ვემზადებოდი; ინტერნეტში საკმაოდ არის ბემურაზი რუსების ვიდეოჩანაწერები, სადაც ტურისტები ყვბენიან თავის შთაბეჭდილებებზე და ერთმა მათგანმა საკმაოდ დამაშინა: ავსტრიაში საზღვრის გადაკვეთისას მებაჟე-მესაზღვრეები მკაცრად ეკიდებიანო ჩამსვლელებს და ყველა კითხვა-პასუხისთვის მზად იყავითო... ჰოდა, მეც შევისწავლე ბევრი რამ ავსტრიის შესახებ და თქვენ წარმოიდგინეთ შტრაუსის ვალსების ერთი-ორი მოძრაობაც ავითვისე ყოველი შემთხვევისთვის - ხომ შეიძლება საცეკვაოდ გავეწვიე ვინმეს და არცოდნის გამო არ შევეშვი ქალაქ ვენის წმინდა ტერიტორიაზე...
ვენაში რომ ჩავფრინდით და საპასპორტო კონტროლის რიგში ჩავდექით, ჩემ წინ ინდონეზიელი მუსლიმანების დიდი ოჯახი იდგა, რომელთაგან ერთი აშკარად მამრი იყო და დანარჩენების სქესის, ასაკის და დანიშნულების დადგენა ძნელი იყო და არც მიცდია, რადგან ჩემი თავის დარდი მქონდა - უცებ ვინმემ მართლა "საცეკვაოდ" არ გამიწვიოს-მეთქი... მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა, ის ინდონეზიელები რომ გაატარეს, მებაჟემ მე არც-კი შემხედა, ისე ჩამირტყა ბეჭედი და გავედი ვენაში აეროპორტიდან ტრანსპორტის გაჩერებამდე, იქ კი ტაქსისტები სულ თურქები დამხვდნენ და ცოტა არ იყოს, შვებით ამოვისუნთქე... აღარ მივყვები ევროპის „აზიურ შთაბეჭდილებებს“, უბრალოდ გეტყვით, რომ იქ წესრიგიც კარგია, სანახავიც ბევრი რამ არის, ჭკუის სასწავლებელიც საკმაოდ მოიპოვება, მაგრამ ნოსტალგია მაინც შეაწუხებს მას, ვისაც ზოგადად ეს გრძნობა ახასიათებს.... თუ ვინმეს არ შეაწუხებს სურვილი სამშბოლოში დაბრუნებისა, ეს მისი ნებაა და ამის გამო არ უნდა გავკიცხოთ - იყოს იქ, სადაც კარგად გრძნობს თავს. არც მე მაქვს ხასიათში ისეთი შტრიხი, რაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობას გულისხმობს, მაგრამ ხომ არ უნდა შემრისხონ და გამკიცხონ ამის გამო?!
ერთი სიტყვით, წადით ევროპაში და მიხვდებით, რომ კარგი საქმე გაუკეთეთ საკუთარ თავს, მაგრამ იქ დარჩენას მაინცადამაინ ნუ ეცდებით, რადგან ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ იქ უკვე (ჩემი ვარაუდით) 50 მილიონამდე აზიური წარმოშობის ადამიანი ცხოვრობს და ჩვენ სამსახურს და საცხოვრებელს ადვილად არავინ შემოგვთავაზებს, ხოლო უმუშევრობას და უსაქმურობას რაც მოსდევს, ყველას კარგად მოგეხსენებათ...
იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო...
20 დეკემბერი, 2015 წ
24 დეკემბერი, 2015 წ
წუხელ თბილისის ლურჯაზე (ანძას ვგულისხმობ) მთვარე ისე იყო ჩამომჯდარი, რომ გეგონებოდა - ძალიან არის დაღლილი და ისვენებსო...
აფსუს, სად არის ახლა ერთი კარგი მწერალი, რომ დაგვიწეროს მოთხრობა სათაურით - "თბილისის ლურჯა". მე კი ვცდიდი, მაგრამ პროზა ჩემი საქმე არ არის (2-3 გვერდს რომ ჩავაკაკუნებ ხოლმე კომპიუტერზე, დაუძლეველი სიზარმაცე მიპყრობს)... ჰოდა, თუ ვინმე მოისურვებს დაწერას - ვჩუქნი ამ იდეასაც (დაღლილი მთვარის შესახებ) და სათაურსაც.
სხვათა შორის, ახლა მთვარის შესახებ ვკითხულობ და ვნახულობ ყველაფერს, რაც ინტერნეტში დევს და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ იგი გახლავთ დედამიწის მფარველი ანგელოზი და ის გვიცავს ყველა უბედურებისგან... თუნდაც იმისგან, რომ მსოფლიო ოკეანე მიზიდული აქვს ისე, რომ მისი დონე ბუშტივითაა აწეული და რომ არა ეს ფაქტი, წყლით იქნებოდა დაფარული ლონდონიც და ვაშინგტონიც (არც ბათუმს დაადგებოდა კარგი დღე)... თუ არ გჯერათ, თქვენც გაეცანით მასალებს და დარწმუნდებით და იმასაც დამიჯერებთ, რომ მთვარეც იღლება ამდენი ზრუნვისაგან და თბილისის ლურჯაზე ათიოდე წუთით ჩამოჯდება ხოლმე დასასვენებლად.
და კიდევ ერთხელ სხვათა შორის - 38 წელიწადში ერთხელ ხდება, რომ საშობაოდ, 25 დეკემბერს ცაზე სავსე მთვარე ჩანს... ესეც ხომ საინტერსო ფაქტია... ხომ კი?
2016 წელი
17 დეკემბერი
2017 წელი
24 ივნისი
მგონი, მოვიდა ზაფხული!
„ობსერვატორიულ სეზონს“ გახსნილად ვაცხადებ! თუ რამე საინტერესო დავინახე, აუცილებლად გაცნობებთ... ჩემი საყვარელი ვენერა ზაფხულის საღამოებს ემალება, სამაგიეროდ მუშთარი და ზუალი დასეირნობენ კოსმოსში წყვილად...
ეს „კოსმოსური შეწყვილება“ ძალიან შთამბეჭდავი და მიმზიდველია...
აი, სულ ამას ვამბობ, რომ ბუნების კალენდარს უნდა მივდიოთ და არა ადამიანების შეთხზულს.... ზაფხულის ბუნიობამ ჩაიარა და დადგა ნამდვილი ზაფხული.... როგორც რუსთველი ამბობს:
„მოწურვილ იყო ზაფხული, ქვეყნად ამოსვლა მწვანისა...
ეტლისა შეცვლა მზისაგან, შეჯდომა სარატანისა....
(სარატანი არაბულად კირჩხიბის ზოდიაქოს ჰქვია)
* * *
ეს ქალაქი აღარ არის, გერმანული მანქანების "სტაიანკაა".

სანამ ეს ძეგლო-მანია და მავანთა სახელების დარქმევა-გადარქმევა და მინიჭება-მონიჭება, როგორც კერპთაყვანისმცემლობის გამოვლინება, არ მოისპობა, არაფერი გვეშველება არც ჩვენ და არც დანარჩენ მსოფლიოს...
დაარქვით, თქვე კაი ხალხო ასე:
- ღიმილის პროსპექტი
- ბეღურების ხეივანი
- ნიავის სანაპირო (მეორეს - სიოს სანაპირო)
- მერცხლების სკოლა
- ფრენის შარაგზა...
- ბეღურების ხეივანი
- ნიავის სანაპირო (მეორეს - სიოს სანაპირო)
- მერცხლების სკოლა
- ფრენის შარაგზა...
(სანამ „ჯორჯ ბუშის" ნაცვლად „ვოვა პუტინს" არ დაარქმევენ, არ შეცვლით?)
არა!
ეპოქის ცვლილებისთანავე აუცილებლად ვინმე უნდა გამონახონ და მერე ეპოქა ისევ რომ შეიცვლება და სხვა რომ მოვა, ისევ გადაარქვან და ა.შ.

200 წლის განმავლობაში ჩაგრავდა და ებრძოდა რუსული ენა ქართულს - გიმნაზიებში ქართულად სწავლებასაც კრძალავდნენ, მერე მე-20 საუკუნის 70-იან წლებში უნივერსიტეტში ლექსიების რუსულად კითხვასაც ნერგავდნენ, პასპორტებიდან ეროვნების გრაფის ამოღებასაც ცდილობდნენ, მაგრამ იმ ორასიდან 35 წელი კი ვიცხოვრე რუსული ენის ზეწოლით და არსად, არასდროს, საოჯახო თუ ეზო-უბნურ საუბრებშიც კი არ გამიგია, ვინმეს ეთქვას - „ძედ მაროზ“... აგერ, რაღაც 25 წელია ინგლისური, კი არ ჩაგრავს ქართულს (საერთოდ იცის, რომ ქართული ენა არსებობს?), უბრალოდ ვრცელდება საქართველოში და ქართველთა დიდმა ნაწილმა მეტყველებიდან საკუთარი ნებით თითქმის სრულიად ამოძირკვა „თოვლის პაპა/ბაბუა“ და ყველა „სანტა-სანტას“ გაიძახის...
ნეტავ რის ბრალი უნდა იყოს ეს?
კალციუმი ხომ არ აკლია ერს?
(ეს „კალციუმი“ ერთი ანეკდოტიდან გამახსენდა და როცა მოვიცლი, იმასაც გიამბობთ... რასაკვირველია!).ნეტავ რის ბრალი უნდა იყოს ეს?
კალციუმი ხომ არ აკლია ერს?
2017 წელი
24 ივნისი
მგონი, მოვიდა ზაფხული!
„ობსერვატორიულ სეზონს“ გახსნილად ვაცხადებ! თუ რამე საინტერესო დავინახე, აუცილებლად გაცნობებთ... ჩემი საყვარელი ვენერა ზაფხულის საღამოებს ემალება, სამაგიეროდ მუშთარი და ზუალი დასეირნობენ კოსმოსში წყვილად...
ეს „კოსმოსური შეწყვილება“ ძალიან შთამბეჭდავი და მიმზიდველია...
აი, სულ ამას ვამბობ, რომ ბუნების კალენდარს უნდა მივდიოთ და არა ადამიანების შეთხზულს.... ზაფხულის ბუნიობამ ჩაიარა და დადგა ნამდვილი ზაფხული.... როგორც რუსთველი ამბობს:
„მოწურვილ იყო ზაფხული, ქვეყნად ამოსვლა მწვანისა...
ეტლისა შეცვლა მზისაგან, შეჯდომა სარატანისა....
(სარატანი არაბულად კირჩხიბის ზოდიაქოს ჰქვია)
* * *
ეს ქალაქი აღარ არის, გერმანული მანქანების "სტაიანკაა".
2021 წელი
8 აპრილი
8 აპრილი
ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ ხელოვნება არც უნდა ანგრევდეს და არც უნდა აშენებდეს. ის ატმის ხესავით უნდა ყვაოდეს და გვატკბობდეს მშვენიერებით. და თუ ატამმა თავისი ყვავილები ძალით დამაპენტა თავზე და მითხრა – მაგ ჩაის ნაცვლად ჩემი ყვავილის ნაყენი უნდა დალიოო, ეს იქნება პროპაგანდა და.... მოვჭრი ატმის ხეს ძირში! ეს გინდოდათ?
Комментариев нет:
Отправить комментарий