....მე–20
საუკუნიდან დავიწყებ:
ჩვენს უბანში ერთი ბავშვი იყო, ელიზბარა; მთლად დალაგებული ვერ იყო და დიდიან–პატარიანად ყველა მისი "ოხუნჯობებით" ვერთობოდით. ორი
"მარგალიტი მისი შემოქმედებისა" დღემდე მახსოვს, პირველს ელიზბარას ოხუნჯობის ხარისხის საჩვენებლად მოგახსენებთ, მეორეს კი ჩემი უშუალო სათქმელის თემას დავუკავშირებ:
1) ელიზბარამ პირველად დამკრძალავი პროცესია რომ დაინახა (ადრე თითქმის ხელით მიასვენებდნენ მიცვალებულს სახლიდან სასაფლაომდე) შესძახა: "დედა. დედა.... აგე დამარხული ტაცი (კაცი) მოჰყავთ"–ო და მას შემდეგ ჩვენს უბანში მოარულ ფრაზად იქცა: "დამარხული ტაცის პანაშვიდზე ვიყავი".... "დამარხული ტაცის ქელეხიდან მოვდივარ".... და ასე შემდეგ.
2) ერთხელ ელიზბარა ნაგვის მანქანაზე შემოსვეს და ასე ატარებდნენ ქუჩა–ქუჩა.... ჩვენს სახლთან რომ ჩამოიარა, მე დამინახა ფანჯარაში და ამაყად დამიძახა: "ეი, მე მხედამ!!!!!" – გხედამ, გხედამ–მეთქი, ელიზბარ – მივაძახე და ცერა თითი დავანახე მოწონების ნიშნად.... აი, სწორედ ეს "მხატვრული სახე" მინდოდა დამენახებინა თქვენთვის.... ახლა უკვე "ილუსტრაციის" მეშევეობით გაიაზრებთ ჩემს სათქმელს.
დიახ, ნაგვის მანქანაზე შემომჯდარი ელიზბარა მატრაბაზობდა!!!!
ა)
მატრაბაზი გახლავთ არაბულ–სპარსული ნაერთი სიტყვა: მატრაბ+ბაზ (ქართულში ორი "ბ"–დან ერთი დაიკარგა), პირველი ნაწილი უკავშირდება არაბულ ძირს – ტ–რ–ბ, რომელიც შემორჩენილია ასევე სიტყვაში მუტრიბი (მუსიკოსი, დამკვრელი), "ბაზ" კი სპარსული ზმნის ნარჩენია და მოთამაშეს ნიშნავს (ჯანბაზ – სულთან მოთამაშე, ყომარბაზ – ყომარის მოთამაშე, ჯადობაზ – ჯადოთი მოთამაშე); ასე რომ სიტყვა "მატრაბაზი" ნიშნავს ადამიანს, რომელიც საკუთარი უნარით თამაშობს....
ბ)
Показуха - "საბჭოთა ქართველებმა" კარგად იციან ამ სიტყვის მნიშვნელობა, ახლებისთვის კი ვიტყვი, რომ სიტყვა მოდის რუსული ზმნიდან – показывать (ჩვენება) – ოღონდ უნდა დავაზუსტოთ, რომ რუსები ამ სიტყვას ამბობენ მოვლენასთან დაკავშირებით (вся эта показуха) ჩვენ კი კონკრეტულ ადამიანზე ვამბობდით – "პაკაზუხაა" ესე იგი საკუთარი უნარის დემონსტრირება უნდა ისე, როგორც მას თავად ჰგონია, რომ არის.
გ)
პიარშიკი – აქ "ტრაგიკომიკულ" შემთხევასთან გვაქვს საქმე: აიღეს აბრევიატურა ფრაზისა Public Realations - PR - წარმოთქვეს ამ ასოების სახელები "პი+არ"
– მიუმატეს რუსული ბოლოსართი щик – და მიიღეს "21–ე საუკუნის ელიზბარა" – პიარშიკი!
ამ ცხოვრებაში ყველაფერი ურთიერთკავშირშია..... ნემსიდან აქლემამდე.
* * *
კიდევ მინდოდა რაღაც დამეწერა, როგორც მორალი ეზოპესეული იგავებისა, მაგრამ მოკლედ მოვჭრი – ეი,
ფეისბუქის ბინადრებო, მე მხედამთ?!
კიდევ ერთხელ მადლობა.
ОтветитьУдалить