მთარგმნელის პირველი მონოლოგი შეგიძლიათ ნახოთ აქ:
http://elerda.blogspot.com/2013/02/blog-post_7230.html
რაც შეეხება მეორეს:
გაგიგიათ, ალბათ - გამჩენი არ ასვენებსო...
ჩემი საქმეც ასეა - დილიდან ამეკვიატა სურვილი იმისა, რომ "ვეფხისტყაოსნის" რუსული თარგმანები წამეკითხა... რატომ? - არ ვიცი. მაგრამ როცა წავიკითხე, ძალიან საინტერესოდ მეჩვენა მათი ანალიზი, თუნდაც ერთი ყველასათვის ცნობილი სტროფისა ოღონდ... იმ ადამიანების თვალით, ვინც დაჟინებით ამტკიცებს, რომ თარგმანი ზედმიწევნით ახლოს უნდა იყოს ორიგინალთან, რადგან მათ აინტერესებთ ის, თუ რას და როგორ წერდა, ვთქვათ, რუსთველი და არა ვინმე ზაბოლოცკი ან პეტრენკო. კი ბატონო, განვიხილოთ თარგმანის ოთხი ვარიანტი.
1 ---------------------------------------------
შალვა ნუცუბიძის თარგმანში ვკითხულობთ:
Был в Аравии властитель Ростеван, судьбой взнесенный,
Благородный и доступный, мощью войска окрыленный.
Добрый, щедрый, правосудный, в управленьи умудренный.
Безупречный был он витязь, красноречьем озаренный
(ჩავრთოთ მეორე მიკროფონი)
- რატომ ჰგონია მთარგმნელს, რომ "მეფე" და "მპყრობელი ანუ მბრძანებელი" ერთი და იგივე რამ არის?!
- ნუთუ "ღმრთისაგან სვიანი" ასე უნდა ეთარგმნა - судьбой взнесенный?! სად ჩანს ღმერთი?!
- მაღალი - Благородный?! მდაბალი - доступный?! (ო, მაი გოდ?!)' ლაშქარ-მრავალი, ყმიანი - мощью войска окрыленный?! ლაშქრის ძალით ფრთაშესხმული რა არის?! ან ყმები რატომ დაივიწყა?! მოუბარი წყლიანი - красноречьем озаренный.... სად წყალი და სად Заря?! ესაა თარგმანი?!
(პირველი ანუ ჩემი მიკროფონი): "პირადად მე ბატონი შალვას თარგმანი ძალიან მომწონს, მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, იმ ადამიანის თვალთახედვით განვიხილე, ვინც ითხოვს სიზუსტეს და როგორც მათ უყვართ თქმა - სურვილი აქვთ წაიკითხონ რუსულად "შოთა" და არა "შალვა".
2 ---------------------------------------------
განვაგრძოთ ასეთი ადამიანის ტყავში ყოფნა და ახლა ვნახოთ ნიკოლაი ზაბოლოცკის თარგმანი:
Жил в Аравии когда-то царь от бога, царь счастливый,
Ростеван, искусный воин и владыка справедливый.
Снисходительный и щедрый, величавый и правдивый,
Был он грозный полководец и мудрец красноречивый.
ამას კი შუნარჩუნებია "ღმერთი" (бог), მაგრამ ეს царь რა არის?! როდის იყო არაბებს царь-ები ჰყავდათ?! ეს რუსები იმ когда-то ხანაშიც არ ასვენებდნენ მახლობელ აღმოსავლეთს?! მერე ყველაფერი გადაუდგილებია - მეომარი უებრო შოთასთან მეოთხე სტრიქონშია, ნიკოლაისთან - искусный воин, ან ეს грозный полководец (მრისხანე მხედართმთავარი) საიდან გაჩნდა?! აკი გეუბნებით - სულ თავისი მრისხანე царь-ები ახსოვთ... Неужели Ростеван Грозный - Предок и Однофамилец Ивана Грозного (?!)
"შოთა" ვიკითხო მე რუსულად თუ ნიკოლაი (ზაბოლოცკი), ხოხ?!
3 ---------------------------------------------
პანტელეიმონ პეტრენკო:
Ростеван был царь арабский, божьей милостью храним;
Войск бесчисленных властитель, был он щедрым и простым.
Мудр, любезен, правосуден, прозорлив, неотразим,
Кроме доблести прославлен красноречием своим.
(პირველი მიკროფონი) სანამ იმ კრიტიკოსს გადავცემდე სიტყვა, მე გეტყვით ჩემს აზრს, რომ თარგმანი ძალიან ახლოს დგას ორიგინალთან და კარგადაც ჟღერს... ახლა ჩავრთოთ მეორე მიკროფონი:
რა არის ეს?! რატომ უნდა ვიკითხო მე ვიღაც უკრაინელი პანტელეიმონის ბჟუტური? აქაც არაბი царь გვხვდება და მან არ იცის, რომ იქ მეფეს "ხალიფა' ჰქვია (ერქვა)... ეს неотразим რა არის?! რომელი მონიკა ბელუჩი ან ანჯელინა ჯოლი იგია, რომ неотразим-ი იყოს?! მაღალი და მდაბალი - щедрый и простой?! - О, Боже! სად იყურებიან ეს რედაქტორები?! რატომ აჭაჭანებენ ასეთ ვაი-მთარგმნელს?!
4 ----------------------------------------------
კონსტანტინე ბალმონტი:
Был в Арабии певучей царь от бога, царь могучий,
Рати сильного — как тучи, вознесенный Ростэван.
Многим витязям бессменный знак и образ несравненный,
Птицезоркий, в зыби пенной все увидит сквозь туман.
(ისევ მეორე მიკროფონია ჩართული) ამას შიდა რითმების გასაკეთებლად певучей და тучи გამოუყენებია, აძალებდა ვინმე?! სიმღერ-სიმღერით ღრუბლებისებრ მაცხოვრებელი Ростэван-ი თქვენთვის დაიტოვეთ! თანაც ყველაფერს ხედავსო сквозь туман და არისო Птицезоркий.... არა, ბატონო! - მე მინდა "შოთა" რუსულად და არა ვიღაც Костя-Константитн... Понятно?! ჩემო კოწია, თარგმანი უნდა იყოს ზუსტი - ზომით, წონით, სალექსო საზომით, ლექსიკით, რითმებით... "თავისუფალი" მე გიჟი გამიგია და არა თარგმანი!
(გამოვურთოთ მიკროფონი)
------------------------------
ერთი სიტყვით, ამ ადამიანების ლოგიკით უნდა დავიცადოთ მანამ, სანამ "რუსი შოთა" არ გამოჩნდება და სიტყვა-სიტყვით, უზუსტესად არ თარგმნის "ქართველი შოთას" პოემას, მაგრამ მათ ის არ აღელვებთ, რომ ასეთ "ზუსტ თარგმანში" დაიკარგება პოეზიაც და პოემის ხიბლიც და რუსი მკითხველი ვერაფრით დაიჯერებს, რომ ქართველებს მე-12-13 საუკუნეებში დიდი პოეტი ჰყავდათ, მათ ხელში შერჩებათ მდარე ლექსი და არა ბალმონტის ან ზაბოლოცკის მშვენიერი პოეზია... რუსთველის ლექსით შთაგონებული.
პირველი ნაწილის დასასრული....
საფეხბურთო-იუმორისტული გაგრძელება, ალბათ, იქნება ცოტა მოგვიანებით... ვეცდები მალე დავწერო.
(გაგრძელება)
საფეხბურთო-იუმორისტული ნაწილი
თარგმანის სიზუსტეზე რომ ვფიქრობ, ერთი ამბავი მახსენდება საბჭოთა ფეხბურთის ისტორიიდან:
1965 წლის 4 ივლისს მოსკოვში შედგა ამხანაგური მატჩი სსრკ-ს და ბრაზილიის (იმხანად მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის) გუნდებს შორის, ეს თამაში მოიგეს ბრაზილიელებმა და პელემ გაიტანა ორი გოლი.
ამ მატჩში მონაწილეობდნენ ქართველი ფეხბურთელებიც (იხილეთ ფოტო) და სწორედ ერთ მათგანს, გიორგი სიჭინავას, დაავალეს პელეს "დაჭერა"; ფეხბურთის ძველი გულშემატკივრებისგან მსმენია, რომ თამაშის შემდეგ ბატონ გიორგის უთქვამს: ერთხანს კი ვდიეო, მაგრამ მისი "დაჭერა" შეუძლებელია, ამიტომ თავი დავანებე, მე ჩემი თამაში დავიწყე და გავიფიქრე ახლა შენ მდიე-მეთქი... ეს, ასე ვთქვათ, საფეხბურთო იგავია, რაც ბევრი არსებობდა იმხანად; შესაძლოა უმეტესი მათგანი მუშტაიდის ან კიროვის ბაღების ბირჟებზე ითხზვებოდა გადაჭარბებული ფანტაზიის მქონე გულშემატკივრების მიერ, მაგრამ მე ეს ამბავი გიორგი სიჭინავას შესახებ ძალიან მომწონს და მინდა, რომ სიმართლე იყოს, რადგან თუნდაც ამ ჩვენი საუბრის თემაში ძალინ ჰგავს მთარგმნელის და ავტორის ურთიერთობას, ანუ: დაუწყებ დევნას და არ მისცემ თავისუფალი მოქმედების საშუალებას? - ვერც შენ ითამაშებ და ვერც ის.
ფეხბურთელს რომ შეესრულებინა ზუსტად ის დავალება, რაც მწვრთნელმა მისცა, რა მოხდებოდა? შესაძლოა, შექმნილიყო დაახლოებით ასეთი სიტუაცია: არ მიეცემოდა პელეს ნორმალური თამაშის საშუალება, ვერც სიჭინავას კარგ თამაშს ნახავდა მაყურებელი; პელე ვერ გაიტანდა ორ გოლს, ვერ გაახარებდა ბრაზილიის ტორსიდას, ვერ აჩვენებდა საბჭოთა მაყურებელს დიდ ფეხბურთს, სიჭინავა არ მიიპყრობდა ფეხბურთის სპეციალისტთა ყურადღებას და, ალბათ, 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არ წაიყვანდნენ და ასე შემდეგ... სამაგიეროდ, დავალებათა "ზუსტი" შესრულების შემთხვევაში, თამაში, შესაძლოა, დასრულებულიყი ფრედ: 0:0 და კმაყოფილი იქნებოდნენ: Начальство сборной команды СССР по футболу, Госкомитет физкультуры и спорта СССР, Руководство КПСС, ВЛКСМ, ВЦСПС и Лично Дорогой Леонид Ильич Брежнев....
ახლა ვნახოთ პატარა სიუჟეტი ამ მატჩის შესახებ, სადაც კარგად ჩანს, თუ როგორი გახარებულია საბჭოთა ხალხი, მიუხედავად დამარცხებისა, ასი ათასი გულშემატკივრი: ქალი თუ კაცი, დიდი თუ პატარა, მოხუცი თუ ახალგაზრდა... მათ შორის ჩანს ერთ კადრში ერთი რიგითი საბჭოელი მოქალაქე Коля, რომელთან ინტერვიუსაც ასევე წავაწყდით "youtube"-ზე და მას სიუჟეტის ხილვის შემდეგ შემოგთავაზებთ:
https://www.youtube.com/watch?v=4cFmvC_Tdqg
ახლა გავეცნოთ ინტერვიუს კოლიასთან
Корреспондент газеты "Советский Спорт" - Вы довольны игрой, Николай Петрович?
Николай Петрович (просто Коля... передовик ппризводства, отличный семьянин) - Да, конечно доволен, я увидел действующих чемпионов Мира, игру самого Пеле! Наши тоже играли хорошо, показали грамотный футбол, не портили игру...
Корреспондент - Но мы же проиграли 0:3?!
Коля: Ну и что? Зато был красивый футбол!
Корреспондент: А Начальство сборонй команды СССР по футболу, Госкомитет физкультуры и спорта СССР, Руководство КПСС, ВЛКСМ, ВЦСПС и Лично Дорогой Леонид Ильич Брежнев... они ведь недовольны?!
Коля - Сказать?
Корреспондент - Говорите!
Коля - Да, пошли они....
აქ, სამწუხაროდ, ცენზურის ჩარევის გამო, წყდება ინტერვიუ და გთავაზობთ ოთხ სავარაუდო პასუხს, დაასრულეთ კოლიას ფრაზა - Да, пошли они все....
ა) ... на все четыре стороны!
ბ) ... к черту!
გ) ... на определенный человеческий орган
დ) ... в определенный человеческий орган
(შეგახსენებთ, რომ თქვენ გაქვთ სამი დახმარების უფლება: 1. ფრენდების დახმარება. 2. ზარი ახლობელთან. 3. ორმოცდაათი ორმოცდაათზე ანუ თქვენი მოთხოვნით წავშლი ორ არასწორ პასუხს).
აი ამის თქმა მინდოდა თარგმანისა და ფეხბურთის შედარებისას და თუ ახლა ე.წ. ზუსტი თარგმანის მომხრე-მოყვარული ექსპერტები, კრიტიკოსები, მკითხველები (და ა.შ.) კვლავ გამოთქვამენ პრეტენზიას და ასე თუ ისე იგულისხმებენ იმ ადამიანთა საქმიანობას, ვინც ცდილობს (...ცდილობს!) შექმნას დიდი პოეტების საკადრისი კარგი პოეზია ქართულ ენაზე, მე შემიძლია გავიმეორო ბატონი Коля-ს პასუხი Да, пошли вы все.... (აქაც ოთხი ვარიანტია, რომლებიც ზემოთ წერია).