ნუთუ მართლა დაუშვებს კაცობრიობა მესამე მსოფლიო ომის დაწყებას და ჩვენ რა გვეშველება?! დეიდა ნატოს შეშფოთება დაგვიცავს?!
რა ვიცი, ერთ ცნობილ ქართულ ფილმში გაჟღერებული (!) ფრაზის იმედი მაქვს - "თუ დეიდა ნატო შეგპირდა, აუცილებლად მოვა"... მე კი მაქვს იმედი და დანარჩენი იმ პატივცემული დეიდის სინდის-ნამუსზე იყოს...
ომზე ფიქრი და პოეზია არ მაძინებს (სახლში მიმდინარე დამთრგუნველ სანტექნიკურ რემონტზე რომ აღარაფერი ვთქვათ...); გათახსირებულ პუტინზე ფიქრში ნეტარხსენებული პეტრარკას 231-ე სონეტი შემომეთარგმნა მარიამობის ღამის მიწურულს...
ჰოდა, ყველა მაკა-მარინე-მარიამს გილოცავთ და გიძღვნით ამ თარგმანს და ერთგვარი სინანულით ვაფიქსირებ იმ ფაქტს, რომ, ჩემი მდიდარი და მრავალწლოვანი სასიყვარულო ბიოგრაფიის მიუხედავად, არცერთი მაკა-მარინე-მარიამი არ ყოფილა, ასე ვთქვათ, ტრფიალის ნომინანტი, რაც ფრიად საკვირველია ამ “მარიამების ქვეყანაში”... და, ალბათ, ასე უმარიამოდ დაიხურება ჩემი “სიყვარულის ალბომი”...
და რაღა მეთქმის ღაღადის გარდა - ჰოი, ცხოვრებაო, უმარიამოდ გაფლანგულო... მაშ!
ფრანჩესკო პეტრარკა, სონეტი #231
ბედს შევურიგდი, არ ვიმჩნევდი სულის ჭრილობას,
სხვის მიმართ შურმაც დამტოვა და სადღაც შორს გამცდა...
ჩემი ბედკრული სიყვარულის ყოველი განცდა
სჯობდა მავანთა ათასობით სიამტკბილობას.
აწ ვერც მის მზერას, მისგან მოგვრილ ვერც შეშლილობას
ვეღარ განვიცდი... თითქოს ნისლმა დაფარა ცაც და
ჩამომიბნელდა, მინათებდა სიცოცხლეს რაც და
ვეღარც მზეს ვხედავ, ვეღარც სადმე მის შუქჩრდილობას.
დედა-ბუნება, ხან მოწყალე და ხან ცბიერი,
ამ წუთისოფლის შეუცნობი თვალსაწიერი,
თავად რომ ქმნის და თავად რომ კლავს, სამდურავს ვბედავ!
ან მამამ ჩვენმა ზეციერმა, მისგან იერი
რომა აქვს მოკვდავს, სატრფო ჩემი უფლისმიერი,
თვით რომ მიბოძა, რად წარმტაცა თავადვე ნეტავ?!

Комментариев нет:
Отправить комментарий