(ფულად-საკრედიტო კომენტარით)
ქრონოლოგიური სხვაობა ორ ფოტოს შორის 32 წელზე ცოტა მეტია, სიvრცობრივი - ალბათ, 4-5 ათასი კილომეტრი (ხარკოვი და ბარსელონა)...
აკვარიუმში რომ შევდიოდით, პატარა, აუცილებლად გადასასვლელი ბოგირი უნდა გაგვევლო... იქით ერთი ყოჩაღი ფოტოგრაფი ქალი იყო ჩასაფრებული და გვიბრძანა - სტოპ! მერე "ერთი, ორი, სამი" იტალიურად გვითხრა (გარეგნობის მიხედვით დაადგინა, რომ "იტალიელები" ვიყავით), მერე ჩააჩხაკუნა და... ჩიტი ნამდვილად არ გამოფრენილა... რაც გამოფრინდა, ხედავთ შუაში (იხილეთ დაზუსტება პოსტსკრიპტუმში); დავათვალიერეთ აკვარიუმი და რომ გამოვდიოდით, ფოტოებიც დაგვახვედრეს - ერთი ცალი - 8 ევრო, გინდა-არგინდა, უნდა აიღო... თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბილეთი 20 ევრო ღირს, ესე იგი - ერთი კაცის "სიამოვნება წყალქვეშ" ნახევარი საათით 28 ევრო ჯდება... ჩვენ კიდევ მივჩერებივართ ამ კაზანტიპს და გავიძახით - ფულს შემოიტანს-ო..... დაიჭირეთ, ბატონო, ეს ზვიგენები და მისთანა ურჩხულები, შავ ზღვაში რომ ბინადრობენ, გააკეთეთ აკვარიუმი და არც ხალხი გაირყვნება შიშველ დუნდულებზე დაგეშვით და არც თავ-პირის დასისხლიანებით დაემუქრებიან ვინმეს... იქვე, აკვარიუმთან - ხაჭაპური, მწვადი, ხინკალი... მამაპაპური ღვინო, "შენ დაუკა, ლურჯი ჩიტი გამოფრინდება" და... ჩამოსრიკინდებიან ევროპელები და დატოვებენ ანაკლიაში ან ფოთში ან სადმე იქვე ახლოს (ლაზიკა აღარ შენდება?) ფულს...
ასეთია ჩემი კომენტარი...
P.S. დავაზუსტებ, რომ მე შუაში ვდგავარ, გაწოლილი არსებაც შუაშია, მაგრამ მე არ ვარ.
Комментариев нет:
Отправить комментарий