(თითქმის იგავური ამბავი მორალით)
ვნახე სონეტი ეკა ფერაძის გვერდზე და ძალიან მომეწონა, მაშინვე დავიშეარე... შალიკო ძოწენიძემ მკითხა - ვისიაო? - არ ვიცოდი და შევუძვერი გუგული დეიდას უბეში და მითხრა - ანა ახმატოვასია... უფრო სწორად - საიტის დასახელებები ამოყარა და იქ "Анна Ахматова" ჭარბობდა და მეც დავასკვენი და ვუპასუხე - ანასია... "მეეჭვებაო" - თქვა შალიკომ... მეც დავეჭვდი და ისევ შევუძვერი გუგული დეიდას (გვარი არ ვიცი, თორემ დავასახელებდი) და აღმოჩნდა, რომ ეს ლექსი ყოფილა Павел Гребенюк-ის, მავან ხუმარებს გადმოუტანიათ "ფესბუქებში-და- ადნაკლასნიკებში-და-მისთანებში" და მიუწერიათ - ანა ახმატოვა... რატომ? აბა, რა ვიცი?! მე რატომ მივიწერე ჯალალ ედ-დინობა?! ხუმრობით? - ხუმრობით!... ასეა თუ ისე, ლექსი (სონეტი) კარგია და სულ კბილები მიკაწკაწებდა, სანამ ვთარგმნიდი... ახლა ნახეთ, რაც გამოვიდა მთელი ამ "балаган"-ის შემდეგ:
Два облака не делают погоды,
И две слезы не делают дождя.
Надменный взгляд еще не знак породы,
И шляпа — часто шляпка у гвоздя.
Стремление не означает цели,
А два рубля — еще не капитал.
Два выстрела не делают дуэли,
Две доблести — еще не идеал.
Две рюмки не смертельны для гуляки,
Два клоуна — еще не балаган,
Два выпада не означают драки,
Два поцелуя — даже не роман.
Как часто мы тревожимся напрасно
И видим бурю там, где небо ясно…
ორ ცრემლს წვიმა არ მოჰყვება, რაგინდ ღაწვზე ეგოროს,
ორი ღრუბლით რაც შექმნილა, განა ის ამინდია?!.
მედიდური გამოხედვა ჯიში არვის ეგონოს,
ხოლო შლაპა უფრო ხშირად ხომ ლურსმანზე კიდია.
მიზანსწრაფვას თვით მიზნისა განა რამე უწყოდა...
ორ მანეთად კაპიტალის შექმნას ფუჭად ნუ ელი...
ორ ღირსებას იდეალი ჯერ არავინ უწოდა...
ორ გასროლას არასოდეს დარქმევია დუელი....
ორი სირჩით როდის იყო, რომ თვრებოდნენ ლოთები...
ორ მასხარას ცირკს ნუ არქმევ, ბალაგანი რომ არის...
ორი დარტყმა სულ არ არის ჩხუბში შესაშფოთები...
ორი კოცნა ნუ გგონია დასაწყისი რომანის....
ო, რა ხშირად მღელვარებით ვქმნით ამაო იგავებს
და მოწმენდილ ცაზე ვხედავთ ქარიშხალს და გრიგალებს.
* * *
მორალი: გუგული დეიდას თუ შეუძვრები უბეში, განაგრძე ძრომიალი, სანამ ჭეშმარიტებამდე მიხვალ!

Комментариев нет:
Отправить комментарий