...დღეს ავტობუსით ვიმგზავრე თავისუფლების მოედნიდან "პლეხანოვამდე"... გვერდით ორი ქალი მედგა, გარეგნობითაც, საქციელითაც, ბრეცვითაც თბილისელები იყვნენ, 60-65 წლისანი, ძველი საბურთალოელები, ვარიანტი არ არის, რომ სპორტის სასახლის იქით ეცხოვრათ... ჰოდა, რუსულად ლაპარაკობდნენ... ქართული აქცენტი რომ ჰქონდათ, ეგ ჯანდაბას, მაგრამ ელემენტარულ შეცდომებს უშვებდნენ, თუნდაც где?-და-куда?-ს საჭიროებისამებრ ხმარება არ იცოდნენ... ძალაუნებურად ვუსმენდი და ვფიქრობდი - ვინმე აძალებს, რომ რუსულად ლაპარაკობენ? ახლა ხომ აღარც მოდაშია ეს ენა და აღარც მოთხოვნილებაში... ბოლოს, ძველ კინოსტუდიასთან ერთმა ჩასვლა დააპირა და ბოდიშის მოსახდელი ინტონაციით უთხრა თანამოსაუბრეს - я сейчас иду в саелчо Германии... я там (!) отсюда пешком пойду....
ალაბთ, სიჩქარეში მოუვიდა ასეთი იაღლიში, ან სიცხის ბრალი იყო, ან მოულოდნელად გამოჩენილი კონტროლიორისა, მაგრამ ფაქტია - "პასოლსტვა" ვერ გაიხსენა...
სხვათა შორის, "ელჩი" თურქული სიტყვაა და "ილ"-ის (რეგიონის) მმართველს ნიშნავდა... ანუ - ილ-ჩი; "-ჩი" ბოლოსართი კი თურქულ სიტყვებში ზოგადად საქმიანობის, პროფესიის მაწარმოებელია (მე ასე ვიცი, თუ ვცდები, შემისწორებენ... არიან აქ ზოგიერთი თურქოლოგები, გვარს არ დავასახელებ).
მაგალითად: ნავთი (ნაфთ / ნეфთ) - ნეფთ-ჩი - მენავთობე (ბაქოს 'ნეფთჩი" ხომ გახსოვთ?)
აი, ასე ჩააკვეხა (თბილისურ) რუსულში მშვენიერმა საბურთალოელმა ქალბატონმა გაქართულებული თურქული სიტყვა და გაგვშორდა: მეორე ქალბატონს, თავის თანამოსაუბრეს და მე - მათს გაფაციცებულ მსმენელს... მიყვარს თბილისელების საუბრის მოსმენა და "ჰენრი ჰიგინსობაზეც" გავიქაჩები, თუ საჭირო გახდა, რადგან მეტყველების მიხედვით 10-დან 7-8-ჯერ ზუსტად ვარტყამ, თუ რომელი უბნელია ჩემი თანამოსაუბრე....

Комментариев нет:
Отправить комментарий