11 აპრილი, 2014 წელი
ე.წ. "ცხოვრების ამერიკული წესი", რომელიც ჩვენთან მკვიდრდება და, როგორც ჩანს, ზოგ სფეროში საკმაო ცხოველმყოფელობითაც დამკვიდრდა უკვე, ითვალისწინებს.... უფრო სწორად - სულდგმულობს მხოლოდ შემდეგი ცნებებით: შოკი, სკანდალი, სენსაცია, არაჩვეულებრივი ამბავი და ა.შ. ანუ: ეს არის საშუალება იმ ადამიანთა ყურადღების მიპყრობისა, ვისაც ნაკლებად აღელვებს ამა თუ იმ მოვლენის შინაარსობლივი, სიღრმისეული, მიბინდული მხარეები და სამყაროს, ასე ვთქვათ, ჭრელა-ჭრულა ფერებით აღიქვამენ...
პარადოქსი სწორედ ამაშია:
ცხოვრების საბჭოური წესი ქადაგებდა მასობრიობას, მთელი ხალხისთვის გასაგები და მისაღები ფაქტებით მანიპულირებას და იმავდროულად ზღუდავდა, პრაქტიკულად კრძალავდა კიდეც ისეთი საკითხების გაჟღერება-გასაჯაროებას, რაც მასობრივ ინტერესს, მღელვარებას და შფოთს გამოიწვევდა... ამას ჰქონდა თავისი ქვეცნობიერი მიზეზი: კომუნისტებს ეშინოდათ ხალხისა ისევე, როგორც ყველა ხელისუფლებას, რომელიც რევოლუციის შედეგად ექცევა საზოგადოების სათავეში... შედეგად კი ვიღებდით იმას, რომ თუნდაც ლიტერატურასა და ხელოვნებაში იქმნებოდა ისეთი ნაწარმოებები, რაც მასას არ ესმოდა და შესაბამისად განკუთვნილი იყო აუდიტორიის მცირერიცხოვანი ნაწილისთვის... ეს კარგია თუ ცუდი, სხვა საკითხია - ზოგს მღვდელი მოსწონს და ზოგს მღვდლის ცოლი - , მაგრამ ასეთი მიზეზ-შედეგობრივი დამოკიდებულება სინამდვილისადმი რომ არსებობდა, ფაქტია და ისტორიაში ჩანს...
ამერიკა იქმს პირიქით:
საზოგადოება დაქუცმაცებულია ათას პარტიად და დაჯგუფებად, ყველას თავისი ცნობიერება უყალიბდება და ეს აძნელებს ინტელექტუალური პროდუქციის დიდი ტირაჟით რეალიზებას, არადა, საქონელი უნდა გაიყიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოების "წარმატებული" ნაწილი ვერც თავად იარსებებს და ვერც სხვას დაასაქმებს დიდსულოვნად... ესე იგი რა არის საჭირო? - ვთქვათ, დედის მიმართ აღგზნებული ვნებების სახალხოდ დემონსტრირება... წარსულში აკრძალული ინტიმური მხარეების გაშიშვლება და იმ წარსულის გაკიცხვა და გაშარჟება ნებისმიერი ხერხებით და საშუალებებით... სინამდვილის ასახვლის ნაცვლად რაღაც შეთხზული სამყაროსკენ ლტოლვა და ასე შემდეგ.... ერთი სიტყვით, ძალაშია შემდეგი ფორმულები:
- ვაიმე - დავეცი!
- ვაიმე - ვხოხავ!...
- ეს ყველამ უნდა ნახოს!...
მაშასადამე ეს კარგია ანუ ერთად უნდა დავეცეთ და ვიხოხოთ!
დილა მშვიდობისა! წარმატებულ დღეს გისურვებთ!
წავედი საქმეებზე....

Комментариев нет:
Отправить комментарий