გასული საუკუნის 70-იანი წლების მიწურულს, სოხუმში, ზღვის პირას ჭაღარაშერეული კაცი იჯდა და მეგობარს ემუსაიფებოდა:
„.... ყველაფერს თავისი დრო აქვს, ჩემო როლьანდი, ხომ კი?!.... აგერ, ამასწინათ 20-25 წლის გოგო გავიცანი, წავიყვანე იქ, ჩვენ რომ ვიცით, პატარას „წავივალьენტინებ“–თქვა, მარა.... რად გინდა?! სანამ ის დასაბანად შევიდა აბაზანაში, მე ჩამეძინა... თვალი რომ გავახილე, ჯიბეები ცარიელი მქონდა.... ნერვები ამეშალა და გამოვედი ისევ პლьაჟზე.... ახლა ასე 35-40 წლის ქალს დავადგი თვალი და იმანაც დამადგა... თვალი, რასაკვირველьია! წავედით იქ, ჩვენ რომ ვიცით... ამასთან მაინც „წავივალьენტინებ“–თქვა და შევუშვი საბანაოდ, მარა სანამ ის გამოვიდა, მე ისევ ჩამეძინა და მისმა კივილმა გამაღვიძა: – უყურეთ ამას - „ძინავსო" (ეტყობოდა რომ ნიჭიერი კაცი იყო და რუსულადაც თქვა იმ ქალის ფრაზა Спит этот свольочь)
– ძინავს კი არა სძინავს - შეუსწორა მეგობარმა.
– რა მნიშვნელьობა აქვს, მაგალьითად, ძინავს თუ სძინავს?! – გაიქცა ქალი.... წავედი ისევ პლьაჟზე და ახლა ჩემი ასაკის ქალმა დამადგა თვალი, დამადგა და მეც დავადგი... თვალი რასაკვირველьია! - და „ჯანდაბას-თქვა“ – ვიფიქრე... წავიყვანე იქ, ჩვენ რომ ვიცით, და დავსვი ტელევიზორის წინ, მე კი შევვარდი აბაზანაში, წყალი გადავივლე, რომ არ დამძინებოდა!.... გამოვედი და რას ვხედავ?! - ძინავს!
– ძინავს კი არა სძინავს – შეუსწორა მეგობარმა.
– გავაღვიძე და გავუშვი სახლში, მართლა свольочь ხომ არ ვარ, მძინარე ქალთან რომ „მევალьენტინა“?!
...ეჰ, სოხუმი!... სოხუმი!...
Комментариев нет:
Отправить комментарий