- თბილისელ დრამატურგს გაბრიელ სუნდუკიანს აქვს პიესა - "ხათაბალა"; შესაძლოა, მან თავადაც არ იცოდა, რომ ეს ორი სიტყვისგან შედგენილი კომპოზიტია "ხათ"+"ბალა" (ორივეს ერთი და იგივე მნიშვნელობა აქვს – უბედურება – ოღონდ ერთი არაბულია და მეორე სპარსული); გუშინ ვნახე ამ პიესის მიხედვით გადაღებული ფილმი (1971 წ), რომელიც მთლიანად თბილისშია გადაღებული, ამ ფილმს თურმე ტელევიზიით არ აჩვენებდნენ რატომღაც და ამიტომაც არ მქონდა თავის დროზე ნანახი; მერე youtube-ზე მის შესახებ შექმნილი დოკუმენტური ფილმიც ვნახე ამ ფილმში თამაშობენ სომხური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობები (სოს სარქისიანი, ფრუნზე მკრტიჩიანი), ასევე ჩვენი შესანიშნავი არტისტები: მარინე თბილელი, იპოლიტე ხვიჩია, ბუბა კიკაბიძე, ეკატერინე ვერულეიშვილი და სხვები... ძალიან ბევრი რამ გავიგე და გავიხსენე თბილისის შესახებ, როგორც ფილმიდან ასევე მის შესახებ არსებული დოკუმენტური მასალიდან (მაგალითად, სიმართლე 1971 წლის ქოლერის მძვინვარების შესახებ, რასაც მაშინ საგულდაგულოდ მალავდნენ კომუნისტები და მეც ბევრი არაფერი ვიცოდი თურმე).
- ამ "შენიშვნის" დაწერა კი ფილმის (პიესის) ერთმა ეპიზოდმა მომასურვა:
- თბილისელი ქალები ლოტოს თამაშობენ და თან ჭორაობენ (ოოოოოო, ეს საქმე ნამდვილად დიდებულად ეხერხებათ მათ!.... ლოტო კია არა, ჭორაობა), ჰოდა, ჭორაობენ ვიღაც შუშანას შესახებ, რომელიც თურმე მეტისმეტად არის გატაცებული ევროპით და რადგან ძნელად ესმით მისი სახელი ევროპელებს, სთხოვა ყველას, რომ "შუშანა" კი არა, "შურიკა" დამიძახეთო... დააკვირდით, 1866 წელს, როცა დაწერა ეს პიესა სუნდუკიანმა, თბილისის ბინადრებს თურმე იგივე "პრობლემა" აწუხებდათ ევროპასა და საკუთარ სახელთან მიმართებაში... თუმცა გააჩნია – ვისთვის ეს პრობლემაა და ვისთვის კიდევ სიბრიყვე.
Страницы
- მთავარი გვერდი
- ლინგვისტური წიაღსვლები
- ფოტოვარიაციები
- სიბრძნის კაკოფონია
- ვიდეომასალა
- ევრო-იუმორი
- მოსწავლეთა "ხედვები"
- დასამთავრებელი
- ელერდაშვილები
- დიდი ფეხბურთი
- "ფეისბუქის" ქორონიკონი
- დედა ენა
- მისი უდიდებულესობა – კროსვორდი!
- ჩემი "ვეფხისტყაოსანი"
- უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი
- ჩემი გაზეთები
- პოლიტიკური "ლირიკა"
- სპარსულ-ქართული ლექსიკონი
- (ვითომ) ლექსები
воскресенье, 10 марта 2013 г.
თბილისელი შურიკა
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий