....დიდი უბედურებაა ცუნამიც, შავი ჭირიც, მასობრივი განადგურების იარაღიც და დიდი განსაცდელია ქვეყნისთვის ისიც, რომ ერის უმეტესი ნაწილი ან პოლოტიკოსობას ან ჟურნალისტობა–პუბლიცისტობას იჩემებს... რომ აღარაფერი ვთქვათ პოეტობაზე.
- ე.წ. "ნიჭიერის" შესარჩევ ტურები მაგონდება, სადაც ყველაზე თამამები და ამპარტავნები არიან ისინი, ვისაც აბსოლუტურად არ გააჩნია სმენა და სიმღერით სურს თავის გამოჩენა. მწერლობა–პოეტობაშიც რომ ტარდებოდეს მსგავსი კონკურსები და სცენიდან რომ გვიკითხავდნენ თავის "შედევრებს" კონკურსანტები, წარმომიდგენია, რა სანახაობა შეიქმნებოდა სკანდალებს დახარბებული ტელევიზიებისთვის.
- კარგი, ეს ერთი უბედურებაა – არ აქვთ სათანადო ნიჭი თუ განათლება და წერენ, მაგრამ ამაზე არანაკლებ შემაშფოთებელია იმ ადამიანების "ტექსტების" არსებობა, რომლებსაც აქვთ რაღაც მარაგი უცხოური ლექსიკისა და ყველა გზით და საშუალებით ცდილობენ, ამ "სიმდიდრის" გამომზეურებას. ეს ძალიან ცუდი სენია და ვინც მისგან განკურნებას შეძლებს, შეუძლია ჩათვალოს, რომ კარგად წერა და სწორი აზროვნება ისწავლა.
- ეს ყველაფერი კი ერთმა ფრაზამ დამაწერინა..... ეს ფრაზა ჩემთვის უცნობი პიროვნების ნაწერში ვნახე:
- "როდის დაიწყო ქართველურ ტომთა შორის კოჰეზიის პროცესი?"–ო.
- დაიდეთ გულზე ხელი, სანამ კითხვას განაგრძობდეთ, დახუჭეთ თვალი და უთხარით საკუთარ თავს – გაიგეთ ტომთა შორის კოჰეზიის პროცესი რას ნიშნავს?
- ახლა გაახილეთ თვალი და იხილეთ ლექსიკონიდან ამოწერილი განმარტება:
- კოჰეზია (ლათ. cohaesus - დაკავშირებული).
1) (ფიზიკ.) მოლეკულების (იონების) შეჭიდულობა გამოწვეული მიზიდულობის ძალებით.
2) (ლინგვ.) ტექსტის შემადგენელი ელემენტების უნარი ამავე ტექსტის სხვა ელ-ემენტებთან დაკავშირებისა.
- ქართველური ტომები მოლეკულები იყვნენ თუ ტექსტის ელემენტები, რომ ეს პროცესი "კოჰეზიისა" დასწყებოდათ?!
- დაწერე რა, შე მამაცხონებულო, "დაკავშირების პროცესი".... და თუ გინდა, რომ მთლად ნათლად და გასაგებად წერდე, უნდა შეგეძლოს ასეთი წინადადების მოძებნა:
- როდის დაიწყო ქართველურ ტომთა ურთიერთდაახლოება?
Комментариев нет:
Отправить комментарий