суббота, 30 марта 2013 г.

2011 წლის 14 თებერვლის ა) და ბ) პუნქტები

ა) ....დიახ, "ჰოსნ" (حسن) არაბულად ნიშნავს "სილამაზეს", ბოლოში "ი" რომ მიუმატო, ლამაზისეული გახდება.... თუმცა მე ის მადარდებს, რომ ჩემი მეგობრების რიცხვი 600-ს გადასცდა და კიდევ 35 კანდიდატია "სარექვესტოში", მაგრამ პრინციპულად არ გამომყავს ისინი "(ჩემს) მზეზე", რადგან ყოველი მათგანი ე.წ. "ცნობადი სახეა" და მათს გარემოცვაში თავი მიტინგზე მეგონება... მე კი ძალიან არ მიყვარს ასეთი შეძახილები: "ძირს", "წადი", "გადადექი", "მიდექ-მოდექი" და ა.შ. ის კი ნამდვილად მენანება,  რომ ბატონი ჰოსნი მობარაქაი (ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი) ჩვენი მიტინგების ლუკმა არ იყო, თორემ დავარღვევდი ჩემს აპოლიტიკურობის პრინციპს და დავიყვირებდი: "ჰოსნი.... ჰოსნი.... მოგხსნი.... მოგხსნი..." (მიყვარს ეს ოხერი რითმები და რა ვქნა?!).  

ბ) ...ძალიან ვბრაზდები როცა "მყვირალა" შეცდომებს ვნახულობ ამ ალო-ების (იხილე ბოლოში P.S.) თუ VIP-ების ნაწერებში... "ფეისბუქში", როგორც აბანოში,  ყველა "შავი და თეთრი" შესანიშნავად ჩანს.... ამიტომაც შემეპარა ეჭვი ერთი VIP-ის გონიერებაში,  როცა მის ნაწერში ბევრი ენობრივი უზუსტობა ვიპოვე; თუმცა ეს ერთგვარი შვებაც იყო,  რადგან გამართლდა ჩემი ქვეცნობიერი,  გაუაზრებელი პროტესტი ამ პიროვნების მიმართ... თურმე "შინაგანი ხმა" უფრო ადრე მიხვდა,  რომ იგი, ცნობილი ოსტაპ ბენდერის სიტყვებს თუ გადავაკეთებთ (იგულისხმება жертва аборта), ყოფილა ნამდვილი "პიარის ჟერტვა"...

P.S. ალო რატრადიციული ინგვისტური რიენტაციის ადამიანი, ამ აბრევიატურის სინონიმი შეიძლება იყოს  ლინგვორასტი

Комментариев нет:

Отправить комментарий