- დღეს პარიკმახერთან დავჯექი თუ არა, მობილურზე დაურეკეს – ხარაშო აზიზ–ჯანო უთხრა ორ–სამჯერ, გათიშა მობილური და მე შემომჩივლა – "ამ ოდნოებმა ბანკროტი გამაკეთეს, რა.... ცოლი ყოველდღე მეუნება – ხუთი ლარი ჩარიცხე, სმაილიკები უნდა ვიყიდოო, ვაჰ...." ვუსმენდი მის მონოლოგს, თავს ვუქნევდი და ჩემთვის ვფიქრობდი – რა გარანტია აქვს ახლა ამ კაცს, რომ მე ვიცი, რა არის "ოდნოები"?! – და დასკვნაც მაშინვე გამოიკვანძა – ესე იგი ეს სოციალური ქსელები ისეთივე მასობრივ მოვლენადაა უკვე მიჩნეული, როგორც ბევრი სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი საკითხი....
- პარიკმახერმა მონოლოგიც და გაკრეჭაც ერთად დაამთავრა, გამომართვა ხუთი ლარი და მე კიდევ ერთხელ შევწირე მადლობა ღმერთს, რომ თმა ისევ იმ რაოდენობით მეზრდება, როგორც მთელ განვლილ ცხოვრებაში იყო!.... რომ არა ჩემი თმა, ვინ გადაუხდიდა "აზიზ–ჯანს" სმაილიკების ფულს?!
- და ბოლოს, ტრადიციული "იცით თუ არა რომ" – დიახ, "აზიზ" عزیز სპარსული სიტყვაა და "ძვირფასს, სათნოს, სათუთს" ნიშნავს.
Страницы
- მთავარი გვერდი
- ლინგვისტური წიაღსვლები
- ფოტოვარიაციები
- სიბრძნის კაკოფონია
- ვიდეომასალა
- ევრო-იუმორი
- მოსწავლეთა "ხედვები"
- დასამთავრებელი
- ელერდაშვილები
- დიდი ფეხბურთი
- "ფეისბუქის" ქორონიკონი
- დედა ენა
- მისი უდიდებულესობა – კროსვორდი!
- ჩემი "ვეფხისტყაოსანი"
- უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი
- ჩემი გაზეთები
- პოლიტიკური "ლირიკა"
- სპარსულ-ქართული ლექსიკონი
- (ვითომ) ლექსები
воскресенье, 10 марта 2013 г.
აზიზ–ჯანის სმაილიკები
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий