…დღეს წურწუმიას ქუჩაზე ამოვიარე,
მანქანაში ჩემი შვილიშვილი მიზის,
ალექსანდრე–2 (სანდრო), მესამეკლასელია და სიამაყით ამბობს
– აი, ჩემო სკოლა!
– ბიჭო, – მე ვუთხარი – შენ
სულ სამი წელია სწავლობ, ჩემთვის კიდევ,
იცი, რამდენი წელია
ეს სკოლა "ჩემია"?
– რამდენი?
...დავიწყე
დათვლა:
– 10 წელი მე ვისწავლე + 3 წელი
მასწავლებელი ვიყავი + 12 წელი ჩემი შვილები იყვნენ მოსწავლეები
+ 3 წელი ჩემი შვილიშვილია მოსწავლე...
რამდენი გამოვიდა?
– ოცდარვა!
– ზნაჩიტ, ანგარიშია 28: 3 – მე ვიგებ ჯერჯერობით!
– და გადმოვუხვიე აეროპორტისკენ
გამარჯვებული სახით...
Комментариев нет:
Отправить комментарий