ყველა ირანისტმა იცის ჰაფეზის ეს ლექსი – "აგარ ონ თორქ–ე შირაზი ბედასთ არად დელე მარა" – და პოეზიის ყველა მოყვარულმა იცის ბატონი ვახუშტის მიერ თარგმნილი – "ამ ლამაზმა შირაზელმა თუ განკურნა ჩემი დარდი..."; სიტყვა "თურქი" ჰაფეზისთვის, და არა მხოლოდ მისთვის, სინონიმი იყო "ლამაზისა"... თურქი ქალები ძალიან მოსწონდათ, როგორც ჩანს, მაშინ... (თუმცა ამასწინათ ერთმა ირანელმა მითხრა - "შირაზთან ახლოს ძალიან ბევრი თურქული ტომები ცხოვრობენ და ჰაფეზმა ეს ლექსი ერთ კონკრეტულ "თურქ გოგონას" (თორქ–ე შირაზი-ს ترک شیرازی ) მიუძღვნაო... რა ვიცი.... მე ისევ პოეტურ ვერსიას ვუჭერ მხარს და არა ყოფითს).
ამასწინათ ირანში რომ ვიყავი, სხვა ამბავიც გავიგე...
აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე საკმაოდ დიდი მანძილია და, ბუნებრივია, გზაში ჩემს მასპინძელ მძღოლთან, ეროვნებით აზერბაიჯანელთან, საუბარი გავმართეთ და როცა მან გაიგო, რომ მე ქართველი ვარ, ასეთი რამ მიამბო:
- "ჩვენთან, აზერბაიჯანშიო... (მოიცადეთ, დავაზუსტოთ – ირანში არის სხვა, უფრო დიდი აზერბაიჯანი, ვიდრე სსრკ–ში იყო) ჩვენთან აზერბაიჯანშიო... ხშირად ვამბობთ სიტყვა "გორჯი"–სო...
- რა მნიშვნელობით–მეთქი? – ვკითხე.
– აი, როცა პატარძალი ძალიან ლამაზი და კოხტაა, მასზე ვამბობთ, რომ ის არის "გორჯი" (ანუ ძალიან ლამაზი).
...კიდევ ბევრი რამ თქვა ჩემმა მასპინძელმა იმ საინფორმაციო მარაგიდან, რაც მას საქართველოზე და ქართველებზე გააჩნდა, მაგრამ ეს "ლამაზი პატარძლის" ამბავი ყველაზე მეტად დამამახსოვრდა.
ძალიან კარგი ბლოგი გაქვთ. წარმატებებს გისურვებთ!
ОтветитьУдалить