пятница, 12 апреля 2013 г.

(თანა)მედროვე - (თან რა) მედროვე!


...ამ კაცს თითქმის ორმოცი წელია ვიცნობ:
– აქტიური კომკავშირელი და მერე სკკპ–ს არცთუ ურიგო (თუ რიგიანი?) წევრი ხომ იყო? – იყო!
– 90–ანი წლების დასაწყისში "მრგვალი" ხომ იყო? – იყო! (გამსახურდიას "მრგვალი მაგიდის" მომხრეებს მაშინ "მრგვალებს" ეძახდნენ).
– შემდეგ რა თქმა უნდა, მოქალაქეთა კავშირის წევრი გახდა და მის სახლში მინახავს შევარდნაძის დიდი ფოტო კედელზე... ხომ იყო ასე? – იყო!
– მერე ხანგრძლივად დავშორდი ყველას და ყველაფერს და მისი "განაციონალების" ფაქტებს პირადად არ შევსწრებივარ, მაგრამ ყურმოკვრით კი მსმენია. კი, ესეც იყო! დაუშვებელია, რომ არ ყოფილიყო თუნდაც ლოგიკიდან გამომდინარე... (შექსპირისა არ იყოს, აბა, "დროთა კავშირს" ხომ არ დაარღვევდა?!)
– ახლახან დავინახე – ივანიშვილის "ოცნების" რომელიღაც საექსპერტო ჯგუფში იჯდა... ანუ – იყო კი არა, ჯერჯერობით არის!.. 

ღმერთო დიდებულო! 
არავისი არაფერი მშურს, რადგან სხვას ჩემი საქმე არ უკეთებია, მე კიდევ სხვისი, ამიტომაც არც ამ კაცის მშურს რამე, უბრალოდ მიკვრის – როგორ ახერხებს ასე გამუდმებით სულ "(თანა)მედროვე - (თან რა) მედროვე" იყოს... (?!)

Комментариев нет:

Отправить комментарий