ორიოდე დღეა "ფეისბუქს" გავშორდი სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგრამ დრო უქმად არ დამიკარგავს... გაბარებთ ანგარიშს სამ პუნქტად და ორ ქვეპუნქტად:
1. ახალი წიგნის "პროექტი" მაქვს... მასზე დაწვრილებით სხვა დროს ვილაპარაკოთ, საქმის 60-70% გავაკეთე... მცირეოდენი ფრაგმენტები კი ასეთია:
- ა) პოეტი დასტირის თავის სიბერეს
- ა) პოეტი დასტირის თავის სიბერეს
ტკბილ წამალსაც ვხედავ ამად, მას საწუთრო აქცევს შხამად,
მეც სიმწარედ გადამექცა, რაც კი რამე ტკბილი მქონდა.
ძველიც, ალბათ, განახლდება, ბრუნვით სხვა რამ განა ხდება?!
იქნებ სხვისთვის ახალია, რაც მე გაცვეთილი მქონდა?!
უდაბნო და იალაღი ხვალ ეგება გახდეს ბაღი
და ხრიოკად იქცეს, რაც მე ბაღნარი და მტილი მქონდა.... (და. ა.შ.)
ბ) პოეტი დასტირის მეგობარი პოეტის სიკვდილს
ეჰ, პოეტის ქარავანიც გზას დაადგა მოუსავალს,
ეს დღე გვეელის ჩვენც ადამის ყველა ძეს და შთამომავალს.
ეს სიკვდილი წყვილ თვალს აკლებს ერთ სხეულს და სხვას არაფერს,
გონებას კი აკლებს ათასს და ათასზე უფრო მრავალს.... (და ა.შ.)
2. "რუსმა მესაზღვრეებმა სოფელ დვანთან მავთულხლართების ისნტალაცია დაასრულეს" ("ტელეიმედი").
ესე იგი... უყვირიან ადგილობრივები - ქანსელ, ქანსელ რუსებო! - მაგრამ სამაჩაბლოდან უკვე ქართლში გადმოპორტირებული ოკეპანტები ინსტალაციას განაგრძობენ და მოსახლეობა ფულ-სქრინის რეჟიმში ადევნებს თვალს იმ სასოფლო-სამეურნეო სანახების შემოღობვას, რაც მუდამ მათი სოფლის ექაუნთში შედიოდა და ამ ფულ-სქრინს არანაირი "პრესს თუ ესქ" არ შველის... ხალხი ხელისუფლებას სთხოვს ანტი(ვი)რუსული პროგრამის დაუნლოდს ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილებიდან, მაგრამ ლიდერშიფი ჯერ იმაზე მსჯელობს გვაჩვენოს თუ არ გვაჩვენოს კლიპები - თუ სიი ო: ნოთ თუ სიი - ამაშია ყველა ქვეშჩენის სათავე...
3. დილა მშვიდობისა!
Комментариев нет:
Отправить комментарий