ციტატა: "იყო დაუსრულებელი კამათი იმაზე, შეიძლება თუ არა ქართული ლექსი იყოს ურითმო. დრომ გასცა პასუხი (მავანი პოეტის - ალ.ელ.) ოპონენტებს და აჩვენა, რომ ქართულმა ენამ ვერლიბრი მშვენივრად მოირგო."
კი ბატონო, მეც ამ აზრის ვიყავი და ვარ მავანი პოეტის (უფრო სწორად - მავანი ლიტერატურული მოღვაწის) შესახებ და მიმაჩნია, რომ ვერლიბრი ისეთივე სრულუფლებიანი წევრია სიტყვაკაზმული სამყაროსი, როგორც ნებისმიერი სხვა...
რა თქმა უნდა, ვერლიბრიც ლიტერატურული ქმნილებაა, მაგრამ.... მე არ მიყვარს და ეს უკვე გემოვნების საკითხია!
* * *
ვერლიბრი არასოდეს გამახსენდება სუფრასთან, არასოდეს მომინდება ასეთი "ლექსით" ჩემთვის საყვარელ არსებას მივმართო, არასოდეს მომინდება ჩემი აზრის დასადასტურებლად რაიმე ნაწერში ჩავრთო.... ბოდიშს კი ვიხდი უზრდელობისთვის, მაგრამ რა "ჩემის ტრულაილა" პოეზიაა ეს, თუ სუფრასთან სადღეგრძელო არ დაგიმშვენა, თუ ქალთან არ მოგინდა ლექსით სათქმელის იმპროვიზირება და თუ ნაწერი არ გაგიმშვენიერა ლამაზმა ციტატამ ან თუნდაც მარტოობისას არ აგეკვიატა და არ ჩაგამწარა ეს ნანატრი თუ იძულებითი განდეგილობა... სიზმრებში გაგრძელებით?!
* * *
ლექსი თუა, ლექსი უნდა იყოს, თუ არადა ერქვას ამ ვერლიბრსაც პროზა.... დაშავდება რამე?! განა პროზა რომ ერქვას, და არა პოეზია, კარგ და დასაფასებელ ლიტერატურულ ქმნილებას დააკლდება ღირსება?!
ასეთი რამ გამახსენდა:
ამ აზრის განსამტკიცებლად, რა თქმა უნდა, ნამდვილი ლექსი გამახსენდა და არა ვერლიბრი... მგონი, ბატონი დავითიც იზიარებს ჩემ აზრს:
ასეთი რამ გამახსენდა:
კაცს მაჭანკალმა უთხრა: "რა ვუყოთ, შეუხედავი კია ის გოგო, მაგრამ, სამაგიეროდ, ბუნება აქვსო კარგი...."
კაცმა უპასუხა: "ბუნება მე ბორჯომში ვიციო.... კარგი!"
კიდევ გამახსენდა:
კაცს რომ რამდენიმე (ვთქვათ, 4-5) ქალიშვილი ჰყავს და მორიგი მცდელობაც ასულის გამოძრომით რომ დაგვირგვინდება და ის კაცი თავს იმით ინუგეშებს, რომ "უკანასკნელ ცდას" ბიჭურად დაუწყებს გაზრდას და, შესაძლოა, სახელიც კი რამე ისეთი შეურჩიოს, ქალსაც რომ ჰქვია და კაცსაც, მაგრამ რად გინდა რა?!... გაიზრდება ეს "ვაჟი" და, გინდა-არგინდა, მაინც ქალი იქნება... დაკრავს (თუნდაც დაჰკრავს!) ფეხს და გათხოვდება... ღმერთმა ბედნიერი ამყოფოს თავის ქმარ-შვილში! კიდევ გამახსენდა:
ამ აზრის განსამტკიცებლად, რა თქმა უნდა, ნამდვილი ლექსი გამახსენდა და არა ვერლიბრი... მგონი, ბატონი დავითიც იზიარებს ჩემ აზრს:
მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე რად?
ვერას უქებ საძაგელთა, უფერულთა პირ-საფერად.
მე, თუ გინდა, თავიც მომჭრან, ტანი გახდეს გასაბერად,
ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად.
Комментариев нет:
Отправить комментарий