October 9, 2010 at 15:39
უკვე მეორე წელია დიდი სიამოვნებით ვუყურებ დიდბრიტანულ x factor–ს, ყველაფერი მომწონს ამ კონკურსისა: პროფესიონალიზმიც, სითბოც ურთიერთდამოკიდებულებაც და ხალხიც. საინტერესოა ისიც, რომ ფერადკანიანთა რაოდენობა დიდი ბრიტანეთის პუბლიკაშიც და კონკურსანტებშიც თითქმის ნახევარია, აი, წელს ჟიურიშიც კი გამოჩნდა მშვენიერი ფერადკანიანი ქალბატონი.
მე ნამდვილად არავითარი პრეტენზია არ გამაჩნია ადამიანის კანის ფერისადმი, პატივს ვცემ განურჩევლად ყველას, მაგრამ ერთი რამ მაკვირვებს – თუკი დიდი ბრიტანეთის (ჰოლანდიის, დანიის – დანიურ x factor–შიც ფერადკანიანი ზის ჟიურიში – საფრანგეთის, შვედეთის თუ ნორვეგიის) მოსახლეობაში 50% არაევროპული წარმოშობისაა და, როგორც ჩანს, ეს შეფარდება მალე აფრიკელთა სასარგებლოდ გაიზრდება კიდეც, თუკი ევროპას "გაფერადება" ასე ძალიან უხდება და ამშვენებს, ჩვენ რატომ მივისწრაფვით იქით?! – აგერ არ არიან ეს "ჩვენი" არაბები, ინდოელები თუ ზოგადად აფრიკელები? განა დიდი ბრიტანეთის გავლით უნდა "დავბრუნდეთ" აფრიკაში" ?!
....მახსოვს, ერთი ჩემზე ბევრად უფროსი პიროვნება, რომელიც ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა, სამსახურიდან სახლში "ჩერეზ ვაკე" დადიოდა, რათა მის თანამშრომლებს ენახათ, რომ იგი სამსახურიდან პრესტიჟულ უბანში ბრუნდებოდა "დასაძინებლად".... მგონი, ჩვენც ასე გვემართება, როცა "ევროპა–ევროპას" გავიძახით და იქ კი ჩვენი პატივცემული ფერადკანიანები გველიან.
არადა, ოდესღაც ავთანდილმა ბევრად უფრო მოკლე გზა იპოვა აფრიკისკენ და, მოგეხსენებათ, რა ამბებიც გარდახდა მას იქ. შესაძლოა ფატმან–ხათუნი სწორედ ასეთი მშვენიერი ქალბატონი იყო, რომელიც x factor–ის ჟიურიდან გვიღმის!.
Комментариев нет:
Отправить комментарий