მთელი ჩვენი სიცოცხლე საათობრივადაა განაწილებული.
არასოდეს გიფიქრიათ იმაზე, რომ თქვენი ორგანიზმიც ზუსტად გათვლილ-დადგენილი განრიგით ცხოვრობს და რომ მისი ბიოლოგიური დროისაღრიცხვა ბევრად უფრო ზუსტი და უცვლელია?
ღამის 1-ლი საათი.
ადამიანთა უმრავლესობას ამ დროს სძინავს, თუმცა ეს ის დროა, როცა ნებისმიერ მცირეოდენ ხმაურსაც კი შეუძლია ჩვენი გაღვიძება; ამ დროს თუ ვინმე მუშაობს, იგი საკმაოდ დაღლილად გრძნობს თავს.
ჩვენს ღვიძლს შერჩეული აქვს ეს დრო, რათა ინტენსიურად გადაამუშაოს ორგანიზმისათვის საჭირო ნივთიერაბანი. სხეული ამ დროს ერთგვარ `დიდ წმენდას~ განიცდის. თუ თქვენ აგრძელებთ მუშაობას, ნუ დალევთ ამ დროს ჩაის, ყავას, ან ალკოჰოლურ სასმელს. შეგიძლიათ მიირთვათ მხოლოდ ჭიქა წყალი ან რძე. ყველაზე კარგი კი ძილია, რადგან სწორედ ამ დროს აქტიურდებიან "მავნე" ჰორმონები.
ღამის 3 საათი.
სხეული ისვენებს და ფიზიკურად ჩვენ სრულიად დაცლილნი ვართ. ამ დროს სისხლის ყველაზე დაბალი წნევა შეინიშნება; მაჯისცემა და სუნთქვა ყველა ნელია. ეს არის ყველაზე ღრმა ძილის დრო...
ღამის 4 საათი.
სხეული კვლავ "დაბალ სიხშირეებზე" მუშაობს. ამ დროს ასთმით დაავადებულებს ყველაზე ძლიერი შეტევები აქვთ.
დილის 5 საათი.
ჩვენი ორგანიზმი მომავალი დღის მოლოდინში კონცენტრირებას ახდენს. ვინც ამ დროს იღვიძებს, ძალზედ მალე ფხიზლდება.
დილის 6 საათი.
წნევა იწევს, გული სწრაფად ძგერს. თუ მაინც გსურთ ძილის გაგრძელება, იცოდეთ, რომ სხეულს უკვე ღვიძავს. მედიკოსები თვლიან, რომ ეს საუკეთესო დროა სექსისათვის.
დილის 7 საათი.
დაცვის იმუნური სისტემა ამ დროს ძალზედ ძლიერია და რაიმე დაავადების შეყრა პრაქტიკულად გამორიცხულია. იჩქარეთ სამზარეულოსაკენ; საუზმე 7 საათზე ძალზედ სასარგებლოა - მთელი მიღებული საკვები ენერგიად გარდაიქმნება.
დილის 8 საათი.
ღვიძლი მთლიანდ გათავისუფლდა შხამიანი ნივთიერებებისაგან. მაგრამ ეს დრო არცთუ კარგია გულით დაავადებულთათვის, სისხლი გასქელებულია და მისი მამოძრავებელი `ნაწილაკები~ კვლავაც ძილის მდგომარეობაში არიან.
დილის 9 საათი.
ეს ის დროა, როცა გონება აქტიურობას იწყებს, ასე რომ, დაიწყეთ სტატიის წერა ან წადით გამოცდაზე.
დილის 10 საათი.
დადგა დრო, როცა ორგანიზმი ყველაზე კარგ `სპორტულ ფორმაშია". ამ დროს ნებისმიერი შეხვედრა თუ საქმიანი საუბარი მიზანშეწონილია, რადგან ჩვენი გონება მაქსიმალურადაა მომართული.
დილის 11 საათი.
ორგანიზმის ყველა ძალა უმაღლეს ფაზაშია. გული მზადაა ნებისმიერი დატვირთვა გადაიტანოს.
12 საათი.
ახლა შეიძლება ცოტა მოდუნდეთ. ძალები კლებას იწყებენ; სადილობას ჯერ ნუ დააპირებთ, გადადეთ ერთი საათით.
13 საათი.
კუჭი საკვებს ითხოვს. ექიმები ამბობენ: თუ ახლა სადილის მაგიდას არ მიუჯდები, შეიძლება საოპერაციო მაგიდაზე დაგაწვინონო.
14 საათი.
ეს არის მეორე ყველაზე "დაბალი წერტილი" 24 საათიან ციკლში; რეაქცია სუსტდება, ხელები კი საოცრად მგრძნობიარენი ხდებიან.
15 საათი.
გრძნობის ორგანოები საოცრად გამძაფრებულნი არიან; თავი ისევ "ჭკვიანი" ხდება.
16 საათი.
სისხლში შაქრის შემცველობა იზრდება. ამ დროს თქვენ ნებისმიერი ტკივილის გადატანა შეგიძლიათ...
17 საათი.
შრომის ნაყოფიერება უმაღლეს დონეზეა ასული; კუნთები მუშაობენ ისე, როგორც არასდროს.
18 საათი.
ჩნდება სურვილი მეტი მოძრაობისა, ოღონდ იმოძრავეთ ფეხით, რადგან საჭესთან "მოძრაობა" კარგს არაფერს გიქადით.
19 საათი. სისხლის წნევა მაღლა იწევს; ყველა აღგზნებულია და ნებისმიერი წვრილმანმა შეიძლება გაგაღიზიანოთ.
20 საათი.
ეს ის დროა, როცა სხეული მეგობრებთან დროსტარების ყველა საშუალებას იძლევა
21 საათი.
საღამოს "დაჭკვიანების" მორიგი ფაზა... რაც შეეხება საკვებმომნელებელ ორგანოებს, სჯობს ნუ შეაწუხებთ მათ
22 საათი.
თუ ახლა დაწვებით დასაძნებლად, თქვენ ღრმა და მშვიდი ძილი გაქვთ გარანტირებული;
23 საათი. არ ღირს ტვინის გადაღლა რაიმე ინფორმაციით, რადგან ამ დროს ყველაზე უფრო "დებილები" ვართ.
შუაღამის 12 საათი.
თუ უკვე გძინავთ, ლამაზ სიზმრებს გისურვებთ! და თუ არ გძინავთ, დროს ნუღარ კარგავთ, რადგან ამ დროს ყველაზე უფრო ხშირად მოდიან ადამიანებთან გენიალური აზრები... წერეთ, ძერწეთ, შექმენით... თუ რატომღაც არ გეძინებათ!
(გაზეთი "ფანტაზია", 2001 წელი).
Комментариев нет:
Отправить комментарий