суббота, 18 мая 2013 г.

მსოფლიოს გამწვანება


ეს არის სპარსულ-ქართული ლექსიკონის (http://farsi-gorji.blogspot.com/) მომხმარებელთა რუკა (ბოლო ერთი კვირის მონაცემები, იხილეთ ფოტო), სადაც გამოჩნდნენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ინდოეთი, არგენტინა, საუდის არაბეთი... არ მგონია, იმ ქვეყნებში ისეთი ქართველები ცხოვრობდნენ, ვისაც ეს ლექსიკონი აინტერესებს... იქნებ ეს უბრალო ცნობისმოყავრეები არიან ან ისეთები, ვისაც გზა-კვალი აებნა და მაინცადამაინც ჩემს ლექსიკონში ამოყვეს თავი?! ის ანეკდოტი ხომ გახსოვთ - ერთი ჩვენებური ინტერნეტში რომ შევიდა და რომ დაიკარგა.... ასეთები, ალბათ, მილიარდიან ინდოეთშიც არიან... მე სხვა მიზეზი ვერ მიპოვნია, რომ აღარფერი ვთქვათ არგენტინაზე... ვითომ "მარადონებიც" იკარგებიან აქ?!
ან ირანი რატომ არ ჩანს?! - ვითომ მისი მონაცემები არ აისახება ბლოგოსფეროში?
არ ვიცი, თქვენი აზრი მაინტერესებს... 
ერთი კია - მთელ მსოფლიოს ვამწვანებ ნელ-ნელა))))

Комментариев нет:

Отправить комментарий