...კი არ მეჩვენება, დარწმუნებული ვარ, რომ ის რაც დღეს ხდება, არის "ბუზიდან აქლემის შექმნა", რადგან არანაირი ჰომოსექსუალიზმი არსად, არც საქართველოში და არც დანარჩენ მსოფლიოში არასოდეს გაბატონდება... ერთი მიზეზის გამო - ზუსტი სტატისტიკა არ ვიცი...და ვვარაუდობ, რომ ბუნება 100 ნორმალურ, ე.წ. "ნატურალთან" ერთად წარმოშობს ერთ "არანატურალს", ანუ მას, ვისაც ბუნებრივი წესით და მეთოდით არ შეუძლია არც სექსუალური ცხოვრების წარმართვა და არც გამრავლება... ამგვარი ადამიანების დაბადებაში არანაირი ბრალი არ მიუძღვის არც საზოგადოებას, არც სარწმუნოებას, არც სოციალურ ყოფას და არც (თუნდაც) პოეტების გადაჭარბებულ რაოდენობას... "ჰომოსექსუალისტებად" გარდაქმნილი არსებები იბადებიან ჩანასახოვან სტრუქტურებში (მეცნიერული ტერმინი თქვენ მოძებნეთ) არსებული "კოდის" გამო...
ალბათ, ასეთივე შეფარდებით - 100:1 - იბადებიან ნიჭიერი ადამიანებიც, რადგან მათს ჩანასახში "იპარება", რაღაც ერთი გენი, რომელიც მას დაბადების შემდეგ კარგი სმენის, ფერების კარგი აღქმის, თუ კარგი სიტყვების ერთად თავმოყრის საშუალებას აძლევს... ნიჭიერთა დევნაც ხომ არ დავიწყოთ მათი "არატრადიციულობის" გამო?!
არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები ვერასდროს ვერავის იმდენ სიავეს ვერ მოუტანენ, რაც შეიძლება ავნოს ქვეყანას და ხალხს პოლიტიკას და რელიგიას შეფარებულმა თუნდაც ერთმა ნაძირალა კარიერისტმა და ფარისეველმა... (ეს უკანასკნელი ტიპი ცოცხალი არსებისა კი სრულიად ნორმალური გონებით იბადება, მაგრამ ცხოვრებისეული სიხარბე სძლევს მის ზნეობას და ყალიბდება პარაზიტად... მის შექმნაში ბუნებას არანაირი წვლილი არ შეაქვს).
ეკლესია დიდ საქმეს აკეთებს საზოგადოებრივი ცხოვრების სწორ წარმართვაში და იქნებ ესეც იტვირთოს, რომ ამ 20-25 სექსუალურად გაუკუღმართებული არსების დევნის ნაცვლად ამხილოს ფარისევლები, რომლებიც ერსაც და ბერსაც, ეკლესიასაც და სახელმწიფოსაც არნახულ ზიანს აყენებენ საკუთარი ანგარებით და სიხარბით, ჰომოსექსუალისტები კი თავადვე ამჟღავნებენ თავს და მათ საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი ყოველთვის აქცევდა და აქცევს ზურგს მომავალშიც.
ჰომოსექსუალისტების ცხოვრების პროპაგანდა დაუშვებელია თუნდაც ეთიკურად! უფრო მეტად კი დაუშვებელია მათი დევნა და ცემა-ტყეპისკენ წაქეზება იმ პირთაგან, ვინც საკუთარი პოზიციების გამყარებას ცდილობს რელიგიასა თუ პოლიტიკაში და ფეხის წვერზე ჰკიდიათ საქართველოს სიკეთე.
Комментариев нет:
Отправить комментарий