(გაზეთი "ფანტაზია", 1997 წელი)
ყოველ პროფესიას, თუნდაც მთლად უწყინარს, უამრავი კურიოზი სდევს ხოლმე თავს; მეც მინდა ის კურიოზები გავიხსენო, რაც ოცწლიან სათარჯიმნო საქმიანობაში შემხვედრია.
პირველი ნაბიჯი
ღმერთმა ასე ინება, რომ თბილისის ძველ უბანში გამეტარებინა ჩემი ბავშვობა და ქართული ენის პარალელურად სომხურიც მესწავლა. ეს ენა თითქმის ჩემი მშობლიურივით ვიცი, მოგვიანებით დამოუკიდებლად მისი ანბანიც შევისწავლე პირველი კურიოზიც მას უკავშირდება...
სადღაც მეოთხე კლასში გახლდით; ქართული ენის მასწავლებელს, მგონი, ძალიან ვუყვარდი, რადგან ისე ჩამოვარაკრაკებდი ხოლმე ლექსებს, როგორც მას უყვარდა და, აი, ერთხელ, ჩემდა "საბედისწეროდ", გაკვეთილზე ჩვენი სკოლის დამლაგებელი შემოვიდა. ეს ქალი ერთ სიტყვასაც ვერ ამბობდა ქართულად და იმისათვის, რომ მასთან კონტაქტი დაემყარებინა, ჩემმა მასწავლებელმა იკითხა - სომხური ვინ იცისო? უმალ ავწიე ხელი, რადგან მსურდა, აქაც გამომეჩინა თავი და, პირველად ჩემს ცხოვრებაში, "სათარჯიმნო პულტთან" დავდექი და იმ მასწავლებლის საყვარელი ლექსებივით ჩამოვარაკრაკე სათარგმნელი სომხური წინადადებები.... კურიოზი კი ის გახლდათ, რომ მასწავლებელი იმ დღის შემდეგ რაღაც ამრეზილად მიმზერდა (რის მიზეზიც მაშინ არ მესმოდა), დამლაგებელი კი, სადაც დამინახავდა, სულ ლოცვა-ლოცვით მისტუმრებდა. ახლაღა ვხვდები, რომ ის მასწავლებელი ერთი იმათგანი იყო, ვინც, ბრიყვული შოვინიზმის გამო, მხოლოდ მშობლიურ ენაში "გამოკეტილებს" მიიჩნევდა სრულყოფილ პიროვნებებად და საკუთარი ცხვირის იქით არაფრის დანახვა არ სურდა... ისიც ახლა დავადგინე, რომ ასეთმა მასწავლებლებმა აღზარდეს ის ხალხი, რომლებიც გარკვეული ხნის წინ საქართველოდან ყველა სხვა ერის გაძევებას მოითხოვდა...
საზღვაო-საპატრულო სამსახურის ნიანგები
შემდეგ ღმერთმა ინება, რომ სპარსული ენა მესწავლა და დიდი ხნით ირანელებში გადავკარგულიყავი... ერთხელაც ბენდერ-აბასში გახლავართ, იქიდან კუნძულ ყეშმზე უნდა გადავსულიყავით და უკან დავბრუნებულიყავით; მე ორ ქართველ ბიზნესმენს ვუწევდი თარჯიმნობას და ვიყავი ასე ქართულ-სპარსულ ენებში გალაღებული. ბენდერ-აბასი პატარა საპორტო ქალაქია, სპარსეთის ყურეში ისეა გაჩხერილი, როგორც თევზის ძვალი დაუკვირვებლად მჭამელის პირში. ავიღეთ ბილეთები და რომ გვეგონა, დუბაისკენ მიმავალ კომფორტაბელურ ხომალდზე აღმოვჩნდებოდით, იმედი გაგვიცრუდა და ისეთ ნავში ჩაგვსხეს, ჩვენს უბანში "ლახანკას" რომ ვეძახდით ბავშვობაში.
ყეშმამდე ორიოდე საათი უნდა გვეცურა; კარგა შორს რომ შევცურეთ, ტალღებმა ჩვენი "ლაინერი" ბურთივით აათამაშა და გადაბრუნების საშიშროება შეიქმნა. ჩვენმა
"ტარაკანასავით" შავმა კაპიტანმა გაწონასწორების მიზნით ჩემი თანმხლები ჩაფსკვნილ-ჩაკუპატებული ბიზნესმენი ნავის კიჩოზე გადასვა და სიჩქარეს უმატა; ცოტა ხანში ჩემს ბიზნესმენს შევატყე, რომ სახეზე შიშის ფიქრები გადაებინდა და კითხვამაც არ დაახანა - "აბა, ერთი მაგ ტარაკანას ჰკითხე, აქ ზვიგენები თუ არიანო", მე ჩემი მოვალეობა შევასრულე და ჩვენმა კაპიტანმა ხმამაღლა რომ დაიძახა - "ინჯა ნეჰანგ ჰასთ" (აქ ზვიგენი არის), ჩემმა ბიზნესმენმა თარგმნა არ დამაცალა და იყვირა - "ნიანგი კი არა, ზვიგენი-თქო". ახლა კაპიტანმა არ დამაცალა თარგმნა და თავის დაქნევით და სიმრავლის მინიშნებით იმეორებდა: "ნეჰანგ, ნეჰანგ"-ო. ჩემი ბიზნესმენი კი ეწინააღმდეგებოდა: 'ბიჭო, ნიანგი კი არა, ზვიგენი.... ზვიგენი...." და ასე გაგრძელდა მანამ, სანამ ერთმა დიდმა ტალღამ "ცივი შხაპი" არ გადაგვასხა თავს... აი, აქ კი ინებეს მათ დადუმება და ჩემი ამეტყველების დროც დადგა! ჯერ კაპიტანს გამოველაპარაკე კუნძულ ყეშმის "კულტურულ-კომუნალური" პირობების თაობაზე და მან დიდი "მიმოხილვა" რომ გააკეთა, ბიზნესმენმა ბოლოსდაბოლოს ინება და ჩემი სათარჯიმნო მოვალეობის აღსრულების საშუალება მომცა: "რაო, მაგ ტარაკანას დებილი ხომ არა ვგონივარ?! ამ შუა ზღვაში ნიანგებს რა უნდა?!"

მე "ნეჰანგის" თქმით თანხმობის ნიშნად ერთხელაც დავაქნევინე კაპიტანს თავი და ბიზნესმენის ცნობისწადილი ასე დავაკმაყოფილე:
- "კაპიტანი ამბობს, რომ ირანის სახელმწიფომ სპარსეთის ყურეში 100 გაწვრთნილი ნიანგის სპეციალური რაზმი შექმნა სახაზო-საპატრულო სამსახურის გასაძლიერებლადო..."
- "ნიანგების?!" - გაიოცა ბიზნესმენმა.
- "ნეჰანგ, ნეჰანგ" - დაუდასტურა კაპიტანმა.
კუნძულამდე ბიზნესმენს ხმა აღარ ამოუღია, ცოტათი დაწყნარდა, რადგან "ის ნიანგები გაწვრთნილები ყოფილან თურმე" (!), გაოცება კი თვალებში კარგა ხანს არ ჩაჰკვდომია.
მე კი ერთი სული მქონდა, გადამეხარხარა, მაგრამ თავს ვიკავებდი, ბიზნესმენს ჩემს "ლინგვისტურ აფერისტობაში" ეჭვი რომ არ შეეტანა. საქმე იმაშია, რომ სპარსულად "ნეჰანგ" ზვიგენს ნიშნავს... ეცლიათ, ბატონო, და ვუთარგმნიდი წესიერად... არ დამაცალეს და მეც მივუშვი ნებაზე შაყირი...
სადა თავსაფრები რუმინელი ბოშებისთვის
ერთხელაც ღმერთმა ინება, რომ შოპ-ტურისტების ჯგუფთან ერთად რუმინეთში მოვხვედრილიყავი... ტურისტული გაზეთი "პილიგრიმი" მქონდა მაშინ და უფასოდ წამიყვანეს, როგორც "ჟურნალისტი" (ასე ვთქვათ, "დამაჯილდოვეს" გაზეთში რეკლამის განთავსების სანაცვლოდ). ჰოდა, ჩვენს ჯგუფში მოხვდა ერთი ზესტაფონელი ჯემალა, რომელიც გზაში ჩვენი ერისთვის საკადრისი დარდიმანდობით იპყრობდა ყურადღებას.... დიდ პატივს სცემდა ქალბატონებს და არც ხელგაშლილობასთან იყო მწყრალად... ერთი კია, რომ ფუთებით რაღაც მოჰქონდა და არ ამხელდა, თუ რა იყო იქ.
ბუქარესტამდე ჩასვლას 2-2,5 დღე მოვუნდით, რომლის განმავლობაში ყველამ ყველაფერი გაიგო ერთმანეთის შესახებ (ჩემი ქრონიკული თარჯიმნობის ამბავიც, მათ შორის); ჩავედით ბუქარესტში და დავიფანტეთ, ყველამ თავის "ბიზნესს" მიჰყო ხელი, მე კი დავეხეტებოდი, ჩაუშესკუსგან განთავისუფლებულ ქვეყანას ვეცნობოდი და რუმინულ სიტყვებს პროფესიული ინტერესით ვიზეპირებდი. ერთხელაც ბაზარში ის ჩვენი ჯემალა დავინახე, რომელიც რუმინელი ბოშა ქალების გარემოცვაში იდგა და ჭრელაჭრულა თავსაფრებს აფრიალებდა, თან ისეთი ტემპერამენტით ისროდა იმერულ ყაიდაზე მოჭრილ გამოთქმებს, თითქოს ბუქარესტში კი არა, ზესტაფონის ბაზარში ვაჭრობდაო... უცებ დამინახა და თავისთან მიხმო:
- "შენ მგონია ყველა ენა იცი და აგერ, ეს ერთი ციგანკა გადამეკიდა, რაცხას მეუბნება და, თუ ძმა ხარ, გამაგებიე, რა უნდაო"
მივხედე იმ "ციგანკას" და რუმინულად ის რამდენიმე სიტყვა ვუთხარი, რის დაზეპირებაც უკვე მოსწრებული მქონდა (ახლაც მახსოვს ერთი - "მულცუმესკ" - გმადლობთ)... ბოშა ქალმაც მიპასუხა რაღაც ხელ-ფეხის თუ ყვრიმალ-ღაწვების სრული გააქტიურებით და ახლა ჯემალას მივუბრუნდი:
- "რაიო, რა მინდაო მაგ გაჭირვებულმა?" - მკითხა ჯემალამ.
- "რა მინდაო და... შემდეგ ჯერზე რომ ჩამოხვალ, ასეთი ჭრელი თავსაფრები აღარ ჩამოიტანო, ბოშებში ახლა სადა ფერებიაო მოდაში" - იმ ბოშა ქალის ნათქვამი სულ პწკარედული სიზუსტით "გადავუთარგმნე" ჯემალას.
- "კაი, მასე ვიზამ" - უთხრა ჯემალამ "ციგანკას" და, ვაჭრობაში გართულს, მაშინვე გადავავიწყდი მეც და ჩემი "სრულყოფილი განსწავლულობაც" რუმინულ ენაში...
ორიოდე კვირის შემდეგ, თბილისში, ბაზრობაზე შემთხვევით მოვკარი თვალი იმ ჩვენს ჯემალას; იგი ამჯერად ჭრელთან ერთად თეთრ და შავ თავსაფრებსაც ბლომად ყიდულობდა და გულმოდგინედ ტენიდა უკვეხსენებულ ტომრებში.
მას შემდეგ ჯემალა აღარსად მინახავს და ხანდახან რომ გამახსენდება ხოლმე ჩემი მორიგი "ლინგვისტური ოხუნჯობა", რითაც ვაითუ ბიზნესი წავუხდინე 90-იანი წლებით გაწვალებულ ერთ რიგით ქართველს, თავს იმით ვიმშვიდებ, რომ რუმინელ ბოშა ქალებში, ადრე თუ გვიან, ნამდვილად დაკანონდა სადა ფერების მოდა...

Комментариев нет:
Отправить комментарий