...ზოგიერთი მწერლის შემოქმედება, იცით, რას მაგონებს? – აი, ბუხარს რომ ამოაშენებენ, კარგად რომ მილეს–მოლესავენ და მოაპირკეთებენ, რამე "ევრაპეისკი" ორნამენტებს რომ გაუკეთებენ; მერე ბუხრის თავზე გარდაცვლილი თუ გარდასაცვლელი წინაპრების ფოტოებსაც რომ დაკიდებენ, სადმე კუთხეში ვინმე მხატვრის სურათსაც რომ ჩამოაკონწიალებენ და გონებაში გაიმზადებენ ფრაზას – "ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული მხატვარიაო" – იმ შემთხვევისთვის, თუ ამ სურათს ვინმე შენიშნავს; მერე ნათესავებს, ახლობლებს, თანამშრომლებს, კოლეგებს, ძმაკაცებს თუ, რა ვიცი კიდევ ვის, რომ დაპატიჟებენ, შეშასაც რომ დაახვევებენ, სამწვადესაც და კეცებსაც და ჰა!... მზად არის ბუხარი პრეზენტაციისთვის და ააბრიალებენ ცეცხლს რომელიმე სტინგის ან იგლესისას მოგუდული სიმღერის ფონზე და.... რად გინდა რა?! – კვამლი უკან გამოდის ოთახში და ზემოთ ჩამოთვლილი გაპიწკინებული სტუმრები იხრჩობიან ხველებით და ბრმავდებიან ბოლით....
რატომ?
იმიტომ, რომ "წევა" არა აქვს...
ჰოდა, ამ მწერლების ნაწარმოებებსაც არ გააჩნიათ "წევა" (შინაურობაში იტყვიან – "ტიაგაო")
ამ დროს სადღაც სოფელში ჩაშავებულ–გამჭვარტლული, აგურებჩამოცვენილი ბუხარი ისე გიზგიზებს და ისე ათბობს და ისეთ მწვადს წვავს, რომ შენი მოწონებული...
ესე იგი რა? (წავედი სამუშაოდ, თქვენ კი გისურვებთ მუდამ "წევა" ჰქონდეს თქვენს ცხოვრებას).
Комментариев нет:
Отправить комментарий