ახლა გადავიკითხე ის, რაც გუშინ დავწერე და ერთ ადგილზე ერთი ფრაზის წაკითხვისას ცხადად და გარკვევით ჩამესმა ის სიტყვები, რაც გვერდით მჯდომი ადამიანისგან გავიგონე ხსენებული ფრაზის წერისას.... იმ ადამიანის სიტყვები, რა თქმა ინდა, არსად ჩამიწერია, არც ის დამიფიქსირებია სადმე, რაც გავიფიქრე გვერდითმჯდომთან საუბრისას, არც საგანგებოდ დამიმახსოვრებია და დავიწყებულიც კი მქონდა მაგრამ.... აი, ამ ნაწერს რომ მივუბრუნდი დღეს, ყველაფერი ნათლად და აშკარად გამახსენდა
ანუ #1:
როცა რამეს ვწერთ და მის პარალელურად ისმის რამე ან ამ წერას თან სდევს სხვა ფიქრები, ეს ყველაფერი უხილავად და შეუცნობლად ნაწერშიც აისახება და იქ რჩება.
ანუ #2
ესე იგი შესაძლებელია ოდესმე გამოიგონონ ისეთი საშუალება, რაც არსებული ტექსტის თანამდევ აკუსტიკურ თუ ნაფიქრ ელემენტებს აღადგენს....
ანუ #3
ფრთხილად იყავით! (შთამომავლობისთვის) არაფერი დაიმალება!...
...იმასაც კი გაიგებენ ჩვენსას, რაც არც გვითქვამს და არც დაგვიწერია!...
Комментариев нет:
Отправить комментарий