ანუ „ეს რა გიქნეს, ჩემო სავლე“ (ჩემო პავლე, ჩემო გოგი, ჩემო გელა და ა,.შ.)
1973 წელს ლიტერატურულ ჟურნალში გამოქვეყნდა ლექსი „გელა“... ამ ერთ „პატარა პოეტურ“ ქმნილებაში ჩანს მთელი ის აბსურდი, რაშიც მოუხდა რამდენიმე თაობას ცხოვრება და რის შედეგებსაც დღემდე „ვიმკით“...
1. უხეში გრამატიკული შეცდომები.
იმ წელს (1973-ს ვგულისხმობ) მე თავად ვიყავი აბიტურიენტი და ერთ-ერთ ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ვაპირებდი სწავლის გაგრძელებას; ჰოდა, მისაღებ გამოცდებზე რომ დამეწერა ასე: „ვარდების კონა შეჰკრა“ და „ამაყად ასწია თავი“, მკაცრი დეიდები და ბიძიები ერთ ნიშანს აუცილებლად დამაკლებდნენ, რადგან „ჰ“ (შე-ჰ-კრა) და „ს“ (ა-ს-წია) მოცემულ სიტყვებში სრულიად ზედმეტია და ქართული ზმნის აგებულების უცოდინარობაზე მეტყველებს. დამაკლებდნენ ნიშანს, სტუდენტი ვერ გავხდებოდი და თავს მიკრავდნენ საბჭოთა ჯარში... სადმე ვორკუტისკენ ან ნიჟნი ტაგილისკენ... .
2. ახლა პოეტურ ლაფსუსებს მივხედოთ:
„გელამ-ძეგლთან“ და „ღიმი-ბილიკს“ უსუსტესი და ალოგიკური სარითმო წყვილებია... ასეთი სარითმო წყვილების არსებობა იგივეა, მავანი „კრეაწიული პიროვნება“ საბალეტო სპექტაკლის რეჟისორად რომ დაენიშნათ და მას რუსი გედების ცეკვაში ხორუმის ელემენტები შეეტანა, რადგან ორივე შემთხვევაში მოცეკვავეები თითქმის ერთგვარად ამოძრავებენ ფეხებს... ზოგს დღესაც ჰგონია, რომ მხოლოდ ხმოვნების თანხვედრა სრულიად საკმარისია სარითმო ერთეულების შესაქმნელად... ასეთ „პოეტებს“ არაფერი ეშველებათ და ვერაფერს გაიგებენ, რადგან ელემენტარული პოეტური სმენა არ აქვთ, რასაც ბუნება აძლევს ადამიანს...
3. იდეური და თემატური სიყალბე
მოცემული „გელა“ არის უზნეო და კონიუნქტურული სიყალბის სრული დემონსტრირება... მე არ ვიცი, „პატარა გელებს“ 40-50-იან წლებში მართლა მიჰქონდათ, თუ არა, ვარდების კონები გმირების ძეგლებთან, მაგრამ 70-იან წლებში ისეთი „გელები“ ნამდვილად არ არსებობდნენ, რომლებიც სკოლაში მისვლამდე კომუნისტური ეპოქის მემორიალთან (კრძალვით!) ვარდებს მიიტანდნენ და მერე ამაყად გაუყვებოდნენ სკოლის ბილიკს...
ჰოდა, ამდენი გრამატიკულ-პოეტურ-იდეური უკუღმართობის გამოვლის შემდეგ, აღარ იკითხოთ:
„რატომ ჩვენს ვაჟებს აღარა აქვთ ძარღვებში სისხლი, ჩვენს ქალებს ცრემლი რატომ გაუშრათ? და რატომ შერჩათ სისხლი მხოლოდ სასაკლაოზე მიდენილ ხბორებს... ცრემლი კი - მხოლოდ წყლის ნაპირზე მტირალ ტირიფებს?“

Комментариев нет:
Отправить комментарий