რუსული ბარბარიზმების შესაბამისი ქართული სიტყვების ძებნისას ზოგჯერ კურიოზის წინაშე ვდგებით ხოლმე... ასე მაგალითად, ორიოდე საიტზე წერია, რომ „ნოვოსელია“ (новоселье) რუსულია და მის სანაცვლოდ „მუმბარაქი“ უნდა ვთქვათ, რადგან ეს უკანასკნელი ძირძველი ქართული სიტყვააო... ვეძებე ეს „მუმბარაქი“ და ვერც სულხან-საბასთან და ვერც არნოლდ ჩიქობავასთან ვერ ვიპოვე... საინტერესოა, საიდან აიღეს? არადა, აშკარად სადღაც არის დაფიქსირებული (ვიპოვი, გამოჩნდება), საიტის შემქმნელები თავად ვერ მოიგონებდნენ, თუმცა მთავარი მაინც ის არის, რომ ეს ჭეშმარიტად ძირძველი არაბული სიტყვა გახლავთ და ჟღერს ასე: მობარრაქ... (მეორე „მ“, ალბათ, კეთილხმოვანების მიზნით ჩაამატეს ჩვენმა წინაპრებმა და ისე შემოიტანეს ქართულში).
„მობარრაქ“ ( مبارک ) არაბულ-რუსულ ლექსიკონში ასეა განმარტებული: благословенный, благополучный, удачный, счастливый... და ამ სიტყვით ულოცავენ ერთმანეთს რაიმე ბედნიერებას და უსურვებენ სიკეთეს (ირანელებიც... მაგალითად „ნოურუზ მობარრაქ“ - გილოცავთ ახალ წელს!)
ეს „მობარრაქ“ ჩვენთვის უფრო კარგად ნაცნობი სიტყვის - „ბარაქა“ - მონათესავე სიტყვაა და „ბ-რ-ქ“ ფუძეზეა დაშენებული...
ერთი სიტყვით, „ნოვოსელიას“ უარყოფა და „მუმბარაქის“ აღდგენა ენაში იგივეა, რომ ვაის გაეყარო და ვუის შეეყარო...
ჰოდა, სანამ ვინმე „პრადვინუტს“ ინგლისური „ჰაუსვორმინგი“ (housewarming) შემოუტანია, თავს ძალა დავატანოთ და ვთქვათ „ახალმოსახლეობა“... ძნელია?!
Комментариев нет:
Отправить комментарий