пятница, 4 сентября 2015 г.

ორიოდე სიტყვა "სელფის" შესახებ

ვაჰ, როგორ დავიღალე ამ ქალის სელფ(ი)ებისგან!...

თუმცა სულ სხვა რამის თქმა მინდოდა, ქალი არაფერ შუაშია, ხსენებულ ფრაზაში შეიძლება კაციც ჩაგვეწერა
selfie-ში (ისევე, როგორც ტაქსი-ში) "ი" ფუძისეულია და ასე უნდა ითქვას და დაიწეროს: სელფიში კარგად გამოვედი, სელფის ხშირად იღებს და ა.შ. თუმცა საეჭვოა, რომ ვინმემ ეს წესი დაიცვას, ჩვენ ხომ ეს "ი" სახელობითი ბრუნვის ნიშანი გვგონია და ამიტომაც ვამბობთ ხოლმე - ტაქსში ჩავჯექი - და ა.შ.
* * *
საერთოდ კი ამ სიტყვას - selfie - 2002 წლამდე თვით აკადემიური ლექსიკონებიც არ იცნობდნენ და, როგორც პატივცემული ვიკიპედია წერს, პირველად დაფიქსირდა ავსტრალიელთა ინტერნეტ-ფორუმზე 2002 წლის 13 სექტემბერს... ცხადია, სიტყვა შეიქმნა self-იდან, ჩვენც შეგვეძლო შეგვექმნა ასეთი ხელოვნური სიტყვა, მაგალითად - "თვითუნა, სათვისო" და მისთანები, მაგრამ სანამ "ყელფანდურა-ჰაერმდღვების" მსგავს "შედევრს" შევქმნი, ჯობია გავჩუმდე და "სელფის", როგორც მოვლენის, მცირე ისტორია მოგახსენოთ.
იმავე (პატივცემულ!) ვიკიპედიაში წერია - Великая княжна Анастасия Николаевна в возрасте 13 лет была одним из первых подростков, которая могла сделать свою собственную фотографию с помощью зеркала, чтобы отправить другу в 1914 году. В письме, которое сопровождало фотографию, она писала: «Я сделала эту картину смотря в зеркало. Это было очень сложно, так как мои руки дрожали»... აქვე არის სტენლი კუბრიკის მიერ სარკის საშალებით გადაღებული ავტო-ფოტო (ასე დავარქვათ); ეს ფოტო ამოვჭერი და გვერდით 1972 წელს გადაღებული ჩემი ავტო-ფოტო მივამონტაჟე, რომელიც სარკის გარეშეა გადაღებული... თუ დააკვირდებით, კუბრიკის აპარატს არ აქვს ერთი მოწყობილობა, რაც მისგან მოგვიანებით საშუალებას აძლევდა საბჭოთა ფოტოაპარატების მფლობელებს უსარკოდ მიეღოთ საკუთარი ფოტო... დავაყენებდი ხოლმე აპარატზე საჭირო პარამეტრებს, გადავწევდი ერთ პატარა სახელურს, რომელიც 7-8 წამის შემდეგ ავტომატურად აჩხაკუნებდა და მე ამ წამების განმავლობაში, გავრბოდი და ვდგებოდი საჭირო ადგილზე ავტო-ფოტოს მისაღებად...
დღეს კი, როგორც წერენ, "სელფი" ფსიქიური აშლილობა-მოშლილობის ერთ-ერთი გამოვლინებაა...
აი, ამის თქმა მომინდა 4 სექტემბერს და მიტომ დავწერე ამხელა თხზულება!


Комментариев нет:

Отправить комментарий