понедельник, 31 августа 2015 г.

2015 წლის ზაფხულის უკანასკნელი მონოლოგი

ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული და, როგორც ჩანს, ამ პოლიტიკური "თოქ-შოუ-ებ-ის" დასრულების დროც ადრე თუ გვიან უნდა დამდგარიყო... ან თუნდაც დასრულების დასაწყისი... რამდენიმე წლის წინ მეც ვუსმენდი და ვუყურებდი ამგვარ გადაცემებს ყველა არხზე, მერე თანდათან დაიკარგა ინტერესი და ახლა საერთოდ არ ვიცი - რა გადაცემებს ხურავენ და რატომ არის ეს საგანგაშო ქვეყნის მომავლისთვის... ალბათ, ასეა მაყურებელთა, დიდი თუ არა, გარკვეული ნაწილი მაინც... ისეთი ადამიანების დრო დასრულდა, როგორსაც ლეო ანთაძე თამაშობს იმ ცნობილ სერიალში; ასეთი ამიანების შექმნა პოლიტიკოსთა მიერ ბედნიერენა იყო თუ უბედურება, სხვა პრობლემაა, მაგრამ მათი "მოქმედების ვადა" რომ ამოუწურა, ფაქტია.
გრიგოლიას ეპოქა ქართულ ტელევიზიებში საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და მას ამის გამო მადლობის მეტი არაფერი ეთქმის, დიდხანს ანებივრებდა მას მაყურებელი ყურადღებით...  ზოგადად კი იმის თქმაც შემიძლია, რომ მხატვრულ ნაწარმოებებში ნათქვამი "თავისუფალი სიტყვა" ბევრად უფრო მომგებიანია და "ტყვია ტყვიაში მოსახვედრია"; ასე მაგალითად (ჩემი აზრით, რა თქმა უნდა) "დაქალების" დუდუმ, როგორც პერსონაჟმა, ბევრად უფრო დიდი და დამაფიქრებელი "თოქ-შოუ" მოგვიწყო ვიდრე .. "ქართული ტელეჟურნალისტიკის" მთელმა არმიამ (თუნდაც "ჰამ-ქარმა") ერთად 25 წლის განმავლობაში...
მხატვრული სახეებით აზროვნებას მიაწექით (დანო და ძმანო!), რადგან ბევრად უფრო "კრეაწიულია".
* * *

აქვე ერთი ლინგვისტური ჩანართი რომ არ გავაკეთო, არ შემიძლია: ეს ანტირუსული საზოგადოება რატომ არუსულებს ინგლისურ სიტყვებს?! სწორედ რუსები ამბობენ ასე: კრეაწივი, პროძюსერი, სწюარტი... და .. თუ მომიძებნით და მიმითითებთ ამ სიტყვებში სად და როდის წარმოთქვამენ თავად ინგლისელ-ამერიკელები ისეთ ბგერებს, როგორიცაა ", , ю" მადლობელი ვიქნები.

Комментариев нет:

Отправить комментарий