среда, 26 августа 2015 г.

სათამაშო

გუშინ მეტეხის უბანში ჩავიარე... ყოველ 20 მეტრში Hotel-Hotel წერია და აშენებულია ლამაზ, კარგად მოვლილი სასტუმროები... გარედან თვალს ახარებს, შიგნით, არ ვიცი, რა ხდება... ღმერთმა ქნას, სულ ტურისტებით იყოს დახუნძლული, ჩემმა მზემ თუ მეწყინოს და რამე ცუდი ვიფიქრო! მერე ერთ ნაცნობ სადარბაზოში შევედი, სადაც კედლები ისევ ძველებურადაა დაბზარული და კიბეებიც უფრო მეტად ჩამოზნექილ-ჩამობრეცილია და ძლივს "შვებით ამოვისუნთქე", ნაცნობი ადგილები ხელუხლებელი რომ დამხვდა... იქ ერთი ჩემი ძმაკაცი შალიკო ცხოვრობდა, რომელიც "დიდი ხანია, სადღაც გადასახლდაო" - მითხრეს მეზობლებმა. ჰოდა, გამოვედი გარეთ და ტურისტულ უბნად ქცეული გარემოს შემხედვარეს, ცნობილი "ტურა-ასპირანტურისა" არ იყოს, ეს სიტყვები წამომცდა:
სადაც ყვარობდა შალიკოს მაშო,
იქ ტურისტული დგას სათამაშო.
* * *
ეს ექიმები მეუბნებიან - "ისეირნე და ისეირნეო" და აჰა შენ სეირნობა! - გული მომკლავს თუ ნერვების შლა, რა მნიშვნელობა აქვს?!

Комментариев нет:

Отправить комментарий