вторник, 15 сентября 2015 г.

ღობის აქეთ-იქით

...ახლა ვნახე ერთი თეატრის სპექტაკლი; მისი რეჟისორი ძალიან დიდი ხანია, რაც ვაღიარე დიდ რეჟისორად და ერთ-ერთ საუკეთესოდ ქართულ თეატრში, მის ადრინდელ ნამუშევრებს ვაღმერთებდი და შემეძლო ბევრჯერ მენახა... სპექტაკლში მონაწილე სამი ძირითადი მსახიობი (და ერთი განსაკუთრებით) უდიდესი ნიჭის და შემოქმედებითი ენერგიის არტისტად მიმაჩნდა და ახლაც ასე მიმაჩნია, მაგრამ ასეც ხდება ხოლმე... ხომ ააცილა ინგამ შვიდიდან შვიდი ტყვია და ხომ ვერ გაიტანა ერთხელ ჩელებაძემ გოლი ორი მეტრიდან სრულიად ცარიელ კარში (თანაც "არარატთან" ერევანში) ... ჰოდა, ალბათ, ასე ხდება ხოლმე, მაგრამ მაინც...
სპექტაკლს ვუყურე და მხოლოდ ნახევარ საათს გავუძელი: რეჟისორი იგივე, მსახიობები - ისევ ისინი, მაგრამ სპექტაკლი - საშინელება! შემიძლია, დავასახელო კონკრეტულად, რაც არ მომეწონა, მაგრამ ამით უნებლიედ გავამჟღავნებ სპექტაკლის და მის შემქმნელთა ვინაობას...
არის ასეთი გამოთქმა - "თავში აუვარდაო"... ჰოდა, რა დროს თავში ავარდნაა, ქართული თეატრების დარბაზები ერთი-მესამედითაც აღარ ივსება... შექმენით რაღაც ახალი, თანამედროვე კი არა, ახალი!
ცნობილი რუსი კომენტატორის, ნიკოლაი ოზეროვის ერთი შეძახილის პერიფრაზირებას თუ მოვახდენთ, მივიღებთ ამას - Такой театр нам не нужен! - ძველებს ეხსომებათ, რომ ოზეროვმა Хоккей იგულისხმა, მაგრამ მაინც...
* * *
ამ შუაღამისას რა დროს სპეტაკლების ყურებაა, მაგრამ წამძლია თეატრისადმი არსებულმა ძველმა ინტერესმა და ცნობისმოყვარეობამ ("სიყვარულს" ვეღარ ვამბობ) და თუ მაინცადამაინც მოისურვეთ რამე ძველი კარგი სპექტაკლის ნახვა კომპიუტერთან, შეგიძლიათ ეს საიტი იხილოთ (ლუარსაბის თქმისა არ იყოს, "ყველა-ყველა და..." საბჭოთა ეპოქამ თეატრი მაინც შექმნა მაღალი დონის).
...ოღონდ არ დამიწყოთ ახლა - სპექტაკლი თეატრში უნდა ნახო და არა მონიტორზეო... ერთი კახური ანდაზისა არ იყოს - ვირი ღობის იქითაც ვირია და ღობის აქეთაც.

მე კი აქვე დაგემშვიდობებით და გადავალ პარალელურ სამყაროში რამოდენიმე საათით.

http://www.adme.ru/svoboda-kultura/999-spektaklej-onlajn-750710/

Комментариев нет:

Отправить комментарий