четверг, 15 декабря 2016 г.

ამირანი და აივანი

კონოთეატრების დეპოპულარიზაცია ანუ „ამირანიდან“ „აივანამდე“... „რადიატორის“ სეზონური ჩართვით


  • ოდესღაც (ეს უკვე არის „ოდესღაც“!) ახალი ფილმი რომ გამოვიდოდა ქალაქში, ჯერ რამდენიმე პრივილეგირებულ კინოთეატრში გადიოდაო და ჩვენც მივდიოდით: „რუსთაველში“, „ამირანში“, ჭავჭავაძის კლუბში...  და იქ ერთდროულად და ერთად რამდენიმე ათასი თბილისელი ეცნობოდა ფილმს... მე რატომღაც „ამირანი“ მიყვარდა, ოღონდ „პლეხანოვზე“ როცა იყო მაშინდელი..
  • ცოტა მოგვიანებით, სადღაც 70-80-იანების ზღვარზე, ტელევიზია რომ გაფერადდა საბოლოოდ და გარკვეულად მრავალფეროვანიც გახდა, ფილმებს ოჯახის წევრები და მეზობლები (ეზოშიც გამოგვქონდა ტელევიზორი, ან ფანჯარაში გადმოვდგამდით ხოლმე) ვუყურებდით ერთად სატელევიზიო კინოთეატრ „ილუზიონში“ ბატონი ოთარ სეფიაშვილის წყალობით.
  • ახლა რამე ფილმის ნახვა რომ მინდა, ჩემი ძირითადი კომპიუტერიდან გადმოვჯდები ხოლმე ე.წ. ნოუთ-ბუქთან და კინოთეატრ YouTube-ში სრულიად მარტო ვუყურებ ფილმს, თუმცა ასეთი სახელი ჩემი პირადი კინოთეატრისთვის არ მომწონს და, თქვენი ნებართვით, მას კინოთეატრ „რადიატორს“ დავარქმევ... ზამთარში მაინც... ვნახოთ, ზაფხულში რა იქნება; ალბათ, სავარაუდოდ, საზაფხულო კინოთეატრს გავხსნი და, ცხადია, „აივანს“ დავარქმევ....

  • რა იქნება მომავალში?
  • დღეს ბანკში პენსიონერთა დიდი რიგი იყო და ერთ სამოცდაათოდე წლის ქალბატონს ჩართული ჰქონდა მობილურში რაღაც სერიალი და რიგმა ისე მოუწია, ვერც გაიგო....

Комментариев нет:

Отправить комментарий