საბაზრო მოთხოვნათა მიხედვით მხატვრული ნაწარმოების შექმნა ისეთივე ზეგავლენა და მორჩილებაა იდეოლოგიისა, როგორიც საბჭოთა ეპოქაში იყო, ნაირ-ნაირ პოეტებს ლენინის და მისი დამქაშების სადიდებელ ლექსებს რომ აწერინებდა... და ახლაც ხომ იგივე ხდება?! - ლიტერატურის მოდურ მიმდინარეობათა ან ამ „ლიტერატურის“ და ზოგადად „ხელოვნების“ ნაწარმოებთა მომხბარებელთა რაოდენობისა და გემოვნების გათვალისწინებით წერა, აბსოლუტურად იგივე მოვლენაა, რაც ხდებოდა კომუნისტობისას და რასაც „ეპოქის მოთხოვნათა“ იძულებითი მორჩილება დაარქვეს ახლა... ღმერთმა ხელი მოგიმართოთო, წერეთ და შექმენით ის, რაც საზოგადოებრივ აღიარებას და პირად კომფორტს მოგიტანთ, მაგრამ იმ კომუნისტობისას, გარდა „ლენინურ-სტალინურ-პარტიული ხელოვნებისა“, ბოლშევიკური წნეხის ქვეშ ღირსებით შემკული ნაწარმოებებიც (ლექსი, რომანი, ფილმი თუ სპექტაკლი....) ხომ იქმნებოდა, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს...
დანარჩენზე თქვენ დაფიქრდით, თუ დაგაინტერესათ (რასაკვირველია!) ზემოთ მოტანილმა რთულმა ქვეწყობილ-თანწყობილ-მიმოწყობილმა წინადადებამ.
ეს ყველაფერი კი იმან მათქმევინა, რომ რაღაც 500+ სერიიანი სატელევიზიო „საღეჭი რეზინა“ რჩება ისტორიაში და თუნდაც ვახტანგ გორგასალის შესახებ შექმნილი მოკლემეტრაჟიანი, სულ რაღაც 30-წუთიანი, მხატვრული ფილმიც კი არ არსებობს...
Комментариев нет:
Отправить комментарий