წინასაგაზაფხულო მონოლოგი პლატონის და ხინკლის შედარებითი დახასიათებით
არა, რა... ბატონო სოკრატე! "პლატონის მეგობრობა" უფრო მაღლა დგას საქართველოში, ვიდრე ჭეშმარიტება... პირველად ამაში მაშინ დავრწმუნდი, როცა ერთი კაცი, ვისაც მისთვის და ჩემთვის არსებული ჭეშმარიტების საფუძველზეც და საერთოდ - მორალურად და ადამიანურად - ევალებოდა, რომ ჩემთვის შეეწყო ხელი, იძლებული გახდა თავისი მეგობრის ქალიშვილისთვის მიეცა "გზა ფართო", რაც მან, ცხადია, ვერ გამოიყენა, რადგან "ჭეშმარიტებისკენ" კი არა, გათხოვებისკენ ეჭირა თვალი და, ალბათ, ვერც გაამტყუნებდი...
ამაზე ერთი ამბავი გამახსენდა, რასაც მეც შევესწარი - კარგად ნასვამ კაცს ხორცი მიჰქონდა სახლში, უცებ წაბორძიკდა, წაიქცა და ყვავმა გამოსტაცა ის ხორცი... კაცმა სინანულით გახედა ყვავს და თქვა: "მე მაგ ხორცით ხინკალი უნდა გამეკეთებინა, შენ კიდევ დაჯიჯგნი და გადაყრიო"... იმ ქალიშვილმაც "ვერ გააკეთა ხინკალი", სამაგიეროდ მეგობრობა დარჩა ძალაში!
ამდენი ლაი-ლაის მერე რა ვქნა, დავწერო ის, რასაც ვფიქრობ ამა თუ იმ ადამიანზე?
ალბათ, არ ღირს!
ჩათვალეთ, რომ გულში ვთქვი და ამ "ლაი-ლაის" წერისას პარალელურად იბეჭდებოდა გონებაში.... მომავალში აღმოაჩენენ ფიქრების წამკითხველ მანქანას და წაიკითხავენ.
გაზაფხულამდე ოთხი დაძინება-გაღვიძებაღა დარჩა!

Комментариев нет:
Отправить комментарий