...რადგან ეს ბლოგი ერთგვარი დღიურივითაა თანემდროვე ადამიანისთვის, მეც ვეცდები, დროდადრო დავაფიქსირო მიმდინარე ამბები: უკვე მეოთხე თვეა, გაზეთ "ფანტაზიის" PDF-ებს ვაკეთებ და ელექტრონულ ვერსიაში გადამყავს, თან წარსულში ვიხედები - რას და როგორ ვაკეთებდი... 250 ნომრამდე გადავიყვანე, 150 დარჩა....
მეორე თვეა საადის "ბუსთანს" ვთარგმნი და, მგონი სერიოზულად ჩამითრია, ყოველშემთხვევაში მეოთხე კარის 550 ბეითიდან 300 უკვე ვთარგმნე.
დღევანდელი ნაშრომი ეს არის:
ზენაარს ვფიცავ, ეს კაცი ფარული მორიელია,
ცხვრის ქურქში გამოწყობილი ვეფხვი, მგელი თუ გველია.
ის კატასავით კრუტუნებს, თითქოს სიავეს გავიწყებს,
მაგრამ თუ თხოვნით მიმართე, ძაღლივით ღრენას დაგიწყებს.
ასეთები ხომ მეჩეთშიც მხოლოდ სავაჭროდ დადიან,
საკუთარ სახლსაც მარტოდენ სავაჭრო დუქანს ადრიან. (285)
გზის ყაჩაღი თუ ქარავანს ძარცვავს, შორიდან წამომსვლელს,
ამის მსგავსები ღარიბებს ტანიდან ხდიან სამოსელს.
ვით ღვთისმოსავებს შეჰფერის, თეთრ ან შავ სამოს იცვამენ,
სახლში კი ოქროს სიხარბით აგროვებენ და იცავენ.
ხორბალს სთხოვ? - ქერს მოგყიდიან სიხარბით და თვალთმაქცობით,
ღარიბ-ღატაკებს ჩაგრავენ ყოველთვის ბატონკაცობით.
მლოცველთა შორის მოხუცებს ჰგვანან უძლური ხელებით,
მაგრამ თუ ცეკვა დაიწყეს, იქნევენ მათ გახელებით.
მათ ჯდომით არასდროს უთქვამთ მხურვალე ლოცვა-ვედრება,
ის ურჩევნიათ, ცხოვრება როცა ღრეობას ედრება. (290)
მოსეს კვერთხივით ურჩხულად იქცევა ბევრი მათგანი
და ყვითლდებიან, თუ სთხოვე ფული, ნივთი ან საგანი.
არ სწუხან, ცოდნა და სიბრძნე რად არსებობს და რისია,
რწმენით ვაჭრობენ და თვლიან, რომ ესეც საკმარისია.
მეორე თვეა საადის "ბუსთანს" ვთარგმნი და, მგონი სერიოზულად ჩამითრია, ყოველშემთხვევაში მეოთხე კარის 550 ბეითიდან 300 უკვე ვთარგმნე.
დღევანდელი ნაშრომი ეს არის:
ეს განმარტება „ფეისბუქისთვის“ დავწერე: როგორც ჩანს, მავან „მოღვაწეთა“ ცხოვრების წესში არაფერი შეცვლილა მე-13 საუკუნიდან დღემდე... ასე ახასიათებს საადი მათ ვიღაც ერთი პერსონაჟის მაგალითზე დაყრდნობით:
Комментариев нет:
Отправить комментарий