ხშირად ორ და მეტ ენაში ხმოვანებით ერთგვარ სიტყვებს სრულიად განსხვავებული მნიშვნელობა აქვთ...
ერთი ჩვენი შორეული ნათესავი იყო, შუღარა ერქვა (რატომ დაარქვეს ასეთი სახელი და რას ნიშნავს თიანელებისთვის, არ ვიცი); ჰოდა ეს ბატონი შუღარა ამბობდა (ვახუშტის ფოლკლორულ საღამოებშიც მიუღია მონაწილეობა):
„ავლაბარში რომ დავდივარ, ასე მგონია, ყველა მე მეძახისო... (?!) საქმე იმაშია, რომ სომხურად „შუტ არა“ ნიშნავს - „აჩქარდი, იჩქარე“, შუღარას კი თავისი სახელი ესმოდა...
ისევ ქართულ-სომხური ლინგვისტური პარადოქსები ვნახოთ: „გიშერ“ სომხურად არის ღამე... ამ სიტყვას ქართულ „გიშერ“-თან სიშავის ლოგიკა კი აკავშირებს, მაგრამ სად ქვა და სად ღამე?!
სომხები ერთმანეთს ხშირად ეუბნებიან - „ლურჯ ეს ასუმ“ (მართალს ამბობ, მეღადავები?!)... არა, ლურჯი ფერი აქ არაფერ შუაშია... „ლურჯ“ სომხურად ნიშნავს „სერიოზულს“...
ბევრს აღარ გავაგრძელებ, დღეს ერთი ირანელი მელაპარაკა ტელეფონი და მითხრა - „ბარან მიად ვა ჩექარ ქონიმ“-ო წვიმა მოდის და რა ვქნათო... (უნდა შევხვედროდი მას)... ჰოდა, ამ დროს ტელევიზორით რაღაც რუსული ფილმი გადიოდა და „ბარან“-ო თქვა კაცმა...
ბარან - სპარსელებისთვის წვიმაა, ბარან - რუსებისთვის ცხვარია... არის რამე ლოგიკა?!
ბევრი ასეთი უცნაურობის გახსენება შეიძლება... იქნება წიგნადაც გამოვცე?!
ხომ ვერ მეტყვით - რატომ ჰგავს ერთმანეთს ეს სიტყვები: „ფორთოხალი“ - „პორტუგალია“?
Страницы
- მთავარი გვერდი
- ლინგვისტური წიაღსვლები
- ფოტოვარიაციები
- სიბრძნის კაკოფონია
- ვიდეომასალა
- ევრო-იუმორი
- მოსწავლეთა "ხედვები"
- დასამთავრებელი
- ელერდაშვილები
- დიდი ფეხბურთი
- "ფეისბუქის" ქორონიკონი
- დედა ენა
- მისი უდიდებულესობა – კროსვორდი!
- ჩემი "ვეფხისტყაოსანი"
- უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი
- ჩემი გაზეთები
- პოლიტიკური "ლირიკა"
- სპარსულ-ქართული ლექსიკონი
- (ვითომ) ლექსები
пятница, 29 мая 2020 г.
ლურჯად რატომ ლაპარაკობ-ო ?!
воскресенье, 24 мая 2020 г.
„ფანჯარა“ - პედაგოგიური ჟარგონი თუ პოეზია?
იტალიურ ტექსტში სიტყვა Finestra შემხვდა და ლექსიკონში ჩახედვა არ დამჭირვებია, გუმანმა (...და კონტექსტმაც, რასაკვრიველია!) მიკარნახა, რომ ეს უნდა იყოს „ფანჯარა“... მართალია, იტალიურში ეს ლათინური Fenestram-იდან მოდის (ფრანგ. - Fenêtre გერმ. - Fenster და ა.შ.), მაგრამ სპარსულ „ფანჯარასთანაც“ შეიძლება ჰქონდეს კავშირი...
მივყვეთ ახლა დინებას:
„ფანჯარა“ ნიშნავს ხუთკუთხა ამოჭრილ ნაწილს კედელში (ფანჯ - ხუთი)... სომხებსაც ასეთივე აზრით დაურქმევიათ - պատուհան („პატუჰან“ - კედელში ამოღებული), რუსების окно ალბათ око-სთან (თვალთან) არის კავშირში, ანუ ადგილი, სადაც გახედვა შეიძლება და ამას ამტკიცებს ხორვატების prozor (გასახედი ადგილი).
„ვეფხისტყაოსანი“ სიტყვა „ფანჯარას“ არ იცნობს, ყველგან გამოყენებულია „სარკმელი“.
სა-რკმ-ელ... ეს იგი ეს სიტყვა დაშენებულია „რკმ“ ძირზე და ამ ძირით შექმნილი კიდევ ერთი სიტყვა გვაქვს ქართულში - თირკმელი... რა აზრობრივი კავშირი უნდა იყოს სარკმელსა და თირკმელს შორის?!
ვიფიქროთ:
ქართველთა საცხოვრებლებს ჰქონდა „საკვამური“ და „სარკმელი“... ესე იგი ორივე რაღაცის შინიდან გარეთ გატანას ემსახურებოდა... კაცმა რომ თქვას, თირკმელსაც იგივე დანიშნულება გააჩნია... ჰოდა, ისევ „ვეფხისტყაოსანს“ მივმართოთ და, მგონი, ის გაგვარკვევს ყველაფერში:
„ხამს მელექსე ნაჭირვებსა მისსა ცუდად არ აბრკმობდეს...“
ანუ: მელექსემ თავისი ნაცოდვილარი ცუდად არ უნდა გამოამჟღავნოსო... გარეთ უხეიროდ არ უნდა გამოიტანოსო...
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ მასწავლებლებმა ორ გაკვეთილს შორის ღიად დარჩენილ დროს „ფანჯარა“ რომ უწოდეს, ეს უფრო პოეტური წიაღსვლა მგონია, ვიდრე პედაგოგიური...
Подписаться на:
Сообщения (Atom)