დღეს დაახლოებით ნახევარი საათი ვიმგზავრე ე.წ. „მარშრუტკით“; ალბათ, ჩემს იქ ასვლამდეც ლაპარაკობდა, მაგრამ ნახევარი საათი, სანამ ბოლო გაჩერებამდე არ მივედით, ერთი ქალი ბოლომდე აწეული ხმით ჭორაობდა მობილურზე. ათიოდე თემის გამხილვა მოასწრო: სამსახურში საჭმლის მომზადება, ფეხსაცმელზე „ბანტიკის“ ქონის სიყვარული, ერთი ზოლიანი ჯემპრის მობეზრება, დედამთილის თემასაც გაჰკრა და, რა თქმა უნდა, „სელფისაც“ შეეხო, თუმცა, როგორც იგი ამბობდა - სელფს... (ეს ბოლოკიდური „-ი“ რომ ფუძისეულია Selfie ეს დღეს აღარავის აღელვებს):
(ციტატა): - თანამშრომლები მეუბნებიან - ქალბატონო ლალიკო ადრე რამდენ სელფებს დებდით („ფეისბუქში“ - ალ.ელ.) და ახლა რატომ არ გვანებივრებთო?!
იგი ისეთი „ქალბატონი ლალიკო“ ჩანდა, რომ დღეში ხუთ-ექვს სელფის ნამდვილად გადაიღებდა და სალაიქო-საკომენტოდ გამოფენდა, მაგრამ საინტერესო ის არის, რაც მისი საუბრიდან გაირკვა - იგი „სელფის“ ზოგადად ფოტოგამოსახულებს უწოდებდა და არც კი ჰქონდა იმის მინიშნება, რომ ეს არის ავტო-ფოტო-პორტრეტი.
უნდა ვივარაუდოთ, რომ ძალიან ბევრი ჩვენი თანამედროვეც ზუსტად ამ მნიშვნელობით ახსენებს ხსენებულ სიტყვას - როგორც ზოგადად ფოტოსურათს.
გასაკვირი არაფერია... მსგავსი კურიოზებია ბევრია ყველა ენაში.
უბრალოდ ის აზრი მომივიდა, რომ დღეს-ხვალ „სელფი“ განდევნის არაბულ სიტყვას - „სურათი“, რომელმაც ანალოგიური ტრანსფორმაცია განიცადა ქართულში და დაერქვა ზოგადად გამოსახულებას, საწყის ენაში კი ადამიანის „სახეს“ ნიშნავს...
სავარაუდოდ ახლო მომავალში ჩვენი შთამომავლები იტყვიან - ლუვრში ვიყავი და ლეონარდო და ვინჩის სელფი ვნახეო...
იმედია, მათთვის „ვიზალიბერალიზაცია“ ისტორიაში ამოკითხული ქაჯობა იქნება და მადრიდსაც ეწვევიან ველასკესის სელფების სანახავად...
ასეთია ჩემი პროგნოზი!
Страницы
- მთავარი გვერდი
- ლინგვისტური წიაღსვლები
- ფოტოვარიაციები
- სიბრძნის კაკოფონია
- ვიდეომასალა
- ევრო-იუმორი
- მოსწავლეთა "ხედვები"
- დასამთავრებელი
- ელერდაშვილები
- დიდი ფეხბურთი
- "ფეისბუქის" ქორონიკონი
- დედა ენა
- მისი უდიდებულესობა – კროსვორდი!
- ჩემი "ვეფხისტყაოსანი"
- უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი
- ჩემი გაზეთები
- პოლიტიკური "ლირიკა"
- სპარსულ-ქართული ლექსიკონი
- (ვითომ) ლექსები
четверг, 3 ноября 2016 г.
вторник, 1 ноября 2016 г.
ფანტაზიის სინდრომი
- ამ 5-6 წლის წინ ერთ ცნობილ და პატივცემულ ადამიანს ვესაუბრე ჩემი თეორიების შესახებ; მან ყურადღებით მისმინა და ბოლოს მირჩია, რომ შორს არ გავყოლოდი ამ თეორიებს, რადგან ზედმეტ ფანტაზიას ზოგჯერ ზიანი მოაქვს ადამიანის ფსიქიკისათვის... მე გავიზიარე თუ არა მისი უარყოფითი შეფასება ჩემი აზრების შესახებ სხვა საკითხია, მაგრამ იმაში ნამდვილად ვეთანხმები, რომ ფანტაზიასაც უნდა ჰქონდეს საზღვრები, თუნდაც გეოგრაფიული მასშტაბების და განსახილველი ეპოქის სამეცნიერო მიღწევების გათვალისწინებით... საკითხი ეხებოდა და ეხება „ვეფხისტყაოსნის“ გეოგრაფიასა და პოემაში ასახული მოვლენების ქრონოლოგიას... ჰოდა, გარკვეულწილად დავამუხრუჭე ჩემი ფანტაზიები და მეტისმეტად „გაბლატავების“ უფლებას აღარ ვაძლევდი იმ პიროვნებასთან საუბრის შემდეგ...
- ეს 2-3 დღეა, დავიწყე შესწავლა იმ ნაშრომებისა, რაც რუსთველის პოემის დროსა და სივრცეს ეხება (კოსმოლოგიასაც) და უკვე სამი ისეთი ნაშრომი წავიკითხე, სადაც არის, ჰიპოთეზები კი არა, ლამის ბეჭედდასმული თეორიები; აი, ზოგი მათგანი:
- ერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ გულანშარო არის სხვა არაფერი, თუ არა საყოველთაოდ ცნობილი ქალაქი ვენეცია (...და გენუა ან მარსელი რატომ არა?!)
- მეორის მოსაზრებით, გულანშარო მდებარეობდა ახლანდელი ინდონეზიის არქიპელაგის კუნძულ სუმატრაზე (?!) და ამის ერთ-ერთ არგუმენტად ის მოჰყავს, რომ ფატმანი ფრიად და ფრიად შავგვრემანი ქალია და ასეთი ქალები ეკვატორთან ახლოს ცხოვრობენო... (იხილეთ „მნათობი, 1964 წ #12)
- მულღანზანზარის მდებარეობას ერთი მეცნიერი გიბრალტარის სრუტესთან ვარაუდობს...
- ეს თეორიაც შემხვდა, რომ მულღაზანზარი ტანზანიასთან თუ ზანზიბართანაა და იქვეა ის კუნძულიც (მადაგასკარი), რომელიც ბიძაშვილებმა „აახიეს“ ფრიდონს...
- არის ასეთი მოსაზრებაც, რომ მულღაზანზარი იგივე ტრაბზონია (ტრაპიზონი), მაგრამ განა ამ ქალაქის სიახლოვეს შავ ზღვაში კუნძულები არის?
- ტარიელის ქვაბი ნუბიის უდაბნოში გაამწესა ერთმა მკვლევარმა (ლომები იქ ბინადრობენო... მაგრამ აზიის ბინადარ ვეფხვს რა ვუყოთ? საიდან მოხვდა აფრიკის უდაბნოში?).
- საქმე იმაშია, რომ ამ მეცნიერთა უმეტესობა გეოგრაფიის სპეციალისტები არიან, შესანიშნავად ერკვევიან თავის სფეროში და რუსთველის ამა თუ იმ ფრაზის თუ სიტყვის გაანალიზებით სამივე კონტინენტზე (აზია, აფრიკა, ევროპა) ძებნიან და ადგენენ პოემაში ასახული გარემოს „ზუსტ კოორდინატებს“, მაგრამ, როგორც ჩანს, არცერთმა მათგანმა არ იცის სპარსული ენა... ეს კი იგივეა, ადამიანმა რუსული არ იცოდეს და ფილმ „ჯარისკაცის მამის“ შესახებ სამეცნიერო წერილს წერდეს...
- ერთი სიტყვით, ჩემი ფანტაზიები ამ ყველაფერთან სრულიად უვნებელ და ბავშვურ ტიკტიკად მომეჩვენა და ცოტა შვება ვიგრძენი...
- უახლოეს ხანში კიდევ რამდენიმე ნაშრომს უნდა გავეცნო და მერე შეიძლება მთლად გავხალისდე და ავადმყოფური ფანტაზიის სინდრომის შიშისგანაც გავთავისუფლდე....
Подписаться на:
Сообщения (Atom)