понедельник, 21 мая 2018 г.

„დასტოინი“ კნაჭა

საბავშვო ბაღის სიახლოვეს ვდგავარ მანქანით და უკანა ხედვის სარკეში ვხედავ, ოცდაათიოდე წლის უმშვენიერეს ქალს მოჰყავს 3-4 წლის კნაჭა... მაგრამ ამ უკანასკნელის გარეგნობას ვერ ვამჩნევ, რადგან თვალს ვერ ვაშორებ მის დედიკოს... სულ რაღაც 30 წამში მათ ჩამიარეს გვერდით და მესმის, დედა ეუბნება შვილს:
- ნუ ბანცალებ, დასტოინად იარე!...
ჩამიარეს და ახლა უკვე „დასტოინი" კნაჭას გარდა, ვეღარავინ დავინახე....
მორალი:
ნუ აღიქვამთ ცხოვრებას უკანა ხედვის სარკით!